რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„მე დედას გამოვესარჩლე და მამამ თვალი დამიზიანა! მაგრამ არ მტკივა, დეიდა, ცალი თვალითაც კარგად ვარ!“ – შეხვედრისას მიხსნის ბიჭუნა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ჩემს თვალებზე ცრემლების დანახვისთანავე, დედის მამაცი დამცველი, 7 წლის გუგა იღიმის და ტონს ცვლის: „ესღა გვაკლდა! არ იტიროთ! ყველაფერი კარგადაა! – და მხიარულად აგრძელებს: – ოჰ, რა ცუდ დროს მოხვედით! მეგობრებთან ერთად „დამალობანას“ ვთამაშობდი და თითქმის მოვიგე… აი, „დაჭერობანას“ თამაში კი დიდად არ მიყვარს… ყველაზე სწრაფად დავრბივარ, მაგრამ ხან ხეს ვეჯახები, ხანაც ბახ! და კედელია… ცალი თვალით საერთოდ ვერ ვხედავ! აი, ნახეთ, ახლა მარჯვენა თვალს დავხუჭავ და – მაშინვე ბნელდება! და თქვენც არ ჩანხარ! ახლა ხვდებით, რატომ მიყვარს დამალობანას თამაში?“
გუგა უკვე სამი წელია, ვერ ხედავს. ბიჭუნა გაცხარებული მამის ხელის ქვეშ მოყვა, როდესაც ის კვლავ მის საყვარელ დედას სცემდა.
„მოდით, სჯობს, ის ადგილი გაჩვენოთ, სადაც ვიმალები და ვერავინ მპოულობს. უბრალოდ არავის ანახოთ, კარგი?“ – თქვა გუგამ და მაცივართან მიმიყვანა.
– შენ რა, მაცივარში იმალები?
გუგა (7 წლის):ვაი, რა სასაცილო ხართ! არა! აი, შეხედეთ, თვალები დახუჭეთ! ოპ! სად არის გუგა? არ არის გუგა… აი, მეც აქ ვარ! აბა, მითხარით, აქ ხომ ვერასოდეს მიპოვნიდით? ვერც ვერავინ მპოულობს!
– შენ თამაში გააგრძელე, მე კი დედას დაველაპარაკები. საუბარი მერე განვაგრძოთ, კარგი?
გუგა (7 წლის):კარგი, ოღონდ მერე ჩემს ძმასაც გაესაუბრეთ.
გოგა ჩუსტებით გაიქცა, ფეხი ორჯერ წამოჰკრა…
გულნაზი, სამი შვილის დედა:მას ფეხსაცმელები დაუსველდა, ამიტომაც დარბის ჩუსტებით. გამოსაცვლელი არაფერი აქვს…
– გულნაზ, გუგამ ორ წუთში იმდენი საშინელების მოყოლა მოასწრო… მგონი, ეს მისი ფანტაზიებია, არა? თვალზე რა სჭირს?
გულნაზი:სამწუხაროდ, ეს მისი ფანტაზიები არ არის… დიახ, ყველაფერი ასე იყო. მეორე შვილი რომ გავაჩინე, მეუღლესთან ურთიერთობა დამეძაბა. ის რაღაცნაირად შეიცვალა – ყვიროდა, ჩხუბობდა… და ერთხელაც, ხელი მომიქნია. გუგა მაშინ 3 წლის იყო. სულ რაღაც 3-ის! და როდესაც ქმარმა ხელმეორედ სცადა შემორტყმა, ის ჩვენ შორის ჩადგა და აყვირდა: „უფლებას არ მოგცემ, დედა რომ სცემო!“ დარტყმის მთელი ძალა მას დაატყდა თავს; წაიქცა და გონება დაკარგა… და მას შემდეგ, მხედველობის პრობლემები აქვს. თანდათან, მხედველობის დაქვეითება დაეწყო, ერთი წლის წინ კი მარცხენა თვალით სრულიად დაბრმავდა. ამ შემთხვევის შემდეგ, ოჯახი მაშინვე მივატოვე! ჩემი შვილების დაჩაგვრის უფლებას არავის მივცემ! გესმით? არავის!
– გულნაზ, თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით. ამდენი ადამიანი ასეთ პაწაწინა ოთახში როგორ ეტევით?
გულნაზი:ჩვენ ექვსნი ვართ. მე, დედაჩემი – მზექალა, რომელიც 45 წლისაა. ბებია ლამზირა- 61 წლის. ის დაბადებიდან მეორე ჯგუფის ინვალიდია. სუსტი ფეხები ჰქონდა და აგერ, უკვე სამი წელია, მუხლებზე დახოხავს და ადგომა არ შეუძლია; მაგრამ მიუხედავად ავადმყოფობისა, პატარების მოვლაშიც კი მეხმარება. ბავშვები მასზე გიჟდებიან.
დედასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას დიაბეტი აქვს. კიდევ კარგი, ინსულინი მაინც არ სჭირდება და აბებით რეგულირდება. აი, ასე ვცხოვრობთ.
– გუგაზე დაწვრილებით მოგვიყევით. რა სჭირდება მას პირველ რიგში?
გულნაზი:მას მარჯვენა თვალის გასამაგრებელი პროცედურები სჭირდება. ის მხედველობას კარგავს და მეშინია, საერთოდ არ დაბრმავდეს. ახლა, ჩვენ ისეთი ვითარება გვაქვს, მისთვის სათვალის ყიდვაც კი არ შემიძლია. ჩვენი შემოსავალი 510 ლარია. 300 ლარს ამ „სოროს“ ქირაში ვიხდით, დანარჩენი – საკვებისთვის გვჭირდება. ისიც, ძლივს გვყოფნის. ბავშვებისთვის ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენაზე საუბარიც ზედმეტია.
– დიახ, დავინახე, გუგა და მათე ეზოში სახლის ჩუსტებით რომ თამაშობდნენ. გუგამ, რამდენჯერმე, ფეხიც კი წამოჰკრა. ეს ხომ საშიშია?!
გულნაზი:დიახ, ამის მეც მეშინია, მაგრამ ბავშვები ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან. ფეხსაცმელები დაუსველდათ, ამიტომ ახლა, ჩუსტებით დარბიან. მეორე წყვილი ფეხსაცმელი არ აქვთ… ნორმალური საჭმელიც კი არ აქვთ, ფეხსაცმელზე და ტანსაცმელზე რაღა უნდა ვთქვა. ბავშვისთვის სათვალე ვერ მიყიდია, გესმით? ჩემი შვილი შეიძლება დაბრმავდეს, რა დროს ფეხსაცმელია?
შუა საუბრისას, ოთახში გუგაშემოვარდა და თან თავისი ძმა, მათე მოიყვანა.
გუგა (7 წლის): მოკლედ, ჩვენ ცოტა დრო გვაქვს, თამაშის შესვენებაა. რამე კითხვა თუ გაქვთ, გვკითხეთ. მერე, ისევ უნდა გავიქცეთ!
– კარგი, კარგი. მოდი, თქვენი ცხოვრების შესახებ ვისაუბროთ – სკოლაზე, მეგობრებზე…
გუგა (7 წლის): სკოლაში ყველაფერი რიგზეა, ვსწავლობთ, როგორც ყველა ბავშვი. მე კლასში ყველაზე ძლიერი ვარ… და ეზოშიც! სულ ახლახან, ორი ბიჭი დამესხა თავს, მე კი ისინი ერთი ხელით გავაგორე… ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. აბა, მთელი ძალით ხომ არ დავარტყამდი?! ვინმეს თვალში რომ მოვარტყა?! აქ კიდევ ერთი ბიჭია…. ფუ, როგორი საძაგელია! ცუდ სიტყვებს იძახის და გოგოებს აბრაზებს ხოლმე. არ ვიტყვი, რა ჰქვია, მაგრამ მისი სახელი „ა“-ზე იწყება! და ის 6 წლისაა! დაე, თვითონ მიხვდეს!
– მათე, ეს „ა“ შენც გაბრაზებს ხოლმე?
მათე (6 წლის):არააა, მე მას ვემეგობრები. ის არც ისეთი „ფუ“ არის… კი, რამდენჯერმე ველოსიპედი არ მათხოვა, ერთი-ორჯერ არც კანფეტი მიწილადა… კი ბატონო, ცუდ სიტყვებსაც იძახის… მაგრამ ის კარგი ბიჭია! ველოსიპედი მეც მინდა! იცით, როგორ ძალიან?
– რა სათამაშოები გაქვთ? შენ აძლევ ხოლმე მეგობრებს შენს სათამაშოებს?
მათე (6 წლის):ჩვენ არც არაფერი გვაქვს… ბურთიც კი არ გვაქვს; მაგრამ სათამაშოები რომ გვქონდეს, მე „მთხოვებელი“ ბიჭი ვიქნებოდი.
– რა სათამაშოები გინდა?
გუგა (7 წლის):სკეიტბორდი და კუბიკები მინდა. მინდა, ჩემთვის დიდი სასახლე ავაშენო!
– მაგ სასახლეში ვისთან ერთად იცხოვრებდი? ნაცნობი პრინცესა თუ გყავს?
გუგა (7 წლის):დიახ, მყავს! ლიკა ჰქვია. ის ყველაზე ლამაზი გოგოა!
– როგორია? რა ფერის თვალები, ან თმები აქვს?
გუგა (7 წლის):არ მახსოვს… ლამაზი ფერის! რა მნიშვნელობა აქვს? ის საუკეთესოა! და ოდესმე, მასთან ერთად, სასახლეში ვიცხოვრებ! აი, ასე! მორჩა, გავიქეცით! კარგად!
– გულნაზ, ახლა ვხვდები, რა გაძლევთ ცხოვრების და იმის ძალას, რომ გული არ გაიტეხოთ! ისინი უბრალოდ არაჩვეულებრივები არიან! ახლა კი, ანა-მარიას შესახებ მოგვიყევით!
გულნაზი: ანა-მარია ჩვენი მშვენებაა. მისი გაჩენის ამბავს მოგიყვებით. შესაძლოა, ბევრმა განმსაჯოს, მაგრამ მე მისთვის უფლის მადლობელი ვარ! ბავშვის მამასთან დაქორწინებას ვაპირებდით, მაგრამ როდესაც მან ჩემი ორსულობის შესახებ შეიტყო, თქვა, რომ მამობისთვის მზად არ იყო და დაიკარგა. ისიც კი ვიფიქრე, დიდი ცოდვა ჩამედინა, მაგრამ დედამ და ბებიამ გადამაფიქრებინეს. მითხრეს, უფალმა მოგცა და უფალივე დაგეხმარება მის გამოკვებაშიო. ახლა რომ ვუყურებ, მას და ღმერთს პატიებას ვთხოვ, მისი მოკვლა რომ მინდოდა… დედებო, არასოდეს იფიქროთ ამაზე! გესმით? არასოდეს!
მათე (6 წლის): გავიგე, ანა-მარიას შესახებ საუბრობდით. მის შესახებ მე მოგიყვებით! ის ძალიან მტირალაა და ჩვენი თმებით თრევა უყვარს! ხანდახან თავის თმას ეჭიდება და მერე ტირის! ძალიან სასაცილოა!
– გულნაზ, ბავშვებს რას აჭმევთ? სადილად რა გაქვთ?
გულნაზი:აი, უკვე მესამე დღეა – მაკარონს. პატარას კი – შვრიის ფაფას, რძის გარეშე. სამწუხაროდ, მისთვის რძის ყიდვის საშუალება ყოველთვის არ მაქვს. მაღაზიაშიც ვალები მაქვს…
– გულნაზ, ვინმე გეხმარებათ? მეზობლები, უცნობები?
გულნაზი: ნათესავები არ გვყავს, ვინც დაგვეხმარებოდა. მამა გარდაიცვალა, მხოლოდ ჩვენ დავრჩით… ანა-მარიას დაბადებამდე, ზოგჯერ, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი – ან ვალაგებდი, ან რესტორანში ჭურჭელს ვრეცხავდი… მაგრამ ახლა, არ შემიძლია.
– ამ „ფარდულში“ როგორ აღმოჩნდით? რთულია, ამას „ოთახი“ უწოდო!
გულნაზი: გუგას გამო, თბილისში ჩამოსვლა ხშირად გვიწევდა. ჩვენ თვითონ ჭიათურიდან ვართ. ექიმების და ანალიზების ფული არ გვქონდა და ბავშვებს დედას და ბებიას ვუტოვებდი, მე კი, დღედაღამ, თბილისში ვმუშაობდი, რომ ჩემი შვილის მკურნალობისთვის და წამლებისთვის ფული მომეგროვებინა. მერე მივხვდით, რომ ასე, ცალ-ცალკე ცხოვრებას ვერ შევძლებდით და ყველანი თბილისში გადმოვედით. როგორც თქვენ უწოდეთ, ამ „ფარდულის“ დაქირავება მოვახერხეთ. აქ მხოლოდ ერთი ოთახია, რომელშიც ორი საწოლი დგას. აქ დედას და ბებიას სძინავთ, ბავშვებთან ერთად. მე და პატარას კი სამზარეულოში გვძინავს. ღამღამობით სკამსაწოლს ვშლი… აი, ასე ვწვალობთ. მაგრამ სამაგიეროდ, ყველანი ერთად ვართ! და ექიმებიც აქვე გვყავს.
– გულნაზ, ხომ იცით, რომ ჩვენი ფონდის სტატიებს თითქმის მთელი საქართველო კითხულობს?! კითხულობენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. რას ელით? როგორ ფიქრობთ, ექნება გამოხმაურება?
გულნაზი: ერთადერთი, რისიც მეშინია, ის არის, რომ სოციალურმა მუშაკებმა ბავშვები არ წამართვან… პატარა რაღაც და ისინი მაშინვე იმუქრებიან, რომ ბავშვებს წამართმევენ! მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი დაინტერესდებიან, როგორ ვცხოვრობთ. იქნებ უკეთესი ოთახი მოგვცენ? იქნებ თვალის მკურნალობის თანხაც გადაიხადონ? ან უბრალოდ პროდუქტებით დაგვეხმარონ? ჩვენ ახლა ძალიან გვიჭირს… ძალიან.
– შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველებს მიმართოთ!
გულნაზი: სანამ ფონდს მივმართავდი, თქვენ გვერდზე ბევრჯერ წამიკითხავს ოჯახების ისტორიები. აი, მათ უჭირთ, თავს ცუდად გრძნობენ… მერე კი, როგორც კეთილ ზღაპარში – ისინი ბედნიერები არიან, იღიმიან და სახლი – სავსე თასია! ეს უბრალოდ შესანიშნავია! მათ გამო ისე მიხაროდა, შემდეგ კი გადავწყვიტე, მომეწერა. დარწმუნებული ვარ, რომ ფონდის მეგობრები ჩემი შვილების ტკივილსაც გულთან ახლოს მიიტანენ და დაგვეხმარებიან.
– ბავშვებო, თქვენც ხომ არ ეტყოდით რამეს ჩვენს მკითხველებს?
გუგა (7 წლის):მე ვეტყოდი, რომ აი, ახლა წავიქეცი, მაგრამ არ მტკენია, იმიტომ რომ მე ძლიერი ვარ… და რომ ფეხსაცმელები მჭირდება!
მათე (6 წლის): მე კი ვეტყოდი, რომ თუკი ვინმე გვესტუმრება, მე მას ლექსს მოვუყვები!
***
სანდომიანი ბიჭუნა, გიგა, ცალი თვალით ცხოვრობს. და მხედველობას მეორე თვალშიც კარგავს… ეს უნდა შეჩერდეს! მას კი, ამაში ჩვენ დავეხმარებით! მისთვის მხედველობის დაბრუნებას ვერ შევძლებთ, მაგრამ მისი შენარჩუნება ნამდვილად შეგვიძლია!
მეგობრებო, აბესაძეების ოჯახს მწვავედ ესაჭიროება დახმარება გუგას მკურნალობაში, რომ მან მხედველობა ცალ თვალში მაინც შეინარჩუნოს! ასევე, ოჯახს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და მაცივარი – არა იმიტომ, რომ ვინმე მის უკან იმალებოდეს
უფალმა ისინი ჩვენთან გამოგზავნა! ამ პატარა ბიჭუნებს ძალიან ნათელი სურვილები და უცოდველი ოცნებები აქვთ. მათ ძალიან ცოტა რამ უნდათ: რომ გამოსაცვლელი ფეხსაცმელები, სათამაშოები და გემრიელი საჭმელი ჰქონდეთ, თუნდაც ხანდახან!
დაურეკეთ გულნაზს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით. ტელ.: 598 28 24 31
აბესაძეების ოჯახის საშინელი საცხოვრებელი პირობების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ მათი მონახულებისას, მისამართზე: თბილისი, წერონისის ქუჩა №52
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ არაჩვეულებრივი ბავშვების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:აბესაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, გულნაზს და მის ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
სულ ხარჯები:
1713.70₾დარჩა:
0₾