Birthday 25.07.2015
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩერნოვეცკის ფონდი ჩქარობს, რომ საქართველოს ამომავალი ვარსკვლავი გაგაცნოთ რაც შეიძლება მალე, რადგან ჩემპიონი ბიჭუნა ნელ-ნელა რწმენას კარგავს. ფონდში კი გვჯერა, რომ თქვენ ამას არ დაუშვებთ, ჩვენო მეგობრებო. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი გულისხმიერებით, ნიკოლოზის ვარკსვლავი არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში იბრწყინებს.
მეგობრებო, გაიცანით. ეს არის 10 წლის ნიკოლოზ გაბედავა, საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში. ის ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ბიჭია ღარიბი მრავალშვილიანი ოჯახიდან – მას ექვსი და-ძმა ჰყავს. ის თავდაუზოგავად შრომობს და ყოველდღე ვარჯიშობს, რათა მიაღწიოს წარმატებას და თავი დააღწიოს სიღარიბეს.
სირცხვილით როგორ გითხრათ, რომ ჩემპიონ ბავშვს ამ ბეტონზე სძინავს, რომელზეც თხელი ლეიბი აფენია, საწოლის იმიტაციისთვის.
ნიკოლოზი (10 წლის):,,ჩემი თანატოლები ძვირადღირებულ ნივთებზე ოცნებობენ. ჩემი ოცნება კი საწოლია, სადაც ნორმალურად გამოძინებას შევძლებ, რომ ვარჯიშისთვის ენერგია მქონდეს”
ნიკოლოზი: „უკანა ეზოში ტომარა ჰკიდია. მაგრამ ზამთარში გარეთ ვერ ვვარჯიშობ. ვოცნებობ, მქონდეს ცალკე ოთახი ვარჯიშისთვის. მამაჩემმა მშენებლობაც კი დაიწყო, მაგრამ ფული არ ეყო. ამიტომ გვჭირდება სამშენებლო მასალები.“
ნიკოლოზს ბევრი ჯილდო და მედალი აქვს. ბიჭს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მოდით, დავეხმაროთ ჩემპიონს ოცნებების ასრულებაში! მოდით, ვაჩვენოთ მას, რომ გვჯერა მისი ნიჭის და გვინდა ვიხილოთ მისი წარმატება! თქვენც შეგიძლიათ ჩვენთან ერთად სიკეთის კეთება.
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ნიკოლოზ გაბედავა ).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია აგრეთვე ExpressPay-სა და TBCpay-ის ტერმინალებიდან. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებითი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვიღაცის სიცოცხლე და უფალს კიდევ უფრო დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ სმს-ი ნომერზე 97100.
ხოლო თქვენს ერთ ზარს სპეციალურ ნომერზე შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 090120027! იყავით დალოცვილები!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნიკოლოზს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!

სულ ხარჯები:
750.00₾დარჩა:
0.21₾