რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ამ არაჩვეულებრივ ოჯახს, დაეწვა სახლი და ყველაფერი, შიგნით რაც იყო. მათ სჯერათ, რომ ქართველები მათი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩებიან! ქართველი ერის სიკეთის რწმენა არასდროს არ დაიწვება.

calendar აპრილი 12, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„სურათების ალბომიც კი არ შემოგვრჩა, ჩვენი ცხოვრების მოსაგონებლად. თითქოს, არც ვარსებობდით – ამბობს დიანა და თან ფერფლს ქექავს. – აქ ხშირად მოვდივარ, გული მტკივა, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძველი ცხოვრებიდან ვიპოვი რამეს“.
2021 წლის 18 ნოემბერმა, ამ ოჯახის ცხოვრება, ახალ და ძველ ცხოვრებად გაყო. ერთმა ნაპერწკალმა, ფერფლად აქცია ოცნებები, იმედები და მოლოდინი.
ოჯახი ქუჩაში დარჩა, მათი ლამაზი სახლი კი, რამდენიმე წუთში დაიწვა. მათი ძველი ცხოვრებისგან დარჩა მხოლოდ ნამწვის საშინელი სუნი და ფერფლი… უკვე ეძინათ, როდესაც ცეცხლმა მათი ნივთების განადგურება დაიწყო. ბეწვზე გადარჩნენ, გარეთ საღამურებით გამოცვივდნენ. მეზობლებმა ათხოვეს ჟაკეტები, პლედები და წინდებიც კი.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ამ არაჩვეულებრივ ოჯახს, დაეწვა სახლი და ყველაფერი, შიგნით რაც იყო. მათ სჯერათ, რომ ქართველები მათი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩებიან! ქართველი ერის სიკეთის რწმენა არასდროს არ დაიწვება.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ამ ქვაბში დედა პელმენს გვიხარშავდა, ამ ფორმებში კი, გემრიელ ფუნთუშებს გვიცხობდა ხოლმე“
 „სურათების ალბომიც კი არ შემოგვრჩა, ჩვენი ცხოვრების მოსაგონებლად. თითქოს, არც ვარსებობდით – ამბობს დიანა და თან ფერფლს ქექავს. – აქ ხშირად მოვდივარ, გული მტკივა, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძველი ცხოვრებიდან ვიპოვი რამეს“.
 2021 წლის 18 ნოემბერმა, ამ ოჯახის ცხოვრება, ახალ და ძველ ცხოვრებად გაყო. ერთმა ნაპერწკალმა, ფერფლად აქცია ოცნებები, იმედები და მოლოდინი.
ოჯახი ქუჩაში დარჩა, მათი ლამაზი სახლი კი, რამდენიმე წუთში დაიწვა. მათი ძველი ცხოვრებისგან დარჩა მხოლოდ ნამწვის საშინელი სუნი და ფერფლი… უკვე ეძინათ, როდესაც ცეცხლმა მათი ნივთების განადგურება დაიწყო. ბეწვზე გადარჩნენ, გარეთ საღამურებით გამოცვივდნენ. მეზობლებმა ათხოვეს ჟაკეტები, პლედები და წინდებიც კი.

 „ამ კიბეების მიღმა, ჩვენი ცხოვრება დარჩა, რომელიც აღარ არსებობს!“
– ლიანა, გვიამბეთ, ამჟამად როგორ ცხოვრობთ? ბავშვებს ცრემლის გარეშე არ შეუძლიათ მათი სახლის და ცხოვრების გახსენება.
ლიანა: მიმოიხედეთ გარშემო. არაფერი არ დარჩა ჩვენი სახლისგან. იმ საშინელ დღეს ვერასდროს ვერ დავივიწყებ. უკვე გვეძინა, ჩემი დედამთილის არაადამიანურმა კივილმა გაგვაღვიძა: „ვიწვით!“ – ყვიროდა ის. კიდევ კარგი, გაეღვიძა. სახლიდან როგორც კი გამოვცვივდით, სახურავი ჩამოინგრა. შეიძლება ითქვას, სასწაულმა გადაგვარჩინა. ჩემი დედამთილი კი, უფლის გამოგზავნილი ანგელოზია! ყოველ წუთს უფალს მადლობას ვწირავ, მაშინ სახლიდან რომ გამოგვიყვანა! სიკვდილს გადაგვარჩინა! კიდევ ერთი-ორი წამიც, და იქიდან ვეღარ გამოვაღწევდით. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი…
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, ჩვენი მდგომარეობა რომ აგიღწეროთ. ტირილის თავიც კი აღარ მაქვს. ვერც კი წარმოიდგენთ, იმ სახლში, თითოეული ნივთი, თითოეული წვრილმანი ჩვენთვის ძვირფასი იყო. შენახული მქონდა ბავშვების პირველი ნახატები, მათი პირველი ნაბიჯების სურათები. მათი პირველი სასკოლო რვეულები. იქ, ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის ხელით იყო შექმნილი. იმხელა შრომა ჩავდეთ იმ სახლში, იმხელა სითბო და სიყვარული.
– ხანძრის მიზეზი უკვე დაადგინეს?
ლიანა: თქვეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას წაეკიდა. მისი აღდგენა ნოლიდან მოგვიწევს. მაგრამ, უკვე აღარ შეგვწევს ამის ძალა და სახსრები.
– ამჟამად სად ცხოვრობთ?
ლიანა: მეზობელმა, დროებით მის სახლში ცხოვრების უფლება მოგვცა. ერთი ოთახი გამოგვიყო. მთელმა სოფელმა ჩაგვაცვა და დაგვახურა, ჩვენ ხომ, საკუთარი აღარაფერი არ გაგვაჩნია. საწოლიც გვათხოვეს, ტახტიც და ღუმელიც. ზოგმა თეფში მოგვიტანა, ზოგმა – ჩანგალი.
 

„ამ ოთახში არაფერი არ არის ჩვენი. ყველაფერი კეთილი მეზობლების მოტანილია“

         – ხელსუფლება რამით გეხმარებათ?
          ლიანა: გვითხრეს: „კედლები ააგეთ და ძველი სკოლის სახურავს მოგცემთო“. ჩვენს სოფელში სკოლის შენობას ანგრევენ და სახურავის მასალას შეგვიპრდნენ. ვნახოთ. მაგრამ, სანამ საქმე სახურავამდე მივა… ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, არის სოციალური დახმარება – 400 ლარი და კიდევ, მეუღლე სადმე დროებით სამუშაოზე თუ გავა. ეს არაფერში არ გვყოფნის. მშობლები გვეხმარებიან, წამლებს რომ იყიდიან, პენსიიდან რამე თუ დარჩებათ.

არსაით მიმავალი კიბე

          მალხაზი (13 წლის): იცით, საკუთარი ოთახი მქონდა. იქ ყველას ვემალებოდი და ვკითხულობდი, ან მუსიკას ვუსმენდი. ახლაც,  ხანდახან მარტო ყოფნა მინდა, მაგრამ არ გამოდის. მხოლოდ ორი საწოლი გვაქვს. იატაკზე, ხან მე და მამას გვძინავს, ხან ჩემს დას და დედას. უკვე აღარც კი მჯერა, რომ ოდესმე ნორმალური საწოლი მექნება. შესაძლოა, რომ გავიზრდები, როდესაც სამსახური მექნება… არ ვიცი.

 „აქ ხშირად მოვდივარ, ჩემს დამწვარ ნივთებს ვპოულობ. ეს ჩემი ჭიქა იყო. ბებომ მაჩუქა, 3 წლის რომ ვიყავი.

 

„ეს ხანჯალი კი, ბაბუამ მაჩუქა, ათი წელი რომ შემისრულდა. ასე ვაკოწიწებთ ჩვენს წარსულს“

– რა გენატრება ძველი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად?
მალხაზი: არ ვიცი… ჩემი ოთახი მენატრება. ძალიან მენატრება.
დიანა (15 წლის): მეც, ძალიან! მაგრამ ჩემთვის, ვერაფერზე ვერ ვიოცნებებ. მინდა, ისევ დიდი ოჯახი გვქონდეს. მინდა, მხოლოდ ლამაზ კაბებზე ვოცნებობდე. ისეთი მეოცნებე ვიყავი… ძილის წინ, ჩემს ოცნებებში ლამაზ ცხოვრებას ვხატავდი. თურმე, ისედაც ლამაზი მქონდა! ისეთი კი არა, როგორიც ახლა.
– რაზე ოცნებობდი? როგორ წარმოგედგინა, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება?
დიანა: წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ მასწავლებელი გავხდები, მერე გავთხოვდები და შვილები მეყოლება. ბევრი არა, მხოლოდ ორი! მერე კი, ეს ყველაფერი მოხდა და ჩემი ოცნებებიც კვამლს გაჰყვა. ახლა, ძილის წინ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ცეცხლს როგორ გამოვასწარით.
 

„ეხლა კარგად გავრეცხავ, მგონი, ეს ჩემი ზარდახშის ნაწილია“

 „ეს კი, ალბათ, ჩვენი სახატავი ალბომია. ბევრს ვხატავდით მე და ჩემი ძმა, ახლა კი, არც ფანქრები გვაქვს და არც ფურცლები“

         – ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?
         დიანა: მახსოვს, მთელი სოფელი როგორ გვეხმარებოდა. როგორ გვამშვიდებდნენ, ტანსაცმელს როგორ გვჩუქნიდნენ. თბილი საბნები როგორ მოჰქონდათ. ყველამ ისეთი გულისხმიერება გამოიჩინა! რომ გავიზრდები, და მუშაობას რომ დავიწყებ, ყველას გადავუხდი მადლობას! მეც მინდა, ყველას რომ დავეხმარო.
ლიანა: გულმოწყალე ადამიანები რომ არა, ალბათ, უკვე ცოცხლებიც აღარ ვიქნებოდით. ყველას მადლობას ვუხდი, ვლოცულობ მათთვის. და კიდევ მინდა, რომ თქვენი მეშვეობითაც გადავცე მადლობა! ყველა წაიკითხავს ჩვენს ისტორიას, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მიყვარს!
        – ლიანა, თქვენი აზრით, ამჟამად ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? ზამთარი გადააგორეთ. დღევანდელი მდგომარეობით, რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?
         ლიანა: სამშენებლო მასალის ნაწილი გვაქვს, სახურავის მოცემას შეგვპირდნენ. გლობალურ რამეებს ვერ გთხოვთ, იქნებ, ჭურჭლით, ტანსაცმლით, საწოლებით დაგვეხმაროს ვინმე. ბავშვებს ძალიან სჭირდებათ კომპიუტერები, ან პლანშეტები. თუკი, უფლის შეწევნით კედლებს ავაგებთ, მერე, ფანჯრები და კარები დაგვჭირდება.

ფარ-ხმალი დაყარონ, თუ სცადონ ყველაფრის ნოლიდან დაწყება? დაეხმარებით? მარტონი, უბრალოდ ვერ გაუმკლავდებიან

         მალხაზი: შეიძება, ველოსიპედი რომ გთხოვოთ?
         დიანა: გაგიჟდი? რა ველოსიპედი?! საჭმელი არ გვაქვს!
– ჩემი აზრით, შევძლებთ აგისრულოთ ეს ნატვრა, თუ შენს დასაც ათხოვებ ველოსიპედს!
მალხაზი: მარტო დას კი არა, თქვენც, მთელს სამეზობლოს და მეზობელი სოფლის ბავშვებსაც კი, თუ მოუნდებათ!
***
        მეგობრებო, ზერაგიების ოჯახმა დაკარგა ყველაფერი. მათი სახლი, ქონება, ყველაფერი, რაც მრავალი წლის მანძილზე, მძიმე შრომის ფასად შეაგროვეს, შთანთქა ცეცხლმა. საერთოდ არაფერი არ დარჩა. ცოლ-ქმარი, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა, შვილებთან ერთად. ისინი ცხოვრობენ ოთახში, რომელიც კეთილმა მეზობელმა დროებით დაუთმო. მაგრამ, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გულკეთილობით დიდი ხნით სარგებლობის უფლებას, ნამუსი არ აძლევთ. ახლა, მათ  ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა!
ზერაგიების ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, ყველაზე ელემენტარული ნივთები, მათ ხომ, ცხოვრება ფაქტობრივად ნულიდან უნდა დაიწყონ. პირველ რიგში, სჭირდებათ საკვები პროდუქტი, ჭურჭელი, სამშენებლო მასალა, ტექნიკა, საწოლები, მაგიდა, სკამები და პლანშეტები ბავშვებისთვის. არის კიდევ ერთი განსაკუთრებული თხოვნა – ველოსიპედი!
შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა გორდი.
        ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, მათ გული გავუთბოთ და ჩავუსახოთ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზერაგიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

იატაკზე გვძინავს, ჩვენს ახალ სახლში, ბედნიერები ვართ და ყოველდღე გლოცავთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ამ სახლის ყოველ აგურში თქვენი სიყვარულია ჩაქსოვილი.“

„ნეტავ იცოდეთ, რა ტკბილია საკუთარ სახლში ძილი! – ამბობს ლიანა. – მე და ჩემს მეუღლეს იატაკზე გვძინავს, ოთახში, რომელიც ჯერ გარემონტებულიც არ არის. მაგრამ, ისეთი ბედნიერი ვარ, თითქოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი იყოს. კედლები, სახურავი, ფანჯრები და კარი უკვე გვაქვს, დროთა განმავლობაში კი, უფლის წყალობით, დანარჩენიც იქნება.“

ამ ოჯახს თვალწინ დაეწვა სახლი. გარეთ გასვლა მოასწრეს, ცეცხლმა კი ნაგებობა სულ რამდენიმე წუთში შთანთქა. მეზობლებმა დროებით შეიფარეს სასოწარკვეთილი და გულმოკლული ადამიანები. ორნახევარი წელი ხან ერთ ოჯახს აფარებდნენ თავს, ხან მეორეს და სიცოცხლის ბოლომდე იქნებიან მათი მადლიერი. მაგრამ, როგორია, როდესაც საკუთარი კოვზიც კი არ გაქვს? როდესაც თავს უხერხულად გრძნობ და ფიქრობ, რომ ადამიანებს აწუხებ?!

რა ტკბილი გრძნობაა, როდესაც შენი ჭერი გაქვს, როდესაც საკუთარ სახლში გძინავს. ეს სახლი ყველამ ერთად, ერთობლივი ძალებით ავაშენეთ.

ინვერი: „მადლობა ღმერთს, ახლა წვიმისგან და ქარისგან დაცულები ვართ! უდიდესი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა!“ 

– ლიანა, რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც სულ პირველად შედგით ფეხი თქვენს სახლში და პირველად გაათიეთ აქ ღამე?

ლიანა: გამახსენდა ის საშინელება, რომელიც გამოვიარეთ. ჩვენი სახლი როგორ დაიწვა და ჩაიფერფლა ჩვენს თვალწინ, ჩვენ კი, ვტიროდით ყველანი. მეზობლები როგორ გვამშვიდებდნენ და თბილ ტანსაცმელს გვაწვდიდნენ. ნამწვის სუნი და კვამლი…

გამახსენდა, როგორ შენდებოდა ეს სახლი. ნათესავებიც და მეზობლებიც უსასყიდლოდ და თავდაუზოგავად რომ შრომობდნენ. უბრალოდ ერთმანეთზე კი არ აწყობდნენ ბლოკებს, არამედ საკუთარ სიყვარულს და სითბოს აქსოვდნენ საქმეში. როდესაც, თქვენი დახმარებით სახურავიც გადაიხურა, გულზე მომეშვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი ახალი სახლი სიზმარი არ იყო. შემდეგ, კარ-ფანჯარაც რომ მოიტანეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, ეს ყველაფერი ცხადში რომ ხდება.

დამწვარი სახლის ადგილას ახლის მშენებლობა დაიწო

 „ნათესავებიც და მეზობლებიც უსასყიდლოდ, თავდაუზოგავად და მონდომებით შრომობდნენ.“

 „ამ სახლის მშენებლობაში ჩააქსოვეს მთელი სიყვარული და გულის სითბო.“

„როდესაც სახურავი გადაიხურა და კარ-ფანჯარაც ჩასვეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს სიზმარი არ იყო!“

ამ სახლში პირველად რომ დავრჩით, მთელი ღამე არ მძინებია. სიხარულისგან ვტიროდი, ტკბილმა მოგონებებმა და მოზღვავებულმა გრძნობებმა არ დამაძინეს. თქვენმა სიყვარულმა, თქვენმა სითბომ, თქვენმა თბილმა დამოკიდებულებამ ამატირა.

– ძალიან ემოციური ბრძანდებით, ლიანა, უსიტყვოდაც ჩანს თქვენი გრძნობები.

ლიანა: ყელში ბურთი მეჩხირება, მოიცადეთ, გამივლის და იმ ადამიანებისთვის, ვინც დაგვეხმარა ვეტყვი, რის თქმაც მსურს. უზომოდ ერთგული, გულკეთილი და გულისხმიერი ადამიანები ხართ.

დიდი პატივისცემითა და ყურადღებით ეპყრობით ყველას. სიყვარულისა და სითბოს უსაზღვრო მარაგი გაქვთ, რომელსაც უზიარებთ მათ, ვისაც ეს ასე ძალიან სჭირდება. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, თქვენი სიყვარული სულიერი ჭრილობების მოშუშებაში გვეხმარებოდა. თითქმის მოგვიშუშდა კიდეც. უფალს ვთხოვ, მოგცეთ მშვიდობა, კეთილდღეობა და ჯანმრთელობა და ყველა ნატვრა აგიხდეთ.

ინვერი: არასდროს დამავიწყდება, რომ თქვენი დახმარების გარეშე, ფეხზე ვერ დავდგებოდით. მუდამ მემახსოვრება, რამდენი გააკეთეთ ჩვენთვის და როგორ მოიწადინეთ ჩვენი გადარჩენა. ყოველდღე გლოცავთ და ვლოცულობ თქვენთვის.

ინვერი: „ ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც ამდენი ტანჯვისა და ხეტიალის მერე საკუთარ სახლში შედიხარ“

ლიანა: ძალიან მამაშვიდებდა, მკითხველები რომ მირეკავდნენ მამხნევებდნენ: „დაგეხმარები. თქვენთან ვარ ბოლომდე, სანამ სახლი არ აშენდება“. ან: „ყველაფერს გავაკეთებთ, ყველაფერი კარგად იქნება“. ადამიანი გასაჭირში რომ აღმოჩნდება, ბავშვივით იქცევა. მას სჭირდება ნუგეშისცემა, მოფერება და იმედი. თქვენ კი, ეს ყველაზე კარგად გეხერხებათ, ეს უკვე ზუსტად ვიცი.

– რომელიმე მკითხველს პირადად თუ შეხვდით?

ლიანა: უმშვენიერესი ქალბატონი ლალი გავიცანით, ხონიდან. შვილთან ერთად მოვიდა, საბნები და ლეიბები მოგვიტანა. მე და ჩემს მეუღლეს ამჟამად სწორედ ამ ლეიბებზე გვძინავს. მე ვუთხარი პირადად ლალის და ახლაც გავიმეორებ: „მადლობა, რომ როგორც ქალს ისე გამიგეთ. რომ მიხვდით, რა რთულია ცარიელ სახლში ცხოვრება, რა სირთულეები გვხვდება ყოველ ნაბიჯზე და რეალური დახმარება გაგვიწიეთ. გეხვევით, ძვირფასო ლალი, ყელში ბურთი მეჩხირება.“

სამხედროებიც გვეხმარებოდნენ ხონიდან. მადლობა, ბიჭებო. ეს ძალიან ღირსეული და დროული გადაწყვეტილება იყო.

– რა გჭირდებათ ახლა, როგორც დიასახლისს?

ლიანა: ახლა, სადაც არ უნდა გაიხედო, ყოველ ნაბიჯზე სირთულეები გვხვდება. მაგრამ, არ ვჩივი და არ ვწუწუნებ. ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით. რაც მთავარია, თავზე ჭერი გვაქვს.

საჭმელს ეზოში ვამზადებ. ახლა, ქურის ნაცვლად ვხმარობ ლითონის კონსტრუქციას. ვინარჩუნებ სისუფთავეს და წესრიგს. რა მოხდა, მერე? ადრე, ყველა ასე ამზადებდა საჭმელს და ჩვენც ვიცხოვრებთ ცოტა ხანს ასე, გავუძლებთ, სანამ ცხოვრება არ დალაგდება. სარეცხს ონკანის ქვეშ ვრეცხავ ხელით, ძველებურად. ცუდია, რომ კარგად არ მოდის წყალი.

ჯერჯერობით, ტანსაცმელს და ნივთებს იატაკზე მუყაოს ყუთებსა და ჩანთებში ვინახავთ. ჩემმა ქმარმა საკუთარი ხელით ხის პატარა მაგიდა ააწყო და ჩვენც ბედნიერები ვართ. სკამების გარეშე მაგიდასთან ვიკრიბებით ხოლმე, ვსადილებთ და ვიშლებით. ბავშვები არ წუწუნებენ, ყველაფერს უძლებენ და ესმით.

რამდენიმე დღის წინ, ფონდის თანამშრომელმა დათომ მოგვიტანა ორი საწოლი თავის ლეიბებით. ო, რამხელა ბედნიერება იყო! საწოლები ბავშვებს და დედამთილს დავუთმეთ, მათ უფრო სჭირდებათ. დედამთილს წნევა აწუხებს, იატაკზე ვერ დაიძინებს. არ მინდა, ჩემს შვილებს ხერხემალი დაუზიანდეთ. დიანას, გოგოს, სძინავს ჩემს დედამთილთან, ბიჭს კი მარტოს სძინავს სხვა ოთახში, როგორც თვითონ უნდოდა, თუნდაც შიშველ კედლებში.

– ზოგადად, სპარტანულია ეს პირობები, რთული, მაგრამ განწყობა ოპტიმისტური გაქვთ. ბავშვებმაც გვითხრან, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად?

დიანა: ჩემთვის მაშინ ვიოცნებებ, ნორმალურად რომ ვიცხოვრებთ. ახლა, ჩემთვის და ყველასთვის ყველაზე საჭირო ნივთებია: ტანსაცმლის კარადა, სარეცხი მანქანა, გაზქურა.

ჯერ კიდევ ბევრი სირთულეა: მათ უბრალო ავეჯი, ტექნიკაც კი არ აქვთ, მაგრამ დიანას სჯერა, რომ მათი ცხოვრება თანდათან დალაგდება.

მალხაზი: ზუსტადაც, ტექნიკა უფრო გვჭირდება. მეც არ ვითხოვ ჩემთვის არაფერს.

დიანა: შეიძლება, მხოლოდ წიგნები გთხოვოთ? ძალიან მენატრება ჩემი დამწვარი ბიბლიოთეკა. ძალიან მაგარია, როდესაც ზაფხულში ახალი წიგნები გაქვს.

ლიანა: თვეში რამდენჯერმე გავდივარ სამუშაოდ ტკბილი პროდუქტების დასამზადებელ ცეხში. მაგრამ ეს მიზერია და მხოლოდ საკვებზე გვყოფნის.

 – ლიანა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ, მონაწილეობა თუ მიიღეს თქვენი პრობლემების მოგვარებაში?

ლიანა: ამჯერად, ყველამ ერთსულოვნება გამოიჩინა. მათ ასევე შეიტანეს გარკვეული წვლილი ჩვენი ახალი სახლის მშენებლობაში.

 ინვერი: ყველაზე მთავარი ის არის, რომ ახლა სხვა ოჯახებში კი არ დავხეტიალობთ, არამედ ჩვენი საკუთარი კუთხე გვაქვს. მადლობა უფალს, რომ დაცული ვართ წვიმისა და ქარისგან! და მადლობა ყველა კეთილ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა! სწორედ თქვენისთანა ადამიანები არიან ამ სამყაროს საყრდენი და თქვენი წყალობით მივიწევთ წინ. თქვენი დამსახურებაა, რომ კვლავ ვირწმუნეთ ადამიანების სიკეთე. ასეთი რწმენის გარეშე ხომ, კაპიკად არ ღირს ჩვენი სიცოცხლე.

მეგობრებო, ძნელია ცხოვრების ნულიდან დაწყება. ზოგჯერ ამას შეიძლება დასჭირდეს წლები. მაგრამ ზერაგიების ოჯახმა თქვენგან დიდი მოტივაცია მიიღო. ლიანა და ინვერი მზად არიან ყველაფერს საკუთარი მძიმე შრომით რომ მიაღწიონ. იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გავუადვილოთ ეს ამოცანა, შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ ტექნიკით, ავეჯითა და ყველაზე საჭირო ნივთებით. გმადლობთ, კიდევ ერთი გადარჩენილი ოჯახისთვის და იმისთვის, რომ შეუნარჩუნეთ ამ ადამიანების სიკეთის რწმენა.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ზერაგიების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 აპრ 14
რკინის კარი
540.00₾
2022 აპრ 14
ფიცარი
1020.00₾
2022 აპრ 14
მეტალო პლასმასის კარ-ფანჯარა
1800.00₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
855.00₾
2022 სექ 04
სამშენებლო მასალა
272.00₾
2023 აგვ 17
სარეცხი მანქანა
685.00₾
2023 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
180.00₾

სულ ხარჯები:

5352.00₾

დარჩა:

0.45₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
'ანა ხაჩერესიანი
17.08.2023 20:00:00
₾7.00
მალანია გიორგი
17.08.2023 20:00:00
₾30.00
'ავთანდილი კვინჩია
17.08.2023 20:00:00
₾30.00
'ქეთევანი ნადირაშვილი
17.08.2023 20:00:00
₾10.00
'ალექსანდრე არსენიძე
17.08.2023 20:00:00
₾5.00
'ვლადიმერ ფაშოღლი
17.08.2023 20:00:00
₾20.00
'ნათია სოფრომაძე
17.08.2023 20:00:00
₾10.00
'ეკატერინე დავითაშვილი
16.08.2023 20:00:00
₾2.00
'ლუკა ჩართოლანი
16.08.2023 20:00:00
₾40.00
კაშია ლექსო
16.08.2023 20:00:00
₾2.00
თედორაძე-ნაგერვაძე ქეთევან
16.08.2023 20:00:00
₾5.00
თავხელიძე გურამ
16.08.2023 20:00:00
₾1.00
ზანაძე თენგიზ
16.08.2023 20:00:00
₾2.00
ვაშაყმაძე შმაგი
16.08.2023 20:00:00
₾7.06
ვასაძე ვარდო
16.08.2023 20:00:00
₾10.00
დავითაძე იამზე
16.08.2023 20:00:00
₾15.00
გორჯელაძე ნანა
16.08.2023 20:00:00
₾5.00
გოგსაძე გიგა
16.08.2023 20:00:00
₾10.00
გოგებაშვილი-გახოკია თეონა
16.08.2023 20:00:00
₾1.00
'ლელა ტაბატაძე
15.08.2023 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾5,352.45

295 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,352.45

295 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება