ბედნიერ ოჯახში ბავშვი გაჩნდა: ჯანმრთელი და ლამაზი პატარა მთვარისა – ნამდვილი ბედნიერება!
იმ დროს ოჯახი აფხაზეთში ცხოვრობდა, თუმცა როდესაც სოფელში საომარი მოქმედებები დაიწყო ქარჩავების ოჯახს გაქცევა მოუწია…
გზაში პატარას მინინგიტი დაემართა, თუმცა ბორჯომში არაკვალიფიცურმა ექიმება ოთხი თვის მთვარისას ფილტვების არარსებული ანთებაზე მკურნალობენ. გოგონას სპაზმური შეტევები დაეწყო, წაერთვა კიდურები ასევე ამ დაავადებამ გონებრივიჩამორჩენა გამოიწვია. უბედნიერესი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ნამდვილ კოშმარად გადაიქცა. 27 წლის მთვარისა საშინელი ტკივილებით იტანჯება. ყოველ დღე ემართება სპაზმური შეტევები. თუ რა სტკივა, ამის თქმა არ შეუძლია. ზოგჯერ საკუთარ დედასაც ვერ ცნობს ხოლმე და აგრესიული ხდება მის მიმართ.
გოგონას მამას ნერვიულობის ნიადაგზე გულმა უმტყუნა და გარდაიცვალა. ქალბატონ ხათუნას მარტო უწევს ამ ტრაგედიასთან გამკლავება, თუმცა გმირულად, ყოველიდღიურად იბრძვის საკუთარი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად! ამდენი ტანჯვა, გადაუჭრელი სირთულეები, ფიზიკური და სულიერი ტკივილი არის ქალბატონი ხათუნას ცხოვრება.
„ჩემი ქმარი აფხაზეთის ჩემპიონი იყო კიკბოქსინგში. ჩვენი ქორწინება უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. დიდი ოჯახი გვინდოდა, გვინდოდა ბევრი შვილი გვყოლოდა… თუმცა ომმა მთელი ჩვენი გეგმები სამუდამოდ გააქარწყლა. სოფელი ისე დავტოვეთ, არაფერი წამოგვიღია. როდესაც დაავადდა მთვარისა, ექიმებმა გვითხრეს, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა. ჩემი ქმარი მუხლებზე დაეცა, ცხარე ცრემლით ტიროდა და ღმერთს სთხოვდა, შვილის სიკვდილს არ მოსწრებოდა და მისი სიცოცხლე ეჩუქებინა პატარა მთვარისასთვის… ასეც მოხდა…“ – გაგვიმხილა ქალბატონმა ხათუნამ.
-რით ცხოვრობთ?
მთვარისა: თვეში 290 ლარით. სულ ესაა ჩვენი „სიმდიდრე“. მთელი თანხა საფენებზე, პურსა და კომუნალურებზე მიგვდის. არანაირი საშუალება არ მაქვს შვილს ნორმალური საჭმელი მივცე ხოლო სპეციალურ საკვებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
-მთავრობა თუ გეხმარებათ?
მთვარისა: მეხმარება. მცირედით, თუმცა არაფერს ნამდვილად სჯობია. მერია, მაჟორიტარი დეპუტატი და ჯანდაცვა მინიმალურ, მაგრამ ყურადღებას იჩენს. უბრალო ადამიანების დახმარებით გვიდგას სული. მე მჯერა სიკეთის, მჯერა ქველმოქმედი ადამიანების, თქვენი ფონდის. ამის გარეშე უკვე ცოცხლები აღარ ვიქნებოდით.
-რას სთხოვთ უფალს?
მთვარისა: ძალას, რომ შევძლო ჩემი შვილის მოვლა. 46 წლის ვარ, მაგრამ უკვე ძალიან დამისუსტდა ჯანმრთელობა, სუნთქვა მიჭირს, ფეხები მტკივა და დგომა მიმძიმს, თუმცა მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო.
მეგობრებო, არ დავტოვოთ ეს ოჯახი გასაჭირში! მთვარისას უამრავი რამ სჭირდება, მათ შორის ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები. თქვენ თავად შეგიძლიათ მოინახულოთ მთვარისა და გაუწიოთ სასურველი დახმარება. მათი კოორდინატებია: ქ. ბორჯომი, რუსთაველის 107, ტელ.: 568651588.
თუ თქვენ არ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ოჯახი, თუმცა გაქვთ დახმარების სურვილი თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მთვარისა ქარჩავა)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც:
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)