რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„რა კარგია, რომ გვესტუმრე! – ჩვენ შესახვედრად გამორბის 6 წლის თევდორე. – ოღონდ მერე კიდევ მოდი, კარგი? საჭმელი რომ გვქონდეს და შენი გამასპინძლებაც შევძლოთ!“
„დიახ, ფული რომ ერიცხება, დედა გემრიელ საჭმელებს გვიკეთებს, – გვიხსნის 9 წლის ანასტასია. – მაგრამ ეს იშვიათად ხდება“.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„გამოდის, ახლა თქვენთვის სამყოფი საჭმელიც არ გაქვთ?“ – მიელვებს თავში, სანამ მათ საშინელ სახლს ვათვალიერებ: ნახევრად დანგრეული კედლები, ბეტონის იატაკი, ძველი ავეჯი. კომფორტზე საუბარიც კი ზედმეტია, მათ წყალიც კი არ აქვთ გაყვანილი… ეზოში უზარმაზარი, წყლით სავსე ბოცები და ძველი პირსაბანი დგას, რომლის მსგავსსაც დიდი ხანია აღარავინ იყენებს. „აქ როგორ ცხოვრობთ, ბავშვებო?“ მიჭირს იმის დაჯერება, რომ თანამედროვე ქართველები, მით უმეტეს ბავშვები, ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობენ…
„ჩემს შვილებს დღეს ყველაზე უბრალო ბავშვური სიხარულიც კი აკლიათ: ტკბილეული, სათამაშოები, ნორმალური საჭმელი… დახმარებიდან დახმარებამდე უბრალოდ გადარჩენას ვცდილობთ, – გულისტკივილით გვიყვება ლენა. – არადა, მათ ბედნიერებისთვის ისე ცოტა რამ სჭირდებათ: საჭმელი და ტანსაცმელი, სასკოლო რვეულები… მთელ ჩემს იმედებს ღმერთზე და კეთილ ადამიანებზე ვამყარებ“.
– ლენა, თუ შეიძლება, თანმიმდევრობით მოგვიყევით, რა შეგემთხვათ?
ლენა: საშინლად გვიჭირს… მას შემდეგ, რაც ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა, ჩემი შვილები ყველაფერს მოკლებულები არიან. ზოგჯერ მათთვის საჭმელიც კი არ მაქვს! აქ არანაირი პირობა არ არის, წყალიც კი არ არის გაყვანილი, ჭიდან ვეზიდებით, მაგრამ დასალევად არ ვარგა, ამიტომ მისი მოტანა მეზობლებისგან გვიწევს. გაზი არ გვაქვს, იატაკი ბეტონისაა, ბავშვებს სულ სცივათ და ცივდებიან. რაც შეეხება სკოლას, მათთვის კალმებს და რვეულებსაც კი ვერ ვყიდულობ. საწყლებს სწავლაც არ შეუძლიათ, რადგან ფული არ გვაქვს, რომ ინტერნეტი გამოვიყვანოთ. არც ტანსაცმელი გვაქვს, არც ფეხსაცმელი; ის აცვიათ, რასაც ჩვენს მახლობლად მდებარე მონასტერში გვჩუქნიან. ეს სახლიც ისეთ მდგომარეობაშია, საცხოვრებლად საერთოდ არ ვარგა! ან რას გიყვებით, უბრალოდ მიმოიხედეთ გარშემო…
– ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?
ლენა: ადრე, როდესაც ჩემი მეუღლე მუშაობდა, თავი როგორღაც გაგვქონდა. მაშინაც გვიჭირდა, მაგრამ ასეთ უიმედო მდგომარეობაში მაინც არ ვიყავით. ისინი მდინარის გასწვრივ ჯებირს აგებდნენ; მაგრამ მერე ჩემი ქმარი სამსახურიდან დაითხოვეს, სოციალური დახმარება კი კატასტროფულად არ გვყოფნის… ბავშვებს იმდენი რამ სჭირდებათ! გარდა ამისა, ერთი წლის წინ ჩემი დედამთილი გარდაიცვალა. საწყალი, ორი თვე იწვა და იტანჯებოდა… მიკროინსულტი ხუთჯერ გადაიტანა, ბოლოს ვეღარც კი ლაპარაკობდა; მისი მკურნალობისთვის ფული გვჭირდებოდა, ვალები დაგვედო… ჩემი მამამთილიც ძალიან მოხუცია, სულ წნევები აწუხებს, მისი პენსიის ნახევარი წამლებზე იხარჯება.
– და ეს სახლი თქვენ გეკუთვნით?
ლენა: დიახ, ჩემი მეუღლის მშობლებს. მას საფუძვლიანი შეკეთება სჭირდება, მაგრამ ფული საიდან მოვიტანოთ? ბეტონი იატაკზე ერთი წლის წინ დავასხით, თორემ მანამდე მიწის იატაკი გვქონდა; მაგრამ რას იზამ, ძველი სახლია, მის წესრიგში მოსაყვანად ბევრი ფულია საჭირო. ქუჩაში რომ არ ვართ, მაგაზეც მადლობელი ვარ.
– თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?
ლენა: მე თვითონ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედა დიდ სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად მუშაობდა, 9 წლის ასაკიდან სამსახურში მასთან ერთად დავდიოდი და ვეხმარებოდი, მერე კი მეც მაღაზიების დალაგება დავიწყე. ადრეული ასაკიდანვე პატარა, მაგრამ საკუთარი შემოსავალი მქონდა. ჩემი მეუღლე თანამშრომელმა ტელეფონით გამაცნო. ჩემთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ედო ჩემი ცოლად შერთვის მტკიცე განზრახვით ჩამოვიდა (იცინის.) ის ჩემზე 10 წლით უფროსია. პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გამომიცხადა, რომ სერიოზული განზრახვა ჰქონდა და მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. ორ კვირაში დავქორწინდით. ის რატომღაც მაშინვე მომეწონა და იცით, ეს არასდროს მინანია! ის არაჩვეულებრივი მამა და მეუღლეა, ყურადღებიანი, მზრუნველი, კეთილი. ფინანსური პრობლემები რომ არა, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნებოდა!
– ალბათ არასდროს გიფიქრიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით…
ლენა: არა, რა თქმა უნდა. ჩვენ მეგობრული ოჯახი გვყავს; მადლობა ღმერთს, ბავშვებიც ჯანმრთელები არიან. სხვა რაზე უნდა ვიოცნებო? მე და ჩემს მეუღლეს სამსახური და თუნდაც მოკრძალებული, მაგრამ სტაბილური შემოსავალი რომ გვქონდეს, თავს კიდევ რაღაცნაირად გავართმევდით, მაგრამ ამ ვირუსის გამო ჩემი მეუღლე დამატებით სამუშაოსაც კი ვერ შოულობს.
– მშობლები ან ნათესავები არ გეხმარებიან?
ლენა: ჩემი მამამთილი უკვე ძალიან მოხუცდა და მოვლა და ყურადღება თავად სჭირდება. დედაჩემიც ასაკშია, აღარ მუშაობს… დები კი მყავს, მაგრამ მათაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. დასახმარებლად ვის მივმართო?
–და უცხო ადამიანები? იქნებ თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად გეხმარებიან?
ლენა: იცით, ჩვენი სოფელი ღარიბია, ყველას უჭირს. ჩვენ ძროხა არ გვყავს, მაგრამ მეზობელს ჰყავს და კვირაში ორჯერ, ზოგჯერ უფრო ხშირადაც, რძეს ან ყველის ნაჭერს გვაძლევს! ღმერთმა მას ჯანმრთელობა მისცეს! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს შვილებს მარტო მაკარონის ჭამა მოუწევდათ… კიდევ ერთი გულკეთილი მეზობელი საჭმელს რომ აკეთებს, ხაჭაპურით ან ორცხობილით ჩვენც გვიმასპინძლდება. მათი ისეთი მადლიერი ვარ; ჩვენ ხომ ძალიან უბრალო რაციონი გვაქვს. დახმარებას რომ ვიღებ, ვცდილობ ყველაფერი ცოტ-ცოტა ვიყიდო. ერთ ქათამს ვყიდულობ და ვცდილობ, დიდხანს ვიმყოფინო. ხორცის ნახარშს ცალკე ვიყენებ წვნიანისთვის, რომ მშრალი საჭმელი არ ვჭამოთ; ხორცს კი ვანაწილებ, ბრინჯში ან მაკარონში ვამატებ და ასე გაგვაქვს თავი… რა თქმა უნდა, მათ რამე გემრიელიც უნდათ, ტკბილეული, კანფეტები, მაგრამ ჩვენ თავს ამის უფლებას ძალიან იშვიათად ვაძლევთ…
– ლენა, შემოსავალი რამდენი გაქვთ?
ლენა: სოციალური დახმარება და ჩემი მამამთილის პენსია, სულ ეს არის! ეს თანხა კომუნალურ გადასახადებზე, სურსათზე და მამამთილის წამლებზე ძლივს გვყოფნის…
– არ გიცდიათ, რომ დახმარების სათხოვნელად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიგემართათ?
ლენა: იცით, როდესაც ჩემი უმცროსი ბიჭი რეანიმაციაში აღმოჩნდა და მკურნალობა დასჭირდა, ყველა ინსტანცია მოვიარე, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა… მას შემდეგ მათთვის დახმარების თხოვნით აღარ მიმიმართავს, აზრი არ აქვს…
– გაბრიელზე ამბობთ? რა დაემართა?
ლენა: ჯერ კიდევ მიჭირს იმის ახსნა, რა მოხდა. საკეისრო ქუთაისში გამიკეთეს. ჩემი ბიჭი რომ დაიბადა, ტირილი ვერ შეძლო, ამიტომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს და ორი დღე არ მიჩვენებდნენ. ექიმმა გამომიცხადა, ვერ იცოცხლებსო და უამრავი საშინელი დიაგნოზი ჩამომითვალა: თავის ტვინის შეშუპება, თირკმელები და ფილტვები არ უმუშავებდა, გულის მანკი, ნაწლავების პრობლემები… მოკლედ, ის თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, მე კი საავადმყოფოდან არ გამომიშვეს, რადგან გართულებები მქონდა. ღმერთო, რამდენს ვლოცულობდი, რამდენს ვტიროდი… და წარმოგიდგენიათ, ერთი კვირის თავზე, ჩემს ბიჭთან ჩასვლა რომ შევძელი, მითხრეს, რომ მას უბრალოდ სეფსისი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და გაბრიელს სრულიად ჯანმრთელს გამოწერდნენ. განა ეს სასწაული არ არის? ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს ექიმები! მათ ბავშვი ფაქტობრივად სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან… და დარწმუნებული ვარ, რომ ლოცვები ნამდვილ სასწაულებს ახდენენ! ჩემი ბიჭი დღეს სრულიად ჯანმრთელია, გაციებითაც კი იშვიათად ცივდება.
– ძალიან მორწმუნე ხალხი ყოფილხართ…
ლენა: დიახ,ჩვენს სოფელში წმინდა გიორგის ეკლესიაა, სადაც წირვაზე დავდივართ; არის ქალთა მონასტერიც, სადაც ძალიან კეთილშობილი დედები ცხოვრობენ… ისინი ბავშვებისთვის ტანსაცმელს ყოველთვის მაძლევენ, მეფერებიან, კეთილი სიტყვით მანუგეშებენ… ზოგჯერ რაღაც პროდუქტებსაც კი მაძლევენ ხოლმე…
– თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ გვიამბეთ.
ლენა: საოცარი შვილები მყავს… (ლენას სიხარულით თვალები გაუბრწყინდა.) ანასტასია კარგად სწავლობს, პირველ და მეორე კლასებში სიბეჯითისთვის სიგელიც კი მისცეს. თევდორე სკოლაში წელს მივიდა… მივიდა როგორ… ჩაირიცხა, რადგან სკოლები დაკეტილია. ინტერნეტი არ გვაქვს, ამიტომ მას პირველი სემესტრის გაცდენა მოუწია, წერა-კითხვა უჭირს. ვცდილობ დავეხმარო, მაგრამ ხომ გესმით, ეს საკმარისი არ არის… იმედი მაქვს, სკოლებს მალე გახსნიან და პროგრამას დავეწევით. გაბრიელის შესახებ კი უკვე გიამბეთ. ის ისეთი ჭკვიანი და ალერსიანია…
– თუ შეიძლება, მათაც გავესაუბრები. ანასტასია, ყველაზე უფროსი შენ ხარ. მოდი, მოგვიყევი, შენი საყვარელი საგანი რომელია? რა გიტაცებს?
ანასტასია (9 წლის):სკოლა ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად მათემატიკა მომწონს, განსაკუთრებით ამოცანების ამოხსნა მიყვარს. ასევე, ხატვაც მომწონს და ცეკვაც. ცეკვის წრეზეც კი დავდიოდი, მაგრამ იქ იმდენი რამ არის საჭირო… ფორმა, სპეციალური ფეხსაცმელი… თავის დანებება მომიწია.
– რომ გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე?
ანასტასია:მათემატიკის მასწავლებელი! ჩვენ ძალიან კეთილი და კარგი მასწავლებელი გვყავს და მინდა, მას ვგავდე. ბავშვებსაც ძალიან ვეყვარები!
თევდორე (6 წლის):მე კი მაშველი გავხდები! ხანძრის დროს ხალხს გადავარჩენ ხოლმე!
– ალბათ მეხანძრეს გულისხმობ, არა?
თევდორე:არა! მაშველი! ყველა გასაჭირში მყოფს გადავარჩენ, თუ ორმოში ჩავარდებიან ან რაიმე მსგავსი…
– რა მამაცი ბიჭი ყოფილხარ! და შენ რაზე ოცნებობ, თევდორე?
თევდორე:მე მანქანა და ბევრზე ბევრი კანფეტი მინდა!
– მაინც როგორი მანქანა გინდა?
თევდორე:არც დიდი, არც პატარა; საშუალო ზომის, მწვანე…
– და შენ, ანასტასია?
ანასტასია:თოჯინა მინდა, რომელიც ცეკვავს და მღერის, სხვადასხვა ფერის თმით. ასეთი ტელევიზორში მაქვს ნანახი…
– გაბრიელ, დამელაპარაკები? შეგიძლია მითხრა რაზე ოცნებობ?
ანასტასია: (იცინის.) არაა, ერიდება… თან არც ისე კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ მისი გვესმის! მე გეტყვით რა თქმა უნდა. მანქანები და კანფეტები მასაც უყვარს; კანფეტები ყველას გვიყვარს, მაგრამ დედა მათ იშვიათად გვყიდულობს. მხოლოდ მაშინ, როცა ფული ირიცხება…
თევდორე:ჩვენთან სტუმრად კიდევ მოხვალ? დედას ფულს რომ დაურიცხავენ, მაშინ მოდი, რადგან მაშინ გემრიელ საჭმელს აკეთებს ხოლმე და შევძლებთ, რომ გაგიმასპინძლდეთ!
– რა თქმა უნდა, პატარავ, გპირდები, რომ აუცილებლად მოვალ! თქვენ რაზე ოცნებობთ, ლენა?
ლენა: ვოცნებობ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩემს შვილებს ღირსეული მომავალი ჰქონდეთ, კარგი ადამიანები გაიზარდონ და ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვონ. დღედაღამ ამაზე ვოცნებობ… მათზე გული შემტკივა… მინდა, რომ გემრიელი საჭმელი, ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სათამაშოები ჰქონდეთ, რომ თუნდაც პატარა, მაგრამ თბილი, სუფთა და მყუდრო სახლი გვქონდეს. ყოველ ჯერზე დახმარების დარიცხვას ველოდებით, რომ რაღაც ვიყიდოთ. ახლა, მაგალითად, მათთვის რვეულებისა და კალმების ყიდვის შესაძლებლობაც არ მაქვს და სინდისი მაწუხებს, რომ მათი ყველაზე ელემენტარულით უზრუნველყოფაც კი არ შემიძლია…
– პირველ რიგში რა გჭირდებათ? რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ლენა: ღმერთო, რა უხერხულია თხოვნა… ბავშვები და უკიდურესი გაჭირვება რომ არა, არასდროს არავის შევაწუხებდი. ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს. ბავშვები მუდმივად ცუდად იკვებებიან, არც სწავლა შეუძლიათ, რადგან ინტერნეტი არ გვაქვს… მით უმეტეს ახლა, ვირუსის გამო, სახლში სხედან, ჩვენ კი ტელევიზორიც არ გვაქვს… (ლენას ენა დაება.)
– თქვით, ლენა, ნუ გერიდებათ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ…
ლენა: საწოლები არ გვაქვს; მე, ჩემს მეუღლეს და შვილებს – ხუთ კაცს ერთ საწოლზე გვძინავს… პურის საცხობი ღუმელი დიდი დახმარება იქნებოდა. პურს მე თვითონ გამოვაცხობდი და ფულს დავზოგავდი, რადგან ფქვილი უფრო იაფია… სარეცხი მანქანა კი ჩემთვის ნამდვილი ოცნებაა! ჩვენი უკვე დაძველდა და აღარ ვარგა… ყველაზე მთავარი სურსათი და ბავშვებისთვის ინტერნეტია, სხვა დანარჩენი ფუფუნების საგნებია. თქვენი ფონდის შესახებ იმდენი კარგი მსმენია; თქვენ გაჭირვებულ ხალხს მართლა ეხმარებით. მესმის, რომ ახლა ყველას ძალიან უჭირს. საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დარეკეთ და მითხარით, რომ მოხვიდოდით. იმედი გამიჩნდა, რომ ჩემს შვილებსაც დაეხმარებოდნენ… უკვე იმისთვისაც ვარ მადლობელი, რომ მოხვედით, მომისმინეთ, თანაგრძნობა გამოიჩინეთ. ღმერთმა დაგლოცოთ!
***
მეგობრებო, ხელაძეების ოჯახი საშინელ პირობებში, ძველ სახლში ცხოვრობს, სადაც ბეტონის იატაკია, არც წყალია, არც გაზი. 3 წლის გაბრიელს, 6 წლის თევდორეს და 9 წლის ანასტასიას ყველაფერი აკლიათ. ისინი მუდმივად ცუდად იკვებებიან, მათ ერთმანეთის გამონაცვალი აცვიათ, არ აქვთ სწავლის საშუალება, კანფეტებზე და სათამაშოებზე კი ისინი მხოლოდ ოცნებობენ! მაგრამ ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ ბავშვებს ბავშვობა დავუბრუნოთ, რომ ისინი კვლავ იღიმოდნენ და ხარობდნენ!
ხელაძეების ოჯახს სჭირდება ნებისმიერი დახმარება: სურსათით, საწოლებით, ტელევიზორით, სარეცხი მანქანით – ყველაზე ელემენტარულ საკითხებში. მათ არც სიმდიდრე სჭირდებათ და არც ფუფუნება; მათ ძალიან მოკრძალებული ოცნებები აქვთ.
ხელაძეების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნიგვზიანი.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებულიადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ხელაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ხელაძეებისოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა!ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.
როგორც იქნა, ჩემი შვილები ბედნიერები და დანაყრებულები არიან!
კეთილო ადამიანო, გააზიარე პოსტი, რომ ამ ღვთისნიერი საქმეში შენმა მეგობრებმაც მიიღონ მონაწილეობა!
ლენა დედა, რომელიც თავისი სახლის ზღურბლზე გვეგებება, ბედნიერებისგან ანათებს. ქალს, სასოწარკვეთილების და დაღლილობის ნაცვლად, სახეზე გულწრფელი ღიმილი დასთამაშებს, მის ხმაში კი უზომო მადლიერება ისმის: „არ მჯეროდა, რომ ფულს ამდენი ადამიანი გადმოგვირიცხავდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს გასაჭირს ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა.“
ალბათ გახსოვთ, როგორ ცხოვრობდა ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ. ისინი დაღუპვის პირას იყვნენ: სიღარიბე, უსაშველობა, დილიდან საღამომდე მხოლოდ იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოეკვებათ სამი შვილი… სხვა უამრავ პრობლემაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.
ეს ღრმად სამწუხარო ამბავი მოგიყევით პოსტში: „ჩემი შვილები შიმშილისაგან იხსენი, ღმერთო…“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/699-kheladze/ და ახლა, თქვენი წყალობით, მას ბედნიერი გაგრძელება აქვს, მეგობრებო!
პატარები ახალ, დიდ ტელევიზორში მულტფილმების ყურებით ვერ ძღებიან, დედისთვის კი სარეცხი მანქანა ნამდვილ ხსნად იქცა, რადგან ექვსი ადამიანის ტანსაცმლის ხელით რეცხვით აღარ იტანჯება; მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბავშვები, როგორც იქნა, დანაყრებულები არიან. მათ ახლა იმდენი საჭმელი აქვთ, რამდენიც არასდროს ჰქონიათ და სტუმრებსაც სიხარულით უმასპინძლდებიან.
მეგობრებო, თქვენი დიდსულოვნება ფასდაუდებელია! თქვენ დახმარების ხელი გაუწოდეთ და იმედი ჩაუსახეთ მათ, ვინც საშინლად იტანჯებოდა; ბავშვებს ბავშვობის გემო, მშობლებს კი ძალების აღდგენისა და ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა აჩუქეთ და ახლა ისინი ყოველდღე იმაზე ლოცულობენ, რომ თქვენი სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდეთ.
გაბრიელმა გადაწყვიტა სიამოვნება გაიხანგრძლივოს. ვაითუ, ორცხობილა მალე გათავდეს?!
– ლენა, ძალიან გვიხარია, გაღიმებულს რომ გხედავთ! მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენი ოჯახის შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ლენა: სიტყვებით ვერ აღგიწერთ, ჩვენთვის რა გააკეთეთ! ჯერ ერთი, ჯოჯოხეთური ტანჯვისგან მიხსენით – ხელით აღარ ვრეცხავ, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ოჯახში ცხრანი ვართ; მათ შორის სამი – ბავშვია, ამიტომ ყოველი რეცხვა დიდ ძალისხმევად მიჯდებოდა. ერთი ტაშტი, მეორე, მესამე… ახლა კი უამრავი დრო გამომითავისუფლდა და ჩემს ტანჯვასაც ბოლო მოეღო! სარეცხი მანქანა ავზზე დავაერთეთ და ახლა ყველაფერი მშვენივრად არის. ბავშვებს რაც შეეხება – არასდროს დამავიწყდება, როგორ გაუბრწყინდათ თვალები, როცა საჩუქრები მოგვიტანეს. ყუთების გარშემო დიდხანს დადიოდნენ და ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი იყო. ამდენი მულტფილმი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უნახავთ. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. სიტყვები არ მყოფნის…
ბავშვები ეკრანს არიან მიწებებულები
– უბრალოდ თავისუფლება მიეცით გრძნობებს და სიტყვები თავისით მოვა…
ლენა: პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ასეთ მხარდაჭერას და დახმარებას საერთოდ არ ველოდი. ახლა ყველას ძალიან უჭირს, ყველა გადარჩენას ცდილობს. რომ შემეძლოს, პირადად გადავუხდიდი მადლობას ყველას, ვინც ჩვენი მწუხარება გულთან ახლოს მიიტანა. თქვენ ჩვენს ოჯახში უამრავი სიხარული შემოიტანეთ: მე სარეცხ მანქანას შევხარი, ბავშვებს კი, როგორც იქნა, მულტფილმების და საბავშვო გადაცემების ყურება შეუძლიათ; ძველ ტელევიზორში ხომ წესიერად ვერაფერს გაარჩევდი… თქვენ ცხოვრება გაგვიმარტივეთ და ჩემი პატარები გააბედნიერეთ. თქვენი მხარდაჭერის წყალობით სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედეთ!
– ლენა, იქნებ ჩვენი რომელიმე მკითხველი განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
ლენა: ერთი შესანიშნავი ახალგაზრდა გვესტუმრა და სურსათის უზარმაზარი გროვა მოგვიტანა: ბურღულეული, მაკარონი, შედედებული რძე, შაქარი, ხორცი, კვერცხის მთლიანი შეკვრა, სამი ქათამი… რა აღარ იყო! ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლი… სოფელში დიდხანს გვეძება, ძლივს გვიპოვა. არადა, სწორედ იმ დღეს ძალიან ცოტა ფქვილი მქონდა დარჩენილი და ისე გავყავი, რომ ორ დღეზე გადამენაწილებინა. 25კგ. ფქვილი მოგვიტანა, წარმოგიდგენიათ?! გაოცებისგან ისე გამოვშტერდი და დავიბენი, რომ მისი სახელის კითხვაც კი დამავიწყდა; მან კი მანქანა დაცალა თუ არა, მალევე დაგვემშვიდობა; გვითხრა, რომ სახლში მისვლა კომენდანტის საათის დაწყებამდე უნდა მოესწრო. ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანო, თუ ამ პოსტს წაიკითხავ, იცოდე, რომ შენი სიკეთე არასოდეს დამავიწყდება! დაე, რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთე, ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოს შენც და შენს ახლობლებსაც!
– ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?
ლენა: უჰ, ამაზე საუბარიც კი არ მინდა! არა მგონია, ჩვენნაირი ოჯახები დიდად ადარდებდეთ…
ლენა: „სარეცხი მანქანის წყალობით იმდენი დრო გამომითავისუფლდა, რომ ამოვისუნთქე.“
„ალბათ გახსოვთ, რომ წყალსადენი არ გვაქვს. წყალს ვეზიდებით და 200 ლიტრიან ავზებში ვინახავთ.“
– ლენა, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ლენა: იცით, ყველაფერიისე სწრაფად მოხდა… სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. თქვენ უსაშველობისგან მოგწერეთ, დიდი იმედი არც მქონია. ისე მალე დაგვირეკეთ, მოხვედით და მერე ჩვენი ამბავიც გამოაქვეყნეთ, რომ ყველაფერი თითქოს სიზმარში ხდებოდა! არ მჯეროდა, რომ ფულს ამდენი ადამიანი გადმოგვირიცხავდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს გასაჭირს ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. თითქოს, მოულოდნელად, ჯეკპოტი მოვიგეთ! დიდხანს ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდებოდა; რომ ჩემი შვილები დანაყრებულები და ბედნიერები არიან, იცინიან…
ანასტასია: იმდენი ორცხობილა მოგვიტანეთ, რომ თავი მაღაზიაში მგონია…
– მართლა? მოგეწონა?
ანასტასია: რა თქმა უნდა! ყველაზე მეტად ეს მიყვარს – ქოქოსის… მაგრამ როგორ გამოიცანით?
– ჩვენ სურვილების გამოცნობა შეგვიძლია! პატარა გოგონების და ბიჭების შესახებ ყველაფერი ვიცით!
ანასტასია: რამაგარია!
ლენა: გაბრიელის თვალები უნდა გენახათ, როცა თქვენმა თანამშრომელმა შეფუთვის გახსნა და გემოს გასინჯვა შესთავაზა. არ სჯეროდა, ჩამეკითხა: „დე, მართლა შეიძლება?“ ასეთი გახარებული არასდროს მინახავს. ცელოფანს თითებით ხვრეტდა და ისე ხევდა. ბედნიერებისგან, პირდაპირ, ანათებდა! თავიდან ვერ ბედავდა, მაგრამ მერე გადაირია. (იცინის.)
„გაბრიელ, გეყო ახლა, პულტი მომეცი! გესმის?“ – ეკითხება ანასტასია
– ტელევიზორი როგორ გაიყავით? აბა, მომიყევით, ვინ რას უყურებს?
ანასტასია: ჯერ ვერ გავიყავით. მე ფილმების და გადაცემების ყურება მიყვარს, ბიჭებს კი მულტფილმების. ჰოდა, სულ ვჩხუბობთ. აი, გაბრიელი დილიდან ტელევიზორთან ზის…
ისეთი მაგარია!.. ძველ ტელევიზორში მხოლოდ პატარა ნაწილი ჩანდა, აქ კი უზარმაზარი გამოსახულებაა!
ძველი ტელევიზორი გამოსახულების პატარა ნაწილს აჩვენებდა
– ლენა, ძალიან გვიხარია, რომ თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება შევძელით, მაგრამ ალბათ კიდევ ბევრი პრობლემა გაქვთ, რომელთა მოგვარებაშიც დახმარება გჭირდებათ?
ლენა: მე ამასაც ველოდი. კიდევ რაღაც როგორ გთხოვოთ? როგორც იქნა, თავისუფლად ამოვისუნთქე!.. დღესდღეობით ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ გაზქურა არ გვაქვს. შეშის ღუმელი გაგვიფუჭდა, ძველი გაზქურა კი ლამის აფეთქდა. ახლა ცეცხლს პირდაპირ მიწაზე, ეზოში ვანთებ და საჭმელს ისე ვამზადებ. ნამდვილ, თუნდაც პატარა, მაგიდის გაზქურაზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავ. პურის საცხობი ღუმელიც უზარმაზარი დახმარება იქნებოდა. ახლა პური ძალიან გაძვირდა და სახლში გამოცხობა ბევრად ეკონომიურია. აი, ისევ ვწუწუნებ! არადა, ძალიან არ მინდა… გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარ ოჯახს თუნდაც ერთი თეთრი მოაკლო და ჩემი შვილებისთვის გადმორიცხა. ეს ფასდაუდებელია, დამიჯერეთ! ხედავს ღმერთი, – ყოველდღე იმაზე ვლოცულობ, რომ თქვენი სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდეთ!
***
მეგობრებო, ის, რაც ამ კეთილი ქართული ოჯახისთვის გააკეთეთ, ფასდაუდებელია. თქვენ მათ ენით აუწერელი სიხარული აჩუქეთ! თქვენი დიდსულოვნების წყალობით, მრავალშვილიანმა დედამ, ლენამ, ადამიანთა სიკეთის ისევ ირწმუნა, ბავშვები კი ბედნიერები და გაღიმებულები არიან; მაგრამ, სამწუხაროდ, მათი პრობლემები ამით არ დასრულებულა. მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ალბათ ბევრს იმის წარმოდგენაც კი უჭირს, როგორია საჭმლის ცეცხლზე კეთება, წყლის მეზობლისგან მოტანა და ყოველდღე იმაზე ფიქრი, რომ საკვების მარაგი ამოიწურება, შენ კი სურსათის საყიდელი ფული არ გექნება. ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ცხოვრება გავუმარტივოთ და ისე გავაკეთოთ, რომ ამ საყვარელი ბავშვების სახეებზე ღიმილი არასოდეს გაქრეს!
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ხელაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/699-kheladze/reports/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
სულ ხარჯები:
1895.04₾დარჩა:
0.46₾