რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მზია სრულიად მარტოხელაა, მისი ყველა ახლობელი ადამიანი გარდაცვლილია. იგი საწოლსაა მიჯაჭვული, გადაადგილდება მხოლოდ გორგოლაჭებიანი საოფისე სკამით.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მადლიერების გრძნობა – ეს ჯადოსნური
ძალაა, რომელიც სიცოცლის ენერგიას გადასცემს არა მხოლოდ იმას, ვისკენაცაა იგი მიმართული, არამედ იმასაც,
ვინც გასცემს მას.
65 წლის აფხაზეთიდან დევნილი
მზია ადამია თვლის, რომ ჩერნოვეცკის ფონდმა დაუბრუნა მას სიცოცხლე, რომელიც საცოდავი
ქალისთვის ტრაგიკულად წარიმართა.
მზია სრულიად მარტოხელაა, მისი
ყველა ახლობელი ადამიანი გარდაცვლილია. აი, უკვე რამდენიმე წელია, რაც იგი საწოლს არის
მიჯაჭვული, გადაადგილდება მხოლოდ საოფისე გორგოლაჭებიანი
სავარძლით, რადგან მას არ გააჩნია ნორმალური ეტლი!
თუმცა გადასაადგილებელი ადგილი
არცა აქვს – საწოლიდან სამზარეულომდე და ისიც
მხოლოდ მაშინ, როცა შეხვევებს შორის “შესვენება” აქვს.
აფხაზეთიდან განდევნის შემდეგ,
მზიას და მის ოჯახს არასდროს ჰქონიათ საკუთრი კერა, მუდმივად ბინას ქირაობდნენ, ავტოფარეხშიც
უცხოვრიათ, რომელიც საცხოვრებელს იყო მიმსგავსებული.
აი, ზუსტად იქ დაავადდა. ცივ
და ნესტიან შენობაში მას საშინელი ნაწოლარი გაუჩნდა – ხერხემლის მოტეხილობის შედეგი,
რომელიც ცოცხლად “ჭამდა” ქალს. მზიამ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, არ სჯეროდა, რომ
გადარჩებოდა.
მაგრამ, როგორც თავად ამბობს,
ღმერთმა გამოუგზავნა წყალობა – უკვე ორი წელია მასზე ზრუნავს ჩერნოვეცკის ფონდი, რომელიც
ამარაგებს პროდუქტებითა და მედიკამენტებით, ხოლო ფონდის მედიკოსები კვირაში სამჯერ
უკეთებენ მის ჭრილობებს გადახვევებს.
მზია კვლავინდებურად ბინას
ქირაობს თბილისის გარეუბანში. ხელისუფლება რამდენიმე წელია პირდება საცხოვრებელი ფართის გამოყოფას, მაგრამ საკითხი
ადგილიდან არ იძვრის.
მზიას სასახელოდ უნდა ითქვას,
რომ იგი არ დაეცა სულით და არ კარგავს იმედს, სჯერა ადამიანების სიკეთისა.
ჩვენ გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ
მისი რთული მდგომარეობა და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ ჰუმანიტარული სახის დახმარება,
იქნება ეს მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები თუ ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი,
ან იქნებ თქვენ შორის მოიძებნებან ისეთებიც, ვინც მას ელტს აჩუქებს და ცოტათი მაინც
შეუმსუბუქებს მძიმე ხვედრს?!
თუ თქვენ გაქვთ ფინანსური შესაძლებლობა,
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან
GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მზია ადამია)
ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/210-adamia/
დაეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანებს,
აკეთეთ სიკეთე, რადგან იგი გადაარჩნეს სამყაროს და რაც მთავარია – სიცოცხლეს!
სულ ხარჯები:
222.90₾დარჩა:
0.10₾