რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 18.01.2016
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ეს ის დღეა, როდესაც ყველაზე უბედური ბავშვი ვარ საქართველოში!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სულ მალე ზურას მეცხრე დაბადების დღე გაუთენდება. წესით, ბავშვი ყველაზე ბედნიერი უნდა იყოს ამ დროს, მაგრამ…. ის, რასაც ახლა გეტყვით, ცხარე ცრემლებით აგატირებთ. ზურა ის ბავშვია, რომელიც ოცნებობს, რომ წელიწადის 366 დღიდან, ერთი დღე არ არსებობდეს. იცით, რომელი? ის დღე, როდესაც ბიჭუნა დაიბადა. ღმერთო, ამ ერთ „უბრალო“ ფრაზაში რამხელა დრამაა! ზურა მრავალშვილიანი ქართული ოჯახის შვილია, რომელიც თვიდან თვემდე პურითა და უფერო ჩაით ცოცხლობს.
ასე სევდიანად იყურება ბავშვი დაჟანგებული გისოსებიდან. ფანჯრებს მიღმა სხვა სამყაროა, იქ, სხვა ბავშვები ლაღები და მხიარულები არიან. ზურას სამყარო კი უფერული და სევდიანია, სადაც ბავშვი სრულიად მარტო გრძნობს თავს. დიახ, ბედის ირონიაა, რომ ამ სამყაროში, სადაც 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, ბიჭუნა თავს გრძნობს სრულიად მარტო, გარიყულად, დაჩაგრულად და დამცირებულად…
ზურა (8 წლის): „ეს ქურთუკი, რაც მაცვია, ჩვენმა მეზობელმა მაჩუქა. სულ ახალია. იცოდა, რომ ავად გავხდი და საშინლად მახველებდა იმის გამო, რომ თბილი ქურთუკი არ მქონდა. ძალიან ამ ადამიანის მადლიერი ვარ. სკოლაშიც მაცვია, ეზოშიც და სახლშიც, რადგან სახლში ცივა, გათბობა არ გვაქვს და ამის გამო, ვერ ვიხდი ოთახში ქურთუკს. გუშინ, ძილის წინ ვოცნებობდი, იქნებ, მე-9 დაბადების დღეზე მაინც მოხდეს სასწაული და თბილი ტანსაცმელი მივიღო საჩუქრად. მაგრამ, ეჰ, ვის ახსოვს, რომ ჩემი დაბადების დღეა. რა იქნება, ამ დაბადების დღეზე მაინც მქონდეს სახლში, გემრიელი კერძებით გაწყობილი სუფრა, რომელსაც მიუსხდებოდნენ ჩემი მეგობრებიც. 12 საათი რომ შესრულდებოდა, სანთლებს ჩავაქრობდი ტორტზე და სურვილებს ჩავიფიქრებდი. ცაში მაშხალებს გავისვრიდით და ბევრს ვიცეკვებდით.
– რა სურვილს ჩაიფიქრებდი?
ზურა: მეც მინდა, ისეთი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რომ მქონდეს, როგორიც ჩემს თანატოლებს აცვიათ სკოლაში. ასევე ვოცნებობ, რომ მქონდეს რონალდოს მაისური. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება კი, ტელეფონია. მაგრამ იმდენად არარეალურია, რომ ოცნებასაც კი არ აქვს აზრი. დედას საჭმლის საყიდელი ფულიც კი არ აქვს.
– რას გააკეთებდი ტელეფონი რომ გქონდეს?
ზურა: YouTube-ზე შემეცნებით ვიდეოებს ვუყურებდი. მინდა, ცოდნა რომ მივიღო. უფულობის გამო, სხვა ქვეყნებში ვერასდროს წავალ სამოგზაუროდ და YouTube-ზე მაინც გავეცნო იმ ქვეყნების ისტორიას, ქალაქებს, კულტურას.
კეთილო ადამიანებო, ალბათ, თავად დარწმუნდით, რაოდენ სევდიანი და დარდით სავსე არის ამ ანგელოზის პატარა გული. აი, სადაცაა ის საათი დადგება, როდსაც ბიჭუნა დაიბადა. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულის მინიჭება შგვიძლია ამ კეთილთვალება ბიჭისთის, რომელსაც მომავლის იმედიც კი დაკარგული აქვს ცხოვრებაში. ქართველებს ხომ, კარგად შეგვიძლია შეჭირვებულთა მხარში დგომა და სხვის გახარებით ჩვენი სულის ამაღლება.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ზურა ბიტიაშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: