რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 26.08.2017
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ველოსიპედი ჯართში ჩავაბარე, აღებული ფულით კი, ჩემს დაიკოს ცოტა პროდუქტი ვუყიდე, რადგან შიმშილისგან გონებას კარგავდა. 6 წლის დათო სათამაშოებზე ოცნებობს. საბრალო ბიჭუნას ბურთიც კი არასდროს ჰქონია.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
როგორი ჩამქრალია ბავშვის თვალები, რამდენ დარდს იტევს მისი პატარა გული
ბავშვის ერთადერთი „სათამაშო“ არის ეს დაჟანგებული რკინა.
ეს 6 წლის დათოა. როდესაც ფონდის კორესპონდენტი ბავშვის ოჯახში მივიდა, დათო ეზოში იყო და საშინელი წვიმაც დაიწყო ამ დროს. მიუხედავად ამისა, ბავშვი სახლში არ შედიოდა. ხოლო, როდესაც კორესპონდენტმა მიზეზი ჰკითხა, ბავშვის პასუხი ასეთი იყო: „დეიდა, სახლში შესვლას რა აზრი აქვს? სახლშიც ზუსტად ისე წვიმს, როგორც გარეთ, სახლს სახურავი არ აქვს. პირიქით, ეზოში ყოფნა სჯობს, რადგან ჭექა-ქუხილის დროს, ჩვენი ქოხი ისე ირწევა, მეშინია, თავზე არ დამენგრეს. გარეთ კი, უსაფრთხოდ მაინც ვარ” – აი, სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა საბრალო ბავშვმა და თან, მთლიანად გალურჯებულიყო სიცივისგან. ბიჭუნას დახეული ტანსაცმელი ეცვა, არც სახლში ეგულებოდა გამოსაცვლელი ტანსაცმელი. მერე, წვიმამ გადაიღო, ცისარტყელაც გამოჩნდა ცაზე და ბავშვის ჩამქრალ თვალებში აენთო იმედის ნაპერწკლები. გაყინულმა ბიჭუნამ „უცნობ დეიდას” თავისი ოცნებები გაუმხილა.
დათო (6 წლის): ვოცნებობ, ველოსიპედი რომ მქონდეს. ჩემი ველოსიპედი ჯართში ჩავაბარე მაშინ, როდესაც ჩემმა დაიკომ, გვანცამ შიმშილისგან გონება დაკარგა. იმ ფულით კი, სოფლის მაღაზიაში პური და ცოტა პროდუქტი ვიყიდე. არ ვნანობ, ველოსიპედი ჯართში რომ ჩავაბარე. ეს ხომ, ჩემი დაიკოსთვის გავაკეთე, მაგრამ ვოცნებობ, რომ ისევ მქონდეს ველოსიპედი. ასევე ვოცნებობ, რომ პულტიანი მანქანა მქონდეს. სათამაშოები არასდროს მქონია. სხვა ბავშვებს ბევრი სათამაშო აქვთ, მაგრამ, ხელს ერთ სათამაშოზეც კი არ მაკიდებინებენ. თუკი ოდესმე, სათამაშოები მეც მექნება, სხვა ბავშვებსაც ვათამაშებ. კიდევ, ბურთზე ვოცნებობ, მაგრამ დედას ფული არ აქვს, რომ მიყიდოს, რადგან სახლში ხუთი დედმამიშვილი ვართ, დედას კი პროდუქტების და წამლების საყიდლადაც არ ჰყოფნის ფული. ყველაზე მეტად კი, დეიდა, ვოცნებობ ახალ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. მალე ზამთარი მოვა. წინა ზამთარს, თოვლით ივსებოდა ჩემი ფეხსაცმელი. ორ ჯემპრს ერთად ვიცვამდი ამიტომ, რომ თბილი ქურთუკი არ მქონდა, მაგრამ მაინც ვიყინებოდი. ვოცნებობ, რომ თბილი ქურთუკი ახლა მაინც მქონდეს.“
კეთილო ადამიანებო, თქვენ რომ გენახათ ბავშვის აცრემლებული თვალები, თავის ოცნებებზე რომ უამბობდა კორესპონდენტს, თქვენც ატირდებოდით ისევე, როგორც ეს საბრალო ბავშვი. მეოცნებე პატარა ბიჭუნა, დიდი გულით და მზესავით თბილი თვალებით. მოდით, ამჯერადაც გავერთიანდეთ და ჩვენი სიკეთით საბრალო ბავშვი ისევე გაბრწყინდება, როგორც ღრუბლიან ცაზე, მოულოდნელად გამოჩენილი ცისარტყელა იმ დღეს.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: დათო ხაჭიპერაძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა დათოს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
სულ ხარჯები:
350.00₾დარჩა:
303.00₾