Birthday 15.05.2017
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
შვიდი წლის ლაზარეს, სათამაშოს ნაცვლად, ხელში თოხი უჭირავს ბოსტნის სათოხნად.
ჭიშკრის მიღმა მას ბავშვების ხმები ესმის, მაგრამ რცხვენია მათთან გასვლა, რადგან არცერთი სათამაშო არ აქვს. თოხის გარდა ის ვერაფერს ვერ შესთავაზებს თავის საუკეთესო მეგობრებს.
არც ერთი ბიჭი საქართველოში არ უნდა იყოს სიღარიბით დამცირებული. სამწუხაროა, რომ ეს უბრალო ჭეშმარიტება არ იციან ჩინოვნიკებმა…
შვიდი წლის ლაზარე ველოსიპედზე ოცნებობს. და ტელევიზორი ? საცოდავი ბავშვი, მეზობლის ტელევიზორს უყურებს თავისი დაბურული ფანჯრიდან. ვინ იცის, მეზობლის ფანჯრიდან რამდენჯერ ადევნებდა თვალს მატჩებს სხვისი ტელევიზორის ანარეკლში…
ეს შვიდი წლის ლაზარეა – ბიჭუნა ძალიან ღარიბი ოჯახიდან. საკმარისია, ერთხელ ჩახედო მას თვალებში, რომ ტკივილი და უიმედობა დაინახო, გულზე კი მძიმე სევდა. ასაკის მიუხედავად, ის ძალიან აზრიანია. ეს მის გამოხედვაში ჩანს. მაგრამ ყველა თავის ოცნებას, ძვირფასო მკითხველებო, ის გულში ინახავს.

აი, ის რეზინის ტყაპუჭებში – ბოსტანშიც, სახლშიც და ქუჩაშიც. ასეთი ფეხსაცმელი რევმატიული დაავადებების რიკს ზრდის. ის ოცნებობს კედებზე და ბოტასებზე, მაგრამ თავისი ოცნების ფეხსაცმელს მხოლოდ სხვა ბავშვებზე ხედავს. ბიჭი სკოლაში დადის გახუნებულ ჯინსებსა და ძველ სვიტერში. მას რცხვენია ასე რომ გამოიყურება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაახარებდა მას ახალი ჯინსები და მაისური ?
ბავშვი სკოლაში ამ გახუნებული სვიტერით დადის
ლაზარე (7 წლის): „მე ველოსიპედზე ვოცნებობდი, მაგრამ აღარ ვოცნებობ. რა აზრი აქვს, სურვილი თუ მაინც არ ამიხდება. ტელევიზორი დიდი ხანია გაფუჭდა, მე კი ძალიან მინდა ვუყურო ფილმებს და ფეხბურთს. რამდენჯერმე თანაკლასელთან ვიყავი ტელევიზორის საყურებლად. მოვიტყუე, არ ვთქვი, რომ სახლში უბრალოდ არ გვაქვს ტელევიზორი. მრცხვენია. ამის შესახებ რომ გაიგონ, შეიძლება აღარც მემეგობრონ.“
როცა ლაზარე ფონდის კორესპონდენტს თავისი ოცნებების შესახებ უამბობდა, სირცხვილისგან თვალებს მალავდა. ფონდის მეგობრებო, ნუთუ ეს ბავშვი არ იმსახურებს, რომ მისი ოცნებები ახდეს? ის ხომ არაფერს განსაკუთრებულს არ ითხოვს. ის, რაზეც ლაზარე ოცნებობს, მსოფლიოში ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს – ოცნების გარეშეც კი.
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლაზარე გურაშვილი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
ვინ ჭამს იოგურტს ყველაზე სწრაფად? ლაზარე! ველოსიპედს ვინ ატარებს ყველაზე სწრაფად? ლაზარე! დღეს, ყველაზე მადლიერი ვინაა კახეთში? ისევ ლაზარე! მადლობა ფონდის მეგობრებს იმისთვის, რომ დაუვიწყარი დღე აჩუქეთ ამ ბიჭს!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ლაზარეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!

ნეტა, ახალი ველოსიპედის ზარის გაგონებაზე, ეზოში თავისი ოცნებისკენ ასე სწრაფად ვინ გარბის? ლაზარე! ყველაზე მაღლა ვინ ხტუნავს სიხარულისგან? ლაზარე! ვინ სთხოვს მამას, ყველაზე დიდხანს რომ ასეირნოს? რა თქმა უნდა, ლაზარე!



ამქვეყნად ყველაზე სწრაფად ახალ ბუცებსა და შორტებს ვინ იცვამს? ლაზარე! სათამაშო თოფებიდანაც, ყველაზე კარგად ის ისვრის!

მსოფლიოში ყველაზე სწრაფად იოგურტის ვინ ჭამს? ბედნიერი ლაზარე! წვენს ვინ სვამს ყველაზე სწრაფად? ისევ ლაზარე! ყველაფერი, რასაც ადრე, მხოლოდ სიზმარში ხედავდა, ახლა მის წინაშეა: მაგიდა, რომელიც სავსეა ფონდის მეგობრების გამოგზავნილი გემრიელობებით. ლაზარესაც და მის ძმებსაც ძალიან მოსწონთ ეს სანახაობა.


ნათელი ემოციებისთვის და ჩვენი ლაზარეს სურვილების ასრულებისთვის, ფონდის მეგობრებს მადლობას ვუხდით. ეს დაუვიწყარი, ფეერიული დღე იყო! ბრავო, მეგობრებო!
ფონდის კეთილო მეგობრებო!
ლაზარე ასე არ იჩქარებდა, ხვალ, ამ გემრიელი საჭმლის და ტანსაცმლის არქონის შიშ რომ არ ჰქონოდა. სამწუხაროდ, სწორედ ასეა. უკვე ერთ კვირაში, მის კუჭში მხოლოდ ხმელი პური თუ მოხვდება. ლაზარეს დედა – ჟუჟა – საჭმელს გაზის ბალონთან ჩამუხლული მოამზადებს, მერე კი, თეფშს გატეხილი კარადიდან გამოიღებს.
გურაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ყველაზე აუცილებელი რამეებიც კი აკლია. ეს გახლავთ აქტუალური სია იმ ნივთებისა, რაც მათ ამჟამად სჭირდებათ:
1.საკვები;
2.ტანისამოსი ბავშვებისთვის;
3.გაზქურა;
4.მაგიდა და სკამები;
5.ახალი სამზარეულოს კარადა;
6.ტანსაცმლის დიდი კარადა.
მათ რეგულარულად სჭირდებათ ჩვენი დახმარება. დალოცვილები ყოფილიყავით, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლაზარე გურაშვილი).
კორ.: მედეა
სულ ხარჯები:
469.00₾დარჩა:
0.58₾