რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ნუთუ, ერთ დღესაც უნდა დაიხრჩონ წყალში?

calendar იანვარი 26, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ცეცხლაძეების ოჯახს ინტერვიუს ჩასაწერად რომ ვესტუმრე, არ მეგონა, თუ შიმშილისა და სიცივის გარდა, სიკვდილსაც ჩავხედავდი თვალებში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ერთი არასწორი ნაბიჯი, შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს და ეს სიტყვები არ არის შელამაზებული მეტაფორა. რათა მიაღწიოთ ქოხამდე (სახლს ნამდვილად ვერ დავარქმევთ ამ ნაგებობას) მდინარეზე უნდა გადახვიდეთ, ხისა და რკინის კონსტრუქციის გავლით, რომელიც ნაპირებს შორის ხეებზე მიბმული თოკებითა და ბაწრებით არის მიმაგრებული. ალბათ, ასეთ „ხიდთან“ ახლოს მისვლასაც ვერ გავბედავდი, რომ არა ნანუკა და ნიკა, რომლებიც მელოდებოდნენ და მამხნევებდნენ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ნუთუ, ერთ დღესაც უნდა დაიხრჩონ წყალში?

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

         ცეცხლაძეების ოჯახს ინტერვიუს ჩასაწერად რომ ვესტუმრე, არ მეგონა, თუ შიმშილისა და სიცივის გარდა, სიკვდილსაც ჩავხედავდი თვალებში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ერთი არასწორი ნაბიჯი, შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს და ეს სიტყვები არ არის შელამაზებული მეტაფორა. რათა მიაღწიოთ ქოხამდე (სახლს ნამდვილად ვერ დავარქმევთ ამ ნაგებობას) მდინარეზე უნდა გადახვიდეთ, ხისა და რკინის კონსტრუქციის გავლით, რომელიც ნაპირებს შორის ხეებზე მიბმული თოკებითა და ბაწრებით არის მიმაგრებული. ალბათ, ასეთ „ხიდთან“ ახლოს მისვლასაც ვერ გავბედავდი, რომ არა ნანუკა და ნიკა, რომლებიც მელოდებოდნენ და მამხნევებდნენ.

ამ ხიდზე გადასვლას, რკინის ნერვები უნდა!

         „ნუ გეშინია, ნაბიჯი გადადგი და ფეხქვეშ იყურე!“ – ყვირის ნანუკა – „არა, ნუ უყურებ, ჯობია, უბრალოდ ჭიანჭველასავით ნელა იარო,“ – მარიგებს ნიკა. ბავშვებს ამ გზის გავლა დღეში რამდენიმეჯერ უწევთ და ყველაზე უკეთ იციან, როგორ სჯობს ამის გაკეთება.
       რომ გადავედი და დამიბრუნდა მეტყველების უნარი, დიდხანს დამცინოდნენ პატარები.

“ერთად დავდივართ, ერთმანეთს რომ ვუშველოთ ხოლმე”

         ნანუკა: იცი, ახლახან, ნიკა პირდაპირ მდინარეში ჩავარდა, ნაწვიმარი იყო, თავი ვერ შეიკავა და წყალში „ჩაეთხლიშა“. მე მეცინებოდა, მაგრამ როცა მივხვდი რომ იხრჩობოდა, კივილი დავიწყე, ნიკაც ღრიალებდა, ძლივს ამოიყვანეს. კიდევ კარგი, ცოცხალი გადარჩა.
         – ღმერთო, ნათელა, დაჯერებაც არ მინდა, ისეთები მოვისმინე თქვენი შვილიშვილებისგან! ნამდვილი საშინელებაა ეს თქვენი ხიდი!
         ნათელა: არ თქვათ. კინაღამ ნიკა დაგვაკარგვინა. ნეტავ განახათ, სასწრაფოს როგორ მივყავარ ხოლმე. ავადმყოფი ქალი ვარ, სასწრაფოს გამოძახება ხშირად მიწევს. სუნთქვა მიჭირს და ჟანგბადის ბალონი მჭირდება, რომელსაც ორ კვირაში ერთხელ უნდა შევსება… წარმოიდგინეთ, როგორია? თუ კლინიკაში ვარ წასაყვანი, სასწრაფო და სახანძრო ერთად მოდიან. ალბათ, ერთ დღესაც ჩავვარდებით ყველანი ერთად.

წარმოგიდგენიათ, როგორ გადააქვთ ხიდზე ეს ბალონი?

         – დახმარებისთვის არავის მიმართეთ? ეს ხომ, ძალიან სახიფათოა. თუ რაიმე გამოუსწორებელი მოხდა, ვინ აგებს პასუხს? 
          ნათელა: მივმართე და არა ერთი წერილი დამიწერია, მპირდებიან, მაგრამ ამაოდ.
         – რაც ვნახე შოკში ჩამაგდო. მოდით, ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩემი მოსვლის მიზეზი გახდა. თქვენზე, თქვენს ოჯახზე.
          ნათელა: მესმის, საერთოდ არ მეგონა თუ მოხვიდოდით. კარგი თქვენთვის ცხოვრების გამო არ დამიძახია. ვიღუპებით. ერთი წელია ვწევარ და ვერ ვდგები. ეპილეფსია მაქვს და შეტევები გამიხშირდა. რამდენიმეჯერ ისე დავეცი, რომ თავი დამიზიანდა. გარდა ამისა, დიაბეტი მაქვს, ჩიყვი, ნევროზი, ყველაფერი მტკივა.

გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ბავშვებს

         – როდის დაიწყო ეს ყველაფერი? 
         ნათელა: „დავაგროვე“ მძიმე ცხოვრების წლების მანძილზე. მხოლოდ 44 წლის ვარ, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ძალიან ბებერი ვიყო. 13 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს, ჩვენს სოფელში მიუღებელი იყო სახლში დაბრუნება ასეთი რამის შემდეგ. ასე დავრჩი, პატარა გოგონა ქმრის გვერდით. სრულიად უცხო კაცის გვერდით. სწორედ მან ჩამაგდო ასეთ დღეში. საშინელი ხასიათი ჰქონდა. სვამდა, ჩხუბობდა. მკვდარი გავაჩინე პირველი ორი შვილი, მერე კი, ღმერთმა ჩემი გოგონა ნატრული და ბიჭი რამინი მაჩუქა. ჯერ პატარები იყვნენ, ჩემი ოჯახური ცხოვრება იმდენად გაუსაძლისი რომ გახდა, დედაჩემმა წამომიყვანა. თქვა, რომ ჩემი ტანჯვის ყურება აღარ შეეძლო. ნეტავ, ეს ცოტა ადრე  გაეკეთებინა. მარტოს მომიწია შვილების, მერე კი, შვილიშვილების აღზრდა. ერთი წლის წინ კი, ეპილეფსიის მორიგი შეტევის დროს, თავი ისე დავარტყი, მდგომარეობიდან ვეღარ გამოვედი. ამის მერე, სუნთქვაც მიჭირს და ყველაფერიც… უამრავ წამალს ვსვამ.

„შემიძლია, ბებოს საჭმელი მივაწოდო, მაგრამ ვერაფერს ვპოულობ“

„ვერაფერი ვიპოვე, უბრალოდ წყალს მივცემ და ვეტყვი, რომ ჩაია!“

         – მომვლელი ვინ გყავთ?
         ნათელა: ჩემი შვილი, ნატრული. ის მრავალშვილიანი დედაა. ოთხი შვილი ჰყავს, უფროსები უკვე გაიცანით, ნანაკო და ლილე კი, ჯერ პატარები არიან. ასაკში ერთი წელი აქვთ სხვაობა. ერთი 2 წლის არის, მეორე კი თებერვალში გახდება ერთი წლის.
        – რა არის თქვენი საარსებო წყარო? ვინ მუშაობს, ვინ გეხმარებათ?
         ნათელა: შემწეობას ვიღებთ, ჩემი სიძე მუშაა. ჩემგან განსხვავებით, ჩემს შვილს გაუმართლა, კარგი მეუღლე ჰყავს. ისიც ადრე გათხოვდა, მაგრამ სიყვარულით. მხოლოდ წამლებში გვყოფნის ფული. დანარჩენი კი, რასაც აქ ხედავთ – კეთილი ადამიანების ნაჩუქარია, ნათესავების, მეზობლების.

„ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, კეთილმა ადამიანებმა აჩუქეს ოჯახს“

        – ეს „სახლი“ თქვენი საკუთრებაა?
        ნათელა: ეს რა სახლია? ფიცრებით ავაწყვეთ. ვისაც სამშენებლო მასალა ჰქონდა, გვეხმარებოდნენ. გამოვიდა ის, რაც გამოვიდა. ყველა საწოლი იშლება, ბავშვებს ჩვენთან ჩახუტებულებს სძინავთ. ძალიან რთულია. არაფერი აქვთ. ყველაფერს მოკლებულები არიან!

ამ ფიცრულს სახლს ვერ ვუწოდებთ!

         ნანუკა: კი! მე „მოკლებული მაქვს“ თოჯინები, ფანქრები და „პრინცესული“ კაბები. კიდევ, ველოსიპედი არ მაქვს.
         ნიკა: მეც არ მაქვს ველოსიპედი. მაგრამ უფრო, ტელეფონი მინდა!
         – რისთვის გჭირდება ტელეფონი?
         ნიკა: ყველას აქვს! ახლა, ადამიანი არ ხარ მის გარეშე. და ყველას შეუძლია დაგცინოს.

„ნანაკო და ლილე სულ ტირიან, ვერაფრით ჩერდებიან“

        ნანუკა: არც მე მინდა, რომ დამცინონ. მეც მჭირდება ტელეფონი.
        – კიდევ რაზე ოცნებობთ?
        ნიკა: ნანაკომ და ლილემ რომ არ იტირონ. სულ ტირიან, უკვე ყურები გვტკივა. მგონი, „ტირილა“ გაუფუჭდათ. როგორ შეიძლება ამდენი ტირილი?

მტირალა ნომერი 1

მტირალა ნომერი 2

         – დედას და ბებოს რა სჭირდებათ?
         ნათელა: თუ ამ ხიდის პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებით, უზომოდ ბედნიერები ვიქნებით. ჩვენი თხოვნა ვერავის გავაგონეთ. იქნებ, თქვენ გამოგივიდეთ? არ გვაქვს არც წყალი, არც დენი, არც გაზი… მეზობლები „გვთხოვნიან“. ალბათ, ეს უკანონოა, მაგრამ სიბნელეში ხომ არ დავიხოცებით? იქნებ, ამაშიც დაგვეხმაროთ. კიდევ, გვჭირდება მაცივარი, საწოლები, ბავშვებისთვის ტანსაცმელს მეზობლები გვჩუქნიან და ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებად გვაწუხებს. ჟანგბადის ბალონიც მეზობლებმა მიყიდეს. საქართველოში, ნამდვილად ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ. უბრალოდ, ყველას უჭირს ჩვენს სოფელში, სულ მეზობლების კისერზე ხომ ვერ ვიქნებით. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. მჯერა, რომ დაგვეხმარებით.
         ნიკა: ლაპარაკი თუ დაასრულეთ, მოდი, გაგაცილებთ. თორემ მალე დაბნელდება და შეიძლება ჩავარდე. ჩვენთან ხომ ვერ დაგტოვებთ, ადგილი არ გვაქვს!

„ჩვენსავით ფრთხილად იარე, დააკვირდი, სად ადგამ ფეხს“

* * *
        თხრობას აქ დავასრულებთ. ამ საშინელებისა და ტკივილის სიტყვებით ან სურათებით გადმოცემა შეუძლებელია. შეგიძლიათ ეს ოჯახი თავად მოინახულოთ. მათი მისამართია: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი, აბაშიძის ქ. №15. მაგრამ გაფრთხილებთ, სუსტი ნერვების პატრონებს მათთან სტუმრობას არ გირჩევთ!
         ნათელას და მის შვილიშვილებს უბრალოდ დახმარება და მხარდაჭერა კი არა, შველა სჭირდებათ! ისინი ნამდვილად ნელი სიკვდილით კვდებიან.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას.
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ცეცხლაძეების ოჯახი).
          თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
     თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მარ 11
მედიკამენტები
863.37₾
2023 მარ 11
მედიკამენტები
701.06₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
395.00₾
2023 მაი 10
პროდუქტები
200.00₾

სულ ხარჯები:

2159.43₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ილია აბელაშვილი
16.04.2023 20:00:00
₾20.00
ფიცხელაური გიორგი
13.04.2023 20:00:00
₾5.00
'გიორგი ნათელაშვილი
13.04.2023 20:00:00
₾2.00
'ნინო კურბანჩიევა
11.04.2023 20:00:00
₾32.00
'ზურაბ შაიშმელაშვილი
10.04.2023 20:00:00
₾1.00
'ელვირა ხაჩატურიანი
10.04.2023 20:00:00
₾10.00
'ალი ქაზემი
08.04.2023 20:00:00
₾3.00
ტაბატაძე რომანი
06.04.2023 20:00:00
₾100.00
დათაშვილი გიორგი
04.04.2023 20:00:00
₾5.00
'სალომე ჭანუყვაძე
30.03.2023 20:00:00
₾5.00
'ნიკა მერეკლიშვილი
14.03.2023 20:00:00
₾20.00
კეთილი გული
02.03.2023 07:03:53
₾20.00
'ქეთევან დიასამიძე
01.03.2023 20:00:00
₾1.00
'მანანა დოლიძე
28.02.2023 20:00:00
₾2.00
მედეა სულაქველიძე
26.02.2023 20:00:00
₾5.00
გურამი ჟვანია
19.02.2023 20:00:00
₾10.00
გიორგი კუჭაშვილი
12.02.2023 20:00:00
₾25.00
ციალა პეპანაშვილი
09.02.2023 20:00:00
₾50.00
კეთილი გული
08.02.2023 19:04:01
₾10.00
ლაშა აბუაშვილი
07.02.2023 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾2,159.20

165 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,159.20

165 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება