რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ყველა ჩვენი “ახალი” ნივთი ნაგავსაყრელიდანაა!

calendar ნოემბერი 3, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს. სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვიდი ბავშვისთვის – მათემატიკურ თავსატეხს ჰგავს, არა? ასეთები თქვენთვის ადრეც შემოგვითავაზებია. ეს ამოცანა წიგნიდან კი არა, ცხოვრებიდანაა. ის ტვინის გასავარჯიშებლად კი არა, თქვენი სიკეთის დონის დასადგენად არის. ერთი ნაპირიდან მგლის, თხისა და მწყემსის ისე გადაყვანა, რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ბევრად ადვილია, ვიდრე შვიდი ბავშვის ერთი ქილა წვნიანით და პურით გამოკვება…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ყველა ჩვენი “ახალი” ნივთი ნაგავსაყრელიდანაა!

მრავალშვილიან დედას, თამარს, ყველა ოცნება ემსხვრევა, როცა სოციალური სასადილოდან, სამლიტრიანი ქილით, წვნიანი მოაქვს. სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვიდი ბავშვისთვის – მათემატიკურ თავსატეხს ჰგავს, არა? ასეთები თქვენთვის ადრეც შემოგვითავაზებია. ეს ამოცანა წიგნიდან კი არა, ცხოვრებიდანაა. ის ტვინის გასავარჯიშებლად კი არა, თქვენი სიკეთის დონის დასადგენად არის. ერთი ნაპირიდან მგლის, თხისა და მწყემსის ისე გადაყვანა, რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ბევრად ადვილია, ვიდრე შვიდი ბავშვის ერთი ქილა წვნიანით და პურით გამოკვება…

ამიტომ იმაზე ფიქრი გიწევს, როგორ გაართო ბავშვები და როგორ გადაატანინო ყურადღება, რომ საჭმელი აღარ გაახსენდეთ. მათ ხატვა უყვართ, მაგრამ ამის კეთებაც რიგ-რიგობით უწევთ, რადგან არც ფანქრები აქვთ ყველასთვის საკმარისი და ქაღალდიც უნდა გამოიზოგონ. არადა, იცით, რა ლამაზად ხატავენ?! ან როგორ ცეკვავენ?! ან როგორი ჭკვიანები, ტკბილები, მოსიყვარულე და კარგად აღზრდილები არიან?!

და ის თუ იცით, ყველაზე მეტად რა სურთ? ისე ცხოვრება, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობენ!

სწორედ ეს არის ის წვნიანის ქილა, რომელმაც შვიდი ბავშვი მთელი დღის განმავლობაში უნდა „დააპუროს“!

ოჰო, რამდენი ყოფილხართ?! და ღმერთო ჩემო, ერთმანეთს როგორ ჰგავხართ?!

დათო (13 წლის): დიახ, ზოგჯერ ჩვენც ვირევით. სამნი ვართ და მერე კიდევ ორ-ორი.

ეგ როგორ?

დათო: აი, შეხედე! ახლა აქ ხუთნი ვართ, ხომ ასეა?

კი, ხუთნი ხართ…

დათო: მე უფროსი ვარ. პაატა და ლიზიც უფროსები არიან, მაგრამ ისინი ახლა ბებოსთან არიან. მალე სტუდენტები გახდებიან – ყველაზე ჭკვიანები არიან… აქ კი ხუთნი ვართ: ტყუპები – დიანა და გიო ათი წლის არიან; ლუკა და ნინიც ტყუპები არიან, რვა წლისები. მაგარია, არა? 

„ორი წყვილი ტყუპი და შუაში – მე“

არ გინდა, ტყუპისცალი და შენც რომ გყავდეს?

დათო: არა-ა-ა, დედა ალბათ ჭკუიდან გადავიდოდა. ისედაც ბევრნი ვართ. (ხითხითებს.)

თამარ, იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ უმკლავდებით; თანაც ასეთ პირობებში…

თამარი: პირობებზე საუბარიც კი არ მინდა… ნეტა იცოდეთ, რის გადატანა მოგვიწია და რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ…

შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენოთ? ის, რასაც სიამოვნებით დაივიწყებდით?   

თამარი: ეჰ! იყო დრო, როცა სიცოცხლე აღარ მინდოდა… ჩემი ქმარი ავარიაში მოჰყვა და მუშაობა აღარ შეეძლო; ექვსი წელი თაბაშირში გაატარა. დათო მაშინ ძალიან პატარა, – ორი თუ სამი წლის იყო. მამამისს ვუტოვებდი და უფროს შვილებთან ერთად ჯართის მოსაძებნად მივდიოდი. პაატა რვა წლის იყო, ლიზი – ექვსის. ლითონის ნაჭერს რომ ვიპოვიდით, სახლში მოგვქონდა; მამა მას პატარა ნაჭრებად პირდაპირ ლოგინიდან ჭრიდა, მე კი ამ ყველაფერს ჩანთაში ვაწყობდი და ჩასაბარებლად მიმქონდა. საშინლად მძიმე იყო, მაგრამ როგორღაც გავძელით… მერე ნაქირავები ბინიდან გამოგვყარეს და ბავშვებთან ერთად მანქანაში ვცხოვრობდით, ღამესაც იქვე ვათენებდით. კოშმარი იყო! მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ეს არ არის…

„ამ ქაღალდის სახლში ნამდვილი ბავშვები ცხოვრობენ.“

ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე საშინელი რა შეიძლება იყოს…

თამარი: შვილები გყავთ?

დიახ, მყავს.

თამარი: წარმოიდგინეთ, რომ მათ გამოსაკვებად ფული არ გაქვთ, არც საცხოვრებელი გაქვთ და შვილებს გართმევენ. მათ შესახებ არაფერი იცით; არ იცით სად არიან და ვერც პოულობთ…

ამის წარმოდგენაც კი მიჭირს… გულიც კი ამიჩქარდა…

თამარი: ზუსტად ასე წაიყვანეს მიმღებ ოჯახში ჩემი ტყუპები – დიანა და გიორგი. ხომ იცით, როგორი კანონები გვაქვს? მშობლებს ეუბნებიან, რომ მათ საკუთარი შვილების მოვლა არ შეუძლიათ და ბავშვები უცხო ოჯახში მიჰყავთ, რომელსაც ფულს უხდიან. მაგის ნახევარს მაინც მშობლებს რომ უხდიდნენ, გგონიათ ისინი თავიანთი შვილებისთვის ნორმალური პირობების შექმნას ვერ შეძლებდნენ? მოდი ამაზე აღარ გვინდა… მთავარია, ახლა ყველანი ერთად ვართ და კარგად ვართ.  

მაგრამ პირობები ხომ არ შეცვლილა, არა? შეიძლება ითქვას, რომ თქვენი სახლი მუყაოსგან არის დამზადებული…

თამარი: დიახ, კეთილი ხალხი დაგვეხმარა: მღვდლები, მრევლი… თითო აგური და თითო ფიცარი მოჰქონდათ და ორი ოთახი შეგვიკრეს.

„ქარის შემდეგ სახლი თავიდან ასაწყობი ხდება.“

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი სახლი სისუფთავისგან ბრწყინავს. ამ შენობაში იდეალურ სისუფთავეს როგორ ინარჩუნებთ?

თამარი: სიღარიბე იმას არ ნიშნავს, რომ სიბინძურეში უნდა იცხოვრო. ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვებს ეს კარგად ესმოდეთ. ყველა მდიდარი ვერ იქნება, მაგრამ ადამიანები უნდა იყვნენ! ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ნაგავსაყრელიდან არის. ვინმე რამეს თუ გადააგდებს, ვიღებთ, ვრეცხავთ, ვაკეთებთ და აგერ – კარადა და კომოდები გვაქვს.

ლუკა (8 წლის):  იცით, ვიღაცები სათამაშოებსაც კი ყრიან. მთელი კოლექცია გვაქვს. ვიღებთ, სახლში მოგვაქვს და ისინი ჩვენთან თავს კარგად გრძნობენ.

„კარგია, რომ ხალხი სათამაშოებსაც ყრის”.

„ეს ოსკარია. მას საუკეთესო მსახიობებს აძლევენ… მაგრამ ალბათ ნამდვილი არ არის.“

ანუ თოჯინებით თამაში გიყვართ?

გიორგი (10 წლის): ჰა! ჩვენ სათამაშოების კეთებაც კი ვიცით! წამო, განახებ! აი, ეს ჩოგნები ფიცრებისგან გავაკეთეთ. პინგ-პონგის ბურთიც გვქონდა და ვთამაშობდით კიდეც, – ძალიან სახალისო იყო, – მაგრამ დაგვეკარგა, ბურთის გაკეთება კი არ გამოგვდის.

პინგ-პონგის ხელნაკეთი ჩოგნები

აბა, ახლა რას თამაშობთ ხოლმე?

ლუკა: აქტიური თამაშები გვიყვარს: ხტუნვა, ცეკვა… პარკურისტებივით ვართ. იცი ასეთები?

ვიცი, სიმაღლიდან რომ ხტებიან, ეგენი არ არიან?

გიორგი: მოდი შევეჯიბროთ, საუკეთესო ნახტომს ვინ გააკეთებს!

ლუკა: მე ყველას გაჯობებთ! დეიდა, აბა, შემოგვხედე და გვითხარი, ყველაზე მაგარი ვინ არის? სურათებიც გადაგვიღე, კარგი? ნახტომში, თითქოს ჰაერში ვართ!

„ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ კონკურსს „ყველაზე მაგარი ნახტომი“

კარგი, ბატონო! სამამდე დავითვლი და გადმოხტით!  

ნინი (8 წლის):  მე დავითვლი! ერთი, ორი და სამი-ი-ი!

დათომ ათი ქულა მიიღო!

დიანასაც 10 ქულა აქვს!

ლუკამ კი ისე მოინდომა, რომ კოპი დააჯდა… მაგრამ მას არც კი უტირია. ამბობს, ნამდვილი კაცები ტკივილს ვერ გრძნობენო.

დასივებული ტუჩი მალე დაცხრება. მთავარია, ბავშვებს „კოპი“ გულზე არ დავასვათ!

„ნამდვილი კაცი ძლიერი უნდა იყოს, რომ ოჯახი და სუსტები დაიცვას!“

გულწრფელად გეტყვით, ასეთი მაგარი ბიჭები ჯერ არ შემხვედრია!

ნინი: არ გეგონოს, რომ მარტო სიგიჟეების კეთება ვიცით. ხატვაც გვიყვარს და ახლა მინდა, რომ დაგხატო.

ბიჭებო, ჩემი დახატვა თქვენც ხომ არ გინდათ?

დათო: რცხვენიათ, მაგრამ ახლავე ყველა დაგხატავთ!

„ნუ მიყურებ! მერე გაჩვენებ…“

„მგონი, ძალიან მაგარი გამოვიდა!“

„და მგონი, ძალიან მგვანან.“

ძალიან მომწონს! ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარია!

დიანა: სხვებსაც აჩვენებ? მართლა მოგეწონა?

ყველას ვაჩვენებ და ვეტყვი, რა ჭკვიანები ხართ, ამ ნახატებს კი ყველასთვის დასანახ ადგილას ჩამოვკიდებ.

დიანა: იცი, როგორ გამახარე?! (მოდის და მეხუტება.)

გიორგი: წამო, ჩემს სხვა ნახატებსაც გაჩვენებ!

„ეს ყველაზე მეტად მომწონს!“

თამარ, ახლა კი კარგად მესმის, რა გაძლევთ ძალას, ყველა თქვენი პრობლემის მიუხედავად. ეს ბავშვები კი არა, ბედნიერებაა!

თამარი: დიახ! მათთვის უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ… და არავინ გაბედოს იმის თქმა, რომ: „ღარიბები თუ არიან, რას აჩენდნენ?“ დიახ, ფული იმისთვისაც კი არ გვაქვს, რომ ნორმალურად ვიკვებოთ, მაგრამ მითხარით, რომელი არ უნდა გაჩენილიყო? რომელია ზედმეტი?

ისინი ნამდვილი ანგელოზები არიან!

თამარი: სამწუხაროდ, ყველა ასე არ ფიქრობს. ზოგჯერ თავსაც კი გვარიდებენ; ზოგჯერ ბავშვებს მათთან თამაში არ უნდათ… ყველაფერი ხდება… მაგრამ მე მათ სულ იმას ვეუბნები, რომ გული არ უნდა გაიტეხონ, რადგან ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ჩვენ ყველაზე მეგობრული და მხიარული ოჯახი ვართ… და მაშინაც კი, როცა ძალიან გვშია ან შიმშილისგან მუცელი გვტკივა, მუსიკას ვრთავთ და ვცეკვავთ!

„ვცეკვავთ, რომ შიმშილზე აღარ ვიფიქროთ.“

  როგორც არ უნდა იცეკვონ, როგორი კარგები და პოზიტიურებიც არ უნდა იყვნენ, ფაქტი ფაქტად რჩება – მრავალშვილიანი ქართული ოჯახი საშინელ მდგომარეობაში იმყოფება. ისინი მუყაოს სახლში ცხოვრობენ, ავეჯი აღარაფრად ვარგა, ტექნიკა კი არ აქვთ… და ყველაზე მთავარი – სამი ლიტრი წვნიანი შვიდ ბავშვს უნდა ეყოს!

„ამბობენ, პიცა ძალიან გემრიელიაო.“

როცა ბავშვებს მათი სანუკვარი ოცნებების შესახებ ვკითხე, პატარა ნინომ ჩურჩულით მიპასუხა: „პიცა შეიძლება? ამბობენ, ძალიან გემრიელიაო.“

გგონიათ, პიცის გარდა ბავშვებს სხვა ოცნებები არ აქვთ?! აქვთ, უბრალოდ თხოვნა ძალიან რცხვენიათ. „ბევრნი ვართ“, – ამბობს დავითი. – „ყველა სურვილისთვის ყველა კეთილ ადამიანსაც კი არ ეყოფა ფული.“

ჩვენ მაინც ვეცდებით, დავით! ძალიან ვეცდებით, რომ გვეყოს: ველოსიპედზეც, კომპიუტერზეც, ტელეფონზეც, ახალ ტანსაცმელზეც… მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ამტკიცებენ, ახალი ტანსაცმელი არ გვჭირდებაო და ძველშიც მშვენივრად გრძნობენ თავს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. ვიცით და ვგრძნობთ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სიყვარული მათაც იგრძნონ!

***

  მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ამ ოჯახს გასაჭირში ნუ მივატოვებთ! თამარს და მის მშვენიერ შვილებს ბევრი რამ სჭირდებათ, განსაკუთრებით კი საკვები. ასევე, ოჯახს სჭირდება: საწოლები, საწოლის თეთრეული და ტანსაცმელი; მაცივარი და გაზქურა კი მათ ყოფას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა.

შეიძლება ველოსიპედი და ტელეფონი თქვენი ოჯახისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ გვერწმუნეთ, ამ ბავშვებს ეს სიხარული არასოდეს დაავიწყდებათ.

ასევე, მივმართავთ სამშენებლო მასალების მაღაზიების მფლობელებს – იქნებ მათ ნორმალური სახლის აშენებაში დავეხმაროთ?

ოჯახის მონახულება და პირადად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, დელისის მე-3 ჩიხი, სახლი №24

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: თამარ ბიძინაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

როდესაც თქვენს თანამშრომლებთან დავიწყე ურთიერთობა მივხვდი, რომ თქვენი ფონდი, მართლაც ადამიანების ბედნიერებისთვის არსებობს…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          ბიძინაშვილების ოჯახისთვის, მათი სახლის შენების ხმა ყველაზე საყვარელია. მრავალშვილიანი დედა, თამარი იხსენებს, თუ როგორ უხაროდათ ჩაქუჩის კაკუნი.
         მელოდიასავით ჩაესმოდათ ყურში მშენებლობის ხმაური,  რაც იმას ნიშნავდა, რომ მალე, უფრო დიდი სახლი ექნებათ. აგური აგურს დაედო და ახლა, სახლში ყველასთვის არის ადგილი, შვიდივე ბავშვისთვის.  საკუთარ ახალ ფართში,  თქვენი სიკეთის წყალობით, ბიძინაშლებს უკვე გაზქურა და მაცივარი აქვთ. ბავშვებს კი, ველოსიპედი და ლეპტოპი, რათა მათი ცხოვრება უფრო სახალისო და ბავშვური იყოს. 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/800-bidzinashvili/description/ 
აქ კი, ნახავთ მათი მუყაოს სახლს, რომელშიც ადრე ცხოვრობდნენ.
            – თამარ, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
          თამარი: თქვენმა გამოჩენამ ბევრი ადამიანური თვისება დაგვანახა, რომელიც უკვე მივიწყებული გვქონდა. მაგალითად: როგორ უნდა გვერდში დგომა, სითბოს  და ყურადღების გამოხატვა. როდესაც 7 შვილის დედა ხარ, მინიმუმ 7 ჯერ მეტი ყურადღება გჭირდება გარემოსგან. რამდენი ბავშვიც არის ოჯახში, იმდენი ემოცია და განცდაა. ყველას თავისებური ყურადღება და მიდგომა სჭირდება. ხანდახან, უბრალოდ დაღლილი კი არა 7-ჯერ მეტად დაღლილივარ. მაგრამ, როდესაც ბედნიერი ვარ, 7-ზე ვამრავლებთ ამასაც. 
         თუმცა, თქვენი გამოჩენის შემდეგ, ყურადღების დეფიციტი აღარ მიგრძვნია. თქვენი საოცარი გუნდის თანამშრომლებისგან და ფონდის მკითხველებისგან იმხელა პოზიტივი ვიგრძენი ჩემი ოჯახის მიმართ, რომ ყველაფერი ცუდი გვერდზე გადავდე. უბრალოდ, უფლება არ მქონდა კარგად არ ვყოფილიყავი განწყობილი. ბავშვებსაც მეტი სტიმული მიეცით, თქვენ გაახარეთ და გააბედნიერეთ ისინი. მიეცით ის, რამაც მათი გულები სიხარულით აავსო. მადლობის გარდა, რა მეთქმის… ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ!! 

„ჩვენს სახლში, ველოსიპედით სიარულიც კი შეილება გასეირნება“

       – ახალი მეგობრები ხომ არ შეგიძენიათ, თამარ? 
       თამარი: თქვენს პოსტს იმდენი ადამიანი გამოეხმაურა, ნამდვილად არ მეგონა მსგავს ყურადღებას თუ მივიღებდით.  ისეთი თბილი და გულის ამაჩუყებელი კომენტარები იწერებოდა… ყოველ ღამით ვკითხულობდი და პოზიტივით ვივსებოდი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო გოგონა, რომელიც დამიკავშირდა და შეხვედრა მთხოვა. სამწუხაროდ, მისი სახელი არ მახსოვს. მაგრამ, კარგად  მახსოვს რომ წვიმდა, სახლში ვბრუნდებოდი და გზაში შემხვდა… იცით, რა არ დამავიწყდება არასდროს?  პაწაწინა ბავშვი ჰყავდა თან, ეტლით. ბავშვი ვერსად დავტოვე და მასთან ერთად წამოვედიო. შევიდა მაღაზიაში, პროდუქტი იყიდა და გადმომცა… ეხლაც გული მიჩუყდება და მეტირება…  როგორ გულით უნდოდა, რომ არ დაეზარა და ამხელა გზა გამოიარა თავსხმა წვიმაში, თან, ბავშვთან ერთად. ეს კადრი, ჩემს გონებაში სამუდამოდ დაილექება და ალბათ, სულ გულის უჯრაში მექნება შენახული. კიდევ, არ შემიძლია, არ ავღნიშნო ჩემი საოცარი, ახლად გადმოსული მეზობლების გვერდში დგომა, რომლებიც ხან ავეჯს მაწვდიან, ხან მასალებს და მოკლედ, ყურადღებას არ მაკლებენ. რაც სახლში ავეჯი მაქვს, სულ მათი დამსახურებით. კიდევ, გავიხსენებ ალექსანდრე გაგუას, რომელმაც ორი წყვილი ახალი ფეხსაცმელი გვაჩუქა. ბავშვები ძალიან გაახარა ამ საჩუქარმა, დღეებიც კი დათქვეს, ვინ რომელ დღეს ჩაიცვამდა ახალ ფეხსაცმელს. ძალიან უფრთხილდებიან, რადგან იციან, რომ ეს თუ გაცვითეს, ვეღარ ვუყიდი ახალს. 
          არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. კიდევ, გოგოები და ბიჭები იყვნენ მოსული, პროდუქტი გადმოგვცეს.  მოდით, ღმერთს თვალებში შევხედოთ და ვთქვათ, რომ ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი სამშობლო… მადლობა თვითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის, გაგებისთვის, გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის. ღმერთმა ათმაგად დაგიბრუნოთ ეს სიკეთე… 
   

   „ნახე დეიდა, სიხარულისგან სალტოს  გაკეთება შემიძლია“

        – ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
        თამარი: პირდაპირ გეტყვით, არა!  ვიყავი მისული გამგეობაში, დავწერე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ხანგრძლივი წვიმების დროს, ჩვენი სახლის სახურავი დაზიანდა და წყალი ჩამოდიოდა. იქიდან გამომდინარე, რომ სახურავის გაკეთება დაკავშირებული იყო დიდ ხარჯებთან, ცივი უარი მითხრეს. დღემდე ასეა სახურავი, მაგრამ არავინ რეაგირებას არ ახდენს. კი, გასაგებია, რომ სოციალურ დახმარებას გვიხდიან მაგრამ, რამდენი რამ გავაკეთო ამ მიზერული თანხით, თანაც 7 შვილის დედამ… ძალიან მეწყინა, როგორც მოქალაქეს, მაგრამ რას ვიზამთ…
         – რას ნიშნავს ჩვენი ფონდის მეგობრების მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
           თამარი: ყველაზე მთავარი არის ყურადღება და გულისხმიერება. როდესაც ადამიანს არ აგრძნობინებ თავს უკანასკნელ, მიტოვებულ და გამოუსადეგარ ნივთად. თქვენგან, სწორედ ეს გულისხმიერება ვიგრძენი და დავინახე. თქვენი სახით, იმედი ჩამესახა და ამ იმედით ვაგრძელებ ცხოვრებას. იცით? მანამდე ხომ, ხშირად ვკითხულობდი თქვენს სხვა პოსტებს და ძალიან ხშირად მხვდებოდა მსგავსი ფრაზები, რასაც ახლა, მე თქვენ გეუბნებით. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტათი მიკვირდა ასე, შორიდან… როგორ უნდა მომეცეს ახლა, მე რამის იმედი-მეთქი… მაგრამ, როგორც კი დავიწყე თქვენს თანამშრომლებთან ურთიერთობა, მაშინვე მივხვდი, რომ თქვენი ფონდი მართლა სხვის ბედნიერებისთვის არსებობს… აქედან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ თქვენს ყველა მკითხველს და თანამშრომელს.

                                   „ახლა, ჩვენს მაცივარში უფრო მეტი საჭმლის შენახვაც შეიძლება…“
          – ბავშვებო, თქვენ როგორ ხართ? საჩუქრები როგორ მოგეწონათ… ველოსიპედით უფრო ხშირად ვინ დადის ხოლმე? 
        დათო (14 წლის): ყველაზე ძა-ა-ალიან, ძალიან რა გამიხარდა, და რა თქმა უნდა, ჩემი სუპერ-ბუპე-ე-ე-ე-რ  ველოსიპედი.  ყველაზე ხშირად, მე დავდივარ ხოლმე, მაგრამ ჩემს პატარა ძმებსაც ვთხოვნი, რა თქმა უნდა. მაგრამ მათთვის, ცოტა დიდია ჯერ…   ამით დავდივარ მაღაზიაშიც, ეზოშიც, და ზაფხულში სკოლა რომ იყოს, იქაც ამით წავიდოდი და ყველას ვაჩვენებდი ჩემს უმაგრეს ველოს… იცი, რა რბილად დადის?.. გინდა, შენც გაგასეირნო? თუ არ გამიფუჭებ…
           

             „აბა, წავედით მაღაზიაში პურზე-ე-ე…“

        – დათო, მადლობა, ძალიან კეთილი ბიჭი ხარ, მაგრამ ჩემთვის, ცოტა პატარაა. დიანა შენ რას მეტყვი? იქნებ შენც გამიზიარო შენი ემოციები? 
       დიანა (11 წლის): მე-ე-ე?.. მე ნოუთბუქი რომ მომიტანეთ, ამან გამახარა ყველაზე მეტად… იცი, რატომ?  გინდა, გითხრა? იმიტომ, რომ ჭკვიანი გავიზარდო, კიდევ, ახალი რაღაცეები ვნახო… იცი, სამყარო რა საინტერესოა და რამხელაა?  აბა, ისე როგორ ვნახავდი… მე, მარტო ჩემი ეზო ვიცოდი, როგორი იყო… ახლა, ჩინეთიც ვიცი, ამერიკაც და აფრიკაც…  სულ მაინტერესებდა, როგორი იყო კოსმოსი და რამდენი ვარსკვლავი იყო ცაში… და ახლა, ამაში ვცდილობ გარკვევას…      

  „ეს ლეპტოპი ჩემი სამყაროა“

        – ბავშვებო გული სიხარულით ამივსეთ, მეც თქვენი სიხარულით მიხარია და გისურვებთ, ასეთივე ინტერესით გაგეგრძელებინოთ ცხოვრება… 
       თამარ, ბოლო კითხვას დაგისვამთ… მაინტერესებს, კიდევ რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთ მოუგვარებელი, რომელშიც კვლავ თქვენს გვერდით ვიქნებით და გაგიმაგრებთ ზურგს? 
       თამარი: ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენი იმედი შემიძლია მქონდეს, არცერთი წამით… რადგან ასეთი თანადგომა დამანახეთ და სიყვარული, ზუსტად ვიცი, რომ მართლა გულთან მიიტანთ სხვა დანარჩენსაც. 
ახლანდელი ჩვენი პრობლემა, იმაში მდგომარეობს, რომ ეს მიშენება, რაც გავაკეთეთ, ცარიელი ბეტონის კედლებია… შიდა რემონტი არ გვაქვს, სახურავიდან წყალი ჩამოგვდის, არც დენი, არც გაზია შემოყვანილი. დენი მეზობლისგან გამოვიყვანეთ და ისიც, მათ  ხარჯზე გვაქვს… სრულყოფილი ცხოვრებისთვის, ეს გვაკლია, რომ დავისვენოთ. მე კი, ამხელა ოჯახის პატრონს, ფულიც ვერ მიგროვდება,  სად მაქვს შესაგროვებელი, ისიც არ გვყოფნის, რაც გვაქვს…  ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, ეს პრობლემებიც რომ გადაიჭრას… თქვენი დიდი იმედი მაქვს… თქვენ, ჩემი ოჯახის საყრდენი ძალა ხართ. 

 „მოდი ვითამაშოთ და ჩვენი ფეხბურთის გუნდი შევკრათ…“

***
         მეგობრებო, თამარის დიდ, უზარმაზარ ოჯახს სჭირდებით. მათ შვიდჯერ  სჭირდებით, შვიდჯერ ეიმედებით და შვიდჯერ უხარიხართ. მართალია, ჯერ ზაფხულია და ცხელა, მაგრამ ზამთარიც ისე მალე დადგება… მიადგება მათ სახლსაც და იმედია, ეს დრო რომ დადგება, მათთან თქვენი დახმარებით, გაზი მაინც იქნება შეყვანილი და სიცივის არ შეეშინდებათ.
ეიმედებით თამარს და მის ოჯახს და ეს იმედები, ძალიან მყარია, თქვენ მის გულში იმედის მარცვალი დათესეთ და გააღვივეთ… ასე გააგრძელეთ მეგობრებო .
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
           მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
         სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
           მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
          მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ბიძინაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/800-bidzinashvili/description/
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
         ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 დეკ 03
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1260.00₾
2022 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
410.00₾
2022 თებ 14
პროდუქტები
371.36₾
2022 სექ 04
პროდუქტები
76.05₾

სულ ხარჯები:

2117.41₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ნოზაძე გიორგი
18.09.2022 20:00:00
₾1.00
'ლევან დათუკიშვილი
18.09.2022 20:00:00
₾100.00
გიორგობიანი ხატია
08.02.2022 20:00:00
₾1.00
მაჩხოშვილი ელენე
11.01.2022 20:00:00
₾1.00
ივანე ჯანელიძე
29.12.2021 20:00:00
₾50.00
ქეთევან დიასამიძე
13.12.2021 20:00:00
₾1.00
ქეთევან დიასამიძე
13.12.2021 20:00:00
₾1.00
ხვთისო ტაბლიაშვილი
10.12.2021 16:56:38
₾12.00
ოშაყმაშვილი გოჩა
06.12.2021 20:00:00
₾5.00
ირაკლი გაბაიძე
06.12.2021 20:00:00
₾10.00
ი/მ ლევან ადეიშვილი
06.12.2021 20:00:00
₾10.00
უჩა ფუხაშვილი
06.12.2021 20:00:00
₾1.00
გიორგი ჩიტაძე
06.12.2021 20:00:00
₾10.00
გაგანაშვილი მაკა
04.12.2021 20:00:00
₾1.00
თოფჩიშვილი მიხეილ
04.12.2021 20:00:00
₾4.00
გიორგი ამირაჯები
02.12.2021 20:00:00
₾5.00
ანდრო თავართქილაძე
02.12.2021 20:00:00
₾2.00
სალამაძე ილია
30.11.2021 20:00:00
₾5.00
სურგულაძე ალექსანდრე
30.11.2021 20:00:00
₾1.00
გაგანაშვილი მაკა
29.11.2021 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾2,117.30

113 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,117.30

113 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება