რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
დავეხმაროთ ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მიიღონ განათლება და შეცვალონ თავიანთი ცხოვრება უკეთესობისაკენ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270საქართველოში სასწავლო წელი დიდი ხანია დაიწყო. სკოლისთვის ბავშვის მომზადებას ნებისმიერი მშობელი თავის მოვალეობად თვლის და პატარისთვის ახალი ტანისამოსის ყიდვა და საუკეთესო სასკოლო ნივთების შერჩევა, დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მაგრამ, სამწუხაროდ ბევრ ბავშვს სკოლაში წასვლის სიხარული არასოდეს გამოუცდია. მათთვის არავინ ყიდულობს ახალ ტანსაცმელს ან ჩანთას, არავინ ეკითხება, როგორი ფანქრები და რვეულები ურჩევნიათ. უბრალოდ „დიდებს“, რომლებიც მათ გვერდით არიან, არ აქვთ ასეთი „ფუფუნების“ შესაძლებლობა. დიდები, რომლებიც გვერდით არიან ზოგჯერ ვერ აპურებენ თავიანთ შვილებს, ორს და სამს კი არა – შვიდს, რვას, ცხრას… ზოგჯერ მეტსაც. მშობლებმა მათ სიცოცხლე „აჩუქეს“ და სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფენ. ბევრი გამოჩენილი და გამორჩეული ადამიანი დაიბადა მრავალშვილიან უმწეო ოჯახში. ისინი გაიზარდნენ და დაამტკიცეს, რომ ტყუილად არ მოევლინენ სამყაროს, რომ მათი დაბადება უფლის ნება
იყო. ამიტომ, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო, უარს ვამბობთ დავეხმაროთ ბავშვებს, ჩვენ შეიძლება არ ვაძლევთ შესაძლებლობას პატარა გენიოსს, რომ გაიზარდოს და შეცვალოს საქართველო, ან მთელი სამყარო.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ზრუნავს 10 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახზე, რომელშიც 7 და მეტი ბავშვია. ბავშვები იღებენ ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით, ასევე საკვებს
და საჭირო ჰიგიენურ საშუალებას. ფონდის მიზანია,
ქველმოქმედებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს. ერთიანი ძალებით შესაძლებელიიქნება
მეტი გაჭირვებული ბავშვის გადარჩენა. ვისაც გაქვთ დახმარების შესაძლებლობა და სურვილი, არ დარჩეთ გულგრილი, თქვენმა ნებისმიერი სახის დახმარებამ, შესაძლოა ბავშვის მომავალი შეცვალოს!
თქვენ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა, სწავლისთვის საჭირო ნივთების და ტანსაცმლის შესაძენად ან მოგვაწოდოთ საბავშვო ტანსაცმელი, სასკოლო ჩანთები, რვეულები, ფანქრები და ნებისმიერი რამ, რაც ბავშვებს სწავლის პროცესში გამოადგებათ.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ ბავშვებს მატერიალური დახმარება აღმოუჩინოთ, ამ სტატიის გაზიარებისთვისაც ძალიან მადლობლები ვიქნებით. იცოდეთ, რომ თქვენი ნებისმიერი მოქმედება უკეთესობისკენ შეცვლის ვიღაცის ცხოვრებას!
მშობლების შესაძლებლობების მიუხედავად, ბავშვებს უნდა შეეძლოთ სწავლა, რომ დამოუკიდებლად შეძლონ თავი დააღწიონ იმ სიღარიბეს და გაჭირვებას,
რომელშიც უხდებათ ცხოვრება. მათ უნდა ისწავლონ და ნახონ, რომ სიღარიბის გარდა არსებობს
სხვა ცხოვრება, უფრო ლამაზი და უზრუნველი, მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ, განვითარდნენ და ქვეყნისათვის სასარგებლო ადამიანად ჩამოყალიბდნენ.
ბავშვების დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ
ანგარიშზე: GE15TB7194336080100003
ან ფონდის საიტის მეშვეობით:
http://fsp.ge/ge/donate/98/
სასკოლო ნივთების და ტანსაცმლის მოწოდება შეგიძლიათ
ფონდის ოფისში მისამართზე: თბილისი, ვაზისუბნის ქ. 88ა
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.
სულ ხარჯები:
40.00₾დარჩა:
0.00₾