რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ამ ზღაპრისთვის მსგავსი დასასრული პირდაპირ ზედგამოჭრილი იქნებოდა. რა იყო, არ გჯერათ? მაშინ რამდენიმე წუთი გამოყავით ყველა იმ საშინელების წასაკითხად, რომელიც მოხუცი, ავადმყოფი დედისა და მისი მოსიყვარულე შვილის ცხოვრებას ეხება.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ამ ზღაპრისთვის მსგავსი დასასრული პირდაპირ ზედგამოჭრილი იქნებოდა. რა იყო, არ გჯერათ? მაშინ რამდენიმე წუთი გამოყავით ყველა იმ საშინელების წასაკითხად, რომელიც მოხუცი, ავადმყოფი დედისა და მისი მოსიყვარულე შვილის ცხოვრებას ეხება.
ამ სასტიკ სამყაროში 73 წლის ევგენია და მისი 33 წლის შვილი ერთმანეთის გარეშე ვერ იცოცხლებენ და გაზვიადებული არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ ერთ დღეს სიკვდილი მათთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნებოდა.
დედა საწოლს არის მიჯაჭვული, – ვერაფერს ხედავს, არაფერი ესმის და დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მისი შვილი კი… არც მის შვილს შეუძლია რამის გაკეთება, – მისი მთავარი ამოცანა და ცხოვრების აზრი მძიმედ ავადმყოფ დედაზე ზრუნვა და მის გვერდით ყოფნაა.
კაცს სხვა არავინ ჰყავს. მან უბრალოდ არ იცის, როგორ იცხოვროს დედის გარეშე… ევგენია ავადაა და ძლიერი ტკივილებით იტანჯება. ზოგჯერ ტკივილისგან ყვირის კიდეც, მაგრამ უფრო ხშირად – ჩუმად ტირის, რადგან შიმშილისგან უბრალოდ ყვირილის ძალა აღარ შესწევს.
სერგოსთან საუბარი მარტივი არ აღმოჩნდა. მისი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „მე არაფერი მინდა, ოღონდ დედა იყოს კარგად! ქალი მშიერი მყავს…“ – და მერე ის ტირილს იწყებდა.
– სერგო, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დედა კარგად იყოს?
– არ ვიცი… მე არაფერი მინდა… მისთვის მოვკვდები კიდეც, ოღონდ კარგად იყოს… მაგრამ კარგად როგორ იქნება? ჭიქა წყალს ვინ მიაწვდის? საჭმელს ვინ აჭმევს?.. ჩემთვის სიკვდილი არ შეიძლება!..
და ისევ ტირის, გულწრფელად, ცხარე ცრემლებით…
ზრდასრული კაცის ტირილი, უსაშველობის ცრემლები… იცით რა რთულია ამის ყურება?
„დე, მე ვარ, შენი შვილი… მე შენ არასოდეს მიგატოვებ!“
საშინელი ქოშინის, სისუსტისა და თავბრუსხვევის მიუხედავად, სერგო დედას ნაზად ეხუტება, წამალს ასმევს, თეთრეულს და საფენს უცვლის… ახალგაზრდა კაცი მის გამო ძალიან დარდობს: „დედა მთელი ჩემი ცხოვრებაა!“ – ამბობს სერგო. ევგენია შლიმანოვა ასეთ უმწეო მდგომარეობაში უკვე რამდენიმე წელია იმყოფება. მან ინსულტის შემდეგ ფეხზე წამოდგომა ვეღარ შეძლო, თუმცა მანამდეც სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. მოხუცი ქალი უკვე რამდენიმე წელია ვეღარაფერს ხედავს, არაფერი ესმის და შვილსაც მხოლოდ შეხებით ცნობს.
„ნუ გეშინია, დე! მოდი ცრემლები მოვიწმინდოთ და მერე საჭმელსაც გაჭმევ.“
– ძალიან გთხოვთ, სერგო, ნუ ტირით…
სერგო: აბა, რა გავაკეთო? დამეხმარეთ!.. არა, მე კი არა, დედაჩემს!
– აუცილებლად დაგეხმარებით! მოგვიყევით, რა გჭირდებათ ან ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?
სერგო: მე არაფერი მინდა, ოღონდ დედა გადამირჩინეთ! მას ჭამა და საფენები სჭირდება… მე კი დედაჩემი ძალიან მიყვარს…
– დიდი ხანია, რაც ასეთ მდგომარეობაში იმყოფება?
სერგო: დიახ! მთელი ცხოვრება! გამაჩინა და ავად გახდა. დედიკო, მაპატიე! შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდოდა!
„აი, ხედავთ? როგორც კი იგრძნო, რომ მის გვერდით ვარ, დამშვიდდა.“
სერგო დედას მარტო უვლის; არადა, ისიც ავადაა – მას ფსიქიკური აშლილობა აქვს. კაცს ზოგჯერ ყველაფერი ავიწყდება და არაფერი ახსოვს, რაც მის ცხოვრებაში მოხდა, მაგრამ ერთადერთი, რაც ყოველთვის ახსოვს, – დედაა.
სერგო: დედას უნდა აჭამო, დაბანო, წამლები დაალევინო… მან მე ძუძუ მაწოვა და გამზარდა! ცხოველი ხომ არ ვარ, რომ დედა მივატოვო?! აი, შეხედეთ, საერთოდ ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის! რომ ვეხები და ვეფერები, ზმუილს იწყებს – ხვდება, რომ მე მოვედი. ჰო, დედა, ჰო… მე ვარ! შენთან ვარ, ნუ გეშინია!.. აი, შეხედეთ, ხელს არ მიშვებს, უნდა, რომ ჩავეხუტო. შეხედეთ!..
„ჩემი სიხარული, ჩემი ბედნიერება, ჩემი ყველაფერი – დედაჩემია!“
– სერგო, ვხედავ, რომ დედის მოვლა ძალიან გიჭირთ. საამისო ძალას როგორ პოულობთ?
სერგო: სხვაგვარად არ შემიძლია! როცა ადგომა მიჭირს, მასთან ნახევრად ხოხვით, მაგრამ როგორღაც მაინც მივდივარ. წამლებს თავის დროზე ვაძლევ. მას ჩემ გარდა არავინ გყავს. მე თუ არ დავეხმარე და არ ვიზრუნე მასზე, – მოკვდება! მე ამას ვერ დავუშვებ!
როგორც კი სერგო ამბობს სიტყვას „დედა“, მაშინვე ტირილს იწყებს და თვალებიდან ცრემლები ღვარად სდის
სერგო ყველაზე მეტად იმას განიცდის, რომ შეიძლება წამლები გაუთავდეს, მათ გარეშე კი დედამისი ერთი დღეც ვერ იცოცხლებს! წამლები ძალიან ძვირია და ევგენიას მთელი პენსია და სოციალური დახმარება მათ შეძენაზე იხარჯება.
სერგო: შეიძლება რაღაც გთხოვოთ? ტელევიზორი მინდა… ფეხბურთს ვუყურებდი… ან კიდევ რას უყურებს ხალხი?.. ისეთი ბედნიერი ვიქნებოდი!.. და იცით, სარეცხი მანქანაც რომ მქონდეს, დედა ყოველთვის სუფთა იქნებოდა. თეთრეულს ყოველდღე გამოვუცვლიდი. არ მეზარება, ოღონდ დედა იყოს კარგად… დედას წამლები, საფენები და სურსათიც სჭირდება. მე მათ არც კი შევეხები… მისთვის შიმშილი არ შეიძლება!.. აი, მაცივარი კი არ მჭირდება! არა, არა, საერთოდ არ მჭირდება! შიგნით რა შევაწყო, როცა არაფერი მაქვს? საჭმელი გვჭირდება, მაცივარი კი არა! ნუ დაიხარჯებით!.. ტელევიზორიც მინდა!.. ოჰ, რა კარგი იქნებოდა! შეიძლება? ვუყურებ ხოლმე. პატარა რომ ვიყავი, ტელევიზორი გვქონდა. მგონი, გვქონდა… არ მახსოვს…
– სერგო, თქვენი ბავშვობა თუ გახსოვთ ან ის დრო, როცა ბედნიერი იყავით?
სერგო: რა ბედნიერება, რას ამბობთ? ზოოპარკშიც კი არ ვყოფილვარ… სკოლაშიც კი არ მივლია…
– და სკოლაში რატომ არ დადიოდით?
სერგო: არ მახსოვს. შეიძლება დავდიოდი კიდეც, მაგრამ არ მახსოვს. დედას კი ლაპარაკი არ შეუძლია, რომ მომიყვეს… რა სკოლა?! დედა მყავს გამოსაკვები, დედა უნდა გადავარჩინო! დაეხმარეთ დედაჩემს! (თქვა სერგომ და ისევ ატირდა.)
***
მეტი რაღა ვთქვათ? რაღა დავამატოთ? გვინახავს მარტოხელა მოხუცები, რომლებიც ჯანმრთელმა შვილებმა მიატოვეს. გვინახავს დედები, რომლებიც შვილების ხმის გაგონებაზე ოცნებობდნენ, ისინი კი მათ უბრალოდ არ ურეკავდნენ… გვინახავს მამები, რომლებიც ცრემლიანი თვალებით გვიყვებოდნენ, როგორ ასეირნებდნენ შვილებს ზურგზე მოკიდებულებს, როგორ ეთამაშებოდნენ ცხენობანას და თვითმფრინავობანას… ყოველ გახსენებაზე ტიროდნენ და ნელ-ნელა კვდებოდნენ… და ეს ყველაფერი ჯანმრთელი და საკმაოდ წარმატებული შვილების შემთხვევაში! მაგრამ ახლა სხვა შემთხვევა გვაქვს! მიუხედავად იმისა, რომ სერგოს დახმარება თავადაც სჭირდება, ის დედას არ ტოვებს. მას არ ახსოვს, დადიოდა თუ არა სკოლაში, მაგრამ დედის ალერსი და კოცნა ახსოვს; არ ახსოვს, რა ჭამა დღეს, მაგრამ ახსოვს, დედა რა გემრიელ ღვეზელებს ამზადებდა…
ჩვენ კი უნდა გვახსოვდეს, რას ელის უფალი ჩვენგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ღმერთმა თავის ხატად შექმნა და ყველაზე მთავარი, რასაც ის ჩვენგან ელის, – მოყვასის დახმარებაა. არა ახლო ნათესავის, ან მეგობრის, არამედ ადამიანის, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობთ; ადამიანის, რომელიც სანაცვლოდ ვერაფერს მოგვცემს – მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ ჩვენთვის ილოცოს.
სერგოს და მის დედას ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა.
მათი მისამართია: თბილისი, სალხინოს ქ. №8.
და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სერგო შლიმანოვი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
სულ ხარჯები:
2065.29₾დარჩა:
0.31₾