რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
პირველი ბიჭის დაბადებას ყიფშიძეების ოჯახში სიხარულით ელოდებოდნენ. მაგრამ სიხარული დიდმა ტკივილმა შეცვალა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270წარმოიდგინეთ როგორ განიცდის დედა, როდესაც შვილის განსაცდელს უყურებს და ვერ შველის მას. სამწუხაროდ უამრავი ადამიანი სამუდამო ტანჯვისთვის არის განწირული… ეს განსაკუთრებული ბავშვების დედები არიან. ბავშვების, რომლებსაც დაბადებიდან ტკივილის გარდა არაფერი განუცდიათ.
პირველი ბიჭის დაბადებას ყიფშიძეების ოჯახში სიხარულით ელოდებოდნენ. მაგრამ სიხარული დიდმა ტკივილმა შეცვალა. საბა ცერებრალური დამბლითა და ეპილეფსიით დაიბადა.
„საშინელებაა, უყურო თუ როგორ იტანჯება შენი შვილი და არ გქონდეს საშუალება დაეხმარო მას. ღმერთს ვთხოვ არც ერთმა დედამ არ გამოსცადოს ასეთი ტკივილი… საბა უკვე 9 წლისაა, ის ვერ ხედავს, არ ესმის, იმასაც კი ვერ გვახედრებს რა სტკივა, ყვირის და ჩვენ კი ვერ ვშელით.“
საბას მდგომარეობა რომ გამოკეთდეს, მას ძვირადღირებული წამლები, სპეციალური საკვები და სარეაბილიტაციაო კურსის ჩატარება სჭირდება. მაგრამ ამ ყველაფრისთვის ოჯახს თანხები არ გააჩნია. მამა ვერ მუშაობს, რადგან მის პატარა ბიჭს დღე და ღამე მოვლა სჭირდება, დედას უჭირს მარტო გაუმკლავდეს შვილის გამწვავებულ შეტევებს. საბას ხშირად ემართება ეპილეფსიური გულყრები, მას ისეთი ძლიერი სპაზმები აქვს რომ კბილებიც კი ჩამტვრევია საწყალ ბიჭუნას. ამიტომ ბავშვის ერთი წამით მარტო დატოვებაც კი სახიფათოა.
ყიფშიძეების ოჯახი პატარა ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. იატაკში და კედლებში დიდი ბზარებია და აქედან ოთახში ვირთხები და ტარაკნები შედიან. მათი შიშით საბას საწოლში დატოვება ძალიან საშიშია, საბა საშველადაც ვერავის დაუძახებს და თავსაც ვერ დაიცავს…
პატარა საბას ეს მძიმე მდგომარეობა რომ შევუმსუბუქოთ მის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას ვიწყებთ. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000(დანიშნულება: საბა ყიფშიძე)ან პირდაპირ ვებ–გვერდიდანhttps://chernovetskyifund.ge/ru/projects/
თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება საბასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება! არ დარჩეთ გულგრილი პატარა ბავშვის მიმართ, რომელსაც ცხოვრებაში უამრავი განსაცდელის გადატანა მოუხდა.
სულ ხარჯები:
1476.59₾დარჩა:
0.21₾