რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩვენი დახმარებით შესაძლებელია სასწაული მოხდეს დედ-მამისთვის, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება შვილის გარეშე რამდენი ტანჯვა დაატყდა თავს ქავთარაძეების ოჯახს! ნიკუშას მამა მეორე ჯგუფის შშმ პირია. თვალი დაკარგა ოთხი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო. დედას კი ანევრიზმა აქვს. ხშირად კარგავს გონებას და თავი
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ქავთარაძეების ოჯახში ორი მძიმედ დაავადებული ბავშვი იზრდება: 14 წლის ნიკუშას ცერებრული დამბლა აქვს, 7 წლის სანდროს კი — კიბო! მხარში ამოუდექით საბრალო მშობლებს, რომლებმაც ყველაფერი გაყიდეს, რაც გააჩნდათ! დაეხმარეთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მთელი თავისი ცხოვრების 14 წლის განმავლობაში, ნიკუშა ტკივილებს უძლებს. თავს ვერ იჭერს, ვერ დადის, ჯდომა და გვერდზე გადაბრუნებაც კი არ შეუძლია. ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ მისი პატარა სხეული ყოველდღე ძლიერი კრუნჩხვებით იტანჯება. წამლები, რომლებიც ნიკუშამ ყოველდღიურად უნდა მიიღოს და სპეციალური კვება, რომელიც წონის მომატებაში დაეხმარება, ძვირი ღირს. მეგობრებო, ოჯახს ნიკუშას მკურნალობის საშუალება აღარ აქვს მას შემდეგ, რაც მათი უმცროსი ვაჟი, შვიდი წლის სანდრო, ავად გახდა და კიბო დაუდგინდა! ღმერთმა ყველა მშობელს აშოროს ასეთი ხვედრი, ორ შვილს შორის რომ მოუხდეს არჩევანის გაკეთება, რომელს დაეხმაროს!
ზალინა, ნიკუშას ბებია (58 წლის): „ახლა მე ვუვლი ავადმყოფ შვილიშვილს, რადგან მისი მშობლები საავადმყოფოში არიან შვიდი წლის სანდროსთან ერთად, რომელსაც საშინელი დიაგნოზი დაუსვეს — ნეირობლასტომა. ბავშვი კიბოს ებრძვის და მხოლოდ მის გადასარჩენად იხარჯება ყველაფერი, რაც გაგვაჩნია. ყველანი იძულებული გავხდით, სამსახური მიგვეტოვებინა, რადგან ავადმყოფ ბავშვებს სჭირდებათ მოვლა. ვარსებობთ მხოლოდ სოციალური შემწეობით“.
ნიკუშას ცერებრული დამბლა და ჰიდროცეფალია აქვს დაბადებიდან. საბრალო ბიჭმა ოთხი რთული ოპერაცია გადაიტანა! სამჯერ გაუკეთდა ტვინის შუნტირება. ხუთი წლის ასაკში კი ტერფის ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან ერთი ფეხი მეორეზე მოკლე ჰქონდა.
საშინელი სამედიცინო პროგნოზების მიუხედავად, ნიკუშას შენარჩუნებული აქვს ინტელექტი. ვინ იფიქრებდა, რომ მძიმედ დაავადებული ბიჭი, გვარს რომ ეკითხებიან, პასუხის გაცემას შეძლებს? ის კი პასუხობს! განა ეს იმის დასტური არ არის, რომ ჩვენს ცხოვრებაში სასწაულები ყოველთვის ხდება?
სამწუხაროდ, ჯადოსნური აბი, რომელიც ნიკუშას განკურნავდა, არ არსებობს ამქვეყნად. მაგრამ არსებობს მშობლების უსაზღვრო სიყვარული და სიმტკიცე. ასევე თქვენ, კეთილი ადამიანები, ვისაც შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი გასაჭირი. რეგულარული სარეაბილიტაციო კურსები და მასაჟი, თანამედროვე ეტლის დროულად მიწოდება — ეს ყოველივე არა მხოლოდ ცხოვრებას გაუადვილებს ნიკუშას, არამედ დაავადების პროგრესირების შეჩერებასაც შეუწყობს ხელს.
ზალინა: „თავადაც უკვე რამდენიმე წელია კიბოს ვებრძვი. მკერდი მაქვს მოკვეთილი. მაგრამ საკუთარ თავზე არ ვფიქრობ, ოღონდ ჩემი შვილიშვილები ჯანმრთელად იყვნენ. რა თქმა უნდა, მიჭირს ნიკუშას მოვლა. ბავშვს ხელში აყვანა, ტარება უნდა, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მასაჟი და რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ საშუალება არ გვაქვს, ამაზე ვიზრუნოთ. მისთვის, უბრალოდ, პამპერსის ყიდვის საშუალებაც კი არ გაგვაჩნია. კვირაში 50 ლარი, მხოლოდ ჰიგიენური საშუალებების საყიდლად გვჭირდება“.
ჩვენი დახმარებით შესაძლებელია სასწაული მოხდეს დედ–მამისთვის, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება შვილის გარეშე
რამდენი ტანჯვა დაატყდა თავს ქავთარაძეების ოჯახს! ნიკუშას მამა მეორე ჯგუფის შშმ პირია. თვალი დაკარგა ოთხი წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო. დედას კი ანევრიზმა აქვს. ხშირად კარგავს გონებას და თავის ტკივილი აწუხებს. ნიკუშას დაიკოც ჰყავდა – ლიზა, მაგრამ მშობლებს სამი თვის ასაკში დაეღუპათ პირველი შვილი. გრიპის მძიმე ფორმამ მას სიცოცხლე წაართვა. ამჟამად ოთხი ბავშვი იზრდება ოჯახში.
ზალინა: „საერთოდ არავინ გვყავს, რომ დახმარება ვთხოვოთ. ჩემმა დამ ეს სახლი დაგვითმო. მადლობა ღმერთს, ქირის გადახდა მაინც არ გვიწევს. როგორღაც ვთავსდებით. თავადაც ავადმყოფი გოგონას დედაა და ეს სახლი თუ დასჭირდება, არც კი ვიცი, სად უნდა წავიდეთ. ყველაფერი გავყიდეთ, ნიკუშას და სანდროს მკურნალობა რომ დასჭირდათ და აღარ გვაქვს საცხოვრებელი“.
მეგობრებო, დავეხმაროთ ამ ოჯახს! და საკუთარ თავსაც, რადგან ხანდახან თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჩვენს ცხოვრებაში უბრალო სასწაულებიც ყოველთვის ხდება!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი რუსთავი, ბერიტაშვილის ქ., ბინა 6ა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ქავთარაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1590.00₾დარჩა:
1724.11₾