რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჯილდა: ოჰ, როგორ მეშინოდა ამ მომენტის, როგორ არ მინდოდა დაჯერება… მითხრეს, რომ წლების განმავლობაში ლუკას მდგომარეობა დამძიმდებოდა, მაგრამ მე მაინც სასწაულის მწამდა! მაინც ვფიქრობდი, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ჰქონოდა ლუკას? ვფიქრობდი, იქნებ ურჩხული, რომელიც მის თავში ცხოვრობს, აღარ განვითარდება და შეეშვება ჩემს შვილს? მაგრამ არა, ისევ დაეწყო თავის ტკივილები და შეტევები.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„პუტკუნა და ჯანმრთელი ბიჭი ჩანს, მაგრამ მის თავში მონსტრები ცხოვრობენ“
„მხოლოდ შემწეობის თანხით თავს ვერ გაიტან. მითუმეტეს, თუ პამპერსის ყიდვასა და ქირის დაფარვაში ხარჯავ მის დიდ ნაწილს.“
„დედას უჭირს ლუკასთან გამკლავება, ის ძალიან დიდი და მძიმეა“
„ჩემი ოცნებაა, გავხდე ცნობილი მოჭიდავე და ჩემს ოჯახზე ვიზრუნო“
„მე ლუკას ლაპარაკი ვასწავლე, ახლა კი, ვისწავლე, როგორ გავაკეთო ჩაი“
სიგიჟემდე უყვარხართ ჩემს შვილებს! იმდენი სითბო და სიყვარული, იმდენი საჩუქარი მიიღეს თქვენგან!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ორი წყვილი ფეხსაცმელი მაქვს! ხან ერთი მაცვია, ხან მეორე.“
ჩემი ძმა ლუკა, ტირილს იწყებს როდესაც ძალიან უხარია რაღაც – გვიხსნის 6 წლის ნიკუშა. – იცი, რამდენი იტირა? ახალი საწოლის, ახალი ტანსაცმლის, ახალი ფეხსაცმლის და კიდევ, ხორცსაკეპი მანქანის გამო, ჩემი პლანშეტის, თაფლისა და კანფეტების გამო. მაგრამ, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობს თავს, ცუდად კი არა.
– უნდა დავიმახსოვრო. შენ როგორ გამოხატავ, საჩუქარი რომ გიხარია?
– მე მხიარული ვარ, მინდა ბევრი ვილაპარაკო, ყველას მადლობა ვუთხრა. მე ყველა მიყვარს!
გაბედავების ოჯახში, ბავშვები სხვადასხვანაირად გამოხატავენ სიხარულს. მაგრამ, ეს გრძნობა ნამდვილად გულის სიღრმიდან მოდის. ამდენი გაჭირვების მერე, ეს მათთვის უდიდესი ბედნიერებაა.
– ნიკუშ, სკოლის არდადეგები უკვე დაიწყო? ალბათ, დილიდან შენი ველოსიპედით სეირნობ, ხოლმე.
ნიკა: ჯერ ჩვენს ქუჩაზე ვსეირნობ, მერე კი – პარკში. მამამ ორბორბლიანი ველოსიპედის ტარება მასწავლა, უკვე კარგად გამომდის. რომ დავიღლები, ბავშვებსაც ვაძლევ ხოლმე ჩემს ველოსიპედს. იცი, ჩემებური ხრიკი მოვიფიქრე, კანფეტი ყოველთვის რომ მქონდეს.
ველოსიპედით ვსეირნობ, სანამ არ დავიღლები. მერე კი ვაქირავებ მას და კანფეტებს ვითვლი.“
– აბა, რა მოიფიქრე?
ნიკა: ერთი წრე ველოსიპედით – ერთი შოკოლადის კანფეტია. ორი წრე – ორი კანფეტი. სამი წრე – სამი კანფეტი. ამიტომ ახლა, კანფეტებიც მაქვს და ველოსიპედიც.
– ნიჭიერი ბიზნესმენი ყოფილხარ, ნიკუშ!
ნიკა: ძალიან მიყვარს, დედიკოს რჩევებს რომ ვაძლებ და ყველაფერში მონაწილეობას რომ ვიღებ. როდესაც თქვენგან თანხა მივიღეთ პროდუქტები რომ გვეყიდა, მეც გავყევი დედას მაღაზიაში და პროდუქტებს ვარჩევდი. ისეთი რაღაცეები ავარჩიე, რომელიც ყველას მოეწონა ჩვენს ოჯახში. ლუკა კი ისე ჩამეხუტა, კინაღამ დამახრჩო. შოკოლადის პასტა ავარჩიე, იოგურტები, წვენები, ორცხობილა „ყურები“, ფანტელი, რძე რომ უნდა დაასხა ისეთი, კანფეტი და რა თქმა უნდა, ძეხვი, თაფლი, კექსები. დედიკომ აარჩია ბრინჯი, წიწიბურა და კვერცხი. მაგრამ მგონი, ჩემი არჩეული რაღაცეები უფრო მაგარია, არა?
ნიკუშამ მაღაზიაში აარჩია ყველაფერი, რაც გულით უნდოდა!
– ჯილდა დედიკო, არ გეწყინოთ, მაგრამ ნიკუშას არჩევანს ვემხრობი: თუ ქეიფია, ქეიფი იყოს!
ჯილდა: მთავარია, ბავშვები იყვნენ გახარებულები, მე ყველაფერზე თანახმა ვიქნები. (იცინის.) უბრალოდ თვალყურს ვადევნებ, რომ ლუკამ ექვსი საათის მერე არ ჭამოს ტკბილეული. წონის პრობლემა აქვს, მაინც, აქტიური მოძრაობა კი არ შეუძლია.
ლუკა გიჟდება ტკბილეულზე და თაფლის ქილა ჩაიგდო ხელში.
ნიკა: „ნუ გეშინია, იოგურტი არ გაგასუქებს. მოდი, მე გაჭმევ.“
ნიკა: ნიკასთვის ტანსაცმლის არჩევაშიც მე მივეხმარე. ბაზრობაზე სამივე ერთად წავედით მე, ლუკა და დედიკო. იქ არის ძალიან დიდი ზომის „ტანსაცმელების“ მაღაზია. ლუკას შარვალიც ვუყიდეთ, მაისურებიც და შორტიც. ფეხსაცმელი კი თვითონ ნახა. ყველაფერი ძალიან მოეწონა. გითხრა, როგორ მივხვდი? ჯერ, ბაზრობიდან რომ მოვედით, იტირა, და თან ასჯერ მაინც გაიმეორა: „მაისური“, „შარვალი“… როდესაც ბევრჯერ იმეორებს ერთი და იგივე სიტყვას, ეს იმას ნიშნავს, რომ ნივთი ძალიან მოსწონს.
ლუკასთვის ტანსაცმელი ნიკუშამ აარჩია.
აი, ახლა ჩვენი ლუკა მოდური ბიჭია!
– ოქროს ბიჭია ლუკა! ღმერთმა ჯანმრთელობაში და ბედნიერებაში მოახმაროს ეს ყველაფერი!
ნიკა: კი, კი, ძალიან საყვარელია, პატარა ბავშვივით. ასე ამბობს ხოლმე: „პლანშეტი, პლანშეტი, პლანშეტი“… „საწოლი, საწოლი, საწოლი“… ესე იგი, ძალიან მოსწონს. ყველა ნივთზე ასე ამბობს, რაც თქვენ გვაჩუქეთ. პურის საცხობზეც, ახალ მაგიდაზეც და ჩემს ველოსიპედზეც…
„ძლივს დავიჯერე, რომ ეს პლანშეტი ჩემია. თავიდან ძალიან მიკვირდა.“
– ნიკუშ, შენთვის და შენი უფროსი ძმისთვის, ლაშასთვის რა იყიდეთ?
ნიკა: მე მინდოდა ახალი სპორტული ფეხსაცმელი და პერანგი, ჩემთვისაც მე თვითონ ავარჩიე. ახალი ამბავი უნდა გითხრათ, თქვენც და ყველას, მეც დავიწყე ჭიდაობაზე სიარული. თანაც იმ მწვრთნელთან, ვინც ლაშას ავარჯიშებს. უკვე ორი თვეა, რაც დავდივარ. ჩვენმა მწვრთნელმა, პაატამ, მე და ჩემს ძმას სავარჯიშო ფორმები გვაჩუქა.
„ჭიდაობაზე დავიწყე სიარული და ახალი ფეხსაცმელი ძალიან მჭირდებოდა.“
ჯილდა: ვნახოთ ახლა, ჩემს უმცროს ვაჟს რა შეუძლია და რას მიაღწევს. (იღიმის.) ლაშა, როგორც ყოველთვის, იმარჯვებს. ორჯერ აიღო პირველი ადგილი ბათუმის შეჯიბრზე, ახალი თასი მოიტანა მისი სახელის წარწერით. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი შვილების მწვრთნელის, ბატონი პაატას ყურადღებისთვის, მზრუნველობისთვის ასეთი საჭირო საჩუქრისთვის – საჭიდაო ფორმებისთვის.
მადლობელი ვარ ფონდის თითოეული მკითხველის და თქვენი შემოქმედებითი გუნდის თითოეული თანამშრომლის, ვინც მხარში გვედგა მთელი ამ დროის განმავლობაში. ბავშვებს სიგიჟემდე უყვართ თქვენი თანამშრომლები, გარეთ გასვლაც კი არ უნდათ, როდესაც ფონდის წარმომადგენლებს ელოდებიან სტუმრად. სიგიჟემდე უყვართ თქვენი მკითხველები და უხარიათ, რომ ამდენი მეგობარი ჰყავთ! ბავშვებს ავიწყდებათ კიდეც, რომ ამდენი პრობლემა გვაქვს, როდესაც ამდენ სითბოს, სიყვარულს და საჩუქრებს იღებენ თქვენგან.
„ეს საწოლი ლუკასია, მაგრამ მეც ძალიან მომწონს აქ წოლა…“
„და საბნების შესანახ უჯრაშიც ჩაძრომა…“
„შენ ძალიან პატარა ხარ ამ საწოლისთვის, ეს ჩემი ზომაა!“
ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის საჩუქრებიც, რომელიც ადრე გვაჩუქეთ და ვუფრთხილდები, დიდხანს რომ მემსახუროს. სარეცხი მანქანა და მაცივარი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. (ტერაბანკის საჩუქარი წინა პროექტის მსვლელობის დროს – რედ.)
ზამთარში ძალიან გამოგვადგა პურის საცხობი. ქართული პური თონის პურზე უკეთესიც კი გამოდიოდა. და არსად წასვლაც არ იყო საჭირო. დიდი მადლობა ელექტრო ხორცსაკეპი მანქანისთვის, ჩემი ლუკას ახალი საწოლისთვის. მთელი ოჯახი ერთად ვსაუზმობთ და ერთად ვსადილობთ, რიგრიგობით კი არა. ნახეთ, რა კარგი ახალი მაგიდა გვაქვს, 12 ადამიანზეა გათვლილი – იშლება.
„ხანდახან, ახალ პუფზე ვუკრავ დოლის მაგივრად!“
ღმერთო ჩემო, მხოლოდ ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ ამდენი! და თქვენ ხომ, კიდევ იმდენ ადამიანს ეხმარებით, სხვადასხვა სირთულეების გადალახვაში.
ახლა, მეც ვკითხულობ ყველა ისტორიას, რომელსაც თქვენს „ფეისბუქის“ გვერდსა და ვებ-გვერდზე აქვეყნებთ. ვცდილობ, სიტყვიერად მაინც დავუდგე მხარში შეჭირვებულებს, იმედი მაქვს რომ ოდესმე, ამას მატერიალურადაც შევძლებ. მინდა, ყველას ჯანმრთელობა და უდარდელი ცხოვრება ვუსურვო. თქვენ ხართ არაჩვეულებრივი, საოცარი ადამიანები!
– ჯილდა, გამოკვლევების შედეგად, რა გაირკვა ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით?
ჯილდა: ჩაუტარდა თავის ტვინის კვლევა. მას ხომ, კისტები აქვს და პერიოდულად სჭირდება შემოწმება, რაიმე ცვლილება ხომ არ არის. უარესობა არ ჩანს, მდგომარეობა უცვლელია. უფალს მადლობას ვწირავ, რომ ჩემი შვილი კარგად არის, ასეა თუ ისე და სასწრაფო დახმარებას არ საჭიროებს. ღმერთო, ნეტავ კიდევ დიდხანს ვიცხოვროთ ასე და არაფერი მოხდეს საგანგაშო. მხოლოდ ფონდის მკითხველთა დამსახურებით მოვახერხეთ ექიმთან მისვლა.
– ჯილდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ გამოიჩინა თქვენი პრობლემების მიმართ რაიმე ინტერესი?
ჯილდა: ჩვენი ისტორია როგორც კი გამოაქვეყნეთ, მერიამ გადმოგვცა ერთჯერადი დახმარება – 400 ლარი. უფრო აქტიურები და ყურადღებიანები გახდნენ ჩვენს მიმართ. განცხადებას რომ ვწერ, მაშინვე განიხილავენ ხოლმე. შეშა ვითხოვე და უკვე განხილულია ჩემი თხოვნა.
– მერე, მიიღებთ შეშას?
ჯილდა: ალბათ, იმედია.
– კიდევ რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?
ჯილდა: მე და ჩემი ოჯახი ჩვენს სახლში დაბრუნებაზე ვოცნებობთ და იმაზე, რომ აღარ ვიცხოვროთ ქირით. მაგრამ, ეს მხოლოდ ჩვენი თავის ტკივილია, როგორ უნდა გადავიხადოთ სესხი, ჩვენი ბინა რომ დავიბრუნოთ. ეს ფული ჩემი შვილის გადასარჩენად დაგვჭირდა… მაშინ სახლზე არც ვფიქრობდით და ფაქტიურად დავკარგეთ კიდეც. უამრავი პრობლემა გვაქვს, თავზე ვერავის მოვახვევ. ეს ადამიანები მხოლოდ უსაზღვრო მადლიერებას იმსახურებენ ჩვენგან.
***
მეგობრებო, ამ ოჯახში იზრდება სამი ბავშვი და საკვები პროდუქტები ყოველდღიურად სჭირდებათ. ლუკას მუდმივად სჭირდება პამპერსი. მადლობელი იქნებიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის. თქვენ კი, მადლობას გიხდით მზრუნველობისთვის! რა ბედნიერებაა, რომ ეს ოჯახი თქვენს საიმედო ხელშია!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გაბედავების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
3610.00₾დარჩა:
0.27₾