Birthday 17.07.2014
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
11 წლის საბას მხოლოდ იმის გამო დასცინიან, რომ ის ღარიბი ოჯახიდან არის. დიახ, საბას დედამ არ იცის, საიდან მოიტანოს ფული, რომ შვილს საჭმელი უყიდოს. მაგრამ მოქილიკე ბავშვების დედებმა მთავარი არ იციან: როგორ აღზარდონ შვილები ისე, რომ გაჭირვებული თანატოლის დაცინვის ნაცვლად, მისი დახმარების სურვილი გაუჩნდეთ. ფონდის მეგობრებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მოუშუშოთ ჭრილობები გულგატეხილ ცისფერთვალება ბიჭუნას!
საბა(11 წლის): „სხვა ბავშვებს აქვთ სათამაშოები, მე კი – არა. მე მხოლოდ ძველი და გატეხილი სათამაშოები მაქვს, რომლებსაც ქუჩაში ვპოულობ: გატეხილი მანქანები და გახვრეტილი ბურთები. ვინ მოისურვებს ჩემთან თამაშს? ვოცნებობ პულტიან ჯიპზე და ფეხბურთის ახალ ბურთზე. ძალიან მჭირდება ბოტასები და სპორტული ფორმაც. ძველი და დახეული ტანსაცმლით დავდივარ.“
„მენანება ამ გახეული ბურთის ნაგვის კონტეინერში გადაგდება, იმიტომ რომ ეს ჩემი ერთადერთი სათამაშოა. მაგრამ იცი, დეიდა, ახლა რომ ახალი ბურთი მქონდეს, მაინც არ მოვიშორებდი ძველს. იცი რატომ? იმიტომ რომ არ მინდა, ახალმა ბურთმა შემცვალოს და როგორც სხვა ბავშვებმა, მეც შევწყვიტო ღარიბი ოჯახების ბავშვებთან თამაში. როცა ძველ ბურთს შევხედავ, გამახსენდება, რომ ახლით უნდა ვითამაშო იმ ბავშვებთან, ვისაც არ აქვს ახალი ბურთი (თუ ოდესმე ახალი ბურთი მექნება).“
საბა ატირდა ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტთან საუბრისას და გაუმხილა, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნებაა ტელეფონი და პლანშეტი. მაგრამ ვერასდროს სთხოვს ამას მშობლებს, რადგან იცის, რომ მათ ამის ფული არ აქვთ.
საბა: „დამცინიან იმის გამო, რომ ჩემი სახლი და ეზო დანგრეულია. ეს ცრემლებამდე მტკენს გულს. მე ხომ არაფერს ვუშავებ მათ, რატომ მეძახიან ცუდ სიტყვებს და მამცირებენ?“
სხვა ბავშვებივით უდარდელად თამაშის ნაცვლად, საბა პატარა ძმასთან ერთად ეზოს ალაგებს – მშობლებს ეხმარება. რა კარგი, შრომისმოყვარე ბიჭია. ღმერთმა ყველას მათნაირი შვილი მისცეს! ის საქართველოს ღირსეული შვილია და მას უნდა ჰქონდეს ყველაფერი, რაზეც ოცნებობს!
ფონდის კორესპონდენტი: მშობლებო, აჩვენეთ მაგალითი თქვენს შვილებს, რომ მათ გაუწოდონ დახმარების ხელი გაჭირვებულებს. ამ ქვეყნად არაფერია იმაზე ფასეული, ვიდრე სიკეთე და სიყვარული – ეს არის ის, რასაც ადამიანი ვერასდროს იყიდის.
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: საბა ტაკაშვილი)
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
საბა ახალ ველოსიპედზე დაფრინავს, როგორც შევარდენი! სიხარულისგან გათამამებული და უშიშარი! აი, როგორი უდიდესი ბედნიერების გენერატორია – თქვენი სიყვარული და ზრუნვა!

ოჰ, რა ძნელია ველოსიპედით მოძრაობა საქართველოში! სულ აღმართი და დაღმართი, ასვლა და ჩასვლა! მაგრამ საბა ისე დიდხანს ოცნებობდა ველოსიპედზე, ისე დიდხანს ესიზმრებოდა, რომ როგორც კი შემოაჯდა სიხარულით აფრინდა ყველაზე მაღალ აღმართზე!
საბას ისე ლამაზად ტრიალებდა ველოსიპედზე მშობლიურ ნორიოში, როგორც თავისუფლად გამოშვებული შევარდენი. წავედით იქ, სადაც მისი სოფლის საოცარი მთის პეიზაჟი იშლება და აღფრთოვანებით ვუყურებდით როგორ შორდებოდა ბიჭი, იქცეოდა წერტილად ამ პეიზაჟში, მერე კი გვიახლოვდებოდა და მისი ფირუზისფერი თვალები თითქოს მთელი მსოფლიოს გასაგებად „ყვიროდნენ“ სიხარულს!
ასჯერ, ათასჯერ მადლობა გადაგვიხადა! არც კი ამოუსუნთქავს, წყალიც კი არ დაულევია!
საბა:
– მეშვიდე სიჩქარით ავედი მთაზე! მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, ისეთი დიდი როგორი დიდიც კი არსებობს! ძალიან გამახარეს კეთილმა ადამიანებმა! ახლა მეცხრე წრეზე წავალ.
და ისევ იკარგება ამ მშობლიურ პეიზაჟში, მისი ნაწილი ხდება! კარგი ბიჭია! თამამი, მტკიცე, უშიშარი!
შეხედეთ, როგორი საოცარი თვალები აქვს ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნას!
და როგორ მოუხდათ საბას და გაბრიელს ეროვნული ელემენტებით დამშვენებული საფეხბურთო ფორმა! ლამაზმანები, ერთი სიტყვით!

– საბა, კიდევ დაგრჩა ძალა ფეხბურთისთვის, თუ ყველაფერი ველოსიპედზე დახარჯე?
საბა:
– კიდევ უფრო მეტი ძალა მაქვს! ახლა უფრო სწრაფი ვიქნები!
ყველაზე ძლიერ ენერგიისა და ძალის გენერატორს გაჭირვებულთათვის, უკეთესს ვერავინ გამოიგონებს – ეს თქვენი სიყვარული და ზრუნვაა, მეგობრებო!
ბავშვი დაგვპირდა, რომ როცა ცნობილი ფეხბურთელი გახდება, არასდროს დაივიწყებს ფონდის პატარა ბენეფიციარებსა და მეგობრებს. ჩვენ გვჯერა შენი! წინ, ბიჭო!!! თუ რთულ გზაზე, მწვერვალზე ასვლისას დაეცემი, არ შეგეშინდეს! ფონდის მეგობრები აგამაღლებენ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: საბა ტაკაშვილი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორესპონდენტი მედეა
სულ ხარჯები:
288.00₾დარჩა:
0.36₾