თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!
ციცქნა ბარბარე, უკვე ორი დღეა ტირის სიცივისგან და შიმშილისგან. ბალონში გაზი აღარ არის, ელექტრო გამათბობელს კი ვერ რთავენ – ბევრი დენი იხარჯება და ვეღარ გადაიხდიან კომუნალურს. საჭმლის ფულიც აღარ აქვთ. სოციალური დახმარება თვეში ერთხელ ერიცხებათ, მაგრამ, ერთი კვირაც კი ძლივს ჰყოფნით. როგორ უნდა ეყოს ოთხ ადამიანს 250 ლარი მთელი თვე, როდესაც 100 ლარს მხოლოდ ქირაში იხდიან.
იცით პასუხი? ყველანაირად გადავითვალე – არ გამოდის. მაგრამ, ეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბარბარე, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება როგორ გაუძლოს შიმშილს და სიცივეს, როგორღაც ახერხებს არსებობას.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
BAGAGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE64BG0000000470458000
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
TBCBGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE15TB7194336080100003
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
LBRTGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE42LB0115113036665000
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ციცქნა ბარბარე, უკვე ორი დღეა ტირის სიცივისგან და შიმშილისგან. ბალონში გაზი აღარ არის, ელექტრო გამათბობელს კი ვერ რთავენ – ბევრი დენი იხარჯება და ვეღარ გადაიხდიან კომუნალურს. საჭმლის ფულიც აღარ აქვთ. სოციალური დახმარება თვეში ერთხელ ერიცხებათ, მაგრამ, ერთი კვირაც კი ძლივს ჰყოფნით. როგორ უნდა ეყოს ოთხ ადამიანს 250 ლარი მთელი თვე, როდესაც 100 ლარს მხოლოდ ქირაში იხდიან.
იცით პასუხი? ყველანაირად გადავითვალე – არ გამოდის. მაგრამ, ეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბარბარე, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება როგორ გაუძლოს შიმშილს და სიცივეს, როგორღაც ახერხებს არსებობას.
ბარბარეს ცალი ხელით მაგრად უჭირავს ვაშლი, რომელიც მეზობელმა აჩუქა, მეორე ხელით კი, დედიკოს ებღაუჭება, როგორმე რომ გათბეს.
გუშინ, მეზობელმა მაკარონი მოგვიტანა, ერთი თეფში გვიწილადა, მაგრამ პატარა ბარბარემ ვერ შეჭამა. ცივ საჭმელს ვერაფრით ვერ ყლაპავს.
ასეთ ყინვაში, იატაკზე ძილი სიცოცხლისთვის სახიფათოა
– დიანა, გავიცნოთ ერთმანეთი.
დიანა: დიანა მქვია, 46 წლის ვარ. ამ ოთახში ვცხოვრობ ჩემს შვილებთან 18 წლის რუსასთან და 16 წლის გიორგისთან ერთად. ეს საყვარელი მტირალა კი – ჩემი შვილიშვილია, 2 წლის არის.
– უფროსი შვილებიც გყავთ?
დიანა: არა! მესმის თქვენი გაოცება, მაგრამ ბარბარე რუსას შვილია.
– ის ხომ ჯერ თვითონ ბავშვია!!!
დიანა: 14 წლის იყო, რომ მოიტაცეს. ვერაფერი ვუშველე, ხომ იცით, ჩვენს სოფელში როგორი წესებია.
რუსა: კი, პატარა და მიამიტი ვიყავი. ყველაფრის ძალიან მეშინოდა. მეგონა, ხალხი გამკიცხავდა, ოჯახიდან რომ წამოვიდე. რომ არ დავრჩენილიყავი, ქუჩის ქალს დამიძახებენ… ახლა ვხვდები, რომ სულ ტყუილად ვითმენდი ყველაფერს.
– სანამ მოგიტაცებდა შენს ქმარს იცნობდი მაინც?
რუსა: კი, ერთი-ორჯერ შორიდან მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის ნაცნობი იყო. ჩემზე შვიდი წლით უფროსი. მაგრამ, ღმერთია მოწმე, გათხოვება არ მინდოდა. მე-9 კლასში ვსწავლობდი, მინდოდა სკოლა დამემთავრებინა და მკერავი გამოვსულიყავი. ახლაც ამაზე ვოცნებობ…
18 წლის გოგონას ორი წლის შვილი ჰყავს. დედამისი რომ არა, იფიქრებდით, რომ დედა-შვილობანას თამაშობენ
– ეს როგორ მოხდა?
რუსა: ქუჩაში მოვდიოდი, უცებ, მანქანა გაჩერდა, რომელშიც ჩემი მომავალი მეუღლე და მამამისი ისხდნენ. მითხრეს, რომ ჩემთან საქმე აქვთ და დალაპარაკება უნდათ. უარი ვუთხარი მაგრამ, მანქანაში ჩამტენეს და სადღაც წამიყვანეს. მითხრეს, რომ მორჩა, უკვე დედიკოს გოგო კი არა, ამ კაცის ცოლი ვარ. მერე ბარბარე გაჩნდა. ბავშვის მოვლა არ ვიცოდი, მე თვითონ ბავშვი ვიყავი. შემდეგ მეორე გოგონაც მეყოლა, მაგრამ, მალევე გარდაიცვალა. 16 წლის ასაკში ვიგემე უბედური ცოლობისა და დედობის მთელი სიმწარე… მივხვდი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. რომ ამ ოჯახში, მეც და ჩემი გოგონაც დავიღუპებოდით. ჩემთვის სულერთი გახდა, ხალხი რას იტყვის, ან რას წამომაძახებენ და წამოვედი. დედასთან მოვედი. დედასთან მშვიდად ვარ, ის ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის, რაც შეუძლია.
– რას ნანობთ, რუსა?
რუსა: იმას, რომ იმ დღესვე, როდესაც მომიტაცეს, დედასთან არ გამოვიქეცი. ვნანობ, რომ ძალიან დიდხანს ვითმენდი. რომ სწავლა ვერ მოვახერხე და ცხოვრება დამენგრა.
– ჩემო გოგო, შენ სულ რაღაც 18 წლის ხარ. ყველაფერი წინ გაქვს… ცხოვრებამ გაკვეთილი გასწავლა, შენ უფრო ძლიერი გახდი! და ახლა, შენს გარშემო სამყარო უნდა შეცვალო, შენი თავის და შენი გოგონას გამო! რით დაიწყებდი? ოცნება თუ გაქვს?
რუსა: კი! ბავშვობიდან მკერავობაზე ვოცნებობ! მინდოდა სკოლა დამემთავრებინა და ჭრა-კერვის კურსებზე მესწავლა. მინდოდა ლამაზი კაბები შემეკერა ჩემთვის და დედაჩემისთვის. ისეთი, როგორიც არასდროს გვქონია. ერთხელ გავბედე და ერთი კაბა შევკერე. ჩემს მეგობარს იმდენად მოეწონა, რომ ვაჩუქე.
„თოჯინა ბარბარე ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილია“
– რა გჭირდება იმისთვის, რომ ოცნება აიხდინო?
რუსა: იცით, ახლა ისეთი პერიოდი გვაქვს, რომ ოცნებაც კი არ გამოდის. ბარბარე იყინება და ტირის, სულ ხელში ითხოვს აყვანას, როგორმე რომ გათბეს. სხვა რაზე ვიფიქრო, როდესაც საჭმელი არ გვაქვს? როდესაც დედაჩემი დილიდან დაღამებამდე ალაგებს ბინებს და ეზოებს, ლუკმა პურის ფული რომ იშოვოს. რომელ ოცნებებზე შეიძლება ლაპარაკი?
– შენი ცხოვრება როგორ წარმოგედგინა?
რუსა: ასე ნამდვილად არა, როგორც ეხლა ვართ. სწავლა მინდოდა. ძალიან მინდოდა. ვიცოდი, რომ არ მაქვს სხვა გასაქანი. ვიცოდი, რომ ოჯახი მხოლოდ დიდი სიყვარულით უნდა შეიქმნას. ვიცოდი, რომ შვილები მხოლოდ მაშინ უნდა გააჩინო, როდესაც მათი შენახვის თავი გაქვს. მაგრამ ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მე მინდოდა.
ეს გაზის ბალონი, რომელშიც 20 ლარს იხდიან – სითბოს ერთადერთი წყაროა
– როგორ ფიქრობ, რა თანხა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვალოს?
რუსა: ვაიმე, ვერ ვიტყვი ასე. ახლა, 150 ლარით ვარსებობთ. დედაჩემი თუ რაღაცას იშოვის… ალბათ, შემოსავალი 600 ლარი რომ მქონდეს, უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი. როგორ ფიქრობთ, ეს ბევრია?
– არა! ჩემი აზრით, ერთი ოჯახისთვის ძალიან ცოტაა. რაში დახარჯავდი ამ ფულს?
„გპირდები, ულამაზეს კაბებს შეგიკერავ. ისეთს, როგორზეც მე ვოცნებობდი“
დიანა: რამხელა ტანჯვა გამოიარა ჩემმა საბრალო გოგონამ. მეც ვგრძნობ თავს დამნაშავედ. უნდა მებრძოლა მისთვის. ძალით უნდა წამომეყვანა იქიდან. მაგრამ, მეც სულ ასე ვფიქრობდი: „რას იტყვის ხალხი?“ ხალხი კი, ისეც და ასეც ილაპარაკებს.
– დიანა, უთხარით ჩვენს მკითხველებს, პირველ რიგში რა გჭირდებათ, ცხოვრება ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქდეთ?
დიანა: ნახეთ, ბარბარეს ხელები აქვს გაყინული. ბალონში გაზი აღარ არის. ვერ ავანთებ, წყალი მაინც რომ გავაცხელო და ბოთლში ჩავუსხა. თბილ ბოთლს გულში რომ ჩაიკრავს, მშვიდდება. ხედავთ, რაც მოხვედით, არ გაჩუმებულა. სულ ტირის. სასწაული რომ მოხდეს, და ჩვენს ოთახში გაზის შემოყვანა რომ მოხერხდეს, ეს ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასი იქნება! მეზობლებს გაზი კი აქვთ ჩვენს კორპუსში, ჩვენთან არ არის შემოყვანილი.
– გაზის გარდა კიდევ რა გჭირდებათ? თამამად გვითხარით.
დიანა: კიდევ საწოლები გვჭირდება. მე და ჩემს ბიჭს იატაკზე გვძინავს. იმას ლეიბზე, მე კი – ლინოლიუმზე. ამ საწოლზე, რომელიც სადაცაა დაიშლება, რუსას და პატარას სძინავთ. საბნები გვჭირდება და ბალიშები. ასევე, ჩემი შვილიშვილისთვის პამპერსი და ტანსაცმელი. საჭმელი არ გვაქვს და გასაფუჭებელიც არაფერია, ამიტომ, მაცივარი არ გვჭირდება. მაგრამ ხანდახან, გაყინულ პროდუქტს მჩუქნიან და არ ვიცი, სად შევინახო.
– იქნებ კიდევ გაქვთ რამე ოცნება?
დიანა: მრცხვენია გთხოვოთ, მაგრამ ყველანი ტელევიზორზე ვოცნებობთ. ვიცი, ჩვენს მდგომარეობაში ფუფუნების საგნების თხოვნა სასაცილოა მაგრამ, საღამოობით, ყურადღებას მაინც გადავიტანდით. ბევრჯერ მივმართე სახელმწიფოს, ქირის გადახდაში მაინც რომ დამხმარებოდნენ, ნახევარი მაინც რომ დაეფარათ. მაგრამ, მეუბნებიან: „არა და მორჩა“. რა ვქნათ? საკუთარი არაფერი არ გაგვაჩნია. ამქვეყნად სრულიად მარტონი ვართ, არავის ვაინტერესებთ. შიმშილით რომც დავიხოცოთ, ერთი კვირის მერე თუ გაიგებენ, როდესაც ბავშვის ტირილი კარგა ხანს არავის შეაწუხებს. ვაი, ჩვენს საცოდავ თავს, არავის არ ვჭირდებით. არავის!
***
რას ნიშნავს – არავის? თქვენ ჯერ ჩვენი ერთობის ძალა არ გინახავთ. არა ერთი და ორი ადამიანისთვის დაგვიმტკიცებია, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო. ჩვენ არ ვართ არც ნაცნობები, არც ნათესავები! ჩვენ უფრო ახლობლები ვართ. ყველაზე შორეული, და ამასთანავე, ყველაზე ახლო. ჩვენ, უცხოებს, თქვენი ტკივილი გვტკივა. დღეს, ჩვენ თქვენთან ერთად ვოცნებობთ საკერავ მანქანასა და ლამაზ კაბებზე. თქვენთან ერთად ვოცნებობთ თბილ სახლსა და მყუდრო საწოლზე. ჩვენ ვოცნებობთ გემრიელ საჭმელსა და ტელევიზორზე, რომელზეც თქვენ, დიანა, ოცნებასაც კი ვერ ბედავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია. ჩვენ გაჩუქებთ ნაპერწკალს, საწვავს და გვჯერა, რომ თქვენ თავად შეძლებთ თქვენი ცხოვრების დაქოქვას და მისთვის სწორი მიმართულების მიცემას!
ვისაც სურს ამ ოჯახის მონახულება და ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გაცნობა, შეგიძლიათ ეწვიოთ მისამართზე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი.
რუსა ოპტიმიზმით დაგმუხტავთ, პატარა ბარბარე კი, ლოყაზე მოგეფერებათ, და შესაძლოა გაკოცოთ კიდეც, თუ გემრიელ ხილს და კანფეტს მიუტანთ
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: არგანაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!
თქვენს შესახებ რომ გავიგე, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა დროებით გადავიფიქრე
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ჩვენს სახეებზე ღიმილი, თქვენი დამსახურებაა“
არღანაშვილების ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ორი წლის ბარბარეა. მას უწევდა იმის ატანა, რასაც დიდებიც კი ვერ უძლებენ. ოჯახი ცივ ზამთარს ატარებდა გაყინულ იატაკზე და მონაცვლეობით ეძინათ ძირს მიგდებულ ძველისძველ ლეიბზე. ასე იყო იქამდე, სანამ ეს ოჯახი, თქვენს სიკეთეს მიენდობოდა.
იმ სიკეთისთვის, რაც გაიღეთ, თქვენთვის კიდევ ერთი ოჯახი ლოცულობს. ახალი ლოგინი აქვთ, სადაც 18 წლის რუსას და მის 2 წლის შვილს სძინავთ. ასევე, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი არის ტელევიზორი, რომელიც ისინი ყოველდღიურობას უხალისებთ და უფერადებთ.
– დიანა, როგორ მიდის თქვენი ცხოვრება ახლა, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, რაც ხალხმა გაგიცნოთ?
დიანა: ჩვენი ცხოვრება მონეტის მეორე მხარეს დაემსგავსა, იმას, რომელიც გამარჯვებას ნიშნავს. გამარჯვებას, რომელიც მარტოობის დამარცხებას ნიშნავს. ადრეც აღვნიშნე, რომ ყველაზე მეტად, სიმარტოვეში ცხოვრება გვიჭირდა. არც პატრონი გვყავდა, არც მომკითხავი.
სახლში ისე ხშირად აღარ ისმის ბარბარეს ტირილის ხმა. ჩვენ ხომ, ტელევიზორი გვაქვს რომლითაც, ჩვენც ვერთობით და მასაც ვართობთ. ღამის მოსვლა აღარ გვეზიზღება, რადგან ბავშვებს სრულფასოვნად სძინავთ ახალ კომფორტულ ლოგინში. მახსოვს, პირველად, ლოგინი რომ მოიტანეს, რა ტკბილად და გემრიელად ეძინათ ღამით. ისე გათენდა, ბარბარეს ერთხელაც არ გაუღვიძია. ნეტავ გენახათ, როგორ გაიშალა ბავშვი წელში, დაისვენა, ალბათ, წოლისგან მოკუნტულმა სხეულმა…
მაცივარიც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც სხვა ნივეთები. ვერც შევადარებ, რადგან სახლში ყველაფერი თავისებურად საჭირო იყო.
ძალიან გაგვახარეთ და დიდი ამაგი გაწიეთ, დაუვიწყარი გრძნობა მაჩუქეთ, რისთვისაც ვლოცავ თითოეული თქვენთაგანის კეთილ გულს.
„ჩვენს ლოგინში ჩემი თოჯინაც ეტევა“
– დიანა, ახალი სანაცნობო ხომ არ გყავთ ? ვინც, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში?
დიანა: ძალიან გამახარებდა და გამაბედნიერებდა ახალი ნაცნობობა და ურთიერთობები მაგრამ, არც ინტერნეტი გამაჩნია, არც ნორმალური ტელეფონი რომ სოციალურ ქსელებში ვიაქტიურო. ვიცი, რომ ჩემს პოსტს გამოხმაურება ჰქონდა, წერდნენ კომენტარებს, გვლოცავდნენ, გვკითხულობდნენ. მაგრამ, აბა, როგორ მეპასუხა?.. ესეც გადმოცემით ვიცი. ორი ბიჭი იყო მოსული ჩვენთან და ძალიან ბევრი პროდუქტი მოგვიტანეს, გაოცებული დავრჩი მათი გულისხმიერებით, არ შემეძლო, არ აღმენიშნა. მათი უზომოდ მადლიერი ვარ, რაც გაიმეტეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ასმაგად დაუბრუნდეთ უკან. ბედნიერება მარტო ფულს კი არ მოაქვს, უფრო ხშირად მოაქვს ურთიერთობებს და ყურადღებას… ვცდილობ, ჩემი შვილებიც ასე გავზარდო.
“რომ მოგვწყურდება, მაცივარში ცივი წყალი სულ გვექნება. ხომ კარგია, ბებიკო?“
– რუსა, შენ რას გვეტყვი, როგორ მოგწონს საჩუქრები? ახლა როგორ ატარებ სახლში დროს?
რუსა (18 წლის): რა შედარებაა, სანამ ეს ყველაფერი გვექნებოდა, არ ვიცი როგორც ვცხოვრობდით… ალბათ, უფრო ვარსებობდით. ხომ გახსოვთ წინა შეხვედრის დროს ბარბარეს რა სჭირდა? ბავშვი დასტრესილი იყო სიცივით, უჭმელობით და ცუდი ძილით. ახლა უყურეთ, რა სხვანაირია, სახე გაუნათდა. ის რომ ბედნიერია, ჩვენც ყველანი ბედნიერები ვართ. დედისთვის შვილის გახარებულ თვალებზე ტკბილი, არაფერი არსებობს, მინდა, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადავუხადო ამ განცდებისთვის. მე მჯერა, რომ თუ ღმერთმა ნუ ქნას და ოდესმე თქვენც გაგიჭირდათ, ისევე დაგეხმარებიან და არ მიგატოვებენ, როგორც თქვენ, ჩვენ…
„დედა, აი, იც კიკი მაუსი ჩამირთე ლააა“
– რუსა, სწავლაზე ხომ არ მოგიფიქრებია რამე, როგორც მახსოვს ძალიან მოწადინებული იყავი.
რუსა: სწავლაზე, დიდი ხანია, ნაფიქრი და გააზრებული მაქვს ყველა დეტალი. ვიცი, რაც მინდა და მიზნის მიღწევის სურვილი ძალიან დიდია. თუმცა, ხელ-ფეხი მაქვს ისევ შეკრული, არ მაქვს კომპიუტერი. ყველაფრის სწავლას ვაპირებ ინტერნეტით, რადგან იმის საშუალება არ მექნება, რომ მოვემზადო და ცოდნაში ვინმეს ფული გადავუხადო. უფრო იაფი გამოდის ინტერნეტით სწავლა, უბრალოდ ამისთვის, კომპიუტერია საჭირო. არ არის აუცილებელი, ახალი იყოს, ნახმარსაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი. მთავარია, მუშაობდეს და თავის საქმეს აკეთებდეს.
“მეც მინდა, ეგეთ სახლში ვიცხოვროთ ყველამ“
– დიანა, ადგილობრივი ხელისუფლება ხომ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც პოსტი გამოვაქვეყნეთ?
დიანა: ძალიან განაწყენებული ვარ ჩვენს ხელისუფლებაზე. აუცილებელია, რომ ვიღაცამ თავი მოიკლას, ან, შიმშილით დაიღუპოს ვინმე, ყურადღება რომ მოგვაქციონ უბრალო ხალხს? ჩვენს უბანში, ჩემზე გაჭირვებული მეორე არ დადის, მეზობლებს ფანჯრებს ვუწმენდ ხოლმე, რომ კაპიკი კაპიკს დავადო და ქირის ფული როგორმე შევაკოწიწო. ხანდახან, სეზონზე, აქაურებს ხილის კრეფაშიც ვეხმარები. არანაირ სამსახურს არ ვთაკილობ, მაგრამ არ მყოფნის. იყო შემთხვევა, რომ ერთ დღეს ქირის ფული ვერ შევაგროვე და მეპატრონემ სახლიდან გამოგვიშვა. თვენახევარი პრაქტიკულად გარეთ გავატარეთ. ვიყავი მისული ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და ვთხოვე: „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვართ, ორ წლის ბავშვთან ერთად და გარეთ ხომ არ დაგვტოვებთ? ქირის გადახდაში მაინც მოგვეხმარეთ.“ მაგრამ, უარი მითხრეს. ჩემს უბანში საახალწლო ნუგბარი რომ მოიტანეს, ყველას მისცეს ჩემს გარდა. მიზეზი დღემდე არ ვიცი, ჩემმა ოჯახმა რა დააშავა… რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ღარიბ და გაღატაკებულ ადამიანებს ყველაზე ცოტა ყურადღებას გვითმობენ. არადა, ჩვენ უნდა ვიყოთ პრიორიტეტში.
– დიანა, რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება?
დიანა: როდესაც ყველანაირი გასაჭირი გაქვს ნანახი, მთავრობას არ აინტერესებ, არ გაქვს არავის იმედი და უცებ, შენს ცხოვრებაში ჩნდება მთელი რიგი უცხო ადამიანების, ვინც გაძლევენ იმას, რაც არასდროს არავის მოუცია… წარმოიდგინეთ, რას ნიშნავთ ჩვენი ოჯახისთვის? უდიდესი და შეუფასებელი როლი გიკავიათ. ადამიანები, რომლებსაც არც კი ვიცნობ, მათი მადლობელი სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ვიქნები. სამაგიეროდ, მათ სიკეთეს ვიცნობ და ყოველთვის ვეცდები, ამ საქმეში მეც მივბაძო მათ.
– დიანა, სულ ბოლოს, მინდა, თამამად მითხრათ, ყოველგვარი მორიდების გარეშე, კიდევ რაიმე ხომ არ სჭირდება თქვენს ოჯახს?
დიანა: რადგან ნებას მრთავთ, რომ კიდევ ვითხოვო რამე, მაშინ, ყველაზე საჭიროს გეტყვით… სარეცხი მანქანა ოცნებად მაქვს ქცეული, ხელებზე შემომხედეთ, რას მიგავს, ეს აღარ არის ქალის ხელები… მეშინია, ამდენი სარეცხის მოხრილი რეცხვისგან, კუზი არ ამომივიდეს. ძალიან დავიღალე, შვილო… მთელი ცხოვრებაა ტანჯვა-წამებით და წვალებით მოვდივარ. იქნებ, ცოტა დასვენება მეც მეღირსოს ასეთ ასაკში. ეს ერთი თხოვნაა, მეორე კი, ქირას ეხება. 250 ლარის გადახდა, ჩვენი ოჯახისთვის დამანგრეველია, ძლივს ვართმევთ თავს. ამაშიც თუ შეგვეშველებით, თავს უფლებას მივცემ, გარკვეული პერიოდი მშვიდად ვიცხოვრო და ეზო-ეზო აღარ ვიწანწალო. იქნებ მოვიდეს კიდეც ის დრო, ისე გვატარო დარჩენილი ცხოვრება ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან, რომ წასვლის დროს, 100 წლის მერე, მშვიდად წავიდე აქედან.
„ჩემი ოჯახი, ჩემი სიცოცხლის აზრია“
***
ძვირფასო მკითხველო! რა ხანია, ჩვენთან ერთად ხარ, ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი ხარ. იცნობ ამდენ ოჯახს და მათ კეთილდღეობაში მონაწილეობა გაქვს მიღებული. ახლაც დაელოდება ეს საყვარელი ოჯახი თქვენს კეთილ ნებას… ვიცი, რომ იმედებს კვლავ გაუმართლებთ. რადგანაც, უკვე ბევრჯერ გყავთ გადარჩენილი გაჭირვებული ოჯახები შიმშილობას, უსახლკარობას და ყინვებს. თქვენ ზუსტად იცით ბედნიერებისთვის ვის რა სჭირდება. უკვე ისეთი გამოცდილები ხართ სიკეთის კეთებაში, ბადალი არ გყავთ. არღანაშვილების ოჯახს ძალიან გაახარებთ, თუ პირადად ესტუმრებით ან, დაურეკავთ და გაამხნევებთ. თბილ მოკითხვას შეუთვლით და იმედს არასდროს დაუკარგავთ.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: არღანაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!