კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
სახლი, რომელშიც მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ძველია და დანგრევის პირას არის. სახურავიდან ისე ჩამოდის წყალი, როგორც გარეთ წვიმს. ოთხი წლის სალომემ, თავის ციცქნა ხელის გულებს უშვერს გახვრეტილი ჭერიდან მომდინარე წვიმის წყალს და გვეუბნება: „აი, ნახეთ რა მალე გამევსოს, ჩემი სახლი ტირის. მალე მოკვდება. როდესაც ღამით ქარი და წვიმაა, მე ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ მეშინია…“ საბასაც ეშინია. დედა გვერდითაა ყოველთვის, მაგრამ ისეთი საშინელი ხმები ისმის, როგორც გამოქვაბულში…
„დედა, წვიმა მალე ხომ არ მოვა?“
ლია მახარაშვილი ხუთი შვილის დედაა. მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია. იმ მცირეოდენი დახმარებით, რასაც სახელმწიფო ოჯახს აძლევს, რთულია თავის გატანა. „ბავშვები კარაქიან პურს გთხოვენ, შენ კი, ცარიელ პურს აძლევ და ეუბნები, რომ ხვალ, კარაქსაც წაუსვამ… და არ დგება ეს „ხვალ“ იმიტომ, რომ მაღაზიაში უკვე იმდენი ვალი გაქვს, ორი თვის სოციალური დახმარების თანხითაც ვერ გადაიხდი… წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ამ დროს დედა“ – თვალცრემლიანი გვეუბნება ლია – „ამ ყველაფერს კი, ისიც ემატება, რომ თითქმის დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ…“
– ლია, გვიამბეთ თქვენი გასაჭირის შესახებ.
ლია (40 წლის): ძალიან მერიდებოდა თქვენი შეწუხება, არ მინდა, ჩემი თავი ვინმეს ზურგზე ტვირთად რომ ავკიდო. მაგრამ, საშინელ დღეში აღმოვჩნდით. სახლი თავზე გვენგრევა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. წასასვლელიც არსად მაქვს. ერთ დღესაც, დაიჭექებს, და ჭერი ჩამოიშლება. ყოველ ღამით, იმაზე ვლოცულობ, დილით ნანგრევებში არ გაგვეღვიძოს.
“მალე, უსახლკაროდ დავრჩებით…“
ჭერი დაზიანებულია, ყოველ კუთხეში წვიმა ჩამოდის.
– როდესაც თქვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა, რა თქმა უნდა, სახურავის შეკეთებას ვერ მოახერხებთ…
ლია: რას ამბობთ, ვერც ვიოცნებებთ… მთლიანად შესაცვლელია, საიდან მოვიტანთ ამდენ ფულს? ზამთარი რომ მოდის, შიშით გული მისკდება. არ ვიცი, როგორ გამოვიზამთრებთ… შეშა ისე გაძვირდა, როგორ უნდა ვიყიდოთ? ეს სახლი თუ არ ჩამოგვენგრა, სიცივით მაინც დავიყინებით…
საბა (4 წლის): მე არ მინდა გავიყინო. მერე ფეხები ბჟუის. ზღაპარში კარგია გაყინვა და ისე, ძალიან ცუდი ყოფილა.
– ზღაპარში რატომაა კარგი?
საბა: იმიტომ, რომ არ სტკივათ. ზღაპარში არ შიათ, მე კი, კარაქიანი პური მინდა, დიდზე დიდი პური.
სალომე (4 წლის): მე ტორტი მიყვარს. დედამ მითხრა, დაბადების დღეზე გექნებათო, მაგრამ არ გვქონდა… საბა მოიქცა ცუდად. (სალომე და საბა ტყუპები არიან.)
„მე, სულ დიდი ვიყავი. იმიტომ, რომ სათამაშოები არასდროს მქონია…“
საბა: აბა, კი-ი-ი… დედას ფული არ ჰქონდა რომ ეყიდა…
– არა უშავს, შემდეგ დაბადების დღეზე გექნებათ!
გიორგი (9 წლის): დედაც სულ ასე ამბობს… შენსავით… (იღიმის.)
– გიორგი, სალომეს და საბას ტორტი უნდათ. შენ რაზე ოცნებობ?
გიორგი: მე, ლამაზი ჩანთა მინდა სკოლისთვის. კიდევ, ტელეფონი, დედას რომ დავურეკო, როდესაც გაკვეთილები ადრე დამთავრდება. კანფეტებიც მინდა, და ველოსიპედიც… მაგრამ, ყველაზე მეტად, იცი, რა მინდა? ჩვენი სახლი რომ არ დაინგრეს!
„ღმერთო, გააკეთე ისე, რომ ჩვენი სახლი არ დაინგრეს!“
ლია: გიორგის სკოლა შორს არის. ხანდახან, ხდება ხოლმე, რომ ადრე სრულდება გაკვეთილები. მე გამომყავს.
– პატარები ბაღში დადიან?
ლია: არა, რა ბაღში… თან დამყავს ხოლმე. ჩვენს სოფელში ბაღი არ არის. მხოლოდ მეზობელ სოფელშია, ოთხ კილომეტრში.
საბა: მე მინდა ბაღში, იქ ბევრი სათამაშოებია. მე არ მაქვს სათამაშოები. ბურთი მინდა… დიდი ბურთი…
სალომე: მე კი, მინი მაუსი. ოღონდ, საწოლის ქვეშ დავაძინებ.
– საწოლის ქვეშ რატომ?
სალომე: წყალი რომ ჩამოვა, რომ არ დასველდეს…
– ლია, ნათესავები თუ გეხმარებიან რამით?
ლია: მე და ჩემს მეუღლეს, მშობლები დიდი ხანია აღარ გვყავს, ობლები ვართ. მშობლის გარდა კი, სხვას ვის შესტკივა გული?! ყველას თავისი თავი გასჭირვებია. ისეთი ცხოვრება მოვიდა, აღარავის აქვს დალხენილი ცხოვრება…
საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან სიღატაკის ანარეკლია!
23 წელია, მე და მალხაზი ერთად, მარტო ჩვენ ორნი, ვუმკლავდებით სიდუხჭირეს. ის ყოველთვის საშინლად მძიმე სამუშაოებზე მუშაობდა. ჰოდა, აი, შედეგიც! ხერხემალი სტკივა და ახლა, უჭირს მძიმის აწევა და დატვირთვა… თუმცა, მაინც ცდილობს… მწყემსად მიდის ხოლმე ნახირში.
„ხანდახან, ხერხემალი ისე გაუსაძლისად მტკივა, რომ მგონია, ჩავიკეცები.“
მალხაზი (47 წლის): ძალიან რთულია, როდესაც ოჯახს ვეღარ ეხმარები… იმ კაპიკებით, რასაც მწყემსობისთვის ვიღებ, მხოლოდ პურს თუ ვუყიდი ბავშვებს. მაგრამ, გულხელდაკრეფილი ვერ ვუყურებ, როგორ შიმშილობს ოჯახი. ხანდახან, ხერხემალი ისე გაუსაძლისად მტკივა, რომ მგონია, ჩავიკეცები. ტკივილგამაყუჩებლის გარეშე, სიცოცხლე არ შემიძლია. ასეა ლიაც. მას თირკმელების პრობლემა აქვს. რომ შევუღლდით, ჩემს მოხუც ბებიას უვლიდა. მაშინ დაეწყო ეს პრობლემები. ბოლო ორსულობის დროს კი, უფრო იჩინა თავი. ცალი თირკმელი თითქმის არ მუშაობდა. ტყუპები საკეისრო კვეთით გააჩინა. მადლობა ღმერთს, რომ სამივე გადამირჩინა.
– ექიმს თუ მიმართეთ?
მალხაზი: რა აზრი აქვს? იმდენ წამალს ნიშნავენ, ვერასდროს ვიყიდით… მერე, ბავშვებს რა ვაჭამოთ?
სალომეს უნდა, დედას რეცხვაში მიეხმაროს.
– ადგილობრივი ხელისუფლება არაფრით გეხმარებათ?
მალხაზი: არაერთხელ დავწერე განცხადება, მაგრამ… ჩემი ოჯახის გასაჭირი გულთან ახლოს არ მიუტანიათ. თავად თბილ და კომფორტულ სახლებში მოკალათებულები, ვერ ხვდებიან, ჩვენ რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს სახლი, ამ ზამთარს ნამდვილად ვერ გაუძლებს. თავზე ჩამოგვემხობა. უიმედოდ დარჩენილებმა, გადავწყვიტეთ თქვენთვის მოგვემართა. თქვენ ხართ ჩვენი ბოლო იმედი! ბევრი მსმენია და წამიკითხავს თქვენი სიკეთეების შესახებ. ვიცი, რომ ყველაზე კეთილ და საიმედო ადამიანებს აერთიანებთ. მჯერა, რომ ისინი ამოგვიყვანენ ამ უბედურებიდან. არ მინდა, ჩემი ოჯახი ყინვასა და სიცივეში, ღია ცის ქვეშ რომ დარჩეს. არ მინდა!
– გიორგი, სკოლაში როგორ სწავლობ?
გიორგი: მინდა, რომ კარგად ვისწავლო, მაგრამ საბა და სალომე არ მაცდიან, სულ ხელს მიშლიან…
– ახლა, და-ძმას ნუ დააბრალებ…
ლია: ყველანი ერთ ოთახში ვართ შეყუჟულები, სხვანაირად არ გამოდის… გიორგის, თავისი სამეცადინო კუთხეც კი არ აქვს, ოთახზე საუბარიც ზედმეტია. საბა ძალიან ცელქია, მეზობელთან გამყავს ხოლმე, გიორგიმ რომ იმეცადინოს. ახლა, სკოლა რომ იწყება, იმდენი რამ დასჭირდება… როგორ უნდა მოვამზადო სკოლისთვის, როდესაც თავზე გვემხობა სახლი და არ ვიცი, ხვალ რა იქნება…
***
მეგობრებო, ახლა, მახარაშვილების ოჯახს თქვენი მხარში დგომა და დახმარება ისე სჭირდება, როგორც არასდროს! ბავშვები საფრთხეში არიან. ერთი დიდთოვლობა, და სახურავი ჩამოინგრევა. მერე, როგორი თოვლი იცის ხაშურში, და როგორ ცივა?! ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ესეც რომ არა, როგორ უნდა გადაიტანოს სუსხიანი და მკაცრი ზამთარი, შეშის და გათბობის გარეშე დარჩენილმა ოჯახმა? ამ პაწაწინა ანგელოზებს ბედის ანაბარა ნუ დავტოვებთ, ნუ გავიმეტებთ ქუჩაში დასარჩენად. მათ ხომ, არსად აქვთ წასასვლელი?!
თუ გადაწყვეტთ, პირადად მოინახულოთ მახარაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, გიზიარებთ მათ მისამართს: ხაშურის რაიონი, სოფელი ტკოცა.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: მახარაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე
https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:
0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!