ბავშვების სურვილები, страница 5, страница 5 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ბავშვების ახდენილი სურვილები

გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება!
გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება!
„გაიღიმე, ახლა ჩიტი გამოფრინდება! ნახე, აქ მაშინვე გამოჩნდება, რა ლამაზად გამოხვედი! სურათებს ვიღებ და მგონი უკვე ვიცი, ვინ გამოვალ, რომ გავიზრდები, შესაძლოა სიარული ვერასოდეს შევძლო, მაგრამ, ალბათ შევძლებ, საყვარელი საქმე რომ ვაკეთო“. თქვენ როგორ ფიქრობთ? გახდება, თუ არა ამ პატარა სურვილის ასრულება, მარისთვის ტრამპლინი, ყველა მისი სანუკვარი ოცნების ასახდენად? ხომ საკმარისია, ირწმუნო ერთხელ, რათა დაიჯერო, რომ ყველაფერი გამოგივა. მთავარია გჯეროდეს, რომ ეს ასე ხდება, რომ მთავარია, გულით მოინდომო და ღმერთი გამოგიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც ყველა ოცნებას აგიხდენს!
შეგროვებულია
490.24 ₾

დონორი
7
ანგარიში
ახლა ლიზი ძალიან ლამაზი გოგოა - ლიზი პრინცესაა!
ახლა ლიზი ძალიან ლამაზი გოგოა - ლიზი პრინცესაა!
ლიზი: ნახე, ახლა დავბზრიალდები და ჩემი კაბაც "პრინცესულად" გაიშლება. ლამაზი ვარ, არა? კაბაც ვარდისფერია, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა. ახლა, სულ ამ კაბით ვივლი! ვაშა-ა-ა-ა! ლიზი ბედნიერია! და ლიზის ყველანი უყვარხართ! აი აქ, გულში!
შეგროვებულია
496.6 ₾

დონორი
34
ანგარიში
ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს!
ველოსიპედი ყველა ბიჭს უნდა ჰქონდეს!
დათო: უბედნიერესი ვარ, ჩემი ყველაზე მთავარი სურვილი რომ ახდა! დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე, ველოსიპედი მივიღე მთელი საქართველოსგან საჩუქრად! ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენს ვისეირნებ! შეიძლება, ყველას დიდი მადლობა და კეთილი სურვილები რომ გადავცე? მინდა, მათ შვილებს ყოველთვის ჰქონდეთ ის, რაზეც მხოლოდ ოცნება შეუძლიათ! - კიდევ რაზე ოცნებობ? დათო: კიდევ, ტელეფონი რომ მქონდეს და შემეძლოს ჩემს მეგობართან დარეკვა, როდესაც მომენატრება. მაგარი იქნებოდა! მაგრამ ვიცი, რომ ძვირი ღირს. ალბათ, ისევე, როგორც ველოსიპედი!
შეგროვებულია
500.22 ₾

დონორი
87
ანგარიში
ლუკას ყველაზე სანუკვარი ოცნება აუხდა.
ლუკას ყველაზე სანუკვარი ოცნება აუხდა.
ლუკა: იცი, როგორ მინდოდა ველოსიპედი? სხვა ბავშვებს რომ ვუყურებდი მეც ძალიან მინდოდა და ზოგჯერ ვტიროდი კიდეც. ისინი კი მაძლევდნენ 5 წუთით, მაგრამ აბა, 5 წუთი საკმარისია? - ახლა გყავს! კიდევ რაზე ოცნებობ? ლუკა: კიდევ პლანშეტი მინდა ძალიან, ან ტელეფონი. ვერ ვიტყვი, რომ ველოსიპედს რომელიმე მირჩევნია, მაგრამ ახლა ისეთი დროა, ტელეფონი ან პლანშეტი ყველას სჭირდება.
შეგროვებულია
500.5 ₾

დონორი
25
ანგარიში
ვარჯიშს დავიწყებ და ყველაზე ძლიერი გავხდები!
ვარჯიშს დავიწყებ და ყველაზე ძლიერი გავხდები!
- ამინა, მითხარი, როგორ მოგეწონა საჩუქარი? ამინა: აღფრთოვანებული ვარ! ველოსიპედი ის არის, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ახლა, ყველაზე მაგრად ტარებას ვისწავლი, მერე, ძალა მომემატება, მერე, კიდევ ვარჯიშსაც დავიწყებ და ყველაზე ძლიერი ვიქნები! - და რატომ გინდა, ყველაზე ძლიერი რომ იყო? ამინა: როგორ თუ, რატომ? ჩემს ოჯახს რომ ვერავინ აწყენინოს! ჩემს დას რომ ვერავინ აწყენინოს. ცხოვრებაში ძლიერი უნდა იყო.
შეგროვებულია
500.5 ₾

დონორი
47
ანგარიში
ლამაზი კაბები ლამაზი მომავლისთვის
ლამაზი კაბები ლამაზი მომავლისთვის
მადლობა, უცნობო ადამიანო, შენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კაბა მიყიდე. ამ გოგონას, 400 ლარი გაუგზავნა ანონიმურმა ქველმოქმედმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა... ღმერთი მას გადაუხდის მადლობას!
შეგროვებულია
505 ₾

დონორი
17
ანგარიში
ძამიკუნა! ნახე რა გვაქვს! ხედავ? მითხარი, რომ არ მძინავს! ღმერთო! ნახე რამხელაა!
ძამიკუნა! ნახე რა გვაქვს! ხედავ? მითხარი, რომ არ მძინავს! ღმერთო! ნახე რამხელაა!
ძამიკუნა! ნახე რა გვაქვს! ხედავ? მითხარი, რომ არ მძინავს! ღმერთო! ნახე რამხელაა! დედიკოც კი შეძლებს ტარებას! რა მაგარია! ასეთი მაგარი ველოსიპედი, არავის აქვს მთელ უბანში, მართლა გეუბნებით. ახლა, ყველა გულზე გასკდება შურით! ახლა, ბედნიერებისგან ვიტირებ... მადლობა, ახლა ისე ვიყვირებ, მთელი საქართველო გაიგებს: მად-ლო-ო-ბა-ა-ა-ა! „ვერაფერს ვამბობ. ხედავთ, ყველა სიტყვა დამავიწყდა. მაცადეთ, ცრემლებს მოვიწმინდავ და მოვიფიქრებ რამეს, რა უნდა გითხათ... ჯერ ვერც ვიჯერებ, რომ ეს ჩემია! ნუთუ, დავიმსახურე? გულზე ხელი დამადე, ეხლა ამომივარდება! არ ვიცი, ყველა სიტყვა დამავიწყდა! უბრალოდ, ამას ვერავინ დაიჯერებს. თქვენ დაიჯერებდით, თქვენთვის კომპიუტერი რომ ეჩუქებინა ვინმეს? ის ხომ ძალიან ძვირია?!“ ამ წუთას, თქვენ სიტყვები კი არ წაიკითხეთ, არამედ დაინახეთ პატარა ბიჭუნას წმინდა, ნამდვილი, გულწრფელი ემოციები. სულ რაღაც ორი კვირის წინ, მას არაფრის სწამდა. ახლა კი იცის, რომ მთავარია გულით მოინდომო, და ღმერთი პირადად გამოგიგზავნის საჩუქრებს.
შეგროვებულია
520.03 ₾

დონორი
109
ანგარიში
ველოსიპედით რომ დავდივარ, ფრთები ამომდის!
ველოსიპედით რომ დავდივარ, ფრთები ამომდის!
„ნახეთ, დავფრინავ! ველოსიპედით რომ დავდივარ, ფრთები ამომდის! მართლა მართლა, თითქოს დავფრინავ! აი, ვერც კი წარმომიდგენია, რა მეშველებოდა თქვენს გარეშე, აქამდე, ველოსიპედის გარეშე როგორ ვცხოვრობდი? აი, ვერც კი გამოვთქვამ იმდენ მადლობას, რამდენიც მინდა, რომ გითხრათ! ხვდებით ალბათ, რომ ეს ძალიან ბევრი „მადლობებია“.
შეგროვებულია
525 ₾

დონორი
5
ანგარიში
პლანშეტი ბიჭისთვის რომელსაც არ სჯერა სასწაულების
პლანშეტი ბიჭისთვის რომელსაც არ სჯერა სასწაულების
ხედავ “ოცნებობა” რა კარგი ყოფილა? გავიფიქრე და ეს ჯადოსნური რაღაც უცებ ჩემთან გაჩნდა! იცი, ეს მე ვიღაც უცნობმა ადამიანმა მაჩუქა.
შეგროვებულია
545.4 ₾

დონორი
21
ანგარიში
ოდესმე სახელგანთქმული სპორტსმენი თუ გამოვალ, ეს თქვენი დამსახურება იქნება!
ოდესმე სახელგანთქმული სპორტსმენი თუ გამოვალ, ეს თქვენი დამსახურება იქნება!
ლუკა: აი თურმე როგორი ყოფილა, როდესაც ყველა ოცნება ხდება! როდესაც სიხარულისგან გული მზადაა ამოხტეს! მართალი გითხრათ, თქვენ კი ამბობდით, რომ ჩემი ოცნება ახდება, მაგრამ არ მჯეროდა! ახლაც ვერ ვიჯერებ! - რას გრძნობ? ლუკა: აი, ნახე შენ თვითონ, ხელი დამადე გულზე! ლამისაა ამოხტეს! არასდროს ვყოფილვარ ასე! და ალბათ, არც ვიქნები. როცა მამა ცოცხალი იყო, სულ მპირდებოდა, რომ ბევრს იმუშავებდა და ველოსიპედს მიყიდიდა. მაგრამ რომ გარდაიცვალა, პურსაც კი ძლივს ვყიდულობდით. წარმომიდგენია, ახლა როგორ უხარია! - ლუკა, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც მამიკოს მაგივრად, ასეთი საჩუქარი გაჩუქა? ლუკა: დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და იმას, რომ ყოველთვის შეძლონ და აუსრულონ სურვილები არა მხოლოდ საკუთარ შვილებს, არამედ იმ ბავშვებსაც, ვისაც სხვა არავინ ჰყავს, რომ აუსრულოს! მადლობა!
შეგროვებულია
563 ₾

დონორი
27
ანგარიში
თემურს უკვე პლანშეტიც აქვს და ახალი მეგობრებიც გაიჩინა!
თემურს უკვე პლანშეტიც აქვს და ახალი მეგობრებიც გაიჩინა!
თემური: ახლა, მეც შემიძლია სხვა ბავშვებივით თამაში, კითხვა და ფილმების ყურება. ადრე, მოწყენილი ბიჭი ვიყავი, რომელმაც სულ არ იცოდა, ქვეყანაზე რა ხდებოდა. მაგრამ ახლა, ახალი მეგობრები მყავს, რომლებმაც მაჩუქეს ეს საოცრება და ყველაზე სანუკვარი სურვილი ამისრულეს! - კიდევ გაქვს სურვილები? თემური: კარგი საწოლი მინდა, ისეთი, გვერდები რომ აღარ მეტკინოს!
შეგროვებულია
613.09 ₾

დონორი
73
ანგარიში
ახლა, ილია ყველაზე მაგარი პროგრამისტი გახდება!
ახლა, ილია ყველაზე მაგარი პროგრამისტი გახდება!
ილია: როგორ ვოცნებობდი პლანშეტზე! პატარა კომპიუტერივით არის, არა? იცით, რამდენი რამის კეთება შემიძლია ვისწავლო? აი, ნახავთ! შეიძლება, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიყიდა? - რა თქმა უნდა, შეგიძლია. ილია: როგორ გაუმართლათ თქვენს შვილებს, რომ მათი მშობლები ხართ! მე თუ პლანშეტი მაჩუქეთ, ესე იგი, თქვენს შვილებს ალბათ, საერთოდ ყველა სურვილს უსრულებთ!
შეგროვებულია
613.41 ₾

დონორი
68
ანგარიში

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help