რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ამ წმინდა ადამიანის, ჩემი ძმის სიკვდილს ნუ დაუშვებთ! ან… მე მომკალით!

calendar თებერვალი 9, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ჩემს დახმარებას არ გთხოვთ, ეს ხომ ცხოვრება არაა! რატომ უწევთ ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩემს გამო ასე ტანჯვის ატანა? ღმერთო შენ გვიშველე!!! როდესაც 46 წლის რამაზის გაუსაძლისი სულიერი ტკივილი ღრღნის, მხოლოდ მის უმცროს ძმას რევაზს შეუძლია ის დაამშვიდოს. უკვე 14 წელია რევაზი რამაზისთვის უბრალოდ ძმა კი არა, მისი ხელებიც, ფეხებიც და ერთადერთ საყრდენიც გახდა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ამ წმინდა ადამიანის, ჩემი ძმის სიკვდილს ნუ დაუშვებთ! ან… მე მომკალით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ჩემს დახმარებას არ გთხოვთ, ეს ხომ ცხოვრება არაა! რატომ უწევთ ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩემს გამო ასე ტანჯვის ატანა? ღმერთო შენ გვიშველე!!!

როდესაც 46 წლის რამაზის გაუსაძლისი სულიერი ტკივილი ღრღნის, მხოლოდ მის უმცროს ძმას რევაზს შეუძლია ის დაამშვიდოს. უკვე 14 წელია რევაზი რამაზისთვის უბრალოდ ძმა კი არა, მისი ხელებიც, ფეხებიც და ერთადერთ საყრდენიც გახდა.
 

       ერთ დროს ჯან-ღონით სავსე და კარგი მეოჯახე რამაზ ლომიძე, ახლა, მისი თქმით  „ზედმეტ ტვირთად“ იქცა მთელი ოჯახისთვის და სულ უფრო ხშირად აწუხებს ის აზრი, რომ უკეთესი იქნებოდა, იმ ავბედით დღეს ვერ გადარჩენილიყო. 

საზარელია იმის წარმოდგენაც კი, რას გრძნობს რამაზი, ასეთ მდგომარეობაში.

         რამაზი: ვერავინ ვერასდროს დაიჯერებს იმას, რომ ერთ წამში შეიძლება ყველაფერი დაკარგო. შეიძლება სამუდამოდ ხეიბრად იქცე… 2009 წლის 1 ივლისს, მეგობარს ვეხმარებოდი, რკინის საქანელა უნდა წაგვეღო სატვირთო მანქანით ბავშვებისთვის, რომლებიც იქვე მეზობლად ცხოვრობდნენ. მე კი ხელით მეჭირა მთელი კონსტრუქცია, ის წამოედო ხეივანს და სწორედ ამ დროს მოხდა გამოუსწორებელი რამ – საქანელა სატვირთო მანქანიდან გადმოვარდა და მეც ჩამითრია.
         – ყველაფერი გახსოვთ, რაც შემდეგ მოხდა?
        რამაზი: ვიგრძენი, როგორ დავარტყი თავი, თვალთ დამიბნელდა, მესმოდა ხალხის ყვირილის ხმა, სუნთქვა შემეკრა, მომეჩვენა, რომ ვკვდები. იცით, როგორი შეგრძნება იყო? თითქოს ფეხის თითებიდან შემომეპარა სიკვდილი და ზევით მიიწევდა. თითქმის მთელი სხეული პარალიზებული მაქვს, ხერხემალი და კისრის მალები დამტვრეული. ზურგის ტვინია დაზიანებული, კისერს თითქმის ვერ ვამოძრავებ, მხოლოდ ხელის თითებს – სულ ოდნავ, ყველაზე დიდი ჩემი სატანჯველი კი, ნაწოლებია. თითქმის ყოველ ნახევარ საათში, ან ერთ საათში ერთხელ ვეძახი ჩემს ძმას, მეორე გვერდზე რომ გადამაბრუნოს. ძალიან მრცხვენია. იმდენად დამამცირებელია ეს ყველაფერი.

მისი ყოველი ამოსუნთქვა არის განწირული ყვირილი, და დახმარების თხოვნა

         – მაშინვე საავადმყოფოში წაგიყვანეს?
         რამაზი: კი. ექიმებს ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად დიდხანს მოუხდათ ბრძოლა. ახალგაზრდა ვიყავი, მხოლოდ 32 წლის. ორგანიზმიც ძლიერი იყო. რამდენიმე ოპერაცია ჩამიტარდა, მაგრამ გადარჩენის გარანტიას ვერავინ იძლეოდა, დარტყმა კატასტროფულად ძლიერი იყო. კომიდან რომ გამოვედი, ექიმები მეუბნებოდნენ, რომ დედის ლოცვამ მოახდინა ეს სასწაული. საბრალო დედაჩემი მთელი ამ ხნის განმავლობაში მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა ღვთისმშობელს. ასე გადავრჩი. მაგრამ ახლა, ჩემს არსებობას ჰქვია „ცხოვრება გადაადგილების უფლების გარეშე“…
         – ალბათ, უამრავი მედიკამენტი გჭირდებათ. თქვენი საარსებო წყარო რა არის?
          რამაზი: სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი გვაქვს, მაგრამ ფულად შემწეობას არ ვიღებთ. ჩათვალეს, რომ „მდიდრები“ ვართ და არაფერში გვჭირდება დამატებითი შემოსავალი. ჩემი და დედაჩემის პენსია ჩვენი ერთადერთი შემოსავალია. წამლებშიც კი არ გვყოფნის, რეაბილიტაციაზე რომ არაფერი ვთქვათ. დედაჩემი, ჩემი მეუღლე და ჩემი ძმა ყველაფერს იკლებენ იმისთვის, კათეტერები და ჰიგიენური საშუალებები რომ მიყიდონ. საერთოდ როგორ ვარ აქამდე ცოცხალი იმის შემხედვარე, თუ როგორ წირავს ჩემი სამი უსაყვარლესი ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს იმისთვის, რომ მე შემიმსუბუქონ ყოფა.
 

„ყველა ჩემს გარშემო ტრიალებს, ისე მივლიან, როგორც ჩვილს.“

        – აღარ გაგაწვალებთ შეკითხვებით. ვხედავ, რომ ლაპარაკიც გიჭირთ.
         რამაზი: კი, მიჭირს, ერთი გვერდიდან მეორეზე რომ გადავბრუნდე, ძმას უნდა დავუძახო. წამოჯდომა რომ მინდა – ძმას ვუხმობ. ხელში აყვანილი გადავყავარ ეტლში. ის მხოლოდ 25 წლის იყო, როდესაც ეს ტრაგედია შემემთხვა. დაქორწინებას აპირებდა და ჩემს გამო, ვეღარ შექმნა ოჯახი. ნუთუ, დედამ იმისთვის გააჩინა, რომ საკუთარი ახალგაზრდობა და ჯანმრთელობა ჩემთვის მოეძღვნა? ნუთუ მე დავიმსახურე ეს? ან მან თუ დაიმსახურა? და დედაჩემმა? მან რა დააშავა, რომ უყურებს, როგორ იტანჯება მისი ორივე შვილი? ჩემი მეუღლე? 5 წლის დაქორწინებულები ვიყავით, ეს ყველაფერი რომ დამემართა. 14 წელია არ მშორდება გვერდიდან. ნაწოლებს მისუფთავებს და მიმუშავებს, მიკეთებს მასაჟს, როგორც შეუძლია. მან თუ დაიმსახურა ასეთი ცხოვრება? მაპატიეთ, ხანდახან ემოციებს ვერ ვიკავებ. ხანდახან, აგრესიულიც კი ვხდები მაგრამ, თქვენც შედით ჩემს მდგომარეობაში. ხანდახან მართლა ვფიქრობ, რომ ჯობდა  მოვმკვდარიყავი მაშინ. 

 „ხელში აყვანილს მატარებს ჩემი ძმა“

       – თუ შეიძლება, გვითხარით, როგორ შეგიმსუბუქოთ ტანჯვა?
       რამაზი: ძალიან მჭირდება სპეციალური, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. 200 ლარი ღირს და სამ თვესაც კი ვერ ძლებს. დენი შემთხვევითაც რომ გაითიშოს და მის გარეშე ერთი საათი მომიწიოს წოლა, ყველა ჭრილობა მეხსნება, რომლის მოსაშუშებლად დედაჩემს და ჩემს მეუღლეს წლები დასჭირდათ. კიდევ, მედიკამენტები მჭირდება, სახვევები, ბამბა, სხვადასხვა მალამოები. ძალიან მჭირდება კათეტერები, საფენები, პროდუქტი. დედა და მეუღლე წვალობენ სარეცხი მანქანის გარეშე. ჩემი თეთრეული და ტანსაცმელი ხომ, ყოველდღეა გამოსაცვლელი. კიდევ, ნორმალური საწოლი მჭირდება ორთოპედიული ლეიბით. გთხოვთ კიდევ იმ ერთადერთ ნივთს, რომელიც გამახალისებდა ცოტათი მაინც – კომპიუტერს. მქონდა, მაგრამ გამიფუჭდა. ჩემისთანა მწოლიარე ადამიანისთვის კი, ინტერნეტი არის ერთადერთი საშუალება გარე სამყაროსთან კავშირის, ფილმების ყურების და ახალი ამბების წაკითხვის. ძალიან ბევრს ვითხოვ, არა?

 „არ ვიცი, ამხელა სიყვარული რით დავიმსახურე. უფალმა სამი ანგელოზი გამომიგზავნა დედაჩემის, ჩემი მეუღლის და ჩემი ძმის სახით“.

        – არა, რას ამბობთ. ხომ იცით, რომ მთელი საქართველო კითხულობს ჩვენს პოსტებს, მჯერა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისურვებს მხარში დაგიდგეთ და დაგეხმაროთ.
           რამაზი: ვიცი. ამიტომაც მოგმართეთ. ხელისუფლებისგან რას უნდა ველოდო, როდესაც სოციალური შემწეობაც კი მოგვხსნეს. როდესაც პროდუქტით და მედიკამენტებით დახმარებას ვითხოვ, წელიწადში ერთხელ მომიგდებენ ხოლმე 300 ლარს, მშიერ ძაღლს რომ ძვალს გადაუგდებ, ისე.  ჰგონიათ, რომ ეს საკმარისია. ღმერთო! როგორი უხერხულია, ასეთ რამეებზე საუბარი რომ მიწევს ახალგაზრდა კაცს.
* * *
        მეგობრებო, რამაზის ფიზიკურ ტრავმებს ვერაფერს ვუშველით, მაგრამ მისი სულიერი ჭრილობების მოშუშება ნამდვილად შეგვიძლია. შეგვიძლია რამაზს სიცოცხლის სურვილი დავუბრუნოთ, შევუმსუბუქოთ ყოფა, რაღაც იმედი ვაჩუქოთ. ძალიან მტკივნეულია ადამიანის ასეთ მდგომარეობაში დანახვა, ღმერთმა ასეთი ტანჯვა ყველას აშოროს.
         „სიკვდილი გამოვიარე, ჩემთვის ჯერ ადრეა იმქვეყნად წასვლა, ისე ძალიან მწყურია სიცოცხლე! ღმერთს ვთხოვ, ცოტათი მაინც შემიმსუბუქოს ყოფა!“ – ეს უბრალოდ სნეული ადამიანის სიტყვები როდია, ეს სულის არის ამოძახილი ახალგაზრდა მამაკაცისა, რომელიც განწირული სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვისთვის.
          ახლა, მას ყველაზე მეტად სჭირდება პამპერსი, მედიკამენტები, სხვადასხვაგვარი ჰიგიენური საშუალებები, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი, ნორმალური საწოლი და საკვები პროდუქტი. მის დედას და მეუღლეს კი, ძალიან გაახარებდა სარეცხი მანქანა. 
         თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: სურამი, წმინდა მარიამის ქ. №20.
   ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: რამაზ ლომიძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მარ 06
კონსულტაცია
85.00₾
2023 მარ 11
პროდუქტები
300.17₾
2023 აპრ 12
კონსულტაცია
65.00₾
2023 აპრ 24
პროდუქტები
193.63₾
2023 აპრ 28
ფონდის ზედნადები ხარჯები
875.00₾
2023 მაი 25
სამშენებლო მასალა
649.50₾
2023 მაი 31
სამშენებლო მასალა
1000.00₾
2023 მაი 31
პროდუქტები
224.21₾
2023 ივლ 04
ფანჯრები
680.00₾
2023 ივლ 04
პროდუქტები
263.29₾
2023 აგვ 08
ოპერაცია
924.41₾

სულ ხარჯები:

5260.21₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ბენდელიანი ალექსანდრე
13.08.2023 15:00:00
₾5.00
ბოლქვაძე ბესიკი
12.08.2023 20:00:00
₾5.00
ბეჭვაია გიორგი
12.08.2023 20:00:00
₾1.60
ბერეკაშვილი ვალერი
12.08.2023 20:00:00
₾10.00
ბალიაშვილი ჟუჟუნა
12.08.2023 20:00:00
₾5.00
აბესოვა-მაურერი დიანა
12.08.2023 20:00:00
₾5.00
ცუცქირიძე სოფიკო
12.08.2023 20:00:00
₾1.00
ნარჩემაშვილი ლუკა
12.08.2023 20:00:00
₾1.32
ბერიძე გურამ
12.08.2023 20:00:00
₾10.00
'ი/მ თემურ გიორგაძე
11.08.2023 20:00:00
₾1.35
'ი/მ თემურ გიორგაძე
11.08.2023 20:00:00
₾1.35
'ბუხუტი გაბეჩავა
11.08.2023 20:00:00
₾20.00
'ელვის მაშოვი
11.08.2023 20:00:00
₾5.00
'მიხეილ პატაშური
11.08.2023 20:00:00
₾20.00
'ალეკო გოდერიძე
11.08.2023 20:00:00
₾10.00
'ვასილ პაპელიშვილი
10.08.2023 20:00:00
₾5.00
'გვანცა ერისთავი
09.08.2023 20:00:00
₾5.00
მაღრაძე როინ
08.08.2023 20:00:00
₾5.00
მარხვაშვილი ლანა
08.08.2023 20:00:00
₾6.00
ლორთქიფანიძე ლუკა
08.08.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾5,260.19

411 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,260.19

411 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება