Birthday 19.08.2019
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გია ჯერ კიდევ ძალიან პატარაა და არ ესმის, რა გასაჭირშია ჩავარდნილი. მაგრამ, უფლის ანგელოზებმა ასე არ უნდა იცხოვრონ!
რაზე ოცნებობს ექვსი წლის გია? მანქანაზე? ფეხბურთის ბურთზე? არა. ბიჭუნა რბილ საწოლზე ოცნებობს. ოღონდ არა მხოლოდ თავისთვის, არამედ მისი ექვსი და-ძმისთვისაც. იმისთვის, რომ ყველას დასაძინებლად საკუთარი ადგილი ჰქონდეს, სამი ორსართულიანი საწოლი არის საჭირო. ასევე ლეიბები, საბნები და ბალიშები. მაგრამ, შეჭირვებულ მშობლებს ამ ყველაფრის საყიდელი ფული არ აქვთ.
უშაქრო ჩაი, პურის ნატეხი და სევდიანი თვალები. ეჰ… რამდენი აუხდენელი ოცნებაა ამ ბავშვის გულში.
გია (6 წლის): „წელს სკოლაში მივდივარ, პირველ კლასში. მაგრამ, ჯერ არ მაქვს არც ზურგჩანთა, არც წიგნები, არც რვეულები. ლამაზი ტანსაცმელიც არ მაქვს.“
6 წლის გია ნამდვილი კაცივით ასრულებს უფროსი ძმის მოვალეობებს. ღმერთმა დალოცოს ეს ანგელოზები!
გია: „დედას ვთხოვ, რომ პლანშეტი მიყიდოს! ის მპასუხობს, რომ აუცილებლად მიყიდის, როდესაც საშუალება ექნება. დეიდა, ხომ არ იცი, როდის დადგება ამის დრო? მე ველოდები, ველოდები, მაგრამ მაინც არ მაქვს პლანშეტი.“
მოდით, ახლავე დავპირდეთ გიას, რომ მის ოცნებას ავასრულებთ! რაც ყველაზე მთავარია, დაპირებას შევასრულოთ! ერთად, ჩვენ სასწაულების მოხდენა შეგვიძლია!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: გია გაბედავა).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა გიას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!


სულ ხარჯები:
563.00₾დარჩა:
0.23₾