Birthday 07.08.2015
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ყურადღებით შეხედეთ, მეგობრებო!!! ქართველმა ბიჭმა, 9 წლის ლუკამ საიდუმლოდ გაანდო ჩვენს კორესპონდენტებს, რომ ძალიან რცხვენია ეზოში ძველი ტანსაცმლით ჩასვლის და ველოსიპედზე ოცნებობს! მის მეგობრებს აქვთ ველოსიპედები, მას კი, თხოვნა ერიდება!
რას ფიქრობთ, მეგობრებო, ნუთუ, ლუკამ ბავშვობიდანვე ღატაკად უნდა ჩათვალოს თავი და ველოსიპედიც კი არ უნდა ჰქონდეს?!
შეხედეთ ბავშვის თვალებს, რამხელა სევდა და უიმედობაა მათში…
ლუკა (9 წლის): „ყველა ჩემს თანატოლს აქვს ველოსიპედი, ჩემ გარდა. მათი არ მშურს, მაგრამ სურვილი მაქვს, მეც მქონდეს. ამისთვის, ფულია საჭირო. დედა კი, ჩემსა და ჩემი ძმების გამოკვებასაც ძლივს ახერხებს. არც ბურთი მაქვს. ტელეფონი კი, ჩემი აუხდენელი ოცნებაა. როგორ მინდა, ერთხელ, საკუთარი ტელეფონით დავურეკო თანაკლასელებს და ამაყად ვუთხრა: „ლუკა ვარ. ეს ჩემი ნომერია.“
აი, ასეთი დახეული შარვალი აცვია საბრალო ბავშვს. ეს მაისური კი, უკვე გადახუნებულია მზისგან…
ჩემი საყვარელი ფეხბურთლის, რონალდუს ფორმა ძალიან გამახარებდა. ისიც ხომ, ოდესღაც ჩემსავით ღარიბი იყო.

ლუკა: „ახალი ჯინსის შარვალი არასდროს მცმია. ძალიან მინდა, რომ მქონდეს. სპორტული მაისური მოუხდებოდა ჯინსის შარვალს, არც სპორტული ფეხსაცმელი მაქვს. საყიდლებზე ერთხელაც კი არ წავუყვანივარ დედას. უკვე ზაფხულია, მე კი, შემოდგომის ფეხსაცმელით დავდივარ ამ სიცხეშიც. ფეხები „ჩახარშული“ მაქვს.
ფონდის მეგობრებო, თქვენ უკვე უამრავი ბავშვისთვის გახდით კეთილი ჯადოქრები. იმედია, გამონაკლისი არც ლუკა იქნება.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლუკა გურაშვილი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
დღეს, მეგობრებო, თქვენ ბედნიერება აჩუქეთ ლუკა გურაშვილს, რომელიც დედოფლისწყაროში, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახში ცხოვრობს. ამ ჰოლივუდურ ღიმილს ის თითოეულ თქვენგანს გჩუქნით! ისეთივე ბედნიერები ყოფილიყავით, როგორი ბედნიერიც ეს ბავშვია ახლა!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ლუკას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!

მოდით, უფრო ხშირად ვაჩუქოთ საჩუქრები გურაშვილების ოჯახის ბავშვებს! ისინი კი, კაშკაშა ღიმილს გვაჩუქებენ სამაგიეროდ! აი, უფროსი ბიჭი, ლუკა, თაფლისფერი თვალებით, კახეთის კაშკაშა მზეზე გარუჯული ოქროსფერი კანით, ჰოლივუდურ ღიმილს გვჩუქნის ერთი მეორის მიყოლბით! დღეს, ლუკას აჩუქეს ველოსიპედი!

აბა, საკუთარი სახლი რომ ჰქონოდა და არა სხვისი, როგორც ახლა, რა იქნებოდა? ნორმალური ავეჯი და ტექნიკა რომ იყოს მის სახლში? ლუკას ყოველდღიურად საჭმელი და ლამაზი ტანსაცმელი რომ ჰქონდეს? წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა მისი ღიმილი? წარმოგიდგენიათ, ეს ლამაზი ბავშვი რამდენ დღეს ატარებს მოწყენილი, ნაცვლად იმისა, რომ ამ სამყაროს კაშკაშა ღიმილი აჩუქოს? სიღარიბის გამო, რამდენი ღიმილი მოგვაკლო?
დღეს, მეგობრებო, თქვენ სიღარიბეს მოუგეთ ბრძოლა და მშვენიერი ლუკას გული მზის სხივებით გაანათეთ! ბრავო, მეგობრებო!

ლუკა: დეიდა, ყველა ჩემი მეგობარი ნამყოფია არწივის ხეობაში, მე კი არც ერთხელ! იქ ისეთი სილამაზეა, ყველა ასე ამბობს. მალე, კარგად ვისწავლი ტარებას და მეც, ბოლოს და ბოლოს შევძლებ, რომ ვნახო. ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი ბედნიერი! მდინარეზე წასვლასაც შევძლებთ. ოჰ, რა მაგარი ზაფხული გვექნება!

და კვლავ, უბედნიერეს ღიმილს გვჩუქნის ლუკა! შემდეგ – ლაზარეც! თორნიკეც! მზესავით კაშკაშებენ ეს ბავშვები, გურაშვილების ოჯახიდან!
ფონდის კეთილო მეგობრებო! მოდით, დავეხმაროთ ბავშვების მშობლებს, რათა მუდამ გაიღმონ პატარა ანგელოზებმა! აი, რა სჭირდება ოჯახს ყველაზე მეტად:
1. საკვები პროდუქტები.
2. ტანისამოსი ბავშვებისთვის.
3. ახალი გაზქურა.
4. დიდი კარადა ტანსაცმლისთვის.
5. სამზარეულოს ახალი კარადა.
6. მაგიდა და სკამები.
დალოცვილები ყოფილიყავით, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლუკა გურაშვილი)
კორ. მედეა
სულ ხარჯები:
494.00₾დარჩა:
1.00₾