რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ათი წლის ვენერას, არ ჰყავს მეგობრები და დარწმუნებულია, რომ არც არასდროს ეყოლება. ღატაკებთან მეგობრობა არავის უნდა. „ვგრძნობ, რომ თავს მარიდებენ. ჩემს გვერდით არ სხდებიან, ჩემთან თამაში არ უნდათ. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ისე მექცევიან, რომ აი, აქ მტკივა“, – ამბობს ვენერა და ხელს გულზე იდებს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
იყო ღარიბი, ნიშნავს იმას, რომ ტანსაცმელი სულ დახეული გაქვს
ათი წლის ვენერას, არ ჰყავს მეგობრები და დარწმუნებულია, რომ არც არასდროს ეყოლება. ღატაკებთან მეგობრობა არავის უნდა. „ვგრძნობ, რომ თავს მარიდებენ. ჩემს გვერდით არ სხდებიან, ჩემთან თამაში არ უნდათ. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ისე მექცევიან, რომ აი, აქ მტკივა“, – ამბობს ვენერა და ხელს გულზე იდებს.
მეგობარი რომც გყავდეს, ასეთ სახლში, სტუმრად არავინ მოვა
ვენერა (10 წლის): ლამაზ სახლში რომ ვცხოვრობდე, და მანქანა რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ, ჩემთან მეგობრობა ყველას მოუნდებოდა. არ დამიჯერებ, მაგრამ მანქანის ტარება ვიცი. ნათესავებმა მასწავლეს. მინდა, ავტომრბოლელი რომ გამოვიდე. მაგრამ ჩემი არავის სჯერა: „ღარიბი ხარ, არასდროს გეყოლება მანქანა, და სახლიც არასდროს გექნება…“ თითქოს ღარიბებს, ოცნების უფლებაც არ გვაქვს…
“ღარიბი თუ ხარ, ყველა თავს გარიდებს. ფული თუ არ გაქვს, შენთან მეგობრობა არავის არ უნდა!“
– რას ნიშნავს სიღარიბე?
ვენერა: ტანსაცმელი რომ არ გაქვს, არც საჭმელი. საწოლიც რომ არ გაქვს, და არც საკუთარი ჭიქა. ეს არის სიღარიბე.
სიღარიბე ნიშნავს, საკუთარი საწოლი რომ არ გაქვს და იძულებული ხარ, ყველასთან ერთად გეძინოს
– ყოველთვის ასე ცხოვრობდით, ფატიმა?
ფატიმა: არ გვიჭირდა, სანამ ჩემი მეუღლე მაღაროში მუშაობდა და ხელფასს იღებდა. მაგრამ ახლა, ასაკის გამო აღარ სჭირდებათ – 65 წლისაა. ამიტომ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა. 850 ლარი გვერიცხება. თითქოს, ერთი შეხედვით, არ არის თანხა. მაგრამ შვიდნი ვართ, და არაფერში არ გვყოფნის. მე, ჩემი მეუღლე და ხუთი შვილი. დავითი 12 წლისაა, ვენერა – 10-ის, შემდეგ მოდის ციცინო – 7 წლის, ზაური – 5-ის არის, ყველაზე პატარა კი, დეგოლი გვყავს – 2 წლისაა. გარდა ამისა, ამ თანხით, ზაურისთვის ვყიდულობთ წამლებს. რომელიც მას ჰაერზე მეტად სჭირდება. თუ არ მიიღო, შეიძლება შეტევა დაემართოს.
„სამწუხაროდ, სრული ბედნიერებისთვის, საკმარისი არ ყოფილა არაჩვეულებრივი მეუღლე და ულამაზესი შვილები რომ გყავდეს“
– დიდი ხანია ავად არის?
ციცინო (7 წლის): იცით, რა საშინელებაა? საშინელ მოძრაობებს აკეთებს. თავს აი ასე, უკან გადაწევს ხოლმე. მერე კი, არაფერი ახსოვს.
ფატიმა: პირველად, სამი წლის ასაკში დაემართა შეტევა. ექიმების თქმით, ავადმყოფი გულის გამოა ასე. ვერაფრით მოვახერხეთ, მისთვის ნორმალური, სრული გამოკვლევა ჩაგვეტარებინა. მისი თბილისში წასაყვანი სახსრები, არასდროს გვექნება.
– შეტევები რამდენად ხშირად ემართება?
ფატიმა: ვერ ვიტყვი, რომ ხშირია, აი წელს, მაგალითად, მხოლოდ ორჯერ ჰქონდა. გამიგია, რომ ზოგიერთ ბავშვს, დღეში რამდენიმეჯერ ემართება. მაგრამ ეს წამალი, რომელსაც ახლა ვასმევთ, ამშვიდებს. ძალიან ძვირია, ერთ შეფუთვაში 40 ლარს ვიხდით. ცხრა წვეთს ვასმევთ, ყოველ დილა-საღამოს. თვეში ოთხი ფლაკონი გვჭირდება.
„ზაურის ყოველ წუთს შეიძლება დაემართოს შეტევა. მისი მარტო დატოვება არ შეიძლება“
– დაავადებას სხვა გართულებებიც თუ ახლავს თან?
ფატიმა: კი. ძალიან მგრძნობიარეა, ყველაფრის გამო ნერვიულობს და განიცდის, შეიძლება იტიროს სულ უმნიშვნელო რაღაცის გამო.
ზაური (5 წლის): მიყვარს, ბევრს რომ მეთამაშებიან. დაჭერობანას და დამალობანას თამაში მიყვარს. ციცინოს ყველაზე კარგად გამოსდის დამალვა. რაღაც საიდუმლო ადგილები იცის.
„სხვადასხვა თამაშს ვიგონებთ, მოწყენილობისგან რომ არ გავგიჟდეთ და ცოტა რომ გავთბეთ“
– ციცინო, გვაჩვენებ ასეთ ადგილებს?
ციცინო: აბა, კი! მე სადღა დავიმალო მერე? წამო, სხვა რამეს განახებ, ოღონდ არავის არ უთხრა!
„აქ არის ჩემი „დასამალავი“ ადგილი, ოღონდ არავის უთხრა!“
– ოჰო, მანდ, მართლაც ვერავინ გიპოვის.
ციცინო: იცი, მინდა პოლიციელი გამოვიდე, ყველა რომ დავიჭირო და ციხეში ჩავსვა. ეს ჩემი მთავარი სურვილია. მეორე – ზაური ავად რომ არ იყოს. მესამე კი – სახურავი რომ შეაკეთონ. აქ, კარგია დამალვა, მაგრამ წვიმის დროს – ცუდია.
– კარგი, ჩამოდი იქიდან, პოლიციელო! მოდი, სხვებსაც ვკითხოთ, რა სურვილები აქვთ.
ციცინო: მე შემიძლია ყველას მაგივრად გითხრა! ყველას სახურავი გვინდა, სახლში წვიმა რომ აღარ ჩამოვიდეს! მე კი, მინდა, ციხეში რომ ჩავსვა ყველა!
„ყველა ცუდი ადამიანის ადგილი, ციხეშია!“
– თუ მეც არ დამიჭერ, მირჩევნია თვითონ რომ ვკითხო. შეიძლება?
ციცინო: თუ არ გეზარება, წამოდი, ჰკითხე.
„ყველანი ვმეგობრობთ. რა გვაქვს საჩხუბარი? გასაყოფიც არაფერი გვაქვს“
– დათუნა, შენ ყველაზე უფროსი ხარ, შენით დავიწყოთ. გვიამბე შენს ოცნებებზე. რას საქმიანობ, ვინ გინდა რომ გამოხვიდე?
დათუნა (12 წლის): ვსწავლობ, სკოლის მერე კი, ყველანი ერთად ვთამაშობთ. არც ტელევიზორი გვაქვს, არც კომპიუტერები, ამიტომ, ჩვენ თვითონ ვიგონებთ სხვადასხვა თამაშს. კიდევ, ტაძარში დავდივარ ხშირად. იქ სტიქაროსნად „ვმუშაობ“. ვფიქრობ, რომ გავიზრდები, მღვდელი გამოვალ.
„მიყვარს შრომა და მიხმარება, ეკლესიის მსახურობა ამიტომ გადავწყვიტე“
– რა საინტერესოა, ანუ შენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებ სულიერ ცხოვრებას?
დათუნა: კი, მაგრამ არის ისეთი რამეებიც, რომელიც ძალიან გამახარებდა. მაგალითად, კომპიუტერი თავისი საჭით და გასაბერი აუზი. ხანდახან, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: რა მაგარი იქნებოდა, რომ გვქონდეს! რა მაგრად იხალისებდნენ ბავშვები.
– და საჭმელებიდან რას ისურვებდი?
დათუნა: არაფერს. სიმართლე გითხრა, დიდად არ მიყვარს ჭამა. ახლა, მარხვას ვიცავ. მხოლოდ ერთხელ დავარღვიე, შემთხვევით, ყველი ვჭამე. აი, რა მიყვარს მართლა ყველაზე მეტად!
„მათლა“ მომიტან „ბუთის“
დეგოლი (2 წლის): მე „ბუთი“ და „სოკოლადი“ კიდე!
ციცინო: თქვა, რომ ბურთი უნდა და შოკოლადი, და კიდევ პატარა მანქანა და ველოსიპედი!
– დარწმუნებული ხარ, რომ ასე თქვა?
ციცინო: კი, მე ხომ მისი და ვარ, და კარგად ვიცნობ.
დედიკო ყველაზე გემრიელია, როგორც „სოკოლადი“
– რა სერიოზული ბავშვები ხართ! ერთს უნდა, პოლიციელი რომ გამოვიდეს, მეორეს – ავტომრბოლელი, მესამეს – მღვდელი!
ციცინო: მე რატომ არ მკითხე საჭმელზე?
– ოჰ, იმდენი მელაპარაკე, სულ გადამავიწყდა!
ციცინო: მკითხე მერე, რას ელოდები?
– რომელი საჭმელი გიყვარს, ციცინო?
ციცინო: მე მიყვარს ჭამა! მაგრამ ყველაზე მეტად, თხილიანი შოკოლადი მიყვარს და ნაყინი. კიდევ, კიტრი და პომიდორი. მაგრამ ყველაზე გემრიელი, მაინც ჩვენი დედიკოა!
„ამ საწოლზე რომ ვწევართ, გვერდები გვტკივა“
– ახლა კი, შენი ნებართვით, შენს „გემრიელ“ დედიკოსაც გავესაუბრები. იქნებ მასაც უნდა რამის თქმა?
ციცინო: ისიც სახურავზე გეტყვის!
ფატიმა: ასეთი ცელქია ეს! თან, ყოველთვის სიმართლეს ამბობს. მართლაც, უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ პირველი, რასაც ვერაფრით ვაგვარებთ – სახურავია! ნეტავ მისი გადახურვა მოხერხდებოდეს. და თითქოს, პრობლემებიც ნაკლები იქნებოდა. გადასახური მასალა რომ გვქონდეს, ჩემი მეუღლე თვითონ გააკეთებდა ყველაფერს. ოქროს ხელები აქვს.
გაა
ოჯახს არანაირი ტექნიკა და არანაირი ავეჯი არ გააჩნია
– გვიამბეთ ყველა თქვენს პრობლემაზე, რაც გაგახსენდებათ.
ფატიმა: საწოლები! შვიდნი ვართ და მხოლოდ სამი საწოლი გვაქვს. ერთზე ჩემს მეუღლეს სძინავს, დანარჩენ ორზე კი – მე და ბავშვებს! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორია! საშინელებაა! ალბათ, ძალიან ბევრს ვითხოვ, მაგრამ ჰაერივით გვჭირდება პროდუქტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სარეცხი მანქანა და საწოლები. ეს ერთადერთია, რაზეც ახლა შემიძლია ფიქრი.
ციცინო: სახურავი არ დაგავიწყდეს! და ის, რაც გითხარი!
„დეგოლი და მისი და-ძმები, ელიან ყველაზე სათნო ადამიანებს !“
სულ ხარჯები:
2654.38₾დარჩა:
0₾