რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

უბედურება, უბედურება, უბედურება!!! 2 წლის იოანეს დედა უკვდება, ბავშვი კი სულ ელოდება, როდის უმღერებს დედა დაპირებულ „იავნანას“. წყეული სიმსივნე ცოცხლად ჭამს ახალაგზრდა ქალს. არადა მას ხომ სამი შვილი ჰყავს. ღმერთო, ამ ოჯახს ძალიან სჭირდება დახმარება! უბედური ქალის სიცოცხლის წამზომი ჩართულია!

calendar სექტემბერი 19, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

შეხედეთ ამ ფოტოს! წამიერად გაიფიქრებთ, რომ ვინმემ სამარე გახსნა და დიდი ხნის მიცვალებულს ფოტო გადაუღო. 43 წლის ინდირა ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ მხოლოდ გული უფეთქავს. ახალგაზრდა ქალს მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. 2 წლის წინ, როცა მე-3 ბავშვზე იყო ორსულად, ცხვირ-ხახის სიმსივნე დაუდგინეს. თვე-ნახევრის განმავლობაში 15 ოპერაცია ჩაუტარდა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია. ივნისიდან კი რეანიმაციაში წევს უგონო მდგომარეობაში.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

უბედურება, უბედურება, უბედურება!!! 2 წლის იოანეს დედა უკვდება, ბავშვი კი სულ ელოდება, როდის უმღერებს დედა დაპირებულ „იავნანას“. წყეული სიმსივნე ცოცხლად ჭამს ახალაგზრდა ქალს. არადა მას ხომ სამი შვილი ჰყავს. ღმერთო, ამ ოჯახს ძალიან სჭირდება დახმარება! უბედური ქალის სიცოცხლის წამზომი ჩართულია! საათის ისრების ყოველ დარტყმაზე სულ უფრო ცოტა დრო გვრჩება ჩვენი სულიერი თვისებების გამოსავლენად. იჩქარეთ, ხალხო! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პატარები არ დაობლდნენ.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

სიმსივნე ცოცხლად ჭამს ქალს.

შეხედეთ ამ ფოტოს! წამიერად გაიფიქრებთ, რომ ვინმემ სამარე გახსნა და დიდი ხნის მიცვალებულს ფოტო გადაუღო. 43 წლის ინდირა ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ მხოლოდ გული უფეთქავს. ახალგაზრდა ქალს მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. 2 წლის წინ, როცა მე-3 ბავშვზე იყო ორსულად, ცხვირხახის სიმსივნე დაუდგინეს. თვენახევრის განმავლობაში 15 ოპერაცია ჩაუტარდა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია. ივნისიდან კი რეანიმაციაში წევს უგონო მდგომარეობაში.

ახალგაზრდა ქალის ფეხები ჩხირებს დაემსგავსა.

ფონდის კორესპონდენტის მისვლისას მხოლოდ რამდენიმე წამით გაახილა თვალი. მართალია, საბრალო ქალი უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ თითქოს თვალებით გვეუბნება, რა ჯოჯოხეთურად იტანჯება. ჟანგბადის აპარატის გარეშე მას სუნთქვა არ შეუძლია

ინდირა მეუღლესთან ერთად.

აი, ასეთი ლამაზი და ბედნიერი იყო ინდირა, სანამ ვერაგი დაავადება შეხვდებოდა. დაუჯერებელია, რომ ამ ფოტოსა და რეანიმაციაში გადაღებულ სურათზე ერთი და იგივე ქალია გამოსახული. დაუჯერებელია! მაგრამ ეს მწარე რეალობაა. წლების წინ ჰაიმორიტი აწუხებდა ქალს და ქუთაისის ერთერთ კლინიკაში შესაბამისი ოპერაცია ჩაუტარდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ოპერაციის დროს ისეთი დაზიანება მიიღო, რამაც სიმსივნე განავითარა. ამ ამბავში კი ყველაზე საშინელება ისაა, რომ ვერაგი დაავადება მაშინ გამოჩნდა, როცა ქალის სხეულში ახალი სიცოცხლე იყო და მესამედ უნდა გამხდარიყო დედა

ეს პატარა იოანეა. მიუხედავად სიმსივნისა, ინდირამ ახალი სიცოცხლე აჩუქა სამყაროს!

პატარა იოანე ტაძარში უფალს ეკითხება: სად არის დედა?

საბრალო ბიჭუნამ დედის ალერსი ნორმალურად ვერ იგრძნო, რადგან მისი დაბადების შემდეგ ქალის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და სიმსივნე ყოველდღე იზრდება. ქალმა 15 ოპერაცია გაიკეთა და ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ბავშვი, ფაქტობრივად, დედის გარეშე იზრდება. ივნისიდან კი საბრალო ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს უგონო მდგომარეობაში. პატარა იოანეს დედა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ასევე მის 12 წლის დაიკოს, ანანოს, და 18 წლის მარიამს ძალიან ენატრებათ დედა და ყოველდღე ტირიან, თუმცა ცდილობენ, თავადაც პატარებმა, დედობა გაუწიონ 2 წლის ძამიკოს. ღმერთო, ეს რა უბედურება ტრიალებს ზარანდიების ოჯახში. ამის წარმოდგენაზეც კი ძარღვებში სისხლი ეყინება ადამიანს.

2 წლის იოანე ტირის, რადგან დედასთან უნდა.

ეს კი ბავშვების საბრალო მამაა. საწყალმა კაცმა მომაკვდავი ცოლი ფოთიდან თბილისის კლინიკაში წამოიყვანა და ივნისიდან დღემდე კლინიკაში ათენებს და აღამებს. თბილისში სახლი რომ დაექირავებინა, ამის ფულიც კი არ ჰქონდა. დახედეთ ამ ფოტოს, გული მოგიკვდებათ, ტელეფონში ასე დაჰყურებს თავისი საყვარელი მეუღლის სურათს და უფალს სთხოვს, ბავშვები არ დააობლოს

როგორი მუხთალია ეს ცხოვრება. არავინ იცის, ვის რას გვიმზადებს. ახალგაზრდა დედა, რომელიც ახლა წესით, თავისი სამი შვილით უნდა ტკბებოდეს, ამ თეთრ კედლებში უგონოდ არის აპარატზე შეერთებული. გონება გაეთიშა, თუმცა გული მაინც უფეთქავს. იცით, რატომ? იმიტომ რომ დედების გულს შვილების სიყვარულიამუშავებს“. დედაშვილობაზე დიდი ძალა ხომ ამ სამყაროში არაფერსა აქვს. ვერაგ სიმსივნეს კი სურს, რომ ინდირას შვილები დააობლოს. უფალო, ნუ დაუშვებ ამას

რეანიმაციაში 3-თვიანი წოლის შემდეგ, ინდირას ქმარს ექიმებმა უთხრეს, რომ საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ მისი ცოლი. დაფინანსება ამოიწურაო, ასე უთხრა ქმარმა ფონდის კორესპონდენტს. სასოწარკვეთილმა კაცმა ჩერნოვეცკის ფონდს მოგვმართა დახმარებისთვის. კაცის ხმა რომ მოგესმინათ ტელეფონშიეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე თხოვნა. საბრალო კაცი ტიროდა, ფოთში რომ წავიყვანო ინდირა, ჟანგბადის და ნახველის ამოსაღები აპარატი როგორ ვუქირავო, როცა ბავშვები მშივრები არიანო. ღმერთო, ახლა ფონდში იმაზე გვეფიქრება, ამდენი თვის ლოდინის შემდეგ ბავშვები რომ გაიგებენ, დედა სახლში ბრუნდებაო და სიხარულით შესძახებენ, ის სიხარული კოშმარად გადაექცევათ, როცა სახლში რეანომობილის საკაცით მიუყვანენ ნახევრად მკვდარ დედას. თუმცა ყველაზე მთავარი უბედურება მაინც ისაა, რომ მომაკვდავ ქალს როგორ უნდა უქირავონ ჟანგბადის აპარატი, როცა სახლის ქირაც კი გადასახდელი დაუგროვდათ და ვინ იცის, იქნებ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს მომაკვდავი ქალი თავის 3 შვილთან ერთად.

იოანე დედას ელოდება

აი, ამსახლშიუნდა მიიყვანონ სულთმობრძავი ქალი.

შეხედეთ ამ ჭერს. ეს იმ ოთახის ჭერია, სადაც მომაკვდავი ქალი უნდა მიიყვანონ. შემოდგომით, როცა თითქმის ყოველდღე წვიმს, მით უფრო ფოთში, ხომ წარმოგიდგენიათ ამ ოთახში წოლა რასაც ნიშნავს სულთმობრძავი ქალისთვის. ზედ დააწვიმს უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალს.

ჩამტვრეული ფანჯრები

ბავშვებმა კედლებზე გულები დაუხატეს დედას. იციან, რომ დედა მალე დაბრუნდება სახლში და უნდათ, რომ გაახარონ. საბრალო ბავშვებმა ის აღარ იციან, რომ მათ დედას ნახევრად მკვდარს მიიყვანენ სახლში. ეს ხომ წარმოუდგენელი სისასტიკეა, რომ პატარა ანგელოზებმა ასეთ მდგომარეობაში ნახონ დედა.

კეთილო ადამიანებო, ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ბავშვებს დედა ცოცხალი ეყოლებათ თუ მხოლოდ მის საფლავზე ივლიან. ჟანგბადისა და ნახველის ამოსაღები აპარატის ქირის გადახდაში შევეშველოთ ოჯახს. ასევე ქალს მედიკამენტები და სპეციალური კვება ესაჭიროება. სიცოცხლის წამზომი ჩართულია. 3 პატარა ბავშვი სიკვდილს დამოუკიდებლად ვერ შეებრძოლება დედის გადასარჩენად, თუ ჩვენ მათ გვერდით არ დავუდგებით. ახლა ის დროა, როცა სრულიად საქართველო უნდა გავერთიანდეთ და ვერაგი სიკვდილი დავამარცხოთ. 2 წლის იოანესთვის დედას არასდროს უმღერია იავნანა

თუ ქალის სიცოცხლეს გადავარჩენთ, გამოჯანმრთელებული ქალი პირველი, რასაც გააკეთებს, იავნანას უმღერებს თავის დატანჯულ ბიჭუნას. ბავშვი გაიზრდება, დავაჟკაცდება, სამშობლოს და უფლის სამსახურში იქნება და სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება ერთი რამდედა მას თქვენ გადაურჩინეთ და თქვენი წყალობით შეიგრძნოიავნანასჯადოსნური ძალა.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი ფოთი, ჭყონდიდელის . 14, ბინა 62

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ზარანდიების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლებამოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი



თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
16.10.2024
სამედიცინო აღჭურვილობა
350.00₾
21.10.2024
სპეციალური საკვები
585.11₾
24.10.2024
პროდუქტები
400.64₾
30.10.2024
მეტალოპლასტმასის ფანჯრები
3500.00₾
19.11.2024
მედიკამენტები
382.05₾

სულ ხარჯები:

5217.80₾

დარჩა:

5802.92₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
შეროზია ირაკლი
15.11.2024 20:47:34
₾2.00
მაისურაძე კლიმენტი
12.11.2024 09:42:51
₾5.00
კეთილი გული
09.11.2024 01:00:01
₾10.00
რომანაძე ზურაბ
04.11.2024 09:46:18
₾5.00
ტატიანა კოტომინა
02.11.2024 00:00:00
₾10.00
ჩაჩხიანი რატი
01.11.2024 23:53:08
₾1.00
გევორქიანი მარგარიტა
31.10.2024 10:13:47
₾50.00
კეთილი გული
31.10.2024 17:36:53
₾5.00
მარიამი დოღონაძე
29.10.2024 00:00:00
₾20.00
ჭოჭუა ლია
28.10.2024 10:32:48
₾10.00
კობახიძე ლევან
28.10.2024 10:32:35
₾5.00
ზუმბულიძე როინ
28.10.2024 10:32:28
₾10.00
მანუჩარ მეგრელიშვილი
27.10.2024 00:00:00
₾10.00
მანანა ხატიაშვილი
27.10.2024 00:00:00
₾7.00
გიორგი ბადურაშვილი
27.10.2024 00:00:00
₾20.00
კოხრეიძე გალაქტიონ
27.10.2024 09:58:34
₾5.00
ბეკოშვილი ნინო
27.10.2024 09:58:25
₾3.53
ი/მ პეტრე კარიაული
26.10.2024 00:00:00
₾5.00
ალექსანდრე თხილაიშვილი
25.10.2024 00:00:00
₾25.00
ანა წილოსანი
26.10.2024 00:00:00
₾10.00
pulse
სასწრაფო

სიმსივნე ცოცხლად ჭამს ინდირას! დახმარება მას დღესვე სჭირდება!

დღეები
საათი
წუთები
წამები

შემოწირულია:

info

გადაარჩინეთ სიცოცხლე!!

ჩვენ გვჯერა ფონდში, რომ ამ უბედური ადამიანების დასახმარებლად ძალიან მნიშნელოვანია, ჩვენთან იყოს ღმერთი და მან მოისმინოს ჩვენი კეთილი განზრახვების შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ადამიანმა ილოცოს, ამიტომ აუცილებლად გააზიარე ეს პოსტი, კეთილო ადამიანო!

მეგობარო, თუ იცი დახმარების კიდევ სხვა რაიმე საშუალება, კარგი იქნება, თუ შეგვატყობინებ ამას ტელეფონით. შესაძლებელია ანონიმურადაც, ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს!

₾11,020.72

655 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾11,020.72

655 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება