რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დაგვხოცავენ, ან დაგვასახიჩრებენ …

calendar ოქტომბერი 8, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„ნელა, არ წაიქცე, თორემ აქ სასწრაფოც ვერ მოვა, ვეღარც აგაწყობთ, აქედან რომ გადმოვარდე! ჩამკიდე ხელი!“ – პირველი დაბრკოლება გადავლახეთ. ახლა, კიბეზე უნდა ავიდეთ. ესეც ძალიან სახიფათოა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
დაგვხოცავენ, ან დაგვასახიჩრებენ…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ნელა, არ წაიქცე, თორემ აქ სასწრაფოც ვერ მოვა, ვეღარც აგაწყობთ, აქედან რომ გადმოვარდე! ჩამკიდე ხელი!“ – პირველი დაბრკოლება გადავლახეთ. ახლა, კიბეზე უნდა ავიდეთ. ესეც ძალიან სახიფათოა.

„აი, ეს საფეხური ჭრიჭინებს და ყანყალებს. ჩუმად ასვლა რომც გინდოდეს, არ გამოვა“

         – სიტყვები არ მყოფნის, მაგდა! აქ როგორ ცხოვრობთ?
         მაგდა: ამ სახლში, ყველგან ხიფათია: კიბე შეიძლება ჩაინგრეს, კედელი დაიშალოს, ჭერი ჩამოვარდეს. სულ ყურადღებით უნდა იყო. წვიმის დროს, ტაშტები უნდა შეუდგა. ქარის დროს, ღრიჭოები ტილოები შეტენო. სრულფასოვანი ან კოსმეტიკური რემონტის გაკეთებას ვერ ვახერხებთ. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ფქვილისა და ბურღულეულის საყიდლად გვყოფნის. თვის დასაწყისში ვყიდულობთ, მერე კი, იმპროვიზირება გვიწევს.

„წვიმის წყლისთვის ტაშტები უდგათ. ამის გამო კი, სახლში ნესტია, ყველაფერი არის დამპალი და დაობებული“

        – რა არის თქვენი საარსებო წყარო? 
        მაგდა: დახმარებას ვიღებთ. მეუღლე მეეზოვედ მუშაობს, მე – მომვლელად. ჯამში, ჩვენი შემოსავალი 500 ლარს შეადგენს. ამას ემატება დახმარება – 300 ლარი. თითქოს, დიდი თანხაა, მაგრამ ახლა, პროდუქტი ძალიან გაძვირდა. მე და ჩემი მეუღლე არ ვართ მიჩვეულები ფუფუნებას. თვეში 70 ლარითაც გვიცხოვრია. მაგრამ მაშინ, შვილები არ გვყავდა და ცხოვრებაც არ იყო ამდენად ძვირი. ახლა კი, ძალიან გვიჭირს. მთავარია, საჭმელი გვქონდეს. ბავშვების ტანსაცმელი და წრეებზე ტარება კი, ვერ ხერხდება. 
        – მესმის, გსურთ, ბავშვები ელემენტარულით მაინც რომ უზრუნველჰყოთ…
        მაგდა: საჭმელი ელემენტარული არ არის! არის მხოლოდ იმისთვის, რომ არ მოკვდე. აი, ბავშვები სკოლაში წავიდნენ. ძველმანებით. დახეული ფეხსაცმლით. ჩანთებიც კი არ აქვთ, წიგნები რომ ჩაალაგონ. რამდენიმე თვე ვაგროვებდი ფულს, 2 რვეული და კალამი რო მეყიდა.

„თვალებს რომ ვხუჭავ, გარშემო ყველაფერი ლამაზდება“

          ეკა (10 წლის): ყოველ ღამით, ძილის წინ ახალ ჩანთაზე ვოცნებობ! გორგოლაჭებით! ვარდისფერი რომ იყოს, დორის ნახატით! იცი, დორი? გოგონა მულტფილმიდან. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ხოლმე, რომ სკოლაში ამ ჩანთით მივდივარ, ბავშვები კი, შემომეხვევიან და მეუბნებიან: „ვაიმე, რა ლამაზი ჩანთაა, რა ლამაზი!“
         საბა (12 წლის): ეგ რანაირი ოცნებაა! აი მე, ველოსიპედზე ვოცნებობ. ყველაზე მაგარი სპორტული ფორმა მინდა და ფეხბურთზე სიარული. იქნებ, ჩემგანაც გამოვიდეს ხვიჩა კვარაცხელია?
         – როგორც მივხვდი, ახლა, მხოლოდ ხვიჩაზე ლაპარაკობთ ბავშვები, ის არის ყველაზე მაგარი? და მესი?
          საბა: მესი უკვე დაბერდა, ხვიჩა კი, ჩვენია! ის მართლა ყველაზე მაგარია! არ დაიზარო, უყურე, როგორ თამაშობს, შენც მისი ფანი გახდები!
        მაგდა: საბა ფეხბურთზე გიჟდება მაგრამ, როგორ ვატარო? ჩვენს სოფელში არ არის, ზესტაფონამდე კი, 30 კილომეტრია. ფეხით ვერ წახვალ, ტრანსპორტიც ძვირია.

„ახალი ფეხსაცმელი არასდროს მქონია“

         საბა: ფორმაც ძალიან ძვირი ღირს! ბუცებიც! ორ წყვილ ფეხსაცმელს იყიდი ამ ფასად.
         – თქვენს სახლს დავათვალიერებ, შეიძლება?
         მაგდა: მრცხვენია, მაწანწალებივით ვცხოვრობთ. ყველაფერი გაფუჭებულია. ან რანაირად გვძინავს…
          ეკა: მოდი, მე გაჩვენებ, ოღონდ ფრთხილად იარე. თორემ ჩავარდები, ჩვენ კი, ვერ ამოგიყვანთ. და სასწრაფოც ვერ მოვა აქ.

„სახლში რომ წვიმს, ამ ტაშტებს ვუდგამთ!“

„წვიმის შემდეგ კი, მამიკო ასე ცდილობს ჭერში ხვრელების ამოვსებას“

„ავეჯის გადაადგილება გვიწევს, წვიმამ რომ არ გააფუჭოს“

„გულახდილად თქვით, ადამიანის საცხოვრებელს ჰგავს ეს ნაგებობა?“

         – შენ როგორი სახლი გინდა, ეკა?
        ეკა: ჭერიდან წყალი რომ არ ჩამოდიოდეს, ქარის დროს არაფერი ჭრაჭუნობდეს, კედლები სწორი და ლამაზი რომ იყოს. ერთ კედელს ჩემი ხელით მოვხატავდი! 
        – რას დახატავდი?
         ეკა: ლამაზ ყვავილებს. მიყვარს ხატვა, ლამაზი ბუნების, დედიკოს, ყვავილების. მაგრამ, ერთი პრობლემა მაქვს. არც ნორმალური ფანქრები მაქვს, არც ფურცლები. არც ფლომასტერები, არც საღებავები, არც ფუნჯები.

„აი ასეთ „სწორ“ სახლს „მოვიოცნებებდი“

„ეს კი, მე და ჩემი ძმა ვართ, ზღვაზე მივდივართ“

        ეკა: იცი, ჩემი ოცნება რა არის? მინდა, ზღვა ვნახო! შენ ნანახი გაქვს? მართლა ოსეთი დიდი და ლამაზია? მეგობრების სურათები მაქვს ნანახი, რა ლამაზია მზის ჩასვლა! ზღაპრული! მაგრამ ალბათ,  იქ ვერასდროს მოვხვდები! ძვირია!
        – თქვენი აზრით, რა თანხა სჭირდება თქვენს ოჯახს, ყველაფერი უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს, ადამიანურად რომ იცხოვროთ?
        მაგდა: არც კი ვიცი. ჩვენს შემოსავალს კიდევ 500 ლარი რომ მიემატოს, ამ სახლის შეკეთებაში რომ მოგვეხმარონ, რაღაც ბიძგი მაინც რომ მოგვცენ, ამ ჭაობიდან რომ ამოვიდეთ… ალბათ, სულ სხვანაირი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება.
          – შევაჯამოთ, მაგდა. რა გჭირდებათ ყველაზე მეტად, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს?
          მაგდა: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამშენებლო მასალა, ეს ხვრელები მაინც რომ ამოვავსოთ და სახურავი შევაკეთოთ. ძალიან გვჭირდება პროდუქტი, ისეთი, ეს ზამთარი მაინც რომ გადავაგოროთ. ტანსაცმელი გვჭირდება, ფეხსაცმელი და სასკოლო ნივთები.
          საბა: რატომ გვეკითხებით? ასე ხომ არ ხდება, რომ არაფერი გაქვს და მერე უცებ, ყველაფერი რომ გქონდეს? არ მჯერა, ვინმე ადგეს და ველოსიპედი მაჩუქოს, ან ტელეფონი. აი, ნაცვამი ფორმა ან ძველი ბურთი, კიდევ შეიძლება, მაგრამ რამე ახალი – არ მგონია.
         ეკა: ჰოდა, ნუ გჯერა, მე კი დავიჯერებ! მე მაჩუქებენ, შენ კი – არა!

„ეს პატარა ქართველები უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ. თავი ბავშვებად უნდა იგრძნონ და ყველა ოცნება უნდა აუხდეთ“

***
          მეგობრებო, ამ ოჯახს არავინ ჰყავს, დახმარებისთვის რომ მიმართოს. სრულიად უცხო ადამიანები მათი უკანასკნელი იმედი არიან. დედა ძალიან დარდობს, უჭმელობის გამო, მის შვილებს შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნათ. ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდებათ: საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, სამშენებლო მასალა, საწოლები, ბავშვებს კი – ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები. ერთობლივი ძალებით შევძლებთ, ამ საბრალო ოჯახის დახმარებას ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ ათასობით სხვა ქართველ ოჯახს, რომელიც იყო სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე.
        თუკი ვინმეს ექნება სურვილი, შეუძლია მოინახულოს და პირადად გაუწიოს ამ ოჯახს დახმარება. მათი მისამართია: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძევრი.
       ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! 
       გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას
       არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
      მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კუტალაძეების ოჯახი).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
        ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
      შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
        სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!  დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 დეკ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
315.00₾
2023 თებ 08
სამშენებლო მასალა
1300.00₾

სულ ხარჯები:

1615.00₾

დარჩა:

0.74₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ქანთარია თენგიზ
19.02.2023 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
18.02.2023 17:45:54
₾50.00
გიორგი შალამბერიძე
15.02.2023 20:00:00
₾5.00
ორჯონიკიძე ეკატერინე
07.02.2023 20:00:00
₾3.00
ჯაიანი თამთა
07.02.2023 20:00:00
₾3.00
ხუციშვილი ნუგზარ
07.02.2023 20:00:00
₾3.95
ხუნდაძე ელზა
07.02.2023 20:00:00
₾5.00
ხოშტარია საბა
07.02.2023 20:00:00
₾10.00
ჭიჭინაძე ნოდარ
07.02.2023 20:00:00
₾5.00
წულუკიძე ნატო
07.02.2023 20:00:00
₾5.00
ციხელაშვილი გიორგი
07.02.2023 20:00:00
₾5.00
ცეკვავა ანა
07.02.2023 20:00:00
₾5.00
დიასამიძე ქეთევან
04.01.2023 20:00:00
₾1.00
მუშკუდიანი მარიამ
12.12.2022 20:00:00
₾1.00
სალამაძე ილია
02.12.2022 20:00:00
₾5.00
მარგალიტაძე ნინო
30.11.2022 20:00:00
₾1.00
გიორგი შალამბერიძე
25.11.2022 20:00:00
₾5.00
ბერიკა მემანიშვილი
24.11.2022 20:00:00
₾1.00
კეთილი გული
21.11.2022 17:28:01
₾5.00
გვრიტიშვილი ირინა
20.11.2022 20:00:00
₾0.50

შემოწირულია:

₾1,615.74

133 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,615.74

133 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება