რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ეთუნა: „რა სასიამოვნოა სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილება! რა ფანტასტიურია!»

calendar ივნისი 3, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეთუნას სიხარული მეცხრე ცას მისწვდა! ჩვენ არ ვჩქარობდით აგარიდან წამოსვლას, რათა დავმტკბარიყავით ამ ბავშვური სიხარულის ცქერით, რომელიც მიწიდან ამოხეთქილი ნაკადულივით მოსჩქეფდა! შესანიშნავ, პოზიტიურ ეთუნას გამუდმებით სჭირდება პამპერსები, პროდუქტები. ასევე საჭიროა, დავეხმაროთ ოჯახს აბაზანის მშენებლობის დასრულებაში. მადლობას გიხდით, მეგობრებო, ამ დიდი და ბედნიერი დასასრულისთვის. ელექტროეტლი შეცვლის გოგონას ცხოვრების ხარისხს! უზომოდ გაგვიხარდება, თუ ეთუნას დამხმარეთა რიცხვი მოიმატებს.
თუ ყოველდღიური პრობლემების ან გადაუჭრელი საკითხების გამო დამწუხრებული ხართ, წამით შეჩერდით და გადახედეთ ჩვენს პოსტებს ფეისბუქზე. უფრო მეტიც, დაურეკეთ რომელიმე ჩვენს ბენეფიციარს და თქვენი ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმ ადამიანის პრობლემებთან შედარებით, რომელთაც დაეხმარეთ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ეთუნა (15 წლის): „გიყურებთ (კორესპონდენტს მიმართავს) და მჯერა, მთელი სულით და გულით მჯერა, რომ ჩემი ტანჯვა მალე დასრულდება. ფონდის მეგობრებმა ხომ ასეთი სასწაული საქართველოს იმდენჯერ აჩუქეს!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

„ამხელა სულიერ, ფიზიკურ და გულის ტკივილს ვეღარ ვუმკლავდები. ჩემთვის გაუგებარია, რისთვის გამიწყრა უფალი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ასეთი საშინელი ტანჯვისთვის რატომ გამწირა?!“უფლის უნდა გწამდეს, შვილო! ჩვენი საუბარი მალე გაგახსენდება, როდესაც ღმერთი შეძლებს შენს განკურნებას! ჩვენ ხომ ასეთ ისტორიებს ფონდის მეგობრებს იმისთვის ვუამბობთ, რომ გული გაუხსნან ღმერთს და სხვისი ტკივილი გაიზიარონ! ღმერთი გიყურებს, ჩვენ კი შანსს გვჩუქნის, საქმით დავანახოთ, როგორია ჩვენი სული სინამდვილეში და არა იმ სიტყვებით, რასაც საკუთარ თავზე ვამბობთ! ხერხემლის თიაქარს, შენი ფეხები ასეთ დღეში რომ ჩააგდო, თურქეთში მკურნალობენ. ამიტომ ვილოცოთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანოს შენი ტკივილი! მხოლოდ თანხაა საჭირო, რომ შენთვის საუკეთესო ექიმი და საავადმყოფო შევარჩიოთ!

ეს საშინელებათა ფილმის სცენა არ გეგონოთ. 15 წლის ულამაზესი ეთუნას ფეხებია!

მეგობრებო, შეხედეთ, როგორ უბრწყინავდა თვალები ულამაზეს ეთუნას სულ ცოტა ხნის წინ!

ღმერთო, ღმერთო, ეთუნა საშინელ ტკივილს უძლებს, დედას კი გული უკვდება, რადგან იძულებულია, ყოველდღე გადახვევები უკეთოს და საყვარელ შვილს საშინელი ტკივილი მიაყენოს! ექიმის ან გამოცდილი ექთნის დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ამისთვის ფულია საჭირო! მათ კი იმის საშუალებაც არ გააჩნიათ, ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანონ!

დაბა აგარა. დაქვრივებულ ქალს თავისი შეზღუდული შესაძლებლობობის მქონე შვილი აი, ასე გაჰყავს გარეთ ყოველდღე. სახლს არ აქვს პანდუსი! ეტლით, რომელიც არაფრად ვარგა. საქართველოში ხომ სახლებს პანდუსი არ აქვთ! ეს გასაკვირია, საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებსაც კი რომ შევადაროთ!ევროპისა და მსოფლიოს ასობით სხვა ქვეყანაში კი ასეთი პანდუსების გარეშე თანამდებობის პირები ექსპლუატაციაში არც ერთ საცხოვრებელ შენობას არ მიიღებენ! თუ გავითვალისწინებთ ნებისმიერი სამშენებლო კომპანიის ბიუჯეტს, ეს კაპიკებია! მაგრამ, ვის ადარდებს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ასიათასობით შეზღუდული შესაძლებლობობის მქონე ადამიანი?! მათ ხელით დაატარებენ მოხუცი მშობლები. მერე რა მოხდება, როდესაც ისინი აღარ იქნებიან ამქვეყნად?!

 რა თქმა უნდა, ასეთი პანდუსის მოწყობას ვერ მოვახერხებთ, მაგრამ პატარას აუცილებლად მივაშენებთ!

ამ სასტიკ სამყაროში ეთუნას ერთადერთი მეგობარი ეს უძველესი ეტლია, რომელიც არ შეესაბამება ბავშვის მდგომარეობას. მისი შეკეთება უკვე შეუძლებელია. იმდენად განადგურებულია, რომ ბავშვს ხელები მთლიანად დაკოჟრილი აქვს, იმდენი ძალისხმევა სჭირდება მის დაძვრას. რა გამოსავალი აქვს ეთუნას საბრალო დედას? შვილისთვის დისტანციური მართვის ელექტროეტლის შეძენის საშუალება საიდან უნდა ჰქონდეს, როდესაც სახლში საჭმელიც არ აქვთ?!

ეთო ყოველდღე ათვალიერებს სკოლაში გადაღებულ სურათებს. მთელი გულით უნდოდა სწავლა, მაგრამ იძულებული გახდა, მესამე კლასიდან თავი დაენებებინა. რატომ, რა დააშავა ამ შავთვალა გოგომ?! სამყაროსთან მისი კონტაქტი პატარა ფანჯრით შემოიფარგლება.ფანჯრის მიღმა ბავშვები მხიარულობენ, თამაშობენ და იცინიან. ეთო კი ფანჯარასთან ზის. ბავშვის ერთადერთი ოცნებაა, ოპერაცია გაიკეთოს და ფეხზე დადგეს, თუნდაც ყავარჯნის დახმარებით.

ეთუნას იმდენად გამრუდებული აქვს ფეხები, რომ ფეხსაცმელსაც კი ვერ იცვამს. ზამთრის ყინვაშიც კი საბრალო ბავშვს მხოლოდ წინდები აცვია.

ეთუნა: საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩები, ხანდახან გულისტკივილით მივმართავ უფალს: „ასე რატომ მაწვალებ, ღმერთო? ასეთად რატომ შემქმენი?! სხვა ბავშვებივით ჯანმრთელი რატომ არა ვარ? რატომ? რა დავაშავე?!“ რა თქმა უნდა, გული ძალიან მწყდება და დედასთან ერთად ვტირი. მერე კი მთელი გულით ვთხოვ ღმერთს პატიებას. მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ ვსუნთქავ, მით უმეტეს, დღეს!ბედნიერი ვარ, რომ ახლა ასიათასობით ადამიანი საქართველოში, ფონდის მეგობრები გაიგებენ ჩემს ისტორიას! ისინიც, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება. უფლის წყალობით, გულთან ახლოს მიიტანენ ჩემს ტკივილს! მე ხომ ჯერ ისეთი ახალგაზრდა ვარ!

ახლა თუ არ ჩამიტარდება ოპერაცია, მერე ძალიან გვიანი იქნება. და მაშინ… მაშინ… ამ სიტყვების წარმოთქმაც მიჭირს… მაშინ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ დაკარგავს აზრს.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თუ გსურთ ეთუნა მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ, ის ცხოვრობს მისამართზე: ქარელის მუნიციპალიტეტი, დაბა აგარა, ხორავას ქ. №6

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ჭეჭვაძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ეთუნა: „რა სასიამოვნოა სხვისი დახმარების გარეშე გადაადგილება! რა ფანტასტიურია

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!


დღეს განსაკუთრებული დღეა! ვიცი, რომ კარგმა ადამიანებმა მაჩუქეს ეს სიხარული!“
ამ ღამით არ მეძინა,  – ამბობს ეთუნა. – სულ წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა ახალი ეტლი, რომელსაც თქვენ ჩამომიტანდით. ახლა კი ლაპარაკიც არ შემიძლია მღელვარებისა და სიხარულისგან. მთელმა სახლმა იცის, რომ დღეს ჩერნოვეცკის ფონდი ეტლს ჩამომიტანს. ბავშვები მოსალოცად ემზადებიან
ცოტათი მეშინია, არასდროს მიტარებია ელექტროეტლი. მაგრამ ისე დავიღალე სახლში ჯდომისა და ძველი ეტლისგან დაკოჟრილი და დასისხლიანებული ხელების გამო, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ. უკვე დროა! ოჰ, როგორ ვღელავ!“
ეთუნას ახალ ეტლში ვსვამთ. როგორც კი ის სახლის ზღურბლს სცდება, მეზობლის ბავშვები ყვირიან: „გილოცავთ! გილოცავთ!“. ეხვევიან, კოცნიან, თეთრ, წვრილყვავილიან კაბაში გამოწყობილი ეთუნა კი მსოფლიოში ყველაზე დიდ ბედნიერებას ასხივებს.

ისე გავთამამდი ამ ეტლში, რომ თვითონ ვმოძრაობ, არავის ვთხოვ, მატაროს!“  
ეთუნა, განსაკუთრებით ლამაზი ხარ! ძალიან გიხდება ეს კაბა! მოდი ახლა ეტლის პულტში გავერკვეთ.
ეთუნა: აქ ყველაფერი უბრალო და ადვილი დასამახსოვრებელიაეს პატარა ბერკეტი ეტლს წინ და უკან, მარცხნივ და მარჯვნივ ამოძრავებს. აქვსჩართვაგამორთვისღილაკი. სიჩქარის მომატება და დაკლებაორი სხვადასხვა ღილაკია.

ეთუნა: „ამ ეტლის მართვა ადვილია, მაშინვე გავერკვიე
აბა, წავედით?! ჯერ პატარა სიჩქარე მიეცი.
წავედით! წავედით! – ყვირიან და ტაშს უკრავენ ბავშვები, ეთუნას მეგობრები
ახლა ჩვენს ეთუნას სადაც მოუნდება, იქ წავა! – აღფრთოვანებული აცხადებს მეზობლის გოგონა.
ეთუნა ფრთხილად აწვება ბერკეტს და ეტლი ნელა იძვრის ადგილიდან. დედამისმა, ნათიამ, ორივე ხელით მოიწმინდა თვალებიდან ცრემლები და მიმავალს მიაძახა: „ღმერთი შენთან, შვილო!“

მეზობლის გოგონა: „ახლა ჩვენი ეთუნა წავა!“

ეთუნას მეგობარი ბავშვები: „ვაშა! წავიდა! ვაშა! “
ნათია (დედა): თითქოს სიტყვები დამავიწყდა, სიხარულისგან გადამეყლაპა! ისე მალე მოხდა ყველაფერი მას შემდეგ, რაც ჩერნოვეცკის ფონდი გავიცანი და მოგწერეთ, გაოგნებული ვარ. ინტერნეტით გიპოვეთ და ჩემი და ჩემი ქალიშვილის ყველაზე დიდი ოცნება ასრულდაელექტროეტლი! გინახავთ ეთუნას დაკოჟრილი ხელები? ახლა მოგვიახლოვდება და ნახეთ. ხელები უსივდებოდა, სისხლი სდიოდა! საშინელებას მართებდა ძველი ეტლი, როცა თავად უწევდა ბორბლების ტრიალი!
დიდი მადლობა ყველა გულმოწყალე ადამიანს, ვინც ჩემს ქალიშვილს დაეხმარა! ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიფაროთ! დიდი და უზომოა ჩემი სიხარული! გუშინ, დღის ბოლოს, ფონდიდან პამპერსების დიდი მარაგი მოგვიტანეს. რამდენიმე თვეს ეყოფა ეთუნას. მათ გარეშე შეუძლებელია, დღეში ხუთი ცალი სჭირდება.
 
ნათია: „ეს პამპერსები ჩემს გოგოს რამდენიმე თვეს ეყოფა!“
ნათია: გუშინაც სიამოვნებით წავედი მაღაზიაში და გადმორიცხული ფულით ყველაფერი ვიყიდე, რაც სახლში გვჭირდებოდა: მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ბურღულეული. უზომოდ კმაყოფილი ვარ! მე და ჩემი შვილი შესანიშნავ ხასიათზე ვართ!

ნათია: „ვიყიდე ყველაფერი, რაც სახლში გვჭირდებოდა. უზომოდ კმაყოფილი ვარ!“
ნათია, ეს ჯერ კიდევ ყველა საჩუქარი არ არის ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან. თქვენი აზრით, რატომ დგას აქ ფონდის მიკროავტობუსი?
ნათია: საიდან უნდა ვიცოდე? რატომ მაშინებთ, ჰა? ჩვენთვის არის კიდევ რამე?! ისედაც პირი მიშრება, ლაპარაკი არ შემიძლია

ნათია: „სიტყვები დამავიწყდა, სიხარულისგან გადამეყლაპა!“
ამ მიკროავტობუსით ჩამოვიდა თქვენი ახალი მაცივარი და წყლის გამაცხელებელი. მომიტევეთ, რომ მაშინვე არ გითხარით.
ნათია: ოი, ოი! რა დამაძინებს ამაღამ?! არაფერი! დაუძახეთ ეთუნას, ბავშვებო. დაბრუნდეს უკან. ნახოს ჩემმა  გოგომ დანარჩენი საჩუქრებიც, რომლებიც ღვთისნიერმა ადამიანებმა გამოუგზავნეს.

ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს სურთ, რომ ჭეჭვაძეების ოჯახს თავისი მაცივარი ჰქონდეს და არა ნათხოვარი! ამიტომ, აი, ასეთი შთამბეჭდავი საჩუქარი გამოუგზავნეს!

მთლიანი მაცივარი კადრში ვერ ჩაეტია, მხოლოდ საყინულეს გაჩვენებთ

ასევე ფონდის მეგობრებს სურთ, რომ მშვენიერი ეთუნა ყოველთვის ანათებდეს თვალისმომჭრელი ღიმილით, ჰქონდეს ურთიერთობისა და კითხვის შესაძლებლობა, ამიტომ მას პლანშეტი გადასცეს
ნათია: ელექტროპლიტაზე ვუცხელებდი წყალს, რომ მებანავებინა! ცხელი წყლით სავსე ვედრო საპირფარეშოში მიმქონდა და ტაშტში ვაბანავებდი შვილს. როგორც ძველ დროს, საშინელებაა! ძველ მაცივარს დავუბრუნებ ჩემს ნაცნობს, ერთი წლით იყო წასული და გვათხოვა, შევიდა ჩვენს მდგომარეობაში. ეთუნა, შვილო! ნახე, რა გვაჩუქეს! ახლა აღარ დავიტანჯებით ბანაობის დროსოჰ, შვილო, ყველაფერი კარგად გვექნება!

ნათია: „ოჰ, შვილო, მჯერა, რომ ყველაფერი შესანიშნავად გვექნება მე და შენ!“
ეთუნა: რა მაგარია, დე! რა კარგი დღე გვაქვს! ვიცი, რომ ეს სიხარული კარგმა ადამიანებმა მაჩუქეს. მინდა, რომ ისინი არასდროს გახდნენ ავად. მათაც იგრძნონ ისეთი უზომო სიხარული, როგორსაც მე ვგრძნობ! ისე გავთამამდი ამ ეტლში, რომ თვითონ ვმოძრაობ, არავის ვთხოვ, მატაროს!  
ასეთი რამ ცხოვრებაში არ მომხდარა, მე ხომ ყველთვის დახმარებას ვითხოვ. საოცარია, ფანტასტიურია, იყო დამოუკიდებელი!

ეთუნას მეგობრები: „გილოცავთ! გილოცავთ!“
ეთუნას სიხარული მეცხრე ცას მისწვდა! ჩვენ არ ვჩქარობდით აგარიდან წამოსვლას, რათა დავმტკბარიყავით ამ ბავშვური სიხარულის ცქერით, რომელიც მიწიდან ამოხეთქილი ნაკადულივით მოსჩქეფდა! შესანიშნავ, პოზიტიურ ეთუნას გამუდმებით სჭირდება პამპერსები, პროდუქტები. ასევე საჭიროა, დავეხმაროთ ოჯახს აბაზანის მშენებლობის დასრულებაში. მადლობას გიხდით, მეგობრებო, ამ დიდი და ბედნიერი დასასრულისთვის. ელექტროეტლი შეცვლის გოგონას ცხოვრების ხარისხს! უზომოდ გაგვიხარდება, თუ ეთუნას დამხმარეთა რიცხვი მოიმატებს.
თუ ყოველდღიური პრობლემების ან გადაუჭრელი საკითხების გამო დამწუხრებული ხართ, წამით შეჩერდით და გადახედეთ ჩვენს პოსტებს ფეისბუქზე. უფრო მეტიც, დაურეკეთ რომელიმე ჩვენს ბენეფიციარს და თქვენი ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმ ადამიანის პრობლემებთან შედარებით, რომელთაც დაეხმარეთ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში.
ჩვენი პრობლემები არაფერია მათ პრობლემებთან შედარებით! აი, ნამდვილი საწუხარი! თქვენ თვალწინაა! მადლობა შესწირეთ უფალს იმისთვის, რაც გაქვთ. თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ ამქვეყნად! დაიმახსოვრეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და სხვა ოჯახების პრობლემები ამით არ მთავრდება, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ჩვენს ვებგვერდზე შეჭირვებული ადამიანების ისტორიებს და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, აუცილებლად იგრძნობთ ღვთის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! ეს არის უფლისთვის საუკეთესო სამსახური!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, ბედნიერი იყოთ ყველაფერში!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ჭეჭვაძეების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლებამოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus 

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვების დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს სწორედ იმ ტანჯვით, რასაც სხვებისთვის განვიცდით!

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: მედეა

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
19.06.2024
ჰიგიენური საშუალებები
313.40₾
18.07.2024
ელექტროეტლი
4300.00₾
30.07.2024
საკვები, საფენები და ჰიგიენა
560.10₾
07.08.2024
მაცივარი, გაზის გამათბობელი, ტაბლეტი
2169.00₾
30.08.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
1545.00₾

სულ ხარჯები:

8887.50₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ელიოზიშვილი გიორგი
26.09.2024 09:56:31
₾4.00
სუხიშვილი მარიამ
25.09.2024 00:00:00
₾1.00
სუქიაშვილი ბექა
25.09.2024 00:00:00
₾1.00
საძაგლიშვილი ინგა
25.09.2024 00:00:00
₾2.00
ობოლაძე ლევან
25.09.2024 00:00:00
₾20.00
ნერსესოვა ჯულიეტა
25.09.2024 00:00:00
₾10.00
ნაჭყებია ნიკა
25.09.2024 00:00:00
₾3.00
ნანავა ლუკა
25.09.2024 00:00:00
₾6.14
მწყერაშვილი ლაშა
25.09.2024 00:00:00
₾2.00
მორალიშვილი გიორგი
25.09.2024 00:00:00
₾5.00
მიულერი ნინო
25.09.2024 00:00:00
₾70.00
მენაბდიშვილი თამუნა
25.09.2024 00:00:00
₾5.00
მელაძე ნათია
25.09.2024 00:00:00
₾3.00
მელაძე ნათია
25.09.2024 00:00:00
₾3.00
მებურიშვილი იზოლდა
25.09.2024 00:00:00
₾15.00
მარღიშვილი გოჩა
25.09.2024 00:00:00
₾10.00
მამულაძე მარიამ
25.09.2024 00:00:00
₾20.00
მამასტარაშვილი სიმონ
25.09.2024 00:00:00
₾7.18
მამასახლისი ედუარდი
25.09.2024 00:00:00
₾10.00
მაისურაძე ირინა
25.09.2024 00:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾8,887.44

690 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾8,887.44

690 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება