რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„დედა არის ჩემი სიცოცხლე!“

calendar სექტემბერი 9, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ეს ტრაგედია 5 წლის წინ მოხდა. ჩემი სრულიად ჯანმრთელი შვილი უცებ შეუძლოდ გახდა და მას შემდეგ საწოლსაა მიჯაჭვული

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
        „ეს ტრაგედია 5 წლის წინ მოხდა. ჩემი სრულიად ჯანმრთელი შვილი უცებ შეუძლოდ გახდა და მას შემდეგ საწოლსაა მიჯაჭვული. მთელი ეს წლები არ ვაკლებდი მას ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ უკვე გამომელია ძალა, ხოლო მატერიალური   სიდუხჭირე ჩვენს ყოფას აუტანელს ხდის“, – ამბობს ტატიანა ჭაავა.
      70 წლის ეს ხანდაზმული ქალი სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, რადგან ვერ ხედავს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. მისი შვილი, 46 წლის ედიშერი, საწოლსაა მიჯაჭვული.  მას დაზიანებული აქვს თირკმლები, ღვიძლი, ხოლო სხეული სრულიად პარალიზებულია. „ედისერს ხელის აწევაც კი არ შეუძლია, წევს ასე უმოძრაოდ და განიცდის მის მდგომარეობას, იმდენად განიცდის, რომ გული მიკვდება მისი შემხედვარე…“, – გვიყვება ტატიანა ჭაავა. 
       დედა-შვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ცხოვრობს. ისინი ერთ პატარა ხის სახლში არიან შეყუჟულნი, სადაც საშინელი საცხოვრებელი პირობებია: არ არის წყალი, ავეჯი ამორტიზირებულია, კედლები – დაბზარული, ხოლო სახურავიდან წვიმა ჩამოდის.   ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით ტატიანა ჭაავას: 
       -გვიამებთ თქვენი შვილის შესახებ, რა შეემთხვა მას?
      ტატიანა ჭაავა: ედიშერი წლების განმავლობაში თხილის ფერმაში მუშაობდა, შოულობდა, ასე ვთქვათ, პურის ფულს. ყოველ შემთხვევაში, არ გვიჭირდა. ძალიან შრომისმოყვარე ბიჭი იყო,  მეგობრული და მშვიდი ხასიათის.  რამდენიმე წლის წინ მას ქვები აღმოაჩნდა თირკმელში, მკურნალობამ ვერ უშველა. საშინლად იტანჯებოდა, წვალობდა და სამუშაოზე წასვლა არ შეეძლო. ბოლოს რაღაც „სოფლის წამალი“ დალია, რამაც ახალგაზრდა კაცი საწოლს მიაჯაჭვა. 
      -მაინც რა მოხდა?
       ტატიანა ჭაავა: წამლის დალევის შემდეგ ცუდად გახდა, თავბრუ დაეხვა და გონება დაკარგა. მას შემდეგ ფეხზე ვერ დგება.   
      -უმოძრაო მდგომარეობაშია უკვე 5 წელი და ამის გამო წონაში მოიმატა, არა? 
     ტატიანა ჭაავა: სიმსუქნის მეოთხე სტადია აქვს. ეს გამოწვეულია ნივთიერებათა არასწორი ცვლით. მას სპეციალური საკვები სჭირდება, მაგრამ არ მაქვს ამის საშუალება…ის კი არა, პურის ფულს ძლივს ვშოულობ…100 ლარი გვაქვს სოციალური შემწეობა და მთელ თანხას ედიშერის წამლებს ვახმარ. როდესაც ჩემი შვილის მდგომარეობა ძალზე გართულდა, 4 წლის პენსია გამოვიტანე წინასწარ.  ასე, რომ ახლა პენსიასაც არ ვღებულობ.
      – არ უმჯობესდება ედიშერის მდგომარეობა?
      ტატიანა ჭაავა: საწუხაროდ არ უმჯობესდება. ღვიძლი გადიდებული აქვს, უჭირს სუნთქვა, თირკმლები ამ ხნის განმავლობაში ძლიერ დაზიანდა, საშინელი ტკივილები აქვს, ძალიან წვალობს. 
      -ვინმე გეხმარებათ?
      ტატიანა ჭაავა: მეზობლები გვეხმარებიან შეძლებისდაგვარად. დიდი მადლობა ამ ადამიანებს, მაგრამ  სოფელში ხალხი ღარიბია, ყველას უჭირს და მეც ვერიდები მათ შეწუხებას. 
      -ხელისუფლება არ გეხმარებათ?
      ტატიანა ჭაავა: მერია დაგვპირდა სახლში გაზის უფასოდ შემოყვანას და ვნახოთ…
     -თქვენი მეუღლე როდის გარდაიცვალა?
     ტატიანა ჭაავა: ხუთი თვის ორსული ვიყავი, იგი ავტოავარიაში დაიღუპა. მაშინ გალის რაიონში ვცხოვრობდით მეუღლის სახლში. მერე ჩემს მშობლიურ სოფელ რუხში დავბრუნდი, ვიყიდე პატარა მიწის ნაკვეთი და ეს ხის სახლი ავაშენე. 
     -აქ საშინელი პირობებია…
     ტატიანა ჭაავა: ნამდვილი კოშმარია. ასეთ პირობებში ავადმყოფის მოვლა არის ძალიან ძნელი…ამასწინათ, დიდი ქარი იყო და ხის საპირფარეშო, რომელიც ეზოში გვაქვს, ჰაერში ააფრიალა. ას რომ, ახლა არც ტუალეტი გვაქვს…
     -ქმრის გარდაცვალების შემდეგ გათხოვება არ გიცდიათ? 
      ტატიანა ჭაავა: მე ძალიან მიყვარდა ჩემი მეუღლე და სხვას ვერ შევიყვარებდი. რა ვქნა ასეთი ვარ…სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ერთგული. 
      -ედიშერ, ვინ გიყვარს ყველაზე მეტად, ალბათ დედა, ხომ? 
       ედიშერ ჭაავა: რა თქმა უნდა, დედა მიყვარს ყველაზე მეტად. დედა რომ არ მყავდეს, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი. მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ, დედა არის ჩემი სიცოცხლე!
     -რაზე ოცნებობ? 
    ედიშერ ჭაავა: გამოჯანმრთელებაზე, აბა რაზე უნდა იოცნებოს ჩემს მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა… ერთი სული მაქვს, რომ ფეხზე დავდგე, მაგრამ ალბათ მე ეს სიხარული არასდროს მეღირსება…
     -ქალბატონო ტატიანა, გაქვთ იმედი, რომ ედიშერი ოდესმე ფეხზე დადგება? 
     ტატიანა ჭაავა: ეს მხოლოდ უფლის ნებაა, მაგრამ მე მჯერა სასწაულების. ახლა კი კეთილი ადამიანების დახმარება გვესაჭიროება, რომ გადავიტანოთ ეს უმძიმესი პერიოდი და არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში.
    მეგობრებო, მოდით გავუწიოთ დახმარება დედა-შვილს, მივცეთ მათ გამოჯანმრთელების შანსი, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. ედიშერ და ტატიანა ჭაავები საჭიროებენ მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თეთრეულს.
     თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება. აი, მათი მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი, ტელ.: 592186127. კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და ჩაებას საქველმოქმედო აქციაში. 
     თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ედიშერ ჭაავა). 
    თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
   თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
     სიკეთე და თანაგრძნობა – ეს უდიდესი ძალაა ცხოვრებაში! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 დეკ 04
სარეცხი მანქანა
500.00₾
2019 დეკ 04
მედიკამენტები
170.52₾
2020 იან 01
ფონდის ზედნადები ხარჯები
200.00₾
2020 იან 01
მედიკამენტები
113.92₾

სულ ხარჯები:

984.44₾

დარჩა:

0.67₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
თამთა ჩაჩუა
19.11.2019 20:00:00
₾5.00
ირაკლი ახრახაძე
10.11.2019 20:00:00
₾150.00
არჩვაძე მარიამ
31.10.2019 20:00:00
₾3.00
მარინე მამულია
26.10.2019 20:00:00
₾10.00
მარინე მამულია
26.10.2019 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
08.10.2019 08:31:29
₾20.00
ანდრო ათოშვილი
07.10.2019 20:00:00
₾10.00
ირაკლი აფხაიძე
07.10.2019 20:00:00
₾10.00
ქრისტინე მორჩილაძე
06.10.2019 20:00:00
₾30.00
ანტონ ბალანჩივაძე
05.10.2019 20:00:00
₾5.00
სიყმაშვილი გიორგი
02.10.2019 20:00:00
₾13.11
ანდრო თავართქილაძე
01.10.2019 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
01.10.2019 10:29:43
₾10.00
რომანიძე ნიკა
30.09.2019 20:00:00
₾10.00
ცინცაძე სალომე
30.09.2019 20:00:00
₾10.00
ანა მეხრიშვილი
28.09.2019 20:00:00
₾20.00
კეთილი გული
27.09.2019 13:36:11
₾20.00
ქამხაძე ნანა
26.09.2019 20:00:00
₾50.00
მაია მადუაშვილი
25.09.2019 20:00:00
₾20.00
ამბროსი ლობჟანიძე
24.09.2019 20:00:00
₾25.00

შემოწირულია:

₾985.11

76 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾985.11

76 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება