ჩემი შვილები შიმშილისაგან იხსენი, ღმერთო...
როგორც იქნა, ჩემი შვილები ბედნიერები და დანაყრებულები არიან!
კეთილო ადამიანო, გააზიარე პოსტი, რომ ამ ღვთისნიერი საქმეში შენმა მეგობრებმაც მიიღონ მონაწილეობა!
ლენა დედა, რომელიც თავისი სახლის ზღურბლზე გვეგებება, ბედნიერებისგან ანათებს. ქალს, სასოწარკვეთილების და დაღლილობის ნაცვლად, სახეზე გულწრფელი ღიმილი დასთამაშებს, მის ხმაში კი უზომო მადლიერება ისმის: „არ მჯეროდა, რომ ფულს ამდენი ადამიანი გადმოგვირიცხავდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს გასაჭირს ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა.“
ალბათ გახსოვთ, როგორ ცხოვრობდა ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ. ისინი დაღუპვის პირას იყვნენ: სიღარიბე, უსაშველობა, დილიდან საღამომდე მხოლოდ იმაზე ფიქრი, თუ როგორ გამოეკვებათ სამი შვილი... სხვა უამრავ პრობლემაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.
ეს ღრმად სამწუხარო ამბავი მოგიყევით პოსტში: „ჩემი შვილები შიმშილისაგან იხსენი, ღმერთო...“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/699-kheladze/ და ახლა, თქვენი წყალობით, მას ბედნიერი გაგრძელება აქვს, მეგობრებო!
პატარები ახალ, დიდ ტელევიზორში მულტფილმების ყურებით ვერ ძღებიან, დედისთვის კი სარეცხი მანქანა ნამდვილ ხსნად იქცა, რადგან ექვსი ადამიანის ტანსაცმლის ხელით რეცხვით აღარ იტანჯება; მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბავშვები, როგორც იქნა, დანაყრებულები არიან. მათ ახლა იმდენი საჭმელი აქვთ, რამდენიც არასდროს ჰქონიათ და სტუმრებსაც სიხარულით უმასპინძლდებიან.
მეგობრებო, თქვენი დიდსულოვნება ფასდაუდებელია! თქვენ დახმარების ხელი გაუწოდეთ და იმედი ჩაუსახეთ მათ, ვინც საშინლად იტანჯებოდა; ბავშვებს ბავშვობის გემო, მშობლებს კი ძალების აღდგენისა და ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა აჩუქეთ და ახლა ისინი ყოველდღე იმაზე ლოცულობენ, რომ თქვენი სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდეთ.

გაბრიელმა გადაწყვიტა სიამოვნება გაიხანგრძლივოს. ვაითუ, ორცხობილა მალე გათავდეს?!
– ლენა, ძალიან გვიხარია, გაღიმებულს რომ გხედავთ! მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენი ოჯახის შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ლენა: სიტყვებით ვერ აღგიწერთ, ჩვენთვის რა გააკეთეთ! ჯერ ერთი, ჯოჯოხეთური ტანჯვისგან მიხსენით - ხელით აღარ ვრეცხავ, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ოჯახში ცხრანი ვართ; მათ შორის სამი - ბავშვია, ამიტომ ყოველი რეცხვა დიდ ძალისხმევად მიჯდებოდა. ერთი ტაშტი, მეორე, მესამე... ახლა კი უამრავი დრო გამომითავისუფლდა და ჩემს ტანჯვასაც ბოლო მოეღო! სარეცხი მანქანა ავზზე დავაერთეთ და ახლა ყველაფერი მშვენივრად არის. ბავშვებს რაც შეეხება - არასდროს დამავიწყდება, როგორ გაუბრწყინდათ თვალები, როცა საჩუქრები მოგვიტანეს. ყუთების გარშემო დიდხანს დადიოდნენ და ვერ იჯერებდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი იყო. ამდენი მულტფილმი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უნახავთ. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. სიტყვები არ მყოფნის...

ბავშვები ეკრანს არიან მიწებებულები
– უბრალოდ თავისუფლება მიეცით გრძნობებს და სიტყვები თავისით მოვა...
ლენა: პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ასეთ მხარდაჭერას და დახმარებას საერთოდ არ ველოდი. ახლა ყველას ძალიან უჭირს, ყველა გადარჩენას ცდილობს. რომ შემეძლოს, პირადად გადავუხდიდი მადლობას ყველას, ვინც ჩვენი მწუხარება გულთან ახლოს მიიტანა. თქვენ ჩვენს ოჯახში უამრავი სიხარული შემოიტანეთ: მე სარეცხ მანქანას შევხარი, ბავშვებს კი, როგორც იქნა, მულტფილმების და საბავშვო გადაცემების ყურება შეუძლიათ; ძველ ტელევიზორში ხომ წესიერად ვერაფერს გაარჩევდი... თქვენ ცხოვრება გაგვიმარტივეთ და ჩემი პატარები გააბედნიერეთ. თქვენი მხარდაჭერის წყალობით სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედეთ!
– ლენა, იქნებ ჩვენი რომელიმე მკითხველი განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
ლენა: ერთი შესანიშნავი ახალგაზრდა გვესტუმრა და სურსათის უზარმაზარი გროვა მოგვიტანა: ბურღულეული, მაკარონი, შედედებული რძე, შაქარი, ხორცი, კვერცხის მთლიანი შეკვრა, სამი ქათამი... რა აღარ იყო! ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლი... სოფელში დიდხანს გვეძება, ძლივს გვიპოვა. არადა, სწორედ იმ დღეს ძალიან ცოტა ფქვილი მქონდა დარჩენილი და ისე გავყავი, რომ ორ დღეზე გადამენაწილებინა. 25კგ. ფქვილი მოგვიტანა, წარმოგიდგენიათ?! გაოცებისგან ისე გამოვშტერდი და დავიბენი, რომ მისი სახელის კითხვაც კი დამავიწყდა; მან კი მანქანა დაცალა თუ არა, მალევე დაგვემშვიდობა; გვითხრა, რომ სახლში მისვლა კომენდანტის საათის დაწყებამდე უნდა მოესწრო. ჩემო ძვირფასო და კეთილო ადამიანო, თუ ამ პოსტს წაიკითხავ, იცოდე, რომ შენი სიკეთე არასოდეს დამავიწყდება! დაე, რაც ჩვენს ოჯახს გაუკეთე, ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოს შენც და შენს ახლობლებსაც!
– ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?
ლენა: უჰ, ამაზე საუბარიც კი არ მინდა! არა მგონია, ჩვენნაირი ოჯახები დიდად ადარდებდეთ...

ლენა: „სარეცხი მანქანის წყალობით იმდენი დრო გამომითავისუფლდა, რომ ამოვისუნთქე.“

„ალბათ გახსოვთ, რომ წყალსადენი არ გვაქვს. წყალს ვეზიდებით და 200 ლიტრიან ავზებში ვინახავთ.“
– ლენა, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ლენა: იცით, ყველაფერიისე სწრაფად მოხდა... სრულიად სასოწარკვეთილი ვიყავი. თქვენ უსაშველობისგან მოგწერეთ, დიდი იმედი არც მქონია. ისე მალე დაგვირეკეთ, მოხვედით და მერე ჩვენი ამბავიც გამოაქვეყნეთ, რომ ყველაფერი თითქოს სიზმარში ხდებოდა! არ მჯეროდა, რომ ფულს ამდენი ადამიანი გადმოგვირიცხავდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს გასაჭირს ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. თითქოს, მოულოდნელად, ჯეკპოტი მოვიგეთ! დიდხანს ვერც კი ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდებოდა; რომ ჩემი შვილები დანაყრებულები და ბედნიერები არიან, იცინიან...
ანასტასია: იმდენი ორცხობილა მოგვიტანეთ, რომ თავი მაღაზიაში მგონია...
– მართლა? მოგეწონა?
ანასტასია: რა თქმა უნდა! ყველაზე მეტად ეს მიყვარს - ქოქოსის... მაგრამ როგორ გამოიცანით?
– ჩვენ სურვილების გამოცნობა შეგვიძლია! პატარა გოგონების და ბიჭების შესახებ ყველაფერი ვიცით!
ანასტასია: რამაგარია!
ლენა: გაბრიელის თვალები უნდა გენახათ, როცა თქვენმა თანამშრომელმა შეფუთვის გახსნა და გემოს გასინჯვა შესთავაზა. არ სჯეროდა, ჩამეკითხა: „დე, მართლა შეიძლება?“ ასეთი გახარებული არასდროს მინახავს. ცელოფანს თითებით ხვრეტდა და ისე ხევდა. ბედნიერებისგან, პირდაპირ, ანათებდა! თავიდან ვერ ბედავდა, მაგრამ მერე გადაირია. (იცინის.)

„გაბრიელ, გეყო ახლა, პულტი მომეცი! გესმის?“ - ეკითხება ანასტასია
– ტელევიზორი როგორ გაიყავით? აბა, მომიყევით, ვინ რას უყურებს?
ანასტასია: ჯერ ვერ გავიყავით. მე ფილმების და გადაცემების ყურება მიყვარს, ბიჭებს კი მულტფილმების. ჰოდა, სულ ვჩხუბობთ. აი, გაბრიელი დილიდან ტელევიზორთან ზის...
ისეთი მაგარია!.. ძველ ტელევიზორში მხოლოდ პატარა ნაწილი ჩანდა, აქ კი უზარმაზარი გამოსახულებაა!

ძველი ტელევიზორი გამოსახულების პატარა ნაწილს აჩვენებდა
– ლენა, ძალიან გვიხარია, რომ თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება შევძელით, მაგრამ ალბათ კიდევ ბევრი პრობლემა გაქვთ, რომელთა მოგვარებაშიც დახმარება გჭირდებათ?
ლენა: მე ამასაც ველოდი. კიდევ რაღაც როგორ გთხოვოთ? როგორც იქნა, თავისუფლად ამოვისუნთქე!.. დღესდღეობით ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ გაზქურა არ გვაქვს. შეშის ღუმელი გაგვიფუჭდა, ძველი გაზქურა კი ლამის აფეთქდა. ახლა ცეცხლს პირდაპირ მიწაზე, ეზოში ვანთებ და საჭმელს ისე ვამზადებ. ნამდვილ, თუნდაც პატარა, მაგიდის გაზქურაზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავ. პურის საცხობი ღუმელიც უზარმაზარი დახმარება იქნებოდა. ახლა პური ძალიან გაძვირდა და სახლში გამოცხობა ბევრად ეკონომიურია. აი, ისევ ვწუწუნებ! არადა, ძალიან არ მინდა... გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარ ოჯახს თუნდაც ერთი თეთრი მოაკლო და ჩემი შვილებისთვის გადმორიცხა. ეს ფასდაუდებელია, დამიჯერეთ! ხედავს ღმერთი, - ყოველდღე იმაზე ვლოცულობ, რომ თქვენი სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდეთ!
***
მეგობრებო, ის, რაც ამ კეთილი ქართული ოჯახისთვის გააკეთეთ, ფასდაუდებელია. თქვენ მათ ენით აუწერელი სიხარული აჩუქეთ! თქვენი დიდსულოვნების წყალობით, მრავალშვილიანმა დედამ, ლენამ, ადამიანთა სიკეთის ისევ ირწმუნა, ბავშვები კი ბედნიერები და გაღიმებულები არიან; მაგრამ, სამწუხაროდ, მათი პრობლემები ამით არ დასრულებულა. მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ალბათ ბევრს იმის წარმოდგენაც კი უჭირს, როგორია საჭმლის ცეცხლზე კეთება, წყლის მეზობლისგან მოტანა და ყოველდღე იმაზე ფიქრი, რომ საკვების მარაგი ამოიწურება, შენ კი სურსათის საყიდელი ფული არ გექნება. ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ ცხოვრება გავუმარტივოთ და ისე გავაკეთოთ, რომ ამ საყვარელი ბავშვების სახეებზე ღიმილი არასოდეს გაქრეს!
თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ხელაძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/699-kheladze/reports/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 დეკ 10 | პროდუქტები | 49.97 | transferred |
2021 ნოე 10 | პროდუქტები | 147.57 | transferred |
2021 ივნ 16 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,265 | transferred |
2021 მაი 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 330 | paid |
2021 მარ 10 | პროდუქტები | 102.5 | transferred |
სულ ხარჯი: 1,895.04 ₾
დარჩა 0.46 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
09.12.2021 00:00:00 | არჩილ მიქელაძე | 1 | Transfer to account |
09.12.2021 00:00:00 | სანდრო თურმანიძე | 15 | Transfer to account |
12.11.2021 00:00:00 | დაბრუნდაშვილი ლუკა | 1 | Transfer to account |
01.11.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
31.10.2021 00:00:00 | ამირან თავაური | 1 | Transfer to account |
29.10.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Transfer to account |
28.10.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
27.10.2021 00:00:00 | მაკა გაგანაშვილი | 1 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | გურამ სვანიძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
26.10.2021 00:00:00 | კარლო ჩხიკვაძე | 10 | Transfer to account |
24.10.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
23.10.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 3 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 10 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
22.10.2021 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 5 | Transfer to account |
14.06.2021 00:00:00 | თორდია თეა | 50 | Transfer to account |
18.05.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
26.04.2021 00:00:00 | მაჩხოშვილი ელენე | 1 | Transfer to account |
23.04.2021 00:00:00 | სულაშვილი გიორგი | 20 | Transfer to account |
21.04.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
19.04.2021 00:00:00 | საბა ჭეღელიძე | 2 | Transfer to account |
18.04.2021 00:00:00 | მარგალიტაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
16.04.2021 21:18:52 | ანონიმი | 9 | VISA, MasterCard (Geopay) |
16.04.2021 16:20:04 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
16.04.2021 00:00:00 | სანდრო ქადაგიძე | 10 | Transfer to account |
16.04.2021 00:00:00 | გიორგი თვარაძე | 50 | Transfer to account |
14.04.2021 00:00:00 | აკაკი ჩხაიძე | 10 | Transfer to account |
11.04.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
11.04.2021 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
11.04.2021 00:00:00 | მაია ქველიძე | 8 | Transfer to account |
10.04.2021 22:54:37 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
10.04.2021 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
09.04.2021 00:00:00 | ჭინკაძე დათო | 10 | Transfer to account |
09.04.2021 00:00:00 | სილაგაძე ნანა | 5 | Transfer to account |
09.04.2021 00:00:00 | გელა ღუნაშვილი | 20 | Transfer to account |
09.04.2021 00:00:00 | ეკატერინე აროშვილი | 5 | Transfer to account |
08.04.2021 00:00:00 | გელაშვილი ლევან | 5 | Transfer to account |
08.04.2021 00:00:00 | თევზაძე იური | 5 | Transfer to account |
08.04.2021 00:00:00 | ნინო შევარდნაძე | 5 | Transfer to account |
07.04.2021 00:00:00 | კუცია ლაშა | 5 | Transfer to account |
07.04.2021 00:00:00 | ბაბუხადია სალომე | 50 | Transfer to account |
07.04.2021 00:00:00 | ხურციძე სერგო | 10 | Transfer to account |
07.04.2021 00:00:00 | ლელა რაქვიაშვილი-თავბერიძე | 2 | Transfer to account |
07.04.2021 00:00:00 | ირაკლი გაბედავა | 10 | Transfer to account |
07.04.2021 00:00:00 | ნათია გელანტია | 5 | Transfer to account |
06.04.2021 12:11:12 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
06.04.2021 00:00:00 | ორბელაძე ლევან | 5 | Transfer to account |
06.04.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
06.04.2021 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
06.04.2021 00:00:00 | ნიკოლოზი ფანგანი | 10 | Transfer to account |
06.04.2021 00:00:00 | დავით ნანიტაშვილი | 20 | Transfer to account |
06.04.2021 00:00:00 | საბა ჭეღელიძე | 2 | Transfer to account |
05.04.2021 00:00:00 | ლევანი ცერცვაძე | 100 | Transfer to account |
05.04.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
04.04.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
02.04.2021 21:33:50 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.03.2021 22:14:56 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
26.03.2021 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
26.03.2021 00:00:00 | მაია ღრუბელაძე | 20 | Transfer to account |
26.03.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
25.03.2021 11:22:50 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
25.03.2021 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
25.03.2021 00:00:00 | ლევან კობაიძე | 5 | Transfer to account |
24.03.2021 16:52:43 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.03.2021 00:15:22 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
24.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
23.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | ლომიძე მარიამი | 10 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
22.03.2021 00:00:00 | ნათია ჯახია | 10 | Transfer to account |
21.03.2021 17:50:21 | Mary Qavtaradze | 20 | PayPal |
21.03.2021 00:00:00 | ნათია ჯახია | 10 | Transfer to account |
21.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
21.03.2021 00:00:00 | ნინო ლეონიძე | 0.5 | Transfer to account |
20.03.2021 09:41:40 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
19.03.2021 00:00:00 | რომანაძე ზურაბ | 5 | Transfer to account |
19.03.2021 00:00:00 | გუგეშაშვილი ანა | 20 | Transfer to account |
18.03.2021 00:00:00 | დემეტრე აროშვილი | 5 | Transfer to account |
17.03.2021 00:00:00 | მღებრიშვილი გიორგი | 5 | Transfer to account |
17.03.2021 00:00:00 | ტოხვაძე თათული | 5 | Transfer to account |
17.03.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Transfer to account |
17.03.2021 00:00:00 | ანა ივანჩენკო | 10 | Transfer to account |
16.03.2021 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
16.03.2021 00:00:00 | თამარი კანდელაკი | 3 | Transfer to account |
16.03.2021 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
16.03.2021 00:00:00 | სოფიო კინწურაშვილი | 50 | Transfer to account |
15.03.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Transfer to account |
15.03.2021 00:00:00 | ბაბილუა თამარ | 10 | Transfer to account |
15.03.2021 00:00:00 | ჩქარეული ზაზა | 20 | Transfer to account |
15.03.2021 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
15.03.2021 00:00:00 | გოჩიაშვილი ლევან | 10 | Transfer to account |
15.03.2021 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
15.03.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Transfer to account |
13.03.2021 22:44:44 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
13.03.2021 21:32:59 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
13.03.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Transfer to account |
13.03.2021 00:00:00 | გოგა ჯახია | 10 | Transfer to account |
12.03.2021 16:22:48 | ანონიმი | 8 | VISA, MasterCard (Geopay) |
12.03.2021 09:44:12 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
12.03.2021 00:00:00 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ივანიძე ლუკა | 5 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | გრძელიძე ბაქარი | 3 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ლაშაური ირაკლი | 2 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ქვარცხავა მიხეილ | 5 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | მიხეილ მერებაშვილი | 20 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ნათია ფადარაშვილი | 25 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | ჯიჯიაშვილი დიმიტრი | 3 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | დემურაშვილი დავით | 100 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | ნატო კალანდია | 5 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | ირაკლი ამანათიშვილი | 30 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
10.03.2021 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
10.03.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
10.03.2021 00:00:00 | შალვა თუმანიშვილი | 1 | Transfer to account |
10.03.2021 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Transfer to account |
09.03.2021 21:27:25 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
09.03.2021 00:00:00 | გიორგი კუკუნაშვილი | 5 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ვიტალი ღოღობერიძე | 5 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ხატია ხაჭაპურიძე | 10 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | კუპრაშვილი ლიზი | 2 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | გიორგი ბუდაღაშვილი | 5 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ნინო კიკილაშვილი | 5 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ქვარცხავა მიხეილ | 5 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ლევან კობაიძე | 5 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ქეთევან თანდაშვილი | 5 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 1,895.5 ₾
დარჩა 0.46 ₾
მსგავსი პროექტები:
|