რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დეიდა, ნახე, აქ საშინელი ურჩხული იმალება!

calendar ნოემბერი 9, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ის ხშირად მესიზმრება. საზარელია!!! – პატარა ბარბარე სახლის კარებში სწორედ ამ სიტყვებით შემომეგება და კედელთან მიმიყვანა.
– შენც გყავს სახლში ასეთი? – გულუბრყვილოდ მეკითხება ბავშვი.
– არა, არ მყავს. ახლავე წავიყვან შენსას. არ გენანება?
– წაიყვანე! მე კიდევ ბევრი გემრიელი საჭმელი და დღეში სულ პაააატარა კანფეტი მინდა, ერთი მაინც!
– მოგიტან!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

– რადგან თითქმის ჯადოქარი ხარ, და ურჩხულებზეც კი  მბრძანებლობ, მაშინ ჩემს პატარა ძმასაც, გიოს ასწავლე ნორმალურად სიარული. თორე ის წევს და ტრიალებს, თოჯინასავით! რომ წაიქცევა, ტირის. მერე დედიკოც ტირილს იწყებს და მეც, მათთან ერთად!..

ბარბარეს სურს, რაც შეიძლება მალე რომ მომიყვეს ყველაფერი თავისი სახლის შესახებ. მაგრამ საკმაოდ რთულია ამ ნაგებობისთვის სახლის დარქმევა. საქონელი ფერმებში ბევრად უკეთეს პირობებში ცხოვრობს, ვიდრე ეს საბრალო ოჯახი!

სახლში არაფერი არ აქვთ მთელი. ფანჯრებზე ცელოფანია გაკრული, კედლებზე – კლიონკა , ჭერიდან ბათქაში იყრება, იატაკიც ჩავარდნილია…

ბარბარე 5 წლისაა… ვუყურებ ამ გოგონას, საოცარი თვალებით, და ვფიქრობ: ნუთუ შესაძლებელია, სადმე ამაზე საზარელი ადგილი რომ არსებობდეს? იმაზე უარესი რა უნდა იყოს, ვიდრე მშიერი კუჭით დაძინება და თანაც იმის მუდმივი შიში, რომ ურჩხული საშინელ ადგილას წაგიყვანს?

ვერიკო, ბარბარეს დედა: ბარბარე, დეიდას ნუ აშინებ… ბოდიშს გიხდით, ძალიან ბევრს ლაპარაკობს…

ღატაკი ოჯახი ვართ. ამ დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ. ნაცნობმა გვათხოვა დროებით. ოჯახში ექვსნი ვართ. მე, ჩემი მეუღლე რამაზი და ჩვენი შვილები. ეს თამაზია, ყველაზე პატარა – 6 თვის. გიო 2 წლისაა. ნაადრევად დაიბადა.

– ამან მის ჯანმრთელობაზე თუ იმოქმედა? ბარბარემ თქვა, რომ ფეხები სტკივა.

ვერიკო: დიახ, პრობლემები აქვს. სამი თვე ინკუბატორში იწვა, როცა გაწერეს, პედიატრმა გვითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ თბილისში და ქირურგს ვაჩვენოთ, რომ პატარას ფეხები არ მოსწონს. მეზობლები დაგვეხმარნენ წასასვლელად თანხის შეგროვებაში, ჩვენ კაპიკი არ გვქონდა… გიო მაშინვე საავადმყოფოში დააწვინეს და ერთ თვეში ოპერაცია გაუკეთეს. სახელმწიფომ 2675 ლარით დაგვაფინანსა, 400 ლარი ჩვენ უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ჩვენი ოჯახისთვის ესეც უზარმაზარი თანხაა. ერთი წელია გასული, მაგრამ ეს თანხა დღემდე ვერ გადავიხადეთ. ახლა, ამის გამო, საავადმყოფოში არ მიგვიღებენ. გიოს კი გამოკვლევა სჭირდება. გადაადგილება დღითიდღე უფრო და უფრო უჭირს. საიდან მოვიტანოთ ამხელა თანხა? დახმარებას ვიღებთ 400 ლარის ოდენობით. საავადმყოფოში ეს თანხა რომ გადავიხადოთ, ყველანი შიმშილით დავიხოცებით.

– დახმარების გარდა არ გაქვთ სხვა შემოსავალი? თვეში 400 ლარით 6 ადამიანი რანაირად ახერხებთ ცხოვრებას?

ვერიკო: მეუღლე ავადმყოფი მყავს. ეპილეფსია აქვს. მძიმე შრომა მისთვის აკრძალულია. რა ვქნათ, აბა? ხან შეშის საჩეხად დადის, ხან მეზობლებს ეხმარება ყანაში. ძალიან მშრომელია. ავადმყოფობა რომ არა, ალბათ ასე ძალიან არ გაგვიჭირდებოდა. ჩვენ პურის გარდა ვერაფერს ვყიდულობთ. აი, მეზობელმა დღეს სამი ცალი კარტოფილი მომცა, მეც ერთი მუჭა ბრინჯი მქონდა და წვნიანი გავაკეთე. ორი დღე უნდა გვეყოს.

საუბარში 15 წლის თამარი ჩაერთო.

თამარი: შეიძლება მეც ვთქვა? იმდენად გვიჭირს, რომ სკოლის მიტოვება მომიწია. 9 კლასი დავამთავრე. მე კი სწავლა ძალიან მიყვარდა. მათემატიკა და ისტორიაა მომწონს ყველაზე მეტად. სიგიჟემდე მიყვარს წიგნების კითხვა. ერთადერთი წიგნი მაქვს, ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენ სალტკროკის კუნძულზე ვართ“. ასჯერ მაინც მაქვს გადაკითხული! ეს ჩემი პირველი და ერთადერთი წიგნია. ისიც ბიბლიოთეკიდან.

– ვერიკო, მართალია, რომ თამარი სკოლაში სახსრების არქონის გამო ვერ დადის?

ვერიკო: დიახ, იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ კალამი და რვეულები ვუყიდოთ. ნორმალურ ტანსაცმელსა და ჩანთის შეძენაზე კი საუბარიც ზედმეტია. თან კომპიუტერიც სჭირდება. არაფერი გამოვა ამის გარეშე. მესმის, რომ საკვების გარდა ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ არსებობს, მაგრამ როდესაც ბავშვები შიმშილის გამო ტირიან, სწავლა მეორეხარისხოვანი ხდება. თამარი ცუდად რამდენჯერ გამხდარა სკოლაში, იმის გამო, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი უჭამია.

– თამარ, სწავლა ძალიან გინდა?

თამარი: მზად ვარ მხოლოდ წყალი და პური ვჭამო, ოღონდ სწავლა განვაგრძო. ეს ჩემი ოცნებაა. მინდა ექთანი გავხდე.

– რა გჭირდება ამისთვის?

თამარი: პირველ რიგში, კომპიუტერი, რვეულები და კალმები. შეიძლება წიგნები გთხოვოთ? არ არის აუცილებელი, ახალი რომ იყოს. იქნებ ვინმემ უკვე წაიკითხა და აღარ სჭირდება. ბევრჯერ მინახავს, წიგნები ნაგავში როგორ გადაუყრიათ. მე კი ვოცნებობ, საკუთარი წიგნი რომ მქონდეს!

ბარბარე (5 წლის): ახლა მე მომისმინეთ! მე არ მინდა წიგნები! მე არ ვიცი კითხვა! თოჯინები მჭირდება! და ტელევიზორი პრინცესებით! გიოსთან ერთად ვითამაშებდი და მულტფილმებს ვუყურებდი! კიდევ კამფეტები მინდა. ამბობენ, რომ ძალიან გემრიელია!

– ამბობენ? ვინ ამბობს? შენ რა, არასოდეს გიჭამია?

ბარბარე: არ მახსოვს… შეიძლება მიჭამია, შეიძლება არა.

თამარი: თქვენ წარმოიდგინეთ, ბარბარეს კამფეტი არასოდეს არ უჭამია. კამფეტი კი არა, ადამიანური საჭმელიც კი არასდროს არ გვაქვს. წვნიანი ბრინჯით, რომელშიც ბრინჯიც საძებარია, ან კარტოფილის წვნიანი, ან იმის, რასაც მეზობლები მოგვცემენ…

– შენი აზრით, რა არის ადამიანური საჭმელი?

თამარი: რამე ხორცი, თვეში ერთხელ მაინც. ან… რა ვიცი. რას ჭამენ კიდევ ადამიანები? ალბათ ღვეზელი. ან ხორცი. ყველი. და კიდევ ხილი. აი, ბანანს დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი!

– ვერიკო, პატარებს რას აჭმევთ? 6 თვის თაზო ხომ ბრინჯის წვნიანს, ან მხოლოდ კარტოფილს ვერ შეჭამს?

ვერიკო: რას ვიზამთ? იმას ჭამს რაც გვაქვს.

– გასაგებია, რომ ყველაზე მეტად საკვები გჭირდებათ. მაგრამ იქნებ კიდევ  გაკლიათ რამე?

ვერიკო: პროდუქტი, თამარისთვის კომპიუტერი, სწავლის გაგრძელება რომ შეძლოს, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი პატარებისთვის! სულ ესაა!

– არავინ გეხმარებათ?

ვერიკო: მხოლოდ მეზობლები, სხვა არავინ! ზოგი კარტოფილს მოგვცემს, ზოგი ბურღულეულს… მათხოვრებივით ვცხოვრობთ. ისიც კი ძნელი დასაჯერებელია, ჩემი დახმარების თხოვნას თქვენ რომ გამოეხმაურეთ…

– ახლა, მთელი საქართველო შეიტყობს თქვენი ოჯახის შესახებ! დაინახავენ, რა კარგი შვილები გყავთ. მალე თქვენთვის ყველაფერი შეიცვლება! უნდა გჯეროდეთ ამის!

***

ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ოჯახის ისტორია გიამბეთ. თქვენ მათ შესახებ არაფერი იცოდით და ვერ დაეხმარებოდით. ახლა კი იცით, რომ პატარები „საშინელ ურჩხულებთან“ ერთად ცხოვრობენ და არსებობენ ბავშვებიც, ვისაც კამფეტები არასოდეს გაუსინჯავს! არსებობენ ისეთი ბავშვები, ვისაც არ შეუძლია, სკოლაში სწავლა რომ გააგრძელოს და ოცნებობენ წიგნების კითხვაზე! და კიდევ, ბავშვები, რომლებიც ვერ მკურნალობენ, იმის გამო, რომ დედას და მამას არა აქვთ ფული!

შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ოჯახი. მათი მისამართია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელიგელათი. ასევეშეგიძლიათდაურეკოთ: 579 21 41 13.

ოჯახში ოთხი არაჩვეულებრივი ბავშვია. ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერი სჭირდებათ, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები და საჭმელიც კი! სწორედ ეს ბავშვები გახლავთ ჩვენი სიამაყე და მომავლის იმედი! ამ გაჭირვებულ ოჯახს უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და მზრუნველობა, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ყველანი ერთად, იმ სიყვარულისა და სითბოს შესაბამისად, რომელიც გააჩნია თითოეულ ჩვენთგანს!

  დიდი თხოვნაა გააზიაროთ პოსტი, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს კირვალიძეების ოჯახის გაჭირვების შესახებ!

  კიდევერთითხოვნაგვაქვს, მეგობრებო, თუკიშეიტყობთ, რომ  თქვენსნაცნობსანმეზობლსდახმარებასჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთგულისხმიერებადამოგვწერეთამისშესახებელექტრონულმისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხაშეგიძლიათჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კირვალიძეებისოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფიჩარიცხვისტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდისდამატებითივალდებულებებსადაუფლებებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

  ჩვენუკვედავეხმარეთუამრავგაჭირვებულს! კირვალიძეებისოჯახსაცგავუმართოთხელი. ბედისწერისგანდაზღვეულიარავინაა!

  ერთიზარიგადაარჩენსსიცოცხლეს – 0901 200 270

იცით, კანფეტები ისეთი გემრიელია!..

„ორცხობილის ტკბილ რძესთან ერთად ჭამაც საოცრად გემრიელია! – აღტაცებით გვიყვება პატარა ბარბარე. – და მულტფილმების ყურებაც ძალიან მაგარია. იცით, გიო მთელი დღე მათ უყურებს…“

„თქვენი ისეთი მადლიერები ვართ! თქვენ ჩვენს ოჯახში ბავშვების სიხარული და სიცილი შემოიტანეთ, იმედი მოგვეცით“, – თვალცრემლიანი ამბობს ვერიკო კირვალიძე. 

კირვალიძეების ოჯახმა მრავალი გასაჭირი დაითმინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ, უკეთესი მომავლის იმედი არ დაკარგონ. 

ამ ოჯახის პრობლემების შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სტატიაში: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/651-kirvalidze/

ჩამოწოლილი კედლები, ჩამოკიდებული ჭერი, შემზარავი სიღარიბე, ბავშვები, რომლებსაც კანფეტები მხოლოდ ესიზმრებათ, ტკივილი, უიმედობა თვალებში, შიში…

– ვერიკო, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ? 

ვერიკო: ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! უღრმესი მადლობა ყველას! როდესაც ჩვენთან პირველად მოხვედით და მე ჩვენი პრობლემების შესახებ გიამბეთ, – როგორ აკლიათ ბავშვებს მარტივი სიხარული, რა რთული ყოფითი პირობები გვაქვს, – ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მალე ჩვენს სახლში სასწაულს – ტელევიზორს და სარეცხ მანქანას ვიხილავდი. დიდი მადლობა თქვენს ფონდს და ყველა იმ კეთილ ადამიანს, რომლებიც თქვენ ამ ღვთისმოსაწონი საქმისთვის გააერთიანეთ. დალოცვილები ყოფილიყავით!

 – ახალი მეგობრებიდან ვინმეს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით? მათი სახელები თუ გახსოვთ? 

ვერიკო: ბევრმა დამირეკა და დახმარება შემომთავაზა… უზომოდ ბედნიერი ვარ. ერთმა კაცმა დამირეკა; მითხრა, რომ ჩვენ შესახებ პოსტი წაიკითხა, დახმარება სურს და ყველაფერს საუკეთესოს გვისურვებს. მინდა ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს! ძალიან გთხოვთ, თქვენს სტატიაში აუცილებლად დაწერეთ, რომ ამ კეთილი უცნობის დიდად მადლობელი ვარ. იქნებ ამ ღვთისმოსავმა ადამიანმაც წაიკითხოს…

– თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? პოსტზე რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?

ვერიკო: არა… მეტსაც გეტყვით – იმის გამო რომ საკუთარი სახლი არ გვაქვს და ბინას ხშირად ვიცვლით, სოციალური დახმარებაც კი შეგვიწყვიტეს და ჩვენ ერთადერთი საარსებო წყაროს გარეშე დავრჩით. მართალია დაგვპირდნენ, რომ მომდევნო თვიდან აღგვიდგენენ, მაგრამ მაგ დღემდე როგორმე ხომ უნდა მივატანოთ?.. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ადმინისტრაციის უფროსს, რომელმაც ახალ წელს ბავშვებს სათამაშოები და ტკბილეული მოუტანა. 

– რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის? 

ვერიკო: თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა რთულია ყოველდღე ცივ წყალში რეცხვა; ამას გაციების და ლოგინად ჩავარდნის შიშიც ემატება. ახლა კი, თქვენი წყალობით, თითქოს ზღაპარში ვარ. სარეცხი მანქანა ჩემს ერთგულ დამხმარედ იქცა.

რამაზი: (ვერიკოს ქმარი რიდით შემოგვიერთდა.) უღრმესი მადლობა! ეს დახმარება და თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ბავშვები ტელევიზორს შეჰხარიან; ორი წლის გიორგიც კი მზად არის, მთელი დღე მულტფილმებს უყუროს. ღმერთმა დაგლოცოთ! 

 – ბავშვებო, თქვენ რა საჩუქრები მოგეწონათ ყველაზე მეტად? 

თამარი (15 წლის): მე ყველაფერი ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა! მე და დედა რეცხვით აღარ ვიტანჯებით, საღამოობით კი, ყველანი ერთად, ტელევიზორს ვუყურებთ.

– მომავალში ვინ გინდა გახდე?

თამარი: ექიმობაზე ვოცნებობ. უფლის შეწევნით, სკოლის დამთავრება და სწავლის გაგრძელება თუ შევძელი, აუცილებლად ექიმი გავხდები და ხალხს დავეხმარები. მინდა თქვენსავით კარგი საქმეები ვაკეთო. 

ბარბარე (6 წლის): (მორბის და მე და თამარს საუბარს ანთებული თვალებით გვაწყვეტინებს.) იცით, კანფეტები ისეთი გემრიელია…

– კიდევ რა მოგეწონა?

ბარბარე: ტკბილი რძეც ძალიან გემრიელია, ორცხობილასთან ერთად!

– ტკბილეული გიყვარს?

ბარბარე: ასეთი სასუსნავის ჭამა მთელი დღე შეიძლება!

 – და რის კეთება გიყვარს?

ბარბარე: მულტფილმების ყურება. დიდი მადლობა, კარგები ხართ… 

– იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ?

ვერიკო: სამწუხაროდ,უამრავი პრობლემა გვაქვს, როგორც ადრე, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა – საკვებია. 

თამარი: თუ შეიძლება, მინდა წიგნები გთხოვოთ, თუნდაც ძველი და ნახმარი. დიდად მადლობელი ვიქნები. 

ვერიკო: მთელი ჩვენი ოჯახის სახელით, ქედს ვიხრი თქვენსა და თქვენი მკითხველების წინაშე! უღრმესი მადლობა! თქვენ ხალხს ძალიან ეხმარებით!.. უფალი გფარავდეთ! 

***

 მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც კირვალიძეების ოჯახს დაეხმარა და იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ ოჯახს არაერთხელ დავეხმარებით; მათ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. ერთად ჩვენ ბევრი ღვთისმოსაწონი საქმის კეთებას ვახერხებთ და ამის მიუხედავად, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს. სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. პირველი არის იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე – იმის დაცვა, ვინც დაუცველია და რაც მთავარია – იმედის მიცემა მისთვის, ვინც ის დაკარგა!

და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ბედნიერი იყოთ! 

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო! 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000. 

(დანიშნულება: კირვალიძეების ოჯახი) 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/651-kirvalidze/.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

 ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270 

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 14
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1065.00₾
2021 იან 25
პროდუქტები
100.00₾
2021 იან 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
220.00₾

სულ ხარჯები:

1385.00₾

დარჩა:

0.07₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
თამილა კოპერინა
30.03.2021 20:00:00
₾5.00
მარიამი ვარდოსანიძე
30.03.2021 20:00:00
₾2.00
პეტრე კარიაული
30.03.2021 20:00:00
₾5.00
გაგანაშვილი მაკა
28.03.2021 20:00:00
₾1.00
გუძუაძე გოჩა
28.03.2021 20:00:00
₾3.00
ქებურია კახაბერ
28.03.2021 20:00:00
₾7.00
ცომაია ნოდარ
28.03.2021 20:00:00
₾1.00
ლორჩოშვილი იოსები
28.03.2021 20:00:00
₾5.00
ნინო ნიშნიანიძე
26.03.2021 20:00:00
₾3.00
სანდრო სიამაშვილი
11.02.2021 20:00:00
₾5.00
ილია ზექალაშვილი
11.02.2021 20:00:00
₾10.00
ზურაბ ღვინეფაძე
11.02.2021 20:00:00
₾50.00
ტერმინალი
03.02.2021 20:00:00
₾4.96
ეკატერინე გიგოლაშვილი
03.02.2021 20:00:00
₾28.51
ილია ფანცულაია
03.02.2021 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
02.02.2021 22:51:33
₾5.00
შ.პ.ს"გრადიენტი"
02.02.2021 20:00:00
₾50.00
ტერმინალი
02.02.2021 20:00:00
₾13.00
ზუხბაია ალექსი
01.02.2021 20:00:00
₾50.00
ტერმინალი
01.02.2021 20:00:00
₾6.50

შემოწირულია:

₾1,385.07

110 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,385.07

110 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება