რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დაღუპვის პირას ვართ! უკანასკნელი ძალებით ვიბრძვით! მაგრამ, თუ სიკვდილი მაინც არ აგვცდა, გთხოვთ, ჩვენს შვილებს ნუ მიატოვებთ! მოიხსენიეთ ლოცვებში, მოიკითხეთ ხოლმე, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ! ჩვენც ზუსტად ასე მოვიქცეოდით!

calendar აგვისტო 28, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ნუთუ, ამ ულამაზეს ბავშვებსაც, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ჰყავდათ ჯანმრთელი და მოსიყვარულე მამა გელა და ბიძა რამინი მემკვიდრეობით ერგოთ პაპისგან ეს საშინელი გენეტიკური დაავადება? ნუთუ, მათაც ელით ნელი და მტანჯველი სიკვდილი?!განახლება! ჩერნოვეცკის ფონდმა უკვე გამოყო თავის მხრივ თანხის ნაწილი – 26 000 ლარი, მეგობრებო, ძალიან ცოტა რჩება! ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვიხსნით ამ ოჯახს სიკვდილისგან!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

განახლება! ჩერნოვეცკის ფონდმა უკვე გამოყო თავის მხრივ თანხის ნაწილი – 26 000 ლარი, მეგობრებო, ძალიან ცოტა რჩება! ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვიხსნით ამ ოჯახს სიკვდილისგან!

დაღუპვის პირას ვართ! უკანასკნელი ძალებით ვიბრძვით! მაგრამ, თუ სიკვდილი მაინც არ აგვცდა, გთხოვთ, ჩვენს შვილებს ნუ მიატოვებთ! მოიხსენიეთ ლოცვებში, მოიკითხეთ ხოლმე, როგორ არიან, როგორ ცხოვრობენ! ჩვენც ზუსტად ასე მოვიქცეოდით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ნუთუ, ამ ულამაზეს ბავშვებსაც, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ ჰყავდათ ჯანმრთელი და მოსიყვარულე მამა გელა და ბიძა რამინი მემკვიდრეობით ერგოთ პაპისგან ეს საშინელი გენეტიკური დაავადება? ნუთუ, მათაც ელით ნელი და მტანჯველი სიკვდილი?!

„31 წლის გელა ფეხზე ძლივს დგება. მისი ძმა რამინი ეხმარება და იცის, რომ სულ ცოტა ხანში, ისიც გაიზიარებს მის ბედს… რა კოშმარია!“

  „ყველანი დავიღუპებით!“ – ტირის და მოთქვამს პატარების დედა და გელას მეუღლე თამარი – „გელას და რამინის სიცოცხლე ხომ, დამოკიდებულია თანხაზე, რომელიც არ გაგვაჩნია – 25 000 დოლარზე, რომელიც გვაკლდება! ყველაფერი გავყიდეთ, რაც კი გაგვაჩნდა ღირებული, ყველა ჩვენი ახლობელი შევაწუხეთ და ყველგან ვისესხეთ.  მაგრამ ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია!“ – ეს დახმარების თხოვნა არ არის, ეს არის უბედური დედისა და მეუღლის ვედრება!

 „თუ 14 სექტემბრამდე (ჯანდაცვის სამინისტრომ თანხის ნაწილი, 14 000 დოლარი დააფინანსა და ვადა გაუვა) დარჩენილ 25 000 დოლარს ვერ მოვაგროვებთ, აღარაფერი გვაქვს გასაყიდი და მეგობრებმაც ყველაფერი გაიღეს. ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს, ჩვენი პატარების მამას და მის უმცროს ძმას მტანჯველი სიკვდილი ელით, არ უშველით არც წამლები, არც ნემსები!“ – სიცოცხლის ყოველი წუთი, კიდევ ერთი ნაბიჯით აახლოებს მათ სიკვდილს და თუ ახლა, არ დავეხმარებით, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. ვის სინდისზე იქნება ამ ადამიანების ჯოჯოხეთური წამება, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ მათ სული ტანჯვაში ამოხდებათ? ჩვენ კი, ასეთ ტკივილზე თვალებს ვერ დავხუჭავთ… მამისა და ბიძის შემდეგ ხომ, ამ უდანაშაულო ბავშვების ჯერიც დადგება!

 ეს სტუმართმოყვარე ოჯახი, სადაც ყოველთვის სიყვარული და მშვიდობა სუფევდა, რამდენიმე წელიწადში სიკვდილის, საშინელებების და დაუსრულებელი ტანჯვის სამკვიდროდ იქცა. მამაკაცები ავად ხდებიან, ვერაგმა დაავადებამ უკვე იმსხვერპლა მამა და უფროსი ძმა, ახლა კი გელას და რამინის წაყვანას ცდილობს. ჰანტინგტონის ქორეა – სახელწოდებაც კი შემზარავად ჟღერს. თუკი სრულყოფილად ვერ წარმოიდგინეთ რას ნიშნავს, ეს არის ნამდვილი წამება! როგორც თავად ავადმყოფისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის. დაავადება სრულიად ჯანმრთელი ადამიანის ტვინის უჯრედებს „ჭამს“. ავადმყოფს ყველაფერი აღიზიანებს, ხდება ბოროტი, მოსვენებას კარგავს, სულ მოძრაობაშია, ხელ-ფეხს იქნევს… სახის ნაკვთები კი ეცვლება იმდენად, რომ ვეღარ იცნობთ… თბილი და მოსიყვარულე ადამიანისგან მხოლოდ გვარი და სახელი რჩება… ყველაზე დიდი საშინელება კი არის ის, რომ საშველი არ ჩანს…

 „აი ასე, წამებში ეცვლება გელას სახე. შეიძლება მშვიდად იჯდეს, მერე კი უცებ წამოხტება და გარშემო ყველაფერს ლეწავს. სხვა დროს კი, დამოუკიდებლად ნაბიჯსაც ვერ დგამს.“ 

 – თამარ, ამ საშინელების შემხედვარე, ვერ წარმომიდგენია, როგორ დაგისვათ კითხვა, სიტყვებს ვერ ვპოულობ…

 თამარი: ჩემი მეუღლე და თავის ძმა ჩვენს თვალწინ იღუპებიან! მნიშვნელოვანია ყოველი წუთი! მისი ტვინის უჯრედები ყოველ წამს კვდება! ოპერაციის გარეშე, ორივე უბრალოდ მოკვდება! ისევე, როგორც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალნენ მათი მამა და უფროსი ძმა…

 – შეგიძლიათ, ამ დაავადების შესახებ უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ?

 თამარი: ეს დაავადება გენეტიკურია – ჰანტინგტონის ქორეა. ალბათ, მის შესახებ არასდროს გსმენიათ! 4 წლის წინ, ჩემმა მეუღლემ უცნაურად მოქცევა დაიწყო. დაეწყო უძილობა, ძილის დროს კი, ისე იქნევდა ხელ-ფეხს, რომ გვაზიანებდა მეც და ჩვენს პატარა შვილსაც. რომ გაიღვიძებდა, აღარაფერი ახსოვდა… მერე რაღაც უნებლიე, უცნაური მოძრაობების კეთება დაიწყო, ხელ-ფეხს ისე იქნევდა, თითქოს ცეკვავდა. უცნაურად ადგამდა ნაბიჯებს. განგაში ავტეხე, უამრავი ექიმი შემოვიარეთ, სანამ გავარკვევდით, რომ მეუღლეს სჭირს იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ანადგურებს მის ტვინს. უნარშეზღუდულობა, მერე კი სიკვდილი ელის!

 „ბავშვებს ახსოვთ მამის სითბო, სიყვარული და მზრუნველობა და ძველებურად ეფერებიან მას.“

 – ნუთუ, გამოსავალი არ არსებობს?

 თამარი: გამოსავალი არის – ოპერაცია, უფრო სწორად თავის ტვინის ღრმა სტიმულაცია. ეს პროცედურა ვერ განკურნავს ბოლომდე, მაგრამ ნამდვილად შეაჩერებს მომაკვდინებელ პროცესს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ჩემთვის კი, ეს ყველაფერს ნიშნავს, ორი შვილი გვყავს და მათ მამა სჭირდებათ! იცით, რის მეშინია ყველაზე მეტად? რომ ეს დაავადება შეიძლება ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ! ამაზე რომ ვფიქრობ, სიკვდილი მინდა!

„მე შენი არ მეშინია, მამიკო.“

 – ამის თავიდან აცილების შესაძლებლობა თუ არის?

 თამარი: ექიმებმა, ვინც დიაგნოზი დაუსვა ჩემს მეუღლესა და მაზლს, გვითხრეს, რომ ბავშვებს სჭირდებათ კვლევები და ანალიზები. პირველი გენეტიკური ტესტი კეთდება 6 წლის, შემდეგ 15, 19 და 25 წლის ასაკში. და მხოლოდ ამის მერე, თუ დაავადება არ გამოვლინდა, შემიძლია მშვიდად ამოვისუნთქო. ახლა კი, ჩემი შვილების ყოველ მოძრაობას ვაკვირდები, მაშინაც კი, როდესაც სძინავთ: „ნეტავ რატომ გაამოძრავა ფეხი? თითქოს, მძიმედ სუნთქავს…“ ვიცი, რომ ეს უკვე პარანოიად მექცა, მაგრამ რა ვქნა? რა გავაკეთო? თუკი ბავშვებს ეს „საჩუქარი“ გადაეცათ, უკვე წინასწარ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები მათ ცხოვრებაში… მაგრამ ახლა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. კიდევ რამდენიმე თვე მაქვს წინ, ჩემს ბიჭს ანალიზები რომ ჩავაბარებინო. ახლახან, 15 აგვისტოს, 6 წლის  გახდა. გოგონა კი, ჯერ მხოლოდ 4 წლის არის.

 „მამიკო, მალე ისევ კარგი ბიჭი გახდები და საჩუქრებს მოგვიტან, ხოლმე?“

 დემეტრე (6 წლის): წელს მამიკომ დაბადების დღეზე ტორტიც კი ვერ მაჩუქა. ადრე, კარგი ბიჭი იყო და ყოველთვის ბევრი საჩუქრები მოჰქონდა ჩვენთვის. ახლა კი, წევს და ხელებს იქნევს. ხანდახან ვტირი, ისე მეშინია ხოლმე.

 დეა (4 წლის): მე კი არ მეშინია, სულ ვეფერები. აი ასე: „ცა-ცა მამიკოს, მამიკო კარგი ბიჭია.“

 „გელა თითქმის მუდმივად წევს და ყოველთვის ვინმე უნდა იყოს მის გვერდით. წარმოიდგინეთ, რას გრძნობს მისი ძმა, რომელმაც იცის, რომ მალე ისიც ასეთივე უმწეო გახდება.“

 – საწოლიდან საერთოდ ვერ დგება?

 თამარი: ჩემი მეუღლისთვის ყოველი მოძრაობის გაკეთება ძალიან რთულია, თავის ხელით ვერ ჭამს, ბოდიში და საპირფარეშოშიც კი, ერთად გაგვყავს მე და ჩემს დედამთილს… სუნთქვაც უჭირს, შეიძლება საჭმელი გადაცდეს და ნებისმიერ მომენტში დაიხრჩოს. გარდა იმისა, რომ ბავშვივით უსუსურია, საკუთარ თავს საერთოდ ვერ აკონტროლებს, აგრესიულია, დაბნეულია, სულ ჩხუბობს, ასეთ დროს არ ვიცი, რა ძალა მართავს, გარშემო ყველაფერს ლეწავს… ოჰ, არც კი ვიცი, რა სიტყვებით აღვწერო ეს ყველაფერი… დედამისი, ნაზი, ქალი კი არა, ნამდვილი წმინდანია, სულ გვერდით უზის და ტირის. ამბობს, რომ უფრო ეადვილება ასე. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა, ჯერ მეუღლე დაასაფლავა, მერე შვილი. ახლა კი, უყურებს, როგორ ცდილობს სიკვდილი გელაც და რამინიც წაართვას!

 „სანამ დაავადება თავს იჩენდა, გელა სულ სხვა ადამიანი იყო!“

 – სანამ ავად გახდებოდა, როგორი იყო?

 თამარი: იცით, რა საშინელებაა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხედავ ადამიანს, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ იყო თბილი, მზრუნველი, მოსიყვარულე მამა, მეუღლე, შვილი, მუხლჩაუხრელად შრომობდა, ზრუნავდა ჩემზე და მხარში მედგა. მეც ხომ ძალიან ავად ვარ, პირველი შვილის გაჩენის მერე, ნაღვლის ბუშტი ამომაჭრეს, ამას გართულებები მოჰყვა, 6 ოპერაცია, ვერ დავდიოდი, ნერვიულობის ნიადაგზე კი, ეპილეფსია დამემართა. ის კი… გვერდიდან ერთი წამითაც არ მშორდებოდა. მისგან იმხელა სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობდი, ხელის გულზე მატარებდა. ამ ქვეყნად უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი თავს წელიწადნახევრის განმავლობაში… ახლა კი, შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ ხმაც არ ამოიღოს, ან რაღაც ისეთს იტყვის – გულს მოგიკლავს. მაგრამ, მე ხომ ვიცი, რომ ავადმყოფობა ალაპარაკებს. ხანდახან მეჩვენება, რომ თავში ეშმაკი  ჩაუსახლდა და მართავს. უწინდელი გელასგან აღარაფერი დარჩა…

 „უბედნიერესი ქალი ვიყავი ამ ქვეყნად… მერე რა, რომ ჩემი ბედნიერი ცხოვრება სულ რაღაც წელიწადნახევარს გაგრძელდა.“

 – ნეტავ, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს საშინელი დაავადება?

 თამარი: უიშვიათესი დაავადება, მამაკაცებს გადაეცემა გენეტიკურად. სწორედ ამის გამო, ახალგაზრდა დაიღუპა ჩემი მამამთილიც, მაგრამ მაშინ, ნამდვილი მიზეზი არავინ იცოდა. ეგონათ, რომ მძიმე შრომამ მოუღო ბოლო. მერე კი, როდესაც იგივე სიმპტომები, უძილობა, უნებლიე მოძრაობები ჩემი მეუღლის უფროს ძმას გამოუვლინდა, ექიმს მიმართეს. „ფსიქიკური აშლილობა“ დაუდგინდა და ჭეშმარიტი მიზეზის გარკვევას არავინ ეცადა. ორ წელიწადში ის ლოგინად ჩავარდა, კიდევ ორ წელიწადში კი, გარდაიცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემი დედამთილი როგორც ჩვილს ისე უვლიდა. უბრალოდ შეხედეთ, განადგურებულია ქალი!

 „გენეტიკურმა დაავადებამ გელას და რამინის მამისა და უფროსი ძმის სიცოცხლე  იმსხვერპლა.“

 – ქორწინებამდე არაფერი იცოდით ამ დაავადების შესახებ? როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე?

 თამარი: როგორც ძველად იცოდნენ, ისე გაგვაცნეს ერთმანეთი, მშობლებმა მოილაპარაკეს, დავინიშნეთ, ნახევარი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, სტუმრად მივდიოდით ხოლმე. მერე კი საოცარი, ულამაზესი ქორწილი გვქონდა… იცით, უფალს ასეთი არჩევანისთვის მადლობას ვწირავ, გელა არის არაჩვეულებრივი ადამიანი, შესანიშნავი მამა და მეუღლე. მისი უმცროსი ძმის მდგომარეობა კი, ჯერ არ არის იმდენად მძიმე, მაგრამ უკვე ორი წელია არ სძინავს, ისეთივე უნებლიე მოძრაობებს აკეთებს, გულჩათხრობილია და ადვილად ღიზიანდება. ის აცნობიერებს და ხვდება, სულ რამდენიმე თვეში რა დაემართება.

 „გულმოკლული დედა ხმას ვერ იღებს, მხოლოდ ცრემლებს ღვრის.“

 – დახმარებისთვის თუ მიმართეთ ვინმეს?

 თამარი: სახელმწიფომ ოპერაციის საფასურის ნაწილი დააფინანსა. მეგობრების, ნათესავებისა და მეზობლების დახმარებით მოვახერხეთ საჭირო თანხის მხოლოდ ნახევრის შეგროვება. ახლა, ჩვენი ერთადერთი იმედი ხართ თქვენ და თქვენი ფონდის მეგობრები – უცნობი კეთილი ადამიანები. ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ბოლომდე ვერ განიკურნება, მაგრამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მისი ცხოვრების ხარისხი. მოწესრიგდება ძილი, აღარ ექნება აგრესია, უნებლიე მოძრაობები და სუნთქვის პრობლემები… მესმის, რომ ვერც ჩემი მეუღლე, ვერც მაზლი მუშაობას ვერ შეძლებენ და ეს ტვირთი მთლიანად მე უნდა დამაწვეს მხრებზე, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ამად ნამდვილად ღირს! მე არ მჭირდება სიმდიდრე, მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ჩემს შვილებს მამა ცოცხალი ჰყავდეთ და… და კვლავ ვიცხოვროთ მშვიდად და წყნარად. მე კი, რასაც შევძლებ ყველაფერს გავაკეთებ და მზად ვარ მოვუარო ცხოვრების ბოლომდე. არ გეგონოთ, რომ აქ მხოლოდ ჩემი შვილები მაკავებს. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ზრუნავდა ჩემზე, როდესაც დახმარება მე მჭირდებოდა და ეს არასდროს დამავიწყდება.

 „გელა საკუთარი ხელით, წყალსაც კი ვერ სვამს.“

 მეგობრებო, დღეს, საქმე ეხება მთელი ოჯახის გადარჩენას. უბრალოდ დაფიქრდით, როგორია, როდესაც შენი ამ ქვეყნად უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც გუშინ იღიმოდა, შენს თვალწინ ურჩხულად იქცევა და ნელი სიკვდილით კვდება? როდესაც ვერ ცნობ საყვარელი ადამიანს ნაკვთებს, მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობ და ყველანაირად ცდილობ მის გადარჩენას. ხარაბაძეების ოჯახი დიდ განსაცდელშია. საშინელ დაავადებას რიგრიგობით ეწირებიან ადამიანები, ვინც სულ ცოტა ხნის წინ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, უყვარდათ, შრომობდნენ და სამომავლო გეგმები ჰქონდათ. მაგრამ, ერთიანი ძალებით, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, ტანჯვით სიკვდილს ხელიდან რომ გამოვგლიჯოთ.

 ახალგაზრდა რამინ და გელა ხარაბაძეების გადარჩენის შანსი ნამდვილად არის, მაგრამ ამისთვის, მოკრძალებული, კეთილი ქართული ოჯახისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა საჭირო. ყველას გვიჭირს, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, რომ ხვალ შეიძლება უმამოდ დარჩეს ორი მცირეწლოვანი ბავშვი, უმნიშვნელოდ მოგვეჩვენება ყველა პრობლემა. თითოეულ ჩვენთაგანს ნამდვილად შეუძლია წვლილის შეტანა და ამ ოჯახის გადარჩენა.

თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნარუჯა.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ხარაბაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

დიდი მადლობა მთელ ჩემს საქართველოს! თქვენ სასიკვდილო კატასტროფისგან იხსენით ჩემი ოჯახი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

იშვიათი გენეტიკური დაავადების, ჰანტინგტონის ქორეას გამო, მამიკო გელა უმწეო ხეიბრად იქცა. ნეიროსტიმულატორის მეშვეობით კი, მას ნაწილობრივ დაუბრუნდა ქმედითუნარიანობა

 „მამიკო კუბიკებით მეთამაშება ხოლმე, ხშირად მეუბნება სიტყვას „მიყვარხარ“ და ძალიან მაგრად მეხუტება. – ამაყად ამბობს 5 წლის დეა. – ადრე კი, მხოლოდ მე ვეუბნებოდი ამ სიტყვას, ის კი, არაფერს მპასუხობდა.“

ადრე, უმძიმესი იყო მისი მამიკოს, გელას მდგომარეობა, ოჯახში კი მოთქმა-გოდება ისმოდა. იშვიათ გენეტიკურ დაავადებას, ჰანტინგტონის ქორეას ხარაბაძეების ოჯახში ორი მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა, გელას მამის და ძმის. გელას და მის მეორე ძმას რამინსაც სწორედ ასეთი ხვედრი ელოდათ წინ. გელა მეხსიერებას და მეტყველების უნარს კარგავდა თანდათანობით. ხელ-ფეხით უნებლიე მოძრაობებს აკეთებდა, თავს ვერ უვლიდა, ვერ ჭამდა, ვერ იძინებდა…

გელას სახის გამომეტყველებაც ყოველ წუთს იცვლებოდა

ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მოვახერხეთ ამ საშინელი ისტორიის ფინალის შეცვლა. ჩერნოვეცკის ფონდმა და მისმა მკითხველებმა შეძლეს 20 000 დოლარის შეგროვება ძმები ხარაბაძეებს ოპერაციებისთვის, ორი სიცოცხლე და მთელი ოჯახი გადაარჩინეს. „უბედნიერესი ადამიანი ვარ ამქვეყნად, – ამბობს რამინი. – ხელახლა დავიბადე!“

– თამარ, როგორ შეაფასებდით ოპერაციის შედეგებს? რამდენად შეიცვალა გელას და რამინის მდგომარეობა?

თამარი: ჩატარებულმა ოპერაციებმა მთელი ჩვენი ოჯახი გადაარჩინა! დღესდღეობით, საქართველოში 50 000 დოლარი არცერთ ოჯახს არ ექნება გადანახული, მოულოდნელად ოჯახის რომელიმე წევრს თუ დასჭირდა. მე კი, საკუთარ თავს არ ვაპატიებდი გელას და რამინის დაღუპვას, დავიტანჯებოდი ცხოვრების ბოლომდე! ღმერთო ჩემო, ეს ოპერაციები როდესაც დააფინანსეთ, სიხარულისგან ვტიროდი! ღმერთმა ნურასდროს დაგაჭირვოთ ნურც ამხელა თანხა, ნურც ოპერაცია!  ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ყველას ჯანმრთელობას და უდიდეს ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით! უფალი გფარავდეთ ყველას, ჩემო უძვირფასესო ადამიანებო!

ძმებს ხარაბაძეებს, ორივეს თურქეთში ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად, ბევრად უკეთესია მათი მდგომარეობა!

გელას და რამინს სამსუნის კლინიკაში (თურქეთი) ჩაუნერგეს ნეიროსტიმულატორები, რომელიც უზრუნველჰყოფს ტვინის გარკვეულ მონაკვეთებში უჯრედების სწორ მუშაობას. გელას და რამინის ოპერაციები 5 საათი გრძელდებოდა და მომდევნო 10 დღის განმავლობაში, თავს კარგად გრძნობდნენ.

უშუალოდ ნეიროსტიმულატორი (აკუმულატორი) გულის არეში არის. ოთხკუთხედია, ვიზუალურადაც ეტყობა ჩემს მეუღლესაც და მაზლსაც. თავის ტვინში კი, ჩანერგილია ელექტროდები, რომელსაც აკუმულატორიდან სიგნალები გადაეცემა…

ოპერაციამდე ჩემი მეუღლე იყო ქმედუუნარო, ძალიან ჭირვეულობდა. ჩიოდა, რომ მთელი სხეული შიგნიდან ეფხანებოდა, ვერ იტანდა სხეულზე ტანისამოსის შეხებას. ყოველდღიურად წვერის გაპარსვას ითხოვდა. ჭამის დროს იხრჩობოდა, უჭირდა ყლაპვა. ბურღულეული ახრჩობდა. ყველაზე დიდი საშინელება კი ის იყო, რომ ერთი წამითაც ვერ ისვენებდა, ტახტზე მშვიდად ჯდომა არ შეეძლო, უნებლიედ ამოძრავებდა ხელებს და ფეხებს, თვალებს გიჟივით ატრიალებდა.

ახლა კი… დიდება უფალს! გელა თავისი ხელით ჭამს, საპირფარეშოთი სარგებლობს, ბევრად უფრო გარკვევით საუბრობს, უნებლიე მოძრაობები და კიდურების ცახცახი საკმაოდ შემცირებულია! თქვენი სოციალური მუშაკი რომ ჩამოვიდა, გაოცებული დარჩა, ეს ყველაფერი რომ დაინახა (იღიმის). მან იცის, უწინდელი მდგომარეობა როგორიც იყო. ძალიან გაუხარდა.

გელა ჭამს თავისი ხელით! 

თამარი: „ღმერთო, მადლობას გიხდი ასეთი სასწაულისთვის! გელას აღარ სჭირდება ძიძა. მადლობა მთელ ჩემს საქართველოს! თქვენ კატასტროფა აარიდეთ ჩვენს ოჯახს!“

დეა (5 წლის): ახლა, ჩემი მამიკო კარგად ლაპარაკობს. ადრე კი, მხოლოდ დედიკოს ესმოდა მისი. აღარ ბრაზობს, სახლშიც აღარაფერს ამტვრევს. საშინელი თვალებით აღარ იყურება. ჩემი დაბადების დღეც არ დავიწყებია, დამიძახა და მაკოცა. ძია რამინმა კი, ტორტი მიყიდა. ძალიან მომწონს, ბებო რომ იღიმის, დედიკოც რომ იღიმის, მამიკო რომ მეთამაშება. რა კარგია, რომ უმკურნალეთ. მადლობა!

დემეტრე (6 წლის): „მამიკომ გაიხსენა, სიტყვები როგორ უნდა თქვას. ეს მიხარია ყველაზე მეტად.“

– ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თამარ, ბავშვებსაც ხომ, გამოკვლევები ჩაუტარეთ, იმის გასარკვევად, გადაეცათ თუ არა მემკვიდრეობით ეს დაავადება? რა პასუხი მიიღეთ ექიმებისგან?

თამარი: ძალიან გახარებულები ვართ, გულზე მომეშვა! არცერთ ჩემს შვილს დაავადების ნიშნები არ აღმოაჩნდა. დიახ, 100%-იან გარანტიას ცხოვრების ბოლომდე ვერც ერთი ექიმი ვერ გვაძლევს. მაგრამ, დღესდღეობით, ყველაფერი მშვენივრად არის და ბავშვების ანალიზების პასუხები არის ძალიან კარგი. 16 წლის ასაკში, კვლავ დასჭირდებათ გამოკვლევა გადამოწმების მიზნით. უდიდეს მადლობას ვუხდით თქვენს ფონდს იმისთვის, რომ ეს კვლევები დააფინანსეთ და გამიქარწყლეთ ამხელა დარდი!

– შეგიძლიათ თუ არა იმის თქმა, რომ გელა ისევ ისეთი დაგიბრუნდათ, როგორსაც იცნობდით, სანამ დაავადება აღმოაჩნდა?

თამარი: ეჰ, ამას დიდი დრო დასჭირდება. და ნეტავ, საერთოდ თუ არის შესაძლებელი? (დადარდიანდა.) უკიდურესი მდგომარეობა, კატასტროფა თავიდან ავირიდეთ. ჩემს მეუღლეს აღარ სჭირდება ცალკე ადამიანი, მომვლელი, ძიძა. თავისუფალი დრო გამომიჩნდა, რომ ვიმუშაო. აქ, ახლოს არის მოცვის პლანტაცია, ერთ დღეში, დილის 9-დან 18-მდე 40 ლარს მიხდიან. თვეში ხუთჯერ მეძახიან და ეს თანხა ჰაერივით სჭირდება ჩვენს ოჯახს.

– ჩვენი მკითხველებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?

თამარი: საფეხბურთო გუნდს უკავშირდება ძალიან გულის ამაჩუყებელი ისტორია. ერთხელ, საღამოს, ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე, ჩვენი ეზოდან მომესმა მანქანის სიგნალების ხმა, რაღაც ხმაური. გავედი, იქ კი, ადგილობრივი საფეხბურთო გუნდი სრული შემადგენლობით დამხვდა! შემოვიდნენ, გელას და რამინს გადაეხვივნენ, გაამხნევეს: „ყველაფერი კარგად იქნება, ბიჭებო, თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით, გვჯერა!“ ახალგაზრდა, გელას და რამინის ცოლმა ბიჭებმა ამხელა სტიმული მოგვცეს. მოგებული თანხა კი, ჩემი მეუღლისა და მაზლის მკურნალობისთვის შემოწირულობის სახით გაიღეს. გული იმდენად ამიჩუყდა, რომ ვიტირე კიდეც…

– რამინს, ალბათ, თავადაც შეუძლია, საკუთარ თავზე რომ გვიამბოს, არა? როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება? როგორ გრძნობთ თავს?

რამინ: მინდა იცოდეთ, რომ ჩერნოვეცკის ფონდისა და მისი მკითხველის დამსახურებით, ახლა, უბედნიერესი ადამიანი ვარ ამქვეყნად! თქვენ ამ დილეგიდან, ღრმა დეპრესიიდან გამომიყვანეთ. ასეა, მინდა იცოდეთ!

27 წლის ვარ. სამი წლის განმავლობაში, არსად გავსულვარ ჩემი დაავადების გამო, მეგობრები არ მინახავს. უძილობა და აგრესიის შეტევები მაწუხებდა, ისეთივე სიმპტომები მქონდა, როგორც ჩემს ძმას. არ მეგონა, ჩემთვის ან გელასთვის რაიმე საშველი თუ არსებობდა.

დღეს, ჩვენს სახლში სიმშვიდე და სიჩუმე სუფევს. ბავშვებმაც ამოისუნთქეს, აღარ არიან სტრესის ქვეშ. ქალაქშიც გავდივარ, მეგობრებს ვნახულობ. საკუთარი ოჯახის შექმნაზე ვოცნებობ. ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანივით დავიწყე ცხოვრება! ეს კი, დახმარებაზე მეტია თქვენი მხრიდან. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ!

რამინი: „სამწლიანი კარჩაკეტილი ცხოვრების მერე დავიწყე ქალაქში გასვლა, ჩემს მეგობრებსაც ვნახულობ. ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანივით დავიწყე ცხოვრება!“

სახლში სიმშვიდეა და სიწყნარე. ბავშვები სტრესის ქვეშ აღარ არიან. ამ ლამაზი ქართული ოჯახის გადარჩენისთვის მადლობას გიხდით!

ნაზი (რამინისა და გელას დედა): ჩემი შვილებისა და ჩვენი ოჯახის გადარჩენისთვის მადლობას გიხდით. ვლოცულობ თქვენთვის და ეს ლოცვა არის ძალიან ძლიერი. ეს არის დედის ლოცვა, რომელსაც მომაკვდავი შვილები ცოცხალი დაუბრუნეს. სიყვარულითა და სითბოთი ყველაფერ საუკეთესოს ვთხოვ თქვენთვის ღმერთს.

– კიდევ რა სახის დახმარება და თანადგომა გჭირდებათ ამჟამად?

თამარი: როგორი ცხოვრებისეული სირთულეებიც არ უნდა გაჩნდეს, ვერაფერი შეედრება იმ უდიდეს პრობლემას, რომლის გადაჭრაშიც თქვენ დაგვეხმარეთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერდში დაგვიდექით ამხელა განსაცდელის ჟამს!

ადამიანებს, ვისი დიაგნოზებიც უიმედოა, თქვენ ჩუქნით იმედს და სითბოს. უდიდეს მადლობას გიხდით იმისთვის რომ ახლა, ხარაბაძეების ოჯახში სიმშვიდე, სიჩუმე და ბედნიერება სუფევს! გელას ნახევარ წელიწადში ერთხელ, რამინს კი – წელიწადში ერთხელ ექიმის კონტროლი სჭირდებათ. თქვენ კი, ყოველთვის პირველები ხართ, ვისაც ვუზიარებთ ჩვენს სიახლეებს. ამ ოჯახის ისტორიასაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ხარაბაძეების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 სექ 05
ოპერაცია,გელა ხარაბაძე
26529.65₾
2023 სექ 05
ოპერაცია,რამინი ხარაბაძე
26529.65₾
2023 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
9275.00₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
3015.00₾
2023 დეკ 05
სამედიცინო მომსახურება
625.60₾
2023 დეკ 05
სამედიცინო მომსახურება
625.60₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1030.00₾
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
205.00₾

სულ ხარჯები:

67835.50₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ლაცაბიძე გიორგი
30.03.2024 20:00:00
₾5.00
კოჩალიძე ანასტასია
30.03.2024 20:00:00
₾3.00
ელიავა ლელა
30.03.2024 20:00:00
₾15.00
დოლიძე ნიკა
30.03.2024 20:00:00
₾3.47
დოლიძე დავით
30.03.2024 20:00:00
₾2.00
დემინაშვილი თემური
30.03.2024 20:00:00
₾3.41
გუჯაბიძე ნინო
30.03.2024 20:00:00
₾5.00
გურული გიორგი
30.03.2024 20:00:00
₾0.80
გურგენიძე ვანდა
30.03.2024 20:00:00
₾5.00
გულიაშვილი შალვა
30.03.2024 20:00:00
₾30.00
გოგსაძე გიორგი
30.03.2024 20:00:00
₾10.00
გოგაშვილი იოსები
30.03.2024 20:00:00
₾10.00
გობეჯიშვილი ამირანი
30.03.2024 20:00:00
₾2.00
გიორგაძე ირაკლი
30.03.2024 20:00:00
₾5.00
გითოლენდია გულნაზ
30.03.2024 20:00:00
₾10.00
გამგონეიშვილი ედიშერი
30.03.2024 20:00:00
₾6.00
გალავანიშვილი ნინო
30.03.2024 20:00:00
₾15.00
გაბუნია ლუკა
30.03.2024 20:00:00
₾0.50
გაბაიძე რუსლან
30.03.2024 20:00:00
₾5.00
ბოლქვაძე მთვარისა
30.03.2024 20:00:00
₾2.58

შემოწირულია:

₾67,835.21

3681 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾67,835.21

3681 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება