ბავშვების სურვილები, страница 5, страница 7 - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ბავშვების ახდენილი სურვილები

წარმოგიდგენიათ? ორი პლანშეტი მოგვიტანეს!
წარმოგიდგენიათ? ორი პლანშეტი მოგვიტანეს!
„წარმოგიდგენიათ? ორი პლანშეტი მოგვიტანეს! ერთი კი არა, ორი ერთად! ასეთი საჩუქრები ხომ, ახალ წელსაც კი არ არის! ჯადოქრები მართლა არ ხართ? აბა, როგორ გამოგივიდათ ეს? ისეთი მოსახერხებელია! გინდა - ისწავლე, გინდა - ითამაშე, გინდა - მუსიკას მოუსმინე! აქამდე რომ არ გვქონდა, როგორ ვწვალობდით. აი, არ ვიცი რა... ყველას გადაეცით დიდი, ასკილოიანი მადლობა!“
შეგროვებულია
875 ₾

დონორი
14
ანგარიში
ახლა, უფრო სწრაფად დავრბივარ და აღარავის ვეხვეწები, ველოსიპედი 5 წუთით რომ მათხოვონ!
ახლა, უფრო სწრაფად დავრბივარ და აღარავის ვეხვეწები, ველოსიპედი 5 წუთით რომ მათხოვონ!
ნიკა: ჩემს მეგობრებს სულ ვეხვეწებოდი ველოსიპედი ეთხოვებინათ ჩემთვის. დაიწყებდნენ ხოლმე: "აი, ახლა მე უნდა დავჯდე, მერე გათხოვებ, უკვე სახლში მივდივარ." მიზეზი არ ელეოდათ. ახლა კი, ყველაზე სწრაფი ველოსიპედი ჩვენ გვაქვს. აბა, გაბედოს ვინმემ და მთხოვოს - არ მივცემ! მხოლოდ ჩემს და-ძმას ვათხოვებ. ბურთიც მომიტანეს, მაგარი სპორტული ფორმა და ფეხსაცმელი! თუ ვინმე არ მიცნობს და შორიდან დამინახავს, ​​იფიქრებს, რომ ნამდვილი ფეხბურთელი ვარ.
შეგროვებულია
1,022.37 ₾

დონორი
145
ანგარიში
თორნიკეს ყველა სურვილი აუხდა!
თორნიკეს ყველა სურვილი აუხდა!
თორნიკე: პლანშეტი რომ მომცეს და მითხრეს, რომ კეთილმა ადამიანებმა მაჩუქეს, ტირილი დავიწყე. წიგნიც რომ მაჩუქეს, კიდევ უფრო გამიხარდა. იცით, მერე რა მოხდა? - მოდი, გამოვიცნობ! კიდევ გაგახარეს? თორნიკე: კი! მითხრეს: „თორნიკე, გადი ეზოში, იქ რაღაც გელოდებაო“. გავიქეცი და იქ ულამაზესი ველოსიპედი დამხვდა! მაშინვე კი არ დავჯექი, ჯერ ჩავეხუტე! იცით, საერთოდ აღარ დამრჩა სურვილები! არა, ერთი მაინც დამრჩა. ახლა, მჭირდება ახალი ფეხსაცმელი, ველოსიპედით რომ ვიარო!
შეგროვებულია
1,113.61 ₾

დონორი
147
ანგარიში
ვერაფერს ვამბობ. ხედავთ, ყველა სიტყვა დამავიწყდა.
ვერაფერს ვამბობ. ხედავთ, ყველა სიტყვა დამავიწყდა.
„ვერაფერს ვამბობ. ხედავთ, ყველა სიტყვა დამავიწყდა. მაცადეთ, ცრემლებს მოვიწმინდავ და მოვიფიქრებ რამეს, რა უნდა გითხათ... ჯერ ვერც ვიჯერებ, რომ ეს ჩემია! ნუთუ, დავიმსახურე? გულზე ხელი დამადე, ეხლა ამომივარდება! არ ვიცი, ყველა სიტყვა დამავიწყდა! უბრალოდ, ამას ვერავინ დაიჯერებს. თქვენ დაიჯერებდით, თქვენთვის კომპიუტერი რომ ეჩუქებინა ვინმეს? ის ხომ ძალიან ძვირია?!“ ამ წუთას, თქვენ სიტყვები კი არ წაიკითხეთ, არამედ დაინახეთ პატარა ბიჭუნას წმინდა, ნამდვილი, გულწრფელი ემოციები. სულ რაღაც ორი კვირის წინ, მას არაფრის სწამდა. ახლა კი იცის, რომ მთავარია გულით მოინდომო, და ღმერთი პირადად გამოგიგზავნის საჩუქრებს.
შეგროვებულია
2,000.03 ₾

დონორი
121
ანგარიში

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help