რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
დედამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები შვილს შესწირა. ეს უსაზღვრო სიყვარულია! თავგანწირვა! მხოლოდ დედებმა იციან, რას ნიშნავს ეს! გიორგი რვათვიანი დაიბადა და ექიმების დაუდევრობის გამო, სეფსისი დაემართა, რომელმაც დააზიანა ბიჭუნას ტვინი! ეს ყველაფერი კი, უმნიშვნელო ინფექციამ გამოიწვია! ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა. მაგრამ, უფალი მფარველობდა. სამჯერ კინაღამ დაიღუპა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა სოფიას ლოცვა და საიქიოდან დააბრუნა!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ქედს ვიხრი ყველა იმ დედის წინაშე, ვინც შვილის გამო თავს წირავს!“ – სოფია, ბიჭუნას დედა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
დედამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები შვილს შესწირა. ეს უსაზღვრო სიყვარულია! თავგანწირვა! მხოლოდ დედებმა იციან, რას ნიშნავს ეს!
გიორგი რვათვიანი დაიბადა და ექიმების დაუდევრობის გამო, სეფსისი დაემართა, რომელმაც დააზიანა ბიჭუნას ტვინი! ეს ყველაფერი კი, უმნიშვნელო ინფექციამ გამოიწვია! ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ იცოცხლებდა. მაგრამ, უფალი მფარველობდა. სამჯერ კინაღამ დაიღუპა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა სოფიას ლოცვა და საიქიოდან დააბრუნა!
გიორგი განწირულია. მას სჭირს უკურნებელი სენი. დედამ იცის, რომ მისი მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლებელია და მთელი ძალებით იბრძვის იმისთვის, რომ არ დამძიმდეს.
ამ ულამაზესი ბიჭის სიცოცხლე ბეწვზე კიდია
სოფია: ნორმალურად ჩაიარა ორსულობამ და მშობიარობამ. ჯანმრთელი ბიჭუნა დაიბადა. მეორე დღეს კი, ის ცუდად გახდა. სეფსისი დაემართა და ინფექცია მთელ ორგანიზმს მოედო, დაუზიანდა თავის ტვინი. სამი თვე რეანიმაციაში იწვა და ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. საშინელი დარტყმა იყო ჩემთვის. მახსოვს ის დღეები, მაშინ რას განვიცდიდი, როგორ ვევედრებოდი უფალს ჩემთვის მოეცა ძალა, დავხმარებოდი ჩემს შვილს.
ყოველი მისი ამოსუნთქვა დედისთვის საჩუქარია!
– უნარშეზღუდული ბავშვის მოვლას როგორ ახერხებთ მარტო?
სოფია: ძალიან რთულია, ფინანსურადაც და ფიზიკურადაც. მეუღლეს ავადმყოფი შვილი არ უნდოდა, მიგვატოვა, 20 წლის ვიყავი მაშინ. ჩემი მშობლები რომ არა, მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. ქედს ვიხრი ყველა იმ დედის წინაშე, ვინც მარტო, ყოველგვარი დახმარების გარეშე ზრდის უნარშეზღუდულ ბავშვებს. უმეტეს შემთხვევაში, კაცები ასეთ ტვირთს თავიდან ირიდებენ. ძალიან მძიმეა. ახლა, სხვა ოჯახი ჰყავს, გიორგისთვის კი არ სცალია. მე მას ბედნიერებას ვუსურვებ. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. დედა მყავს, ის ჩემი მფარველი ანგელოზია. დამლაგებლად მუშაობს, როგორმე რომ დამეხმაროს. პენსიისა და სოციალური შემწეობის თანხა, საჭმელზე ძლივს გვყოფნის. გიორგის კი, სჭირდება მილები სანაციისთვის, ზონდები კვებისთვის… უფალო, დამეხმარე!
„ჩემი სუნთქვა ხარ“
– არ გაქვთ საკუთარი საცხოვრებელი?
სოფია: აბასთუმანიდან ჩამოვედით, დედაჩემი იქ ცხოვრობს. მაგრამ ახლა, იმის გამო, რომ გიორგის მდგომარეობა გართულებულია, ჩვენ იმ კლიმატურ ზონაში ვეღარ ვიცხოვრებთ. 2021 წლის სექტემბერში, ჩემმა ბიჭმა კორონა გადაიტანა. ნამდვილი საშინელება იყო. მისთვის გაციებაც კი არ შეიძლება და უცებ, ეს საშინელი დაავადება! გიორგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. თვე-ნახევარი გაატარა რეანიმაციაში, მისი გადარჩენის შანსი ნოლს უდრიდა. მაგრამ, გადარჩა! საავადმყოფოდან რომ გაწერეს და სახლში მივიყვანეთ, კინაღამ დაიხრჩო, გალურჯდა, თვალები გადაატრიალა… კინაღამ დავკარგე! კინაღამ დავკარგე ჩემი სიმწრით გადარჩენილი შვილი. სასწრაფო გამოვიძახეთ და ისევ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს, საიქიოდან დააბრუნეს. აღმოჩნდა, რომ გადატანილი ვირუსის გამო, იმუნიტეტი დაუქვეითდა და ვეღარ იტანს მთის ჰავას. ექიმებმა სასტიკად გამაფრთხილეს, რომ თბილისში უნდა ვიყოთ, საავადმყოფოსთან ახლოს. როდესაც გიორგი ცუდად ხდება, ყოველი წუთი გადამწყვეტია!
„დედა გიორგის მილით აჭმევს“
– წარმოდგენაც კი რთულია, რაც გადაიტანეთ.
სოფია: მე კი არა, ჩემმა ბიჭმა გადაიტანა. კოვიდის მერე, ის ვეღარ ჭამდა. მთელი საკვები ფილტვებში ხვდებოდა. მერე ექიმებმა ნაზოგასტრალური ზონდი ჩაუდგეს და ცხვირიდან ვკვებავდი… ახლა კი, პირდაპირ მუცლიდან აქვს მილები ამოშვერილი. საერთოდ, ჭამა ძალიან უყვარდა და რთულად მიეჩვია იმას, რომ საკვებს პირიდან ვეღარ მიიღებს. იმდენს ტიროდა… იძულებული გავხდით, დამამშვიდებელი წამლები მიგვეცა და ფსიქოლოგისთვის მიგვემართა.
„ნეტავ, კიდევ რამდენს უნდა გაუძლოს ჩემმა ბიჭმა“
– ამჟამად როგორია მისი მდგომარეობა?
სოფია: იცით, როდესაც მძიმედ დაავადებული შვილი გყავს, იმაზე აღარ ფიქრობ, მერე რა იქნება, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება. მთავარია, მან იცოცხლოს… მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობ. საჩუქარია ყოველი დღე. ვუყურებ და ვფიქრობ, როგორი მხიარული ბიჭი იქნებოდა, ავად რომ არ იყოს. იცით, ხანდახან როგორ მიღიმის, როგორ უხარია, რომ ვეფერები, ვუმღერი. შეუძლია, მხოლოდ ერთი ბგერით გაგაგებინოს ყველაფერი. თუ ჩახუტება უნდა, ყვირის „დე-ე-ე-ე“, თუ შია – „ამ-ამას“.
„არაფრის შეგეშინდეს, შვილო, დედა ყოველთვის შენთანაა“
– რა გჭირდებათ ამჟამად ყველაზე მეტად?
სოფია: შეხედეთ, როგორ იღიმის, ესე იგი, არაფერი აწუხებს. ერთ წამსაც ვერ იცოცხლებს უჩემოდ. ნახველის ამოღება სჭირდება ფილტვებიდან, სულ უნდა ესაუბრო. ვეუბნები ხოლმე: „ჩემი ლამაზი ბიჭი ვინ არის?“ – გიო კი, ბგერებს გამოსცემს. ძვირადღირებული გამოკვლევა სჭირდება ასევე, მუცელში მილების გამოცვლა. კიდევ, სპეციალური ეტლი.
„არ გეგონოთ, რომ ავადმყოფობის გამო, გიორგი ვერაფერს გრძნობს. შეხედეთ, როგორ უხარია, დედას რომ ხედავს“
– როგორც ვხედავ, ამდენი ხნის განმავლობაში ეს ჟირაფი სულ ხელში უჭირავს!
სოფია: კი, ეს მისი საყვარელი სათამაშოა. მუდამ თან აქვს, სახლშიც და რეანიმაციაშიც. გიორგის არასდროს ეყოლება სკოლის მეგობრები და ეს სათამაშო ყველაფერია მისთვის!
სათამაშო ჟირაფი ჟოზე, გიორგის ნამდვილი მეგობარია
* * *
მეგობრებო, თქვენს გულისხმიერებასა და დიდსულოვნებაზე ვამყარებთ იმედებს, სწორედ ეს თვისებებია ყველანაირი სიკეთის საწინდარი! უკვე არაერთი პატარა გადაარჩინეთ და ვიმედოვნებთ, რომ გიორგისაც ასევე შეიყვარებთ და გულთან ახლოს მიიტანთ მის ამბავს! შეიძლება ითქვას, ის უკვე წმინდანია. როგორ იტანჯება! ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია? თუ დავეხმარებით მას, საკუთარი სულის გადარჩენაზე ვიზრუნებთ. თუ ამ საბრალო ბიჭს ხელს გავუმართავთ, მივუახლოვდებით ღმერთს!
ამ ოჯახს ძალიან სჭირდება ჰიგიენური საშუალებები, გამოკვლევა და ეტლი.
დიდი იმედი გვაქვს თქვენი დახმარების, რადგან ვიცით, რომ ქართველები ჩვენიანებს გასაჭირში არასდროს ვტოვებთ!
თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: თბილისი, წურწუმიას ქ. №35
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გიორგი გიგოლაშვილი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
კარგი განწყობა, პამპერსების და წამლების მარაგი, ასევე ახალი სათამაშოები, ეს ყველაფერი გიოსთვის დიდი ბედნიერებაა. რა ადვილია მისი გახარება!
გიოს ძნელი ცხოვრება აქვს. ხშირად ფილტვების ანთება ემართება. საკვებს გასტროსტომით პირდაპირ კუჭში აწვდიან. მას დღე და ღამე საფენებში უწევს ყოფნა. ცერებრალური დამბლით დაავადებული გიო, მამამ მიატოვა და მის შესახებ საერთოდ დაივიწყა. გიოს და მის დედიკოს – სოფიოს ჩვენ ვერ დავტოვებდით უყურადღებოდ. ჩვენი ვალია გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ პატარა მოწამეს გავუადვილოთ სიცოცხლე!
და იცით, ჩვენ ეს გამოგვდის! გიომ ცხოვრებაში პირველად მთაწმინდაზე გაისეირნა, მანამდე კი მის ცხოვრებაშ მხოლოდ საავადმყოფოს ცივი პალატები იყო… ის მთაწმინდის პარკში სპეციალური ეტლით გაემგზავრა, რომელიც მას ფონდის მკითხველებმა აჩუქეს.
გიოს ახლა აქვს მაგიდა და სკამი, რომელშიც კომფორტულად შეუძლია იჯდეს, პამპერსებიც აქვს და მისთვის საჭირო წამლებიც. მას ასევე აბედნიერებენ მისი ახალი სათამაშოები, განსაკუთრებით კი ყურცქვიტა ბაჭია. თქვენ მას ცხოვრებას უხალისებთ!
გიოს ახალი საყვარელი სათამაშო – ბაჭია.
– სოფიო, მიხარია რომ სახლიდან გასვლას ახერხებთ. საინტერესოა, ვინ არის გარეთ გასვლის ინიციატორი? თქვენ თუ გიო?
სოფიო: რა თქმა უნდა გიო. მას ძალიან უხარია სასეირნოდ გასვლა. მას ძალიან უყვარს ხალხი,საუბარი და ყურადღება. ძველი ეტლით სეირნობა შეუძლებელი იყო. გიო ადვილად იღლებოდა, მოუსვენრად ატრიალებდა თავს, იდებდა თითებს პირში. მე ვხვდებოდი, რომ ის ნერვიულობდა და თავს არაკომფორტულად გრძნობდა. სამაგიეროდ ახლა სახლში დაბრუნება საერთოდ აღარ უნდა. ლილით 8:00-ზე გავდივართ სახლიდან სანამ გრილა, საუზმემდე გულიანად ვსეირნობთ. ამ სპეციალურ ეტლში თავი ზურგი და ფეხები სწორად აქვს განლაგებული. ხელებს კი სრული თავისუფლება აქვთ. ეტლს მზისგან დამცავი ტენტიც აქვს. მე ძალიან მიხარია რადგან ეს ზუსტად ისაა, რასაც გთხოვდით და რაზეც შეგაწუხეთ.
ამ ეტლით გიოს მთელი დღე შეუძლია ამ ეტლით ისეირნოს და სახლში შესვლასაც არ მთხოვს!
გიო ძალიან ბედნიერია! ის ამ ეტლით მთაწმინდაზეც სეირნობდა!
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მთაწმინდის პარკში ავსულიყავით. იქ ჩვენ რამოდენიმე საათი ვსეირნობდით. გიო გაგიჟდა სიხარულისგან! იცით რა ემოციებში იყო? სხვა საჩუქრებსაც განახებთ. ახლა გიოს სპეციალურ მაგიდასთან ვაჭმევ. მე მჭირდება, რომ ჭამის დროს გიო ბევრს არ მოძრაობდეს, რადგან მას გასტროსტომა აქვს. მას არ შეუძლია საჭმლის გემოს გაგება, (კატეგორიულად მაქვს აკრძალული მას რამე გავასინჯო) მაგრამ როგორმე ხომ უნდა მიიღოს სიამოვნება ჭამისგან?! მადლობა რომ ასეთი მაგიდა გამოგვიგზავნეთ.
გიოს ახლა კომფორტულად შეუძლია ისადილოს.
სოფიო: მე ჩემ შვილს შპრიციდან ვაჭმევ. ის ვერ გრძნობს საჭმლის გემოს. მაგრამ ახლა სასიამოვნო გარემოში მაინც ხდება ეს პროცესი.
„ჩემმა ბიჭმა რაღაცით მაინც ხომ უნდა ისიამოვნოს?“
მადლობა რომ გვაჩუქეთ ჰაერის გამწმენდი აპარატი! თქვენ ეხმარებით გიოს რომ მან თავისუფლად შეძლოს სუნთქვა! მადლობა რომ მის ყოველდღიურ წამლებზეც იფიქრეთ. ასე მისთვის არავის არასოდეს არ უზრუნია, როგორც თქვენ ფონდს. მამამ ხომ მისი დაბადების შემდეგ უარი თქვა მასზე და თქვენი პოსტის შემდეგაც კი არ მოულბა გული შვილის მიმართ.
თქვენ კი… მე სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები. ჩემი შვილი იღიმის და ბედნიერია და ეს თქვენი დამსახურებაა! თქვენ მის ცხოვრებას ახანგრძლივებთ!
თქვენ ეხმარებით გიორგის რომ მან თავისუფლად ისუნთქოს! მას ახლა ჰაერის გამწმენდი აპარატი აქვს.
– ძალიან ემოციური სიტყვებია, სოფიო. ჩვენთვის გიოს ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა როგორ გრძნობს ის თავს?
სოფიო: კარგად. მე მას ყველა საჭირო პრეპარატს ვაძლევ, რომლებითაც თქვენ მომამარაგეთ. მათ შორის კალციუმის შემცველი პრეპარატებია. გიორგი ახლა კბილებს იცვლისდა ეს წამლები მას სჭირდება. ნახველის გასათხიერებელ პრეპარატებსაც ვაძლევ, დილა-სარამოს დამამშვიდებელს, და აუცილებლად ვიტამინ D აკვადერმიტს.
გიო კარგად გრძნობს თავს.
„გიო ყველა წამალს იღებს რაც სჭირდება თქვენი წყალობით“
ცოტა ხნის წინ გიომ ფილტვების ანთება გადაიტანა, კორონავირუსის შემდეგ, სამწუხაროდ ფილტვების ანტება ხშირად ემართება. . ოდნავ თუ გაოფლიანდა და ვერ მოვუსწარი ტანსაცმლის გამოცვლა – რისკი იზრდება. ექიმმა სპეციალური ცილოვანი დიეტა დაგვინიშნა, რომელიც მხოლოდ ასეთი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი – ჯანმრთელებს მას არ აძლევენ. ნახევარი წელი უნდა მიიღოს გიომ ეს პრეპარატი. თვეში 10 ცალი. ამჟამად ამაში ძალიან ჰვჭირდება ტქვენი დახმარება.
«გიომ ეს პრეპარატი უნდა მიიღოს ნახევარი წელი»
მივმართე ამ თხოვნით ადიგენის მტავრობას, მაგრამ გვითხრეს, ვერ დაგეხმარებითო.
– ჩვენ თუ შევძლებთ დახმარებას?
სოფიო: საბანაო მოწყობილობის შეძენაში თუ დაგვეხმარებით. ამ ბინაში აბაზანა არ გვაქვს, სადაც გიოს ჩავაწვენდი. სხვაგვარად ბავშვს ვერ დავბან, ხელიდან რომ არ გამისხლტეს და თავი რამეს არ დაარტყას. ახლა მუხლებში ვიჯენ და ისე ვაბანავებ. ეს ორივესთვის დიდი ტანჯვაა. ჰოსპისში რომ ვიწექით, იქ ძალიან მოსახერხებელი მოწყობილობა ჰქონდათ. ბავშვს აწვენ ზედ და კომფორტულად ბან. ჩვენს მუნიციპალიტეტს ასეთი რამეების შესაძენად ბიუჯეტი არ აქვს. ასევე სატურაციის აპარატი გვჭირდება. რომელიც წნევას და გულის რიტმს გაზომავდა. ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი და გიოსაც უცებ დავეხმარებოდი.
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდით. მიხარია, რომ მეგობრები ვიპოვეთ. როცა მოგინდებათ გვესტუმრეთ! ჩემი ბიჭი ბედნიერი იქნება. ახალი სათამაშოები ისე აბედნიერებს, თავისი ჟირაფი ჟოზეც კი დაავიწყდა. ახლა ამ ბაჭიას ხელს არ უშვებს. შეიძლება ეს უმნიშვნელი ამბავია, მაგრამ ასეთი პატარა სიხარულები გვაცოცხლებენ მე და გიოს.
ჩვენ გიოს სიცოცხლეს გავახანგრძლივებთ მასზე მზრუნველობით!
არიან ბავშვები, რომლებისთვისაც მხოლოდ მცირედი ბედნიერებები არსებობს – პარკში გასეირნება, ბანაობა, დაბრკოლებების გარეშე, ახალი სათამაშო, ერთი თვის წამლები, პამპერსები… გიოს არასდროს ეცოდინება სხვა „ბედნიერების გემო“ ჩვენთვის კი ისეთი მარტივია, მას ეს სიხარული ვაჩუქოთ!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!!!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
12691.35₾დარჩა:
0.36₾