რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„ჩემი შვილი ჩემ თვალწინ კვდებოდა“

calendar ივლისი 25, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ჩვენ ვემზადებოდით სახლში რემონტის გასაკეტებლად, მაგრამ ჩემი შვილი სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე მოვიდა და ჩემ თვალწინ პირდაპირ კარში ჩაიკეცა“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„ჩვენ ვემზადებოდით სახლში რემონტის გასაკეტებლად, მაგრამ ჩემი შვილი სამსახურიდან უჩვეულოდ ადრე მოვიდა და ჩემ თვალწინ პირდაპირ კარში ჩაიკეცა“, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ჩვენი ფონდის „შინ მოვლის“ პროექტის ბენეფიციარმა 90 წლის ციალა ჭეიშვილმა, რომელსაც სხვადასხვა სახის დაავადებები აწუხებს და დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევენ. მას უჭირს გადაადგილება და თითქმის მთელი დღე წევს. მხოლოდ საყვარელი შვილის ძახილი და გამოცემული ხმები თუ ააყენებს მას ფეხზე და შეასრულოს მოძრაობები, რომლებიც მას ძალიან დიდ ტკივილს აყენებენ!
ჩამოხეული კედლები, საიდანაც ძველი გაყვანილობა ჩანს; სარემონტოდ გამზადებული მასალები, რომლებიც 6 წელია რაც კარადის თავზე იმტვერება; საპირფარეშოს და სამზარეულოს კეთილმოწყობა ციალა ჭეიშვილის შვილმა იგორიმ მოასწრო. ახლა შეუძლია მხოლოდ იამაყოს. მისაღებ ოთახში დგას ძველი მაგიდა, რომელზეც იგორის წამლები აწყვია. საწოლთან მდგარ ძველ სკამზე კი რამდენიმე წამალი დევს, დედისთვის, იმისთვის რომ ადვილად მისწვდეს მათ. 
აქ გეგონება რომ დრო გაჩერდა, უყურებენ საათს, მხოლოდ იმისთვის რომ არ დაავიწყდეთ წამლის მიღების დრო. 6 წლის წინ ციალა და იგორ ჭეიშვილების ბედნიერი და უზრუნველყოფილი ცხოვრება იმ ლიანდაგზე გადავიდა, რომელზეც მატარებლები დიდი ხანია უკვე აღარ დადიან, და უკუნეთში გაჩერდა… 
– გთხოვთ, მოგვიყევით როგორ ცხოვრობდით?
– ჩვენ ბედნიერად და უდარდელად ვცხოვრობდით. პენსიაზე რომ გავედი, ჩემი შვილი მუშაობდა და უზრუნველმყოფდა ყველაფრით. მე ხომ მარტომ გავზარდე, განათლება მივეცი, ფეხზე დავაყენე… მამამისმა მაშინ მიგვატოვა, როდესაც იგორი 5 წლის იყო. მაგრამ ჩემი ბიჭი ყოჩაღი გამოდგა.
და აი, ნელ-ნელა დავიწყეთ რემონტის კეთება. მან თავად გაარემონტა სველი წერტილები, მოაპირკეთა აბანო და სამზარეულო. და დაიწყო შპალერის ჩამოხევა. დღისით სამსახურში დადიოდა, საღამოს კი სარემონტო სამუშაობს განაგრძობდა…
ერთ დილით კი ყველაფერი შეიცვალა! იგორი სახლში უჩვეულოდ ადრე დაბრუნდა სამსახურიდან. სანამ კარის გასახსნელად მივედი ჩემი ბიჭი კართან ეგდო უკვე გაუკვეველი ბგერებს გამოსცემდა, რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ენას ვერ აბრუნებდა. ეს ჩემთვის შოკი იყო და ყვირილი დავიწყე… მეზობლები მოცვივდნენ და სასწრაფოს გამოუძახეს, შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემი შვილი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რა თქმა უნდა ამან ჩემ ჯანმრთელობაზეც ძალიან დიდი გავლენა იქონია. ჩემი შვილი სახლში შეზღუდული შესაძლებლობებით დამიბრუნდა. მთელი დანაზოგი, რაც მქონდა პირველივე თვეებში იგორი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა, მაგრამ ამან არ უშველა. ის დღესაც ვერ გამოთქვამს სიტყვებს და გულზეც იმის შემდეგ პრობლემები აქვს. 6 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაუმეორდა ინსულტი, რამაც ორივეს მდგომარეობა დაგვიმძიმა.
მხოლოდ ის შეუძლია, რომ სახლი მოაწესრიგოს და შეძლებისდაგვარად მომიაროს. მაგრამ არის პერიოდები, როდესაც ჩემი იგორი გონებას კარგავს და ვერც კი მცნობს ხოლმე. 
ჩვენ მას ვეკითხებოდით პრობლემებზე, სიხარულზე, ოცნებაზე, ის კი სულ ერთი და იმავეს გვპასუხობდა „ჩემი იგორი“!
აქ რთული სათქმელია, რომ ვინ ვიზე ზრუნავს – 90 წლის დედა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში წევს და შვილისთვის ერთადერთ საყრდენს წარმოადგენს, თუ შვილი, რომელსაც არ შეუძლია კითხვა, ვერ გამოთქვამს სიტყვებს და მხოლოდ დედას ესმის მისი. 
– ყველაზე მეტად ვინ გეხმარებათ?
-თუ სახელმწიფოს გულისხმობთ, როგორ შემიძლია მათი იმედი მქონდეს, მე ხომ მხოლოდ პენსია მაქვს. 50 წელიწადი ვმუშაობდი, გავზარდე შვილი და სახელმწიფო მხოლოდ ინვალიდობისთვის 100 ლარს მაძლევს. კიდევ კაი რომ ჩვენი რაიონის გამგეობა ძვირადრირებულ წამლებს გვიფინანსებს იგორისთვის, ისიც ნაწილობრივ. ახლანდელი გამგებელი კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ეს დახმარება გამოგვიყო. მისი წინამორბედები, ფულს ხომ მხოლოდ ჯიბეში იდებდნენ.
რაც შეეხებათ ჩემს გოგონებს, რომლებიც თქვენი ფონდის „შინ მოვლის“ ექთნები არიან, ისინი რეგულარულად მოდიან და გვივლიან მე და იგორის. ისინი რომ არა ვინ გაუკეთებდა ჩემ შვილს აუცილებელ ნემსებს. გარდა მაგისა, მათ ჩვენთვის საჭირო მედიკამენტებიც მოაქვთ ფონდიდან. ამისთვის დიდი მადლობა თქვენ, კეთილ და მზრუნველ ხალხს.
90 წლის განმავლობაში ციალა ჭეიშვილმა ბევრი რამ გადაიტანა, მაგრამ მთავარი სიმწარე ცხოვრება მოხუცებულობისთვის შემოუნახა. ამ ხვედრს ის ახლა ტკივილითა და სიმწრით იხსენებს და გვიყვება, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის, მის შვილს ხომ მხარდაჭერა სჭირდება. „არ მინდა სიმდიდრე და ბევრი ფული. ძველი პურის ნაჭერსაც გემრიელად შევჭამ, არც წამლები მჭირდება, მხოლოდ ის მინდა რომ იგორის საჭირო მედიკამენტები და მკურნალობა ჰქონდეს, რომ მდგომარეობა გამოუკეთდეს. მხოლოდ ერთს ვთხოვ ღმერთს, რომ უკეთ იყოს იგორი, ჩემთვის ამ ქვეყნიდან წასვლა უფრო მარტივი იქნება. ახლა კი მისი ბედის ანაბარად დატოვება არ შემიძლია“, – გვითხრა გამწარებულმა დედამ.
კეთილო ხალხო უთანაგრძეთ ამ მათ! ავადმყოფებს სხვადასხვა დაავადებებისთვის მედიკამენტები სჭირდებათ, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს, ფული კი მათ შესაძენად არ ჰყოფნით. თუ გადაწყვეტთ დახმარებას – ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ციალა ჭეიშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის საიტიდანაც 
       თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
არავის ჰგონია, რომ მსგავსი რამ ერთ-ერთ ჩვენგანსაც დაემართება. ღმერთმა არ ქნას! მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. დავუდგეთ მათ გვერდით და ვიშვილოთ გატანჯული დედა და მისი მოყვარული შვილი.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 დეკ 23
მედიკამენტები
703.57₾
2019 დეკ 23
ფონდის ზედნადები ხარჯები
170.00₾

სულ ხარჯები:

873.57₾

დარჩა:

0.43₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
02.12.2019 20:30:54
₾20.00
მარინე მამულია
26.10.2019 20:00:00
₾10.00
ლევან გოჩიაშვილი
19.09.2019 20:00:00
₾3.00
ტერმინალი# TMS000561
03.09.2019 20:00:00
₾30.00
ანა მაღალაშვილი
03.09.2019 20:00:00
₾10.00
დავითაია მარიამ
25.08.2019 20:00:00
₾15.00
ლია ჩეკურიშვილი
19.08.2019 20:00:00
₾10.00
ლია ჩეკურიშვილი
16.08.2019 20:00:00
₾10.00
ლომინეიშვილი ნათია
12.08.2019 20:00:00
₾10.00
ქრისტინე ჩუბინიძე
11.08.2019 20:00:00
₾2.00
თეა შალამბერიძე
09.08.2019 20:00:00
₾15.00
მამულაძე სოფიკო
06.08.2019 20:00:00
₾10.00
სალომე ჭურაძე
06.08.2019 20:00:00
₾5.00
თამარი წყალობაძე
06.08.2019 20:00:00
₾10.00
დოლაკიძე ქეთევან
05.08.2019 20:00:00
₾15.00
გამყრელიძე ნიკოლოზ
04.08.2019 20:00:00
₾100.00
კაციაშვილი თეიმურაზ
04.08.2019 20:00:00
₾10.00
მინადარ მულაძე
04.08.2019 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
02.08.2019 22:19:57
₾50.00
მალხაზი
01.08.2019 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾874.00

49 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾874.00

49 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება