დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

83 წლის ნანი ბებო: შობას, 54 წლის მამუკას ღრმად მოხუცებულმა დედამ, კეთილი მეზობლებისგან დარეკა ჩერნოვეცკის ფონდში და პატარა ბავშვივით ცხარე ცრემლებით მტირალმა, ჩუმად თქვა: „გემუდარები, გემუდარები, შვილო, ჩემთან სახლში მოდი და ჯოჯოხეთისგან მიხსენი. მეუღლე და ორი ვაჟი დავასაფლავე! ვის რაში სჭირდება ჩემისთანა მარტოხელა მოხუცი ქალი, თუკი ერთადერთი დარჩენილი, უსაყვარელესი შვილი მამუკაც მოკვდება? არ მინდა, მეოთხე მამაკაცის სიკვდილის გადატანა მომიხდეს! სასაფლაომდეც ვეღარ მივალ! მირჩევნია ჯერ მე დამმარხოთ, ისე მტკივა სული! ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს… ღმერთმა აშოროს ყველას!“

შემოწირულია

₾8,822.60

დონორი

523

დიახ! მსურს დახმარება!
1 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

წაიკითხეთ იმ ადამიანების ისტორიები, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ ერთი წუთითაც ნუ დაივიწყებთ, მეგობრებო, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება. არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო. დაუმეგობრდით მათ. ამისთვის საჭირო არ არის ფულის ხარჯვა. ფინანსურ საკითხებს კი, ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ.

Project

მარტოხელა მოხუცები

შენ დაეხმარე

იმედი ბოლოს კვდება! 88 წლის ბაბუა ოვსეპი მრავალი წელია მოხუცთა თავშესაფრის ფანჯრიდან იმედით გაჰყურებს გზას. მისი გული სიხარულით კრთება, როდესაც შორიდან მომავალ ადამიანებს ხედავს, ვინც შესაძლოა, მისი შვილები აღმოჩნდნენ. სჯერა, რომ მათ არ დავიწყებიათ ის. მე კი მომეჩვენა, თითქოს, ის უძლებს ყველაფერს და არ გვტოვებს, რათა მოასწროს დამშვიდობება მათთან, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ამ დიად ადამიანს მხოლოდ ერთი ოცნება დარჩა: ნახოს და უკანასკნელ გზაზე – ცივ საფლავში თან წაიღოს იმ ადამიანების გულების სითბო, ვის გამოც ყოველთვის მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე დაეთმო. რა სამწუხაროა… კვლავაც ცარიელია გზა… დღეები და წლები კი ერთმანეთს მისდევს…

შემოწირულია

₾955.43

დონორი

78

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
583 - 588 of 1261 items
1 96 97 98 99 100 211

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის