სახლში / პროექტები /

მშიერმა 4 წლის თორნიკემ თავისი პურის ერთადერთი ნატეხი ძაღლს გაუყო – ზუსტად ასეთი სურათი დაინახა ფონდის კორესპონდენტმა გურაშვილების ოჯახში სტუმრობისას. დიახ, მშიერმა ანგელოზმა, ზღვის ტალღისფერი თვალებით, არ დაინანა საკვები ძაღლისთვის.

calendar მაისი 19, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 ზარი - ₾2

მობილური პროვაიდერები

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

მშიერმა 4 წლის თორნიკემ თავისი პურის ერთადერთი ნატეხი ძაღლს გაუყო – ზუსტად ასეთი სურათი დაინახა ფონდის კორესპონდენტმა გურაშვილების ოჯახში სტუმრობისას. დიახ, მშიერმა ანგელოზმა, ზღვის ტალღისფერი თვალებით, არ დაინანა საკვები ძაღლისთვის.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მშიერმა 4 წლის თორნიკემ თავისი პურის ერთადერთი ნატეხი ძაღლს გაუყო – ზუსტად ასეთი სურათი დაინახა ფონდის კორესპონდენტმა გურაშვილების ოჯახში სტუმრობისას. დიახ, მშიერმა ანგელოზმა, ზღვის ტალღისფერი თვალებით, არ დაინანა საკვები ძაღლისთვის. ზოგიერთ ადამიანს, იმდენი საჭმელი აქვს, რომ ჭამას ვერ ასწრებენ, უფუჭდებათ, მაგრამ მათ მშიერი ადამიანებისთვის მიცემა ენანებათ. გაგვიმართლა, რომ ჩვენი ფონდის მეგობრები ხართ და ყოველთვის მზად ხართ უწილადოთ ლუკმა პური მშიერ ბავშვებს. ჩვენ თქვენით ვამაყობთ!!! დღეს, სამი პატარა ძმა გურაშვილების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც გადაგავიწყდათ. მათი ისტორია ცხარე ცრემლით აგატირებთ.

ახლავე გააზიარე, კეთილო ადამიანო! დაეხმარე მეგობრებს იპოვონ გზა ღმერთისკენ!

მშიერმა ბავშვმა სახლში ხმელი პურის ნატეხი იპოვა

ოთხი წლის თორნიკე ცხარე ცრემლით ტირის. ის ცრემლებისგან დასველებულ სახეს ხელებით იმალავს, ცრემლები რომ არ დაანახოს ფონდის კორესპონდენტს(უცხო დეიდას). გგონიათ, ის კანფეტს ან ძვირადღირებულ სათამაშოს ითხოვს და იმიტომ ტირის ? არა, მეგობრებო. ეს არ არის ჭირვეული ბავშვის ტირილი, ეს პატარა ანგელოზი იმიტომ ტირის, რომ ვეღარ უძლებს შიმშილს და სიცივეს. ფეხსაცმელი, რომელიც მას შარშან აჩუქეს, უკვე დაუპატარავდა და ფეხებს სტკენს. მსოფლიოში არც ერთმა ბავშვმა ასე არ უნდა იტანჯოს!

ეს თორნიკეს ძმა, 9 წლის ლუკაა. საჭიროა ამ ფოტოს შინაარსის სიტყვებით გადმოცემა ? ჩახედეთ ბავშვის კეთილ თვალებს – რამდენი ტკივილი, იმედგაცრუება და სასოწარკვეთაა მათში. ეჰ… ყველა სიტყვა უძლურია… ყველასგან დატოვებული ბავშვები… ბავშვი, რომლის ტკივილიც არავის ესმის…

ეს კი 7 წლის ლაზარეა. სიღარიბით გამოწვეული ტანჯვა აისახება ბავშვის გამომეტყველებაზე. მისი დიდი თვალები უნდა ბრწყინავდეს, მაგრამ როცა ის მშიერია, როცა მას სცივა, როცა მას ძველი, დახეული ტანსაცმელი აცვია და ერთი სათამაშოც კი არ აქვს – ნუთუ შეიძლება ამას ბავშვობა ეწოდებოდეს ? ამას ცხოვრება ჰქვია ? არა, ეს არ არის ცხოვრება, ეს არის გადარჩენისთვის ბრძოლა! ბრძოლა არსებობისთვის….

ეს გურაშვილების დიდი ოჯახია, რომელიც წარმოუდგენელ სიღარიბეში ცხოვრობს ამ ძველ ხის ქოხში, სადაც – ფანჯრები ჩამტვრეულია, კედლები დახეთქილია და ჭერიდან წყალი ჩამოდის.

ორმაგი ტრაგედიაა ის, რომ ეს საშინელი ქოხიც კი არ ეკუთვნის ოჯახს. კეთილმა ადამიანმა დროებით შეასახლა მასში, რადგან თვითონ არ იმყოფება საქართველოში. სახლის პატრონი მალე დაბრუნდება სამშობლოში და მასაც არ აქვს სხვაგან წასასვლელი ამ ქოხის გარდა, ამიტომ, გურაშვილების ოჯახს ამ სახლის დატოვება მოუწევს სამ პატარა ბავშვთან ერთად. მაგრამ სად უნდა წავიდნენ ? წასასვლელი არსად აქვთ. ნუთუ ამ პატარა ანგელოზებს ღია ცის ქვეშ მოუწევთ ძილი ?

ეს ბავშვების მამაა, 31 წლის გურამი, რომელიც კახეთში თავისი შრომისმოყვარეობით და პატიოსნებით არის ცნობილი. დილიდან საღამომდე ის ფიზიკურად შრომობს, არ ერიდება არანაირ საქმეს სოფლებში თუ ქალაქში, რათა დღის ბოლოს, მძიმე შრომით ნაშოვნი 30-40 ლარით, პური და ცოტაოდენი საჭმელი მოუტანოს მშიერ ბავშვებს.

ფოტოზეც კი კარგად ჩანს როგორ განიცდის გურამი თავისი შვილების გამო, როგორ ტკივილს ატარებს გულში… როცა ფონდის კორესპონდენტი გურაშვილების ოჯახში ჩავიდა, 31 წლის ახალგაზრდა კაცს დახეული შარვალი ეცვა.

გურამი, 31 წლის ( სამი შვილის მამა): „ სახლი უნდა დავცალოთ. ჩემი შვილები ღია ცის ქვეშ რჩებიან. სახლი რომ მექირავა ავეჯით და ტექნიკით, ძვირი უნდა გადამეხადა, მე კი პურის და მაკარონის ფულს ვშოულობ მხოლოდ. ჩემი 28 წლის მეუღლე ვერ მუშაობს, რადგან ვერ ტოვებს პატარა ბავშვებს მარტოს. ცარიელი სახლი რომ ვიქირაოთ, ჩვენ არ გაგვაჩნია ელემენტარული საკუთარი მაგიდა და სკამიც კი, არაფერი არ გვაბადია ქვეყანაზე.“

გურამი: „როცა სტატიას გამოაქვეყნებთ(მიმართავს ფონდის კორესპონდენტს) ზოგიერთ ადამიანს კითხვა გაუჩნდება, რატომ არ გვაქვს მოზრდილ ადამიანებს არაფერი. ეეჰ…. არავინ იცის, ვის რა ელოდება ცხოვრებაში. არ მინდა მკითხველი ჩემი ისტორიით დავთრგუნო და დავამძიმო. მე პატიოსნად ვიცხოვრე ბავშვობაში და ახალგაზრდობაში, მაგრამ ცხოვრებამ გაგვწირა მეც და ჩემი შვილებიც.“

როცა გურაშვილებს ვსტუმრობდით წვიმა დაიწყო. ბავშვებმა თავი სახლს არ შეაფარეს, ისინი ხის ქვეშ დადგენენ. იცით რატომ ? იმიტომ, რომ სახლშიც ისე წვიმდა, როგორც გარეთ.

ეს იმ ოთახის ჭერია, სადაც ბავშვებს სძინავთ და სადაც ისე წვიმს, როგორც გარეთ

ლაზარეს „სადილი“ეს ხმელი პურია

ბავშვები, რომლებიც თვითონაც მშივრები არიან, ყოველ დღე თავიანთ საკვებს ძაღლს უწილადებენ

დეიდა(მიმართავს ფონდის კორესპონდენტს), მერე რა, რომ ძაღლი ვერ ლაპარაკობს ? ისიც ისეთივე მშერია, როგორც ჩვენ. ჩვენგან განსხვავებით, მას დედაც კი არ ყავთ. აი, რატომ ვზრუნავთ მასზე.“

დიახ… საწყალი ბავშვები ზრუნავენ ძაღლზე, მაგრამ არავინ ზრუნავს მათზე. ბავშვების მშობლებმა, უამბეს ფონდის კორესპონდენტს, რომ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის, თუმცა….

საცოდავ ბავშვებს არ ეზარებათ შრომა

ისინი მამას კიტრის, პამიდვრის და მწვანილის მოკრეფაში მაინც ეხმარებიან ბოსტანში

ოთხი წლის თორნიკე, რომელსაც არც ერთი სათამაშო არ აქვს, ცას უყურებს ჩამტვრეული ფანჯრიდან. ვინ იცის, იქნებ ღმერთს სთხოვს, რომ ციდან კეთილი ანგელოზები გამოუგზავნოს, რათა მან და მისმა ძმებმა თავი დააღწიონ ამ ტანჯვას.

და ეს კეთილი ანგელოზები, რომლებზეც ბავშვები ოცნებობენ, – თქვენ ხართ, ფონდის ერთგული მეგობრები. გურაშვილების ოჯახს, მალე მოუწევს ნაქირავებ სახლში გადასვლა, რომელშიც მარტო კედლები იქნება. ნებისმიერი ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საოჯახო ნივთები, საციცოცხლოდ აუცილებელია ახლა ამ ოჯახისთვის. ბავშვებს საწოლიც კი არ აქვთ. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაზე უარესია.

შეხედეთ, ნამდვილი ანგელოზია. ოთხი წლის თორნიკე თვალებით გვთხოვს დახმარებას

ძამიკო ეფერება ოთხი წლის თორნიკეს, რომელიც სიმწრისგან ტირის

ღვთისნიერო ადამიანებო, ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, გემუდარებით, დავუდგეთ გვერდში და ერთად გადავარჩინოთ ანგელოზები ამ ტანჯვას. საკვები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – მოდით, არ დავინანოთ მათთვის არაფერი.

ასე შემოეხვივნენ ბავშვები ფონდის კორესპონდენტს და თავიანთი უბედურება უამბეს

და როცა „უცნობმა დეიდამ“ ძმებს უთხრა, რომ მთელ საქართველოს მოუყვებოდა მათ შესახებ, სევდიანი ბავშვების ჩამქრალ თვალებში უეცრად ვარსკვლავები აინთო.

ფონდის ერთგულო მეგობრებო, როცა დავტოვე გურაშვილების ოჯახი, კახეთიდან თბილისამდე, მთელი გზა თავიდან არ ამომდიოდა სევდიანი, მაგრამ იმედით სავსე სამი ანგელოზი ძმის თვალები, რომლებიც ჭიშკართან მაცილებდნენ. ღვთისნიერო ადამიანებო, ამ ბავშვებს მხოლოდ თქვენი იმედი აქვთ, დაე, ეს იმედი გამართლდეს. მოდით, ერთად შევეცადოთ, განვკურნოთ პატარა ძმების გატეხილი გულები.

თუ გსურთ ეწვიოთ ოჯახს და დაეხმაროთ პირადად, მათი მისამართია : ქ. დედოფლისწყარო, თამარის ქუჩა.

ყოველ ჯერზე, როცა შეგიძლიათ დაეხმაროთ, ეს უბრალოდ გააკეთეთ და გიხაროდეთ, რომ ღმერთმა თქვენი ყურადღება „სხვის“ უბედურებას მიაქცია! რომ თქვენი მეშვეობით ვიღაცის ლოცვას პასუხობს! ესეიგი თქვენ რჩეული ხართ! ყოველთვის დალოცვილები იყავით! ჩვენც გთხოვთ, ხშირად გაიხსენოთ სხვისი გაჭირვება! მოინახულეთ გაჭირვებულები. იქ თქვენ საკუთარი თავის მნიშვნელობას შეიძენთ, – ნამდვილი ქართველის, დიდი ადამიანის, როგორებადაც შექმნა ღმერთმა ქართველები!

ახლავე გააზიარე, კეთილო ადამიანო! დაეხმარე მეგობრებს, იპოვონ გზა ღმერთისკენ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა : თუ თქვენ იცით მეზობლის ან ნაცნობის გაჭირვების შესახებ, გააკეთეთ ღვთისნიერი საქმე და მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე : office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: გურაშვილების ოჯახი ).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay და PayBox (OPPA). განყოფილებაში „ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი( ფონდის დამატებით უფლებებსა და მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).

თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.

თქვენს ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე შეუძლია გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე : 0901200270! იყავით დალოცვილები!

კორ.: ნინი

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი

სულ ხარჯები:

დარჩა:

შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2025 21:55:42
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2025 10:02:28
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2025 12:24:12
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.05.2025 18:41:30
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2025 10:06:17
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2025 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2025 00:00:00
₾4.53
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.05.2025 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.05.2025 00:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2025 02:25:38
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.05.2025 13:13:48
₾14.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.05.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2025 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.05.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2025 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2025 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.05.2025 00:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,877.84

189 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,877.84

189 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება