რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

არ მინდა დედამ იტიროს, ამიტომ ვცდილობ ჩუმად ვიხოხო, როდესაც ვერ მხედავს… მაგრამ, სამყარო ხომ ისეთი საინტერესოა! რატომ უნდა ვიყო ეტლის ტყვე, როგორც ციხეში პატიმარი?! მე და დედას არაფერი დაგვიშავებია!

calendar ნოემბერი 25, 2022

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ბესო 15 წლისაა, მაგრამ დამოუკიდებლად ერთხელაც არ მდგარა ფეხზე. თუ ძალიან სტკივა და ეტლში ვეღარ ძლებს, სახლში დახოხავს ხოლმე. ადრე, როდესაც პატარა იყო, ტიროდა, მაგრამ ახლა, უკვე დიდი ბიჭია და არ უნდა დედიკოს შეშინება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„მხოლოდ ტირილი შეუძლია ტკივილისგან,
ვერაფერს ამბობს. ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ არ იტიროს. მაგრამ, არაფერი გამაჩნია…“ პატარა გიგის და ლიზის გულის ამაჩუყებელი სიყვარული ავადმყოფი ძამიკოს მიმართ, გულგრილს არავის დატოვებს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
     

   ბესო 15 წლისაა, მაგრამ დამოუკიდებლად ერთხელაც არ მდგარა ფეხზე. თუ ძალიან სტკივა და ეტლში ვეღარ ძლებს, სახლში დახოხავს ხოლმე. ადრე, როდესაც პატარა იყო, ტიროდა, მაგრამ ახლა, უკვე დიდი ბიჭია და არ უნდა დედიკოს შეშინება.

         „დედიკოს ეშინია ჩემი ცრემლების. თვითონაც ჩემთან ერთად იწყებს ტირილს. პატარა რომ ვიყავი, ტკივილს ვერ ვითმენდი. ახლა უკვე დიდი ვარ და ვითმენ, რომ მტკივა“ – ამბობს ბესო და ნაღვლიანი თვალებით უყურებს დედას. ბესომ ისწავლა ცრემლების შეკავება, დედამ კი – ვერა! ექიმები ეუბნებიან, რომ მისი შვილი ვერასდროს გაივლის, მაგრამ მიუხედავად ამისა, დედა მაინც  ელოდება სასწაულს.

„როდესაც ეტლში ჯდომისგან ზურგი სტკივა, ბესო ბეტონის იატაკზე დახოხავს, დედას კი გული უკვდება“

         ია: როგორ იტანჯება, ჩემი საბრალო ბიჭი! ჩემს ცრემლებს რომ ხედავს, მეუბნება: ნუ ტირი, თორემ რომ მოვკვდები, ვეღარც დამიტირებო. მკლავს ეს სიტყვები! ის ხომ სიკვდილს სიცოცხლის პირველი დღიდან გაურბის. 6-თვიანი დაიბადა, ძლივს გადაარჩინეს… უკვე სასწაულია მისი გაჩენა.
         – ასე რატომ ამბობთ?
         ია: ძალიან მძიმე ცხოვრება მქონდა. მეუღლე ორსულს მცემდა. ამიტომ ბესო ვადაზე ადრე დაიბადა. ვითმენდი, მეგონა, რომ ასეც უნდა იყოს. დედაჩემსაც კი არ ვეუბნებოდი. მხოლოდ ჩემი დედამთილი მიცავდა, სანამ ცოცხალი იყო.
         – რას ამბობთ, ია! მოძალადე ქმართან რამდენ ხანს ცხოვრობდით?
         ია: მეგონა, ყველაფერი მოგვარდებოდა, უდიდესი ცოდვა მეგონა ოჯახის დანგრევა, ვითმენდი. მაგრამ, 4 წლის წინ, გადაწყვეტილება მივიღე და წამოვედი. კი, ძალიან რთულია უნარშეზღუდული ბავშვის მოვლა, როცა მარტო ხარ. მაგრამ, ასე უფრო მშვიდად ვარ. არ გვინდა ამაზე საუბარი. ის ბესოს მამაა, ბესოს ის უყვარს. არ მაქვს მასზე ცუდის თქმის უფლება. ასეთი ადამიანია, რას იზამ?

„ჯერ ცოცხალი ვარ, დედა, ნუ ტირი!“

        – ანუ, მეუღლისგან წამოხვედით და აქ დასახლდით?
        ია: ქირით ვცხოვრობდით, მაგრამ გადახდის საშუალება ყოველთვის არ მქონდა. ქუჩაში გვყრიდნენ. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია, როდესაც ავადმყოფი შვილი გყავს და არ გაქვს თავზე ჭერი. მე კი გავათევ ღამეს ქუჩაში, მაგრამ ბესო?
         ბესო: აქედან ხომ არ გაგვყრიან, დედა?
         ია: არ ვიცი, შვილო… ესეც ხომ არ არის ჩვენი.

„დედა, მცივა, ქუჩაში არ მინდა“

        – და ეს რა შენობაა?
        ია: ბესო დღის ცენტრში რომ დამყავდა, ამ შენობასთან გვიწევდა გავლა, აქ კარგი ასფალტია დაგებული და ეტლით ვასეირნებდი. მაშინ შევამჩნიე. კარებს ბოქლომი ედო, მეზობლებმა კი მითხრეს, რომ დიდი ხანია აღარავინ ცხოვრობს. ეს ოთახი არავის ეკუთვნის.

 „ამ მიტოვებულ შენობაში ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ამ საბრალო ადამიანებს არ აქვთ სხვა გამოსავალი“

         – აქ როგორ აღმოჩნდით?
         ია: აი, ერთხელაც ქირა რომ ვეღარ გადავიხადე და ქუჩაში დავრჩით, ეს ადგილი გამახსენდა და მოვედი აქ. ვტიროდი, მეზობლების დახმარებით, ბოქლომი გავტეხე და შემოვედი. პირველი თვეები იატაკზე გვეძინა, ტანსაცმელზე, მერე მეზობლებმა დაიწყეს ნივთების მოტანა, ვისაც რა ჰქონდა ზედმეტი. ახლა, აქ რასაც ხედავთ, არაფერი არ არის ჩვენი! საწოლი გვათხოვეს, ღუმელიც, საბნებიც. ისე მიჭირს, პურის მეტს ვერაფერს ვყიდულობ. გუშინ, ბესომ ჩაი მთხოვა, შაქარი კი არა, ძველი ჩაის ფერიც არ მქონდა სახლში! მეზობელმა  ჩემი ტირილი გაიგო და მაჩუქა 2 ცალი. ერთ კვირას ვიმყოფინებთ.

„ხანდახან, პურს ვხარშავ და ტომატის პასტით ვაზავებ“

        – დამხმარე არავინ გყავთ? 
        ია: მშობლები მყავს, მაგრამ იმათ თავად სჭირდებათ დახმარება. როგორ უნდა ვთხოვო რამე მოხუცებს? ნათესავები კი, ვინც დახმარებას შეძლებდა, არ მყავს. ჩემი ერთადერთი იმედი, უცხო ადამიანები არიან, ვისაც ესმის უფლის ხმა, და გაიგებენ ჩვენს ტკივილსაც! 
         – როგორც მივხვდი, შემწეობა თქვენი ერთადერთი შემოსავალია?
          ია: შემწეობა და ბესოს პენსია. არ ვიცი, რაზე უნდა ვიმყოფინოთ.
         – პირველ რიგში რას იყიდიდით, ფული რომ გქონდეთ?
         ია: სახურავს შევაკეთებდი, წვიმის დროს საპირფარეშოში ქოლგით დავდივართ. სკამიც კი არ მაქვს, დაჯდომა რომ შემოგთავაზოთ. არც საწოლები, არანაირი ავეჯი. მე გაზქურაზე და სარეცხ მანქანაზე ვოცნებობ, ბესოს კი ძალიან უნდა კომპიუტერი. ეჰ… რაღაა სალაპარაკო, როდესაც კუჭები უკვე გაგვიხმა, მშივრები ვართ… პროდუქტით დაგვეხმარეთ!
         – ბესო, რას გააკეთებდი, კომპიუტერი რომ გქონდეს?
         ბესო: „ფეისბუქს“ გავხსნიდი, მივწერდი ჩემნაირ ბავშვებს! ისინი ხომ გამიგებდნენ!

„მე კარგი ბიჭი ვარ, ვიმეგობროთ“

          – სხვებს არ ესმით?
          ბესო: არა, მე არ მყავს მეგობრები. ხეიბართან მეგობრობა არავის უნდა. ინტერნეტში კი, შეიძლება მეგობრობა, იქ ბევრი ხალხია! მე წერაც ვიცი და კითხვაც, შემიძლია ველაპარაკო. შევძლებ ყველაფრის კეთებას, რაც მაინტერესებს, ფილმების ყურებას, ფეხბურთის თამაშს… ყველაფერს! ახლა კი, მხოლოდ სახლში ხოხვა შემიძლია.
* * *
        მეგობრებო, ეს საბრალო ადამიანები სხვას ვერავის მიმართავენ დახმარებისთვის. მათი უკანასკნელი იმედი, სრულიად უცხო ადამიანები არიან. ია ძალიან დარდობს, ცუდი კვებისა და სიცივის გამო, მისი ავადმყოფი შვილის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს.
        ამ კეთილ ქართულ ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, სამშენებლო მასალა, გაზქურა, სარეცხი მანქანა, საწოლები, მაგიდა და სკამები, თბილი საბნები. შესანიშნავი იქნება, თუ ბესოსთვის კომპიუტერის შეძენას მოვახერხებთ! ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ უამრავ ქართულ ოჯახს, რომელიც იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.
        თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, ეს არის მათი მისამართი: ქუთაისი, სულხან-საბა ორბელიანის №5 შესახვევი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას. 
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბესო მოისწრაფიშვილი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ბესო უფლის რჩეულია და ღმერთი თქვენი ხელით ზრუნავს მასზე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„როდესაც საჩუქრები მოჰქონდათ, ხელებს შლიდა, ხმამაღლა იცინოდა, ყვიროდა: რა ბედნიერებაა, ჰო, დედა? ცდილობდა ეტლიდან წამოდგომას… რომ შეეძლოს, ხტუნვასაც დაიწყებდა. მისი თვალები იმხელა ემოციას გამოხატავდა… არასდროს დამავიწყდება ეს წუთები. მუდამ ტკივილით, შიმშილით და სიცივით დატანჯული ჩემი პატარა ბიჭის სახეზე პირველად დავინახე ასეთი ღიმილი“ – გვეუბნება ია და თან თვალებზე მომდგარი ცრემლის დამალვას ცდილობს. ეს სიხარულის და მადლიერების ცრემლებია. 

„მადლობა ამ ბედნიერი წუთებისათვის, ღიმილისათვის!“

         15 წლის ბესო დაბადებიდან ცერებრული დამბლით იტანჯება.  დედამ ის ექვსთვიანი გააჩინა და იმ დღიდან შვილის გადარჩენისთვის იბრძვის. ქალბატონი ია მეგრელიშვილი ძალადობის მსხვერპლია. ახლა, ის სრულიად უმწეო, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მარტოხელა დედა გახლავთ…  დროებით აფარებს თავს ქუთაისის ერთი ძველისძველი, მიტოვებული შენობის პატარა ოთახს. არ იცის, როდის გამოასახლებენ. მისი ცხოვრება მუდმივი წინააღმდეგობებითაა სავსე. რა არ გამოუვლია: შიმშილი, სიცივე, საზოგადოებრივ საპირფარეშოებში, საკუჭნაო ოთახებში ცხოვრება…  და ეს ყველაფერი შვილთან ერთად, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია. ყოველთვის ცდილობდა, ეშრომა: დამლაგებლად, დიასახლისად, მოსამსახურედ  ემუშავა. ცდილობდა, სადმე ისეთ ადგილას დასაქმებულიყო, სადაც ბესოსთან ერთად შეძლებდა ყოფნას, შეფარებას, შვილისთვის თუნდაც ერთი ნაჭერი პურის ყიდვას. ღმერთო, რა მტკივნეულია გოლგოთა, შენ ეს ყველაზე უკეთ იცი. იას ცხოვრებაც ამ გოლგოთას გზას ჰგავს – მძიმე ჯვრით და მუდმივი ტანჯვით არის აღსავსე.
         – ია, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ახალი? გხედავთ იმედით გაძლიერებულს და ეს ძალიან გვახარებს.
ია: კი, ნამდვილად. თქვენი და ჩვენი კეთილი ქართველი ხალხის იმედი არ მომიშალოს უფალმა. იმედის მიცემა, დახმარება, გვერდში დგომა – ეს ყველაზე მეტად სჭირდება წაქცეულ ადამიანს. ზოგჯერ თბილი მოკითხვა, გამამხნევებელი სიტყვაც კი უზარმაზარ ძალას გმატებს…  აბა, გეკითხებით, ასეთი დახმარება, როგორიც მივიღეთ რას იზამდა? ერთიანად დაგვიბრუნა სიცოცხლის ხალისი. ბრძოლას ვაგრძელებ, ჩემი შვილის ფეხზე დასაყენებლად და არაფრის მეშინია. მჯერა, ჩემი საქართველო დამიდგება გვერდით! თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ 20-მდე ადამიანმა დაგვირეკა. ადგილობრივი ხელისუფლებაც კი „გამოცოცხლდა“, ბევრ რამეს დაგვპირდნენ. ვნახოთ, იქნებ ჩვენს ტანჯვასაც მოეღოს ბოლო. 
        – მოდით, გვიამბეთ, ყველაფერი დაწვრილებით, ვინ დაგეხმარათ? რით დაგეხმარნენ?
 ია: პირველ რიგში თქვენი ფონდის კეთილი მეგობრები, რომელთა წყალობითაც დღეს საწოლები გვაქვს. ოცდამეერთე საუკუნეა და ხომ ნახეთ, საკუთარ საწოლში დაძინებაზე ვოცნებობდით… აქამდე იატაკზე გვეძინა. საერთოდ არაფერი გაგვაჩნდა. ბედნიერებაა რბილ საწოლში ძილი. მადლობა ყველას ამ ბედნიერებისთვის. მივიღეთ შესანიშნავი მაცივარი, პლაზმური ტელევიზორი…

„ბესო, დედი, ხომ მოგწონს შენი ლამაზი, ფუმფულა საწოლი?“

ბესო (15 წლის): როგორ მინდოდა, რომ ოდესმე ჩვენც გვქონოდა ტელევიზორი… 
ია: ხომ აგიხდინეს, ჩემო ბიჭო, ეს ოცნება? ბესოს უყვარს მუსიკის მოსმენა. გადაცემებსაც უყურებს ხოლმე, ბუნების შესახებ… მოგზაურობაზეც…

„ტელევიზორი კარგი მეგობრის მაგივრობას გამიწევს. დედა შინ რომ არ იქნება, ის დამელაპარაკება!“

ბესო: მე არასდროს არსად ვყოფილვარ, მხოლოდ სახლი და „ნაიო“. („ნაიო“ დღის ცენტრია შშმ ბავშვებისთვის.) ალბათ, ვერც ვერსად წავალ, მე ხომ ეტლში ვზივარ?! რომ მომბეზრდება და ზურგი ამტკივდება, ვხოხავ და ისიც, მხოლოდ ოთახში.
ია: მაგრამ, ბესოს წინასაახალწლოდ თქვენმა ფონდმა ისეთი სიურპრიზი გაუკეთა-ა-ა-ა… 
ბესო: ახლა, ყველგან შევძლებ მოგზაურობას. იმიტომ, რომ მაქვს კომ-პი-უ-ტე-რი! იცი, როგორ გამიხარდა? აქ ნამდვილი ჯადოსნური სამყაროა – მეგობრებიც, თამაშებიც და კინოებიც. სპორტსმენიც შეგიძლია გახდე, თუნდაც სიარული არ შეგეძლოს…

მხოლოდ აქ არის ეტლით მოსარგებლე ბიჭის „ჯადოსნური სამყარო“, რადგან ის შინიდან ვერ გადის.

         – ია, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
ია: უამრავი ადამიანი გვირეკავდა და გამოთქვამდა დახმარების სურვილს.  თბილისში ერთ ძვირფას ქალბატონს წაუკითხავს სტატია და იმდენი უტირია… ჩემი გასაჭირი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა. მისი შვილიც შშმ პირი ყოფილა. ხომ გესმით, ასეთ ადამიანებს უკეთ შეუძლიათ ჩემი ტკივილის გაგება. ამ საყვარელ ქალბატონს დაურეკავს ქუთაისში ახლო მეგობრებთან და უთქვამს რომ სასწრაფოდ ეყიდათ ჩვენთვის პროდუქტი და რითაც შეეძლოთ დაგვხმარებოდნენ. გვესტუმრა  მისი ორი მეგობარი ქალბატონი. მათ უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს. ისეთი საყვარელი ადამიანები არიან… კიდევ ადგილობრივი ცოლ-ქმარიც იყო ჩვენთან. ბავშვიც ახლდათ (ვაჟი.) მათაც მოგვიტანეს პროდუქტი.  ბატონი ვაჟა ძალიან კარგი ადამიანია. დღემდე გვეხმიანება და კითხულობს ჩემი ბესოს მდგომარეობას. 

„ეს ჩვენი ულამაზესი მაცივარია! ტა-ტა-ტა-ტამ, ახლა გავაღებ…“

„ამდენი პროდუქტი არასდროს გვქონია!“

ია: თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებიც გვესტუმრნენ. მათი ხელმძღვანელიც იყო. 
ბესო: აუ, რა მაგარი ტელეფონი მაჩუქეს, იცი? მოიცა, უნდა გაჩვენო! „Redmi 11“  აქამდე საერთოდ არანაირი ტელეფონი არ მქონია.
ია: რა ტელეფონი? ხანდახან ბავშვისთვის ჩაიც კი არ მქონდა და მეზობლისთვის მითხოვია. იმ ორ-სამი  პაკეტით კი, რასაც მოგვცემდა  მთელი კვირა გადაგვიგორებია. 
ბესო: დე, კიდევ ახალგაზრდა ბიჭები და გოგონებიც რომ იყვნენ ჩემს გასაცნობად, ისიც მოყევი…
ია: აქ ქუთაისში ყოფილა რაღაც ორგანიზაცია, რომელიც ასეთი ტიპის შშმ ბავშვებს ეხმარება. მათაც მოგვაგნეს თქვენი სტატიით და საახალწლო ნობათი მოგვიტანეს. ყველაფერი ბევრი და გემრიელი იყო.

„ყველას გადაეცით მოკითხვა და სიყვარული ბესოსგან“

         – როგორც ვხედავ, ჩვენმა პოსტმა უსაზღვროდ კარგი საქმეები გააკეთა!
ია: რას ამბობთ! თქვენ რომ არა, არ ვიცი, დღეს რა იქნებოდა… 43 წლის გავხდი და ახლა დავიჯერე სასწაულების!
         – ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რამით?
ია: იცით, ამ სტატიის შემდეგ, ისინიც გამოცოცხლდნენ. ადრე ყურადღებას არ გვაქცევდნენ, რადგან ქუთაისში არ ვიყავით ჩაწერილები. ერთი პერიოდი სოციალურიც კი შეგვიჩერეს ამის გამო  და რა დღეები გადავიტანეთ, ამის გახსენებაც აღარ მინდა… ახლა კი, სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო საქმეში. ვიცი, მათაც თქვენ შეატყობინეთ. ჰოდა, დროებითი ჩაწერა გაგვიფორმეს, შეშა მოგვიტანეს, მართალია მთელ ზამთარს არა, მაგრამ როდემდეც გვეყოფა, ხომ გვეყოფა?! მერე კიდევ რაღაც იქნება ღმერთის სასწაულით… აქაური სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ თანამშრომლები, ნახეს, რომ დასაჯდომი სკამიც კი არ გვქონდა. ერთ კვირაში კომოდი და ოთხი სკამი გამოგვიგზავნეს. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ხელისუფლება ყოველთვის იზრუნებს თავის საცოდავ ხალხზე და მხოლოდ მომხვეჭელობით არ იქნება დაკავებული…
          – დღის ცენტრი „ნაიო“-ს ჯადოსნური სამყარო ახსენეთ. ამ ცენტრის მომსახურებით სარგებლობს ბესო?
ია: დიახ. სკოლაში მის მიღებასა და შინ სწავლების პროგრამაზე უარი გვითხრა ზოგიერთმა დირექტორმა. მაგრამ ახლა, ესეც მოგვარდა, სახალხო დამცველის დახმარებით.  თქვენი შემწეობით ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ბესო დღის ცენტრშიც გააგრძელებს სიარულს და შინ სწავლების პროგრამითაც ისარგებლებს. მეც დამასაქმა გამგეობამ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სპეციალური  პროგრამის საფუძველზე.  ვმუშაობ საკონდიტრო „დეილიში“ დიასახლისად. სანამ ბესო დღის ცენტრშია, მე შემიძლია მშვიდად ვიყო და ვიმუშაო. 

„ჩვენ  არასდროს ვყოფილვართ ასეთი გახარებულები“

        – ია, მესმის რომ ძალიან გაგახარათ საზოგადოების ასეთმა რეაქციამ, მაგრამ ამით თქვენი პრობლემები არ დასრულებულა…
ია: ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა, საერთოდ არაფერი! ახლა მხოლოდ ის ნივთები გვაქვს, რაც თქვენ გვაჩუქეთ. აბა, ჩვენს საჭიროებებს რა გამოლევს? ერთი თაბახის ფურცელიც არ ეყოფა, რომ ჩამოვწერო. ყველაფერზე სხვის შეწუხების ძალიან მრცხვენია.  ნეტავ, საკუთარი ჭერი –  ჩვენი პატარა ოთახი გვქონდეს სადმე, საიდანაც არასდროს არავინ გაგვაგდებს მე და ჩემს ავადმყოფ შვილს და ხმასაც არ ამოვიღებდი არანაირ საჭიროებაზე. 
         – მე ვხედავ ამ შენობაში როგორი ცუდი პირობებია, აბაზანა საერთოდ არ გაგაჩნიათ. მხოლოდ საპირფარეშოა და ისიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში…
ია: ენით ვერ აგიწერთ როგორ მიჭირს ბესოს დაბანა, საპირფარეშოში გაყვანა. აქ ხომ, ადაპტირებული არაფერია?!  რა ადაპტირებაზეა საუბარი, წყალი ჩამოდის და ჩამოქცევასაა ჭერი. 15 წლის, ამხელა ბიჭს ზურგზე მოვიკიდებ ხოლმე და ისე მიმყავს. არც ცხელი წყალი გვაქვს. გაზიც არ არის შენობაში. იმის საშუალება მაინც იყოს, რომ დენის გამაცხელებელი დავაყენოთ, ჭერი მოვაწესრიგოთ… მაგრამ ამ ყველაფერს  დიდი ფული სჭირდება, ჩვენ კი არასდროს გვექნება ამხელა თანხა!
         – სარეცხსაც ცივ წყალში რეცხავთ?
ია: სარეცხ მანქანაზე ოცნებასაც ვერ ვბედავ. ნეტავ, ნორმალური აბაზანა გვქონდეს, ცხელი წყალი მოდიოდეს, ბესო ზურგით არ დამყავდეს, იმის შიშით, რომ აი, ახლა ფეხი გამიცურდება და ყველაფერი დამთავრდება… ისეთი დღეები მაქვს გამოვლილი… ხელით რეცხვა, თუნდაც ცივ წყალში, იმასთან არაფერია! ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, ოჯახიც ამიტომ დამენგრა. ერთი ვაჟი მაკლია – ერთი თვის ასაკში გარდამეცვალა. ეს ბესოს დაბადებამდე იყო. ბესოც აი, ასეთ მდგომარეობაში დაიბადა – დღენაკლული, საშინელი დიაგნოზით. გარკვეული დროის განმავლობაში, საავადმყოფოში „ვცხოვრობდით“. ყოველ დილით უფალს ვევედრებოდი, ჩემი შვილი გადაერჩინა. იგივე მეორდებოდა, რაც წინა შემთხვევაში მოხდა – სამშობიაროდან ქუთაისის იგივე საავადმყოფოში გადაგვამისამართეს. მეგონა ამ ჯერზეც მარტო დავბრუნდებოდი შინ… 
         მაგრამ, უფალმა ისმინა ჩემი ვედრება და ბესო გადამირჩინა… თუნდაც ასეთი… ის ხომ ჩემი შვილია, ჩემი ნაწილი. მე სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ფეხზე დავაყენო. ახლა შევიტყვე ერთი საინტერესო ინფორმაცია. მარტის თვეში, ქუთაისში თურქი ექიმები ჩამოდიან  და სწორედ იმ პრობლემებზე მუშაობენ, რაც ბესოს აქვს. ეს ფასიანია. იქნებ ვინმე ღვთისნიერი დამიდგეს გვერდში და შევძლო მათთან კონსულტაციაზე ჩაწერა? გავიგო, რა არის საჭირო, ჩემი შვილის ფეხზე რომ დადგეს: იქნებ ოპერაცია, იქნებ სხვაგვარი მკურნალობა? ვენდობი ქართველ ექიმებს, რომლებიც დიდ იმედებს არასდროს მაძლევდნენ, მაგრამ  მე ხომ დედა ვარ და ყველა საშუალება უნდა მოვსინჯო?  ყველაფერი უნდა გავაკეთო ჩემი შვილის გადასარჩენად! 

ისინი კვლავ ჩვენს სიკეთეს ელიან!

***
ვუსმენდი იას და ვფიქრობდი, რომ დედის ძალა განუზომელია, როდესაც საქმე შვილის გადარჩენას ეხება. ყველა დედა გმირია, როცა თავისი პირმშოსთვის ბრძოლობს. გმირ დედას კი, აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა! მეგობრებო! ნუ მივატოვებთ გასაჭირში ამ საოცარ ადამიანს! იქნებ, კიდევ რამით შევძლოთ  მისი დახმარება. ამაზე კარგს ვერასდროს ვერაფერს გავაკეთებთ!
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! კვლავაც დაეხმარეთ ამ ოჯახებს! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! 
        ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მოისწრაფიშვილების  ოჯახი)
   თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus     
          შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund          
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund       
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
          ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2022 დეკ 23
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1115.00₾
2023 იან 27
საწოლი
1110.00₾
2023 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
505.00₾
2023 თებ 14
კონსულტაცია
85.00₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
125.00₾
2023 აპრ 24
ღუმელი
240.00₾

სულ ხარჯები:

3180.00₾

დარჩა:

0.38₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
კეთილი გული
05.04.2023 16:10:26
₾5.00
ჩიქოვანი მარიამ
26.03.2023 20:00:00
₾8.00
შარაშიძე ნიკა
23.03.2023 20:00:00
₾1.00
ხაჭაპურიძე გიორგი
17.03.2023 20:00:00
₾30.00
'მარიკა ჭოველიძე
17.03.2023 20:00:00
₾1.00
ვარდოსანიძე ვალერიან
13.03.2023 20:00:00
₾5.00
აბულაძე ლია
11.03.2023 20:00:00
₾5.00
გრძელიშვილი ნინო
11.03.2023 20:00:00
₾10.00
კეთილი გული
10.03.2023 16:29:35
₾50.00
კეთილი გული
10.03.2023 16:26:22
₾20.00
დეკანოსიძე ნათია
09.03.2023 20:00:00
₾10.00
'მარიამ მგელაძე
09.03.2023 20:00:00
₾1.00
ზუხბაია ალექსი
05.03.2023 20:00:00
₾50.00
მეგრელიშვილი ანი
03.03.2023 20:00:00
₾5.00
'ქეთევან დიასამიძე
02.03.2023 20:00:00
₾1.00
იმედაშვილი მარიამი
28.02.2023 20:00:00
₾1.00
დავით ლალიშვილი
26.02.2023 20:00:00
₾1.00
დანელია გოჩა
26.02.2023 20:00:00
₾10.00
დიასამიძე რუსლან
25.02.2023 20:00:00
₾10.00
ნანა ცაბაძე
23.02.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,180.38

253 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,180.38

253 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება