ჯერ ქორწილი იყო, შემდეგ კი 14 ადამიანის გარდაცვალება
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
იმ საშინელ კატასტროფაში ორი ადამიანი გადარჩა – ლევანი და კიდევ ერთი ქალი
ლევანი ქორწილში წავიდა, ლანჩხუთში. ახალგაზრდა, ლამაზი და მხიარული, 18 წლის, უნივერსიტეტში სწავლობდა, მეორე კურსზე. როდისღა უნდა დატკბეს ცხოვრებით? ღამით კი, დედასთან, ოლიასთან მივიდნენ ახლობლები: „ოღონდ არ ინერვიულო, ოლია, რაღაც უნდა გითხრათ. ლევანი…“ – „ვაიმე, რას ამბობს ეს ხალხი! გაჩუმდით, გაჩუმდით! ეს ტყუილია, არ-ა-ა! ჩემი სიკვდილი გინდათ?! რა სჭირს მის ლევანს? სად უნდა წავიდეს, რატომ?!“
ტრაილერი, ავარია, საავადმყოფო… დედას, ოლიას ყველაფერი ესმოდა და ავტომატურად აკეთებდა. რომ არ მომკვდარიყო, ის „გაშეშდა“. „ხე“ შეეძლო მოესმინა ექიმისთვის, რომელიც ამბობდა, რომ „ლევანს ტვინის ნახევარი აღარ ექნება“, დედას, ოლიას კი – ვერასდროს. ვერასდროს! ვერასდროს!!!
ლევანი ცოცხალია. ის არ არის საბაჟო ფაკულტეტის სტუდენტი. ის ვერ თამაშობს ფეხბურთს. ვეღარ გაიცნობს ლამაზ გოგონებს. ის ისევ პატარა ბიჭია, რომელსაც უყვარს მულტფილმები, კოვზით უნდა აჭამო, აცვია პამპერსი. და მუდმივად სჭირდება დახმარება.
ფოტო სხვა ცხოვრებიდან, როდესაც ყველაფერი კარგად იყო. აქ ლევანი სტუდენტია
– ოლია, ვიცი, რომ მძიმეა თქვენთვის ეს მოგონებები, მაგრამ იქნებ გვიამბოთ თქვენი ტრაგედია.
ოლია: ის, ადრინდელი „ოლია“ მკვდარია. დიდი ხნის „მკვდარი“ ვარ, ჩემო კარგო… ქორწილში კარგად მოილხინეს და უკვე სახლში ბრუნდებოდნენ. კმაყოფილები და მხიარულები, სამარშრუტო მანქანა ხალხით იყო სავსე. მძღოლმა სიბნელეში ტრაილერი ვერ შეამჩნია. დიდი სიჩქარით მიმავალი მას შეეჯახა. თითქმის ყველა ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლმა კიდევ ორი დღე იცოცხლა, მერე კი… თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა. გადარჩნენ მხოლოდ ლევანი და კიდევ ერთი ქალი, რომელმაც როგორღაც მოახერხა ამობრუნებული მანქანიდან გადმოსვლა და ბარბაცით დადგა ტრასაზე. ასე გაიგეს, რომ ეს კატასტროფა მოხდა და ტელევიზორში აჩვენეს… სასწრაფო გამოშვება. ტელევიზორისთვის არ მიყურებია. ახლობლებმა დამიკაკუნეს კარებზე.
ლევანმა თავი დაარტყა. ფართე შინაგანი სისხლჩაქცევა ჰქონდა. სანამ მე გორში ჩავედი, მისთვის ერთი ოპერაციის გაკეთება მოასწრეს. იმ ღამესვე, რეანიმობილით გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. (გორში კომპიუტერული ტომოგრაფია არ იყო) და კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს. თავის ქალას სისხლისგან ასუფთავებდნენ. თავის ტვინის საშინელი დაბეჟილობა ჰქონდა, ნახევარი ამოკვეთეს.
– ღმერთო, ოლია…
ოლია: ტირი, შენც გეცოდება ჩემი ლევანი. ჩემო გოგონა, ასე ვტირი ყოველდღე, უკვე 19 წელია. რომ წამოვაყენებ და ზურგზე მოვიკიდებ და მივათრევ, ხეიბრის ეტლით რომ დავატარებ. რომ არა ის წყეული დღე…
ლევანის ჩათვლის წიგნაკი. ყელში „ბურთი გეჩხირება“. საგადასახადო და საბაჟო საქმე, ეკონომიკის ფაკულტეტი. არ ეწერა ახდენა…
ლევანი 23 დღე იყო კომაში. მხოლოდ გული მუშაობდა. აპარატიდან გათიშეს, რათა ენახათ, იცოცხლებდა, თუ არა. მან კი, უცებ დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა. ღმერთის სასწაული მოხდა, ღმერთმა გადაარჩინა!
23 დღე იყო კომაში. არავინ იცოდა, გადარჩებოდა თუ ვერა. უფალმა სასწაული მოახდინა.
სამოთახიანი ბინა გავყიდე, ახლა, ჩემი დის ბინაში ვცხოვრობთ. აქ, მე და ლევანი ერთ ოთახში ვართ. მას საწოლზე სძინავს, მე კი იატაკზე, მის გვერდით. ბინა გავყიდე, მაგრამ მკურნალობისთვის მაინც დაგვაკლდა თანხა – 26 000 ლარი, საავადმყოფოში გატარებული ნახევარი წლის საფასური. გინდა იყვირე, და გინდა თავი ჩამოიკიდე.
მაშინ, იქ ახალგაზრდა ბიჭები მიიყვანეს, სპორტსმენები, ისინიც ძალიან იყვნენ დაშავებულები. სანდრა რულოფსმა მოინახულა, მათ სახელმწიფო აფინანსებდა. ექიმებმა მითხრეს: „წადი, სანდრას სთხოვე, გულკეთილი ქალია“. მეც მივედი და ვთხოვე ჩემი ლევანისთვის. (ცრემლებს ყლაპავს, ჩუმდება.) და მართლაც, არაფერი გადაგვახდევინეს.
ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ნაიარევი
ბევრი კეთილი ადამიანი შემხვდა მას შემდეგ, რაც ჩემს შვილს ეს ტრაგედია შეემთხვა. არასდროს დამავიწყდება, თქვენი ფონდი როგორ დამეხმარა, როგორი თანაგრძნობა გამოიჩინეთ. მაჩუქეთ პროდუქტი, წამლები, საწოლი ლევანისთვის. მადლობა, ყველას გული რომ შეგტკივათ!
ერთმა მდიდარმა გოგონამ, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ლევანს დაუტოვა თავისი ტელევიზორი. ექიმებმა გვირჩიეს ფლეიერი, ან ტელევიზორი, მალე რომ დაბრუნებოდა მეხსიერება. ის ხომ არაფერზე რეაგირებდა.
– ლევანი აცნობიერებს, რა შეემთხვა? რამე მაინც თუ გაიხსენა?
ოლია: არა. მე ვეუბნები, რომ მანქანამ გაიტანა რუსთაველზე გზაზე როდესაც გადადიოდა.
– დღესდღეობით რის გაკეთება შეუძლია?
ოლია: ამბობს, როდესაც შია. მაგრამ, საპირფარეშოში გასვლას არასდროს ითხოვს. პამპერსი სავსე არის, მას კი რეაქცია არ აქვს. სიარული არ შეუძლია – რეაბილიტაცია სჭირდება. ზოგი რამ ესმის, ზოგი – არა. კარტის თამაში გაიხსენა და შეუძლია „დურაკაში“ მოიგოს კიდეც. ხანდახან მაიმუნობს, ჩუსტს ან რამე ნივთს დამალავს და იღიმის, უნდა, რომ ვიპოვო.
ხანდახან მაოცებს. შეიძლება თქვას, ადრე სად სწავლობდა, ან სად ცხოვრობდა. ამ ბოლო დროს, ცრემლებსაც ვამჩნევ, თითქოს რაღაც გაცოცხლდა მის გულში. თავის ეტლს რომ უყურებს, ან ძველ სურათებს რომ ვაჩვენებ, სადაც სტუდენტია, ან ფეხბურთის ფორმა აცვია. (მთელი გულით ამოიოხრა.)
ლევანს კარტის თამაში ახსოვს
– ნათესავებიდან თუ გეხმარებათ ვინმე?
ოლია: მული, რითაც შეუძლია: ხან 10 ლარს მომცემს, ხან 20-ს. ჩემთვის ყველაფერი დიდი დახმარებაა. ლევანს მუდმივად სჭირდება პამპერსი, ეს დიდი პრობლემაა. ეპილეფსიის წამლები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ფსიქოტროპულიც სჭირდება.
ხშირად ვარდება კრუნჩხვებში, იმის გამო, რომ თავში სითხე უგროვდება. კრუნჩხვებს დიაზეპამი აჩერებს. ასევე, თავში კისტების სამკურნალოდ სჭირდება მედიკამენტები.
უნივერსიტეტის გაზეთის დანახვისას, ლევანი გამოცოცხლდება ხოლმე. ეს მოგონებებს აღძრავს, ღიმილს იწვევს
– რომელ საჭმელს ითხოვს ლევანი, ისეთს, რომელსაც თქვენ ვერ აჭმევთ?
ოლია: ჟოლოს იოგურტი უნდა, ლობიანი, „ალადიკები“. ნაყინი. ყოველთვის უყვარდა ტკბილეული. მე კი, იძულებული ვარ სოციალური სასადილოს სადილი ვაჭამო. სუნელებს ვამატებ, ცოტა მაინც რომ მიეცეს გემო. იჯღანება, მაგრამ ჭამს.
ლევანს დამოუკიდებლად არც ჭამა შეუძლია, არც წყლის დალევა. დედა მას პატარა ბავშვივით უვლის
კბილები და ღრძილები საშინელ მდგომარეობაში აქვს. მაგრამ, ეპილეფსიის გამო, სტომატოლოგთან ვიზიტს ვერ გაუძლებს.
– სახელმწიფოსგან გეკუთვნით რაიმე დახმარება?
ოლია: სამ თვეში ერთხელ, 120 ლარის წამლები მერიისგან. ასევე სოციალური დახმარება – 100 ლარი. დანარჩენს კი, როგორმე ჩვენით უნდა გავუმკლავდეთ. ჩემი პენსიით რა გავაკეთო? რა ვიყიდო? ჩემი შვილი როგორ დავაყენო ფეხზე?
მხოლოდ საფრანგეთში შეუძლიათ, ფეხზე რომ დააყენონ, ხელახლა რომ ასწავლონ სიარული. ჩემი ერთადერთი ოცნებაც ეს არის. იმ დღეს ყველაფერი გაქრა. გაქრა ოცნება, რომ უნივერსიტეტს დაამთავრებს, ოჯახს შექმნის, ისეთივე ბედნიერი იქნება, როგორც, თავის დროზე მე და მამამისი. იმ დღეს, მე და ლევანს თავზე დაგვენგრა ცხოვრება. (ხმით ტირის.)
მე რა ვქნა? შემომხედე. ზურგი აღარ მივარგა. ზურგი, გული, შაქარი… ტვინი აღარ მიმუშავებს. მეც ამნეზია მქონდა, შვილს ეს ყველაფერი რომ შეემთხვა. შოკის, შიშის, სტრესის გამო…
კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე ვერ ხედავს ამას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ვერ ხედავს, რა დაემართა ჩვენს შვილს.
ახლა ოლია მხოლოდ შვილის საფრანგეთში წაყვანაზე ოცნებობს, სადაც მას ფეხზე დააყენებენ
– უფალს რას ეტყოდით, რომ შეგეძლოთ მასთან გასაუბრება?
ოლია: გულში ყოველდღე ვესაუბრები. ვთხოვ, რომ მშვიდობა იყოს დედამიწაზე. დედები არ დაიტანჯონ შვილების გამო. (ხმა უკანკალებს.) დედებმა საკუთარი შვილების ტანჯვას არ უნდა უყურონ. ღმერთო, რამხელა ტკივილია, როდესაც შვილი ცუდად გყავს, შენ კი ვერაფერს შველი.
– ოლია, მეგობრებს თუ ახსოვთ ლევანი, მოდიან მის სანახავად?
ოლია: კი. კარგი ბიჭები არიან. მოდიან, როდესაც შეუძლიათ. ეტლით გაჰყავთ სასეირნოდ. ჩვენს ეზოში, შვიდი კიბეა ჩამოსასვლელი. ეტლით ვერ ახვალ, რთულია, ძალაა საჭირო.
ეს ეტლი, ლევანს დიდი ხანია დაუპატარავდა, უკვე გაფუჭდა კიდეც. რამდენი ხნის წინ გვაჩუქეს ახლობლებმა. თუ ჩამოწერთ რა გვჭირდება, გთხოვთ, პირველ რიგში ეს დაწერეთ. და კიდევ, ძველი ტელევიზორი რომ შეგვიცვალოთ, თუ შეიძლება. ეს ჩემი შვილისთვის მნიშვნელოვანია, მისმა ტვინმა რომ იმუშაოს.
ამ კიბის და გაფუჭებული ეტლის გამო, ლევანი ოთხ კედელს შუა არის გამოკეტილი
ნეტა, ლევანისთვისაც მოვიდეს გაზაფხული!
– კარგი, ოლია. შიძლება, ლევანსაც რომ გავესაუბრო?
ოლია: ოღონდ გეხვეწები, შვილო, ავარია არ ახსენო.
– პირობას გაძლევთ.
(ღამით ლევანს ხშირად აწუხებს უძილობა და ოლია დღისით აძინებს ხოლმე. გაიღვიძა და ოლიამ გაჭირვებით გადასვა ეტლში.)
ოღონდ იცოცხლე, შვილო! დედიკო შენთვის ყველაფერს დათმობს: საკუთარ ჯანმრთელობას და გულს, სიცოცხლესაც და სისხლსაც
– გამარჯობა, ლევან. როგორ ხარ?
ლევანი: თავი მტკივა. აი, აქ.
– ახლა რა უნდა აკეთო?
ლევანი: კარტს ვითამაშებთ. (ჩემკენ იშვერს თითს.)
– კი მაგრამ, შენ ხომ მომიგებ.
(უხარია, იცინის.)
– ყველაზე მეტად რის ყურება გიყვარს ტელევიზორში?
ლევანი: „ტომი და ჯერის“. ჩართე „ტომი და ჯერი“.
– რომელი საჭმელი მოგწონს ყველაზე მეტად?
ლევანი: „სნიკერსი“. არ მინდა სადილის ჭამა. მოდი, ვითამაშოთ.
***
ლევანის ისტორიის ცრემლის გარეშე მოსმენა შეუძლებელია, გული წუხს და გული ტირის! ეს ტკივილი დედას მუდამ დატანჯავს, მისი ამქვეყნიური ცხოვრების ყოველ წამს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემებისგან ვიხსნათ. დარდით გულმოკლული დედისთვის, ესეც დიდი შეღავათი იქნება.
ლევანს მუდმივად სჭირდება პამპერსი, წამლები, პროდუქტი. მას სჭირდება ნორმალური, შესაფერისი ზომის ეტლი, გარეთ რომ გავიდეს, ქვეყანა ნახოს, სხვა სამყაროც დაინახოს თავისი ეზოს გარდა. ასევე სჭირდება ტელევიზორი, რათა ცოტათი მაინც გახალისდეს.
მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ ამ ბიჭისთვის, რომელსაც ცხოვრების ნახვა არ ეღირსა…
შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ სოგომონოვების ოჯახი. ლევანს ძალიან უხარია სტუმრების დანახვა. ოჯახის მისამართი კი ეს არის: თბილისი, ცხრა ძმის ქუჩა, ბინა № 57.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, და რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: სოგომონოვების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:
0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!