რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სიმსუქნე 21-ე საუკუნის ეპიდემიაა

სიმსუქნე არის ჭარბი ცხიმის დაგროვება კანქვეშა შრესა და შინაგან ორგანოებში. დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც პაციენტის სხეულის წონა აღემატება ნორმას 20%-ზე მეტით. სიმსუქნე ცხოვრების არასწორი წესით გამოწვეული დაავადებაა და თანამედროვე მსოფლიოში ეპიდემიად იქცა, რადგან მეტად თუ ნაკლებად, აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს.

სიმსუქნის მიზეზებისიმსუქნის შემთხვევების 90% ცხოვრების წესით, კვების რეჟიმის დარღვევით და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობით არის გამოწვეული.

გარდა ამისა, შესაძლოა, ოჯახური მიდრეკილებითა და ფსიქოგენური ჭარბი კვებით იყოს გამოწვეული.

სიმსუქნის განვითარების შემთხვევების 10% გამოწვეულია ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირების დარღვევით:

სიმსუქნის კლასიფიკაცია

სიმსუქნის ხარისხი განისაზღვრება სხეულის მასის ინდექსით (კეტლეს ფორმულა: წონა კილოგრამებში გაყოფილი სიმაღლის კვადრატზე მეტრებში):

სიმსუქნის ტიპები დაგროვილი ცხიმის ლოკალიზაციის მიხედვით:

სიმსუქნის სიმპტომები

სიმსუქნის პროგრესირებასთან ერთად მატულობს:

დროთა განმავლობაში, ფუნქციური დარღვევები ორგანოთა და სისტემურ დაავადებებში გადაიზრდება.

სიმსუქნის გართულებები

დადგინდა კავშირი სიმსუქნესა და ზოგიერთ ონკოლოგიურ დაავადებას შორის როგორიცაა მსხვილი ნაწლავის, პანკრეასის, პროსტატის, საკვერცხის და სარძევე ჯირკვლის კიბო.

სიმსუქნის დიაგნოზი

ჭარბი წონის მქონე ადამიანები მიმართავენ ენდოკრინოლოგს ან დიეტოლოგს. ექიმი:

სიმსუქნის მკურნალობა

მკურნალობის სქემა დამოკიდებულია დაავადების მიზეზზე:

სიმსუქნის პროგნოზი და პრევენცია

პროგნოზი დამოკიდებულია სისტემური და ორგანოთა დაავადებების სახით გართულებების არსებობაზე. საერთო ჯამში, სხეულის წონის ყოველი 10%-ით დაკლება, დიაბეტის და შესაბამისად, სიმსუქნესთან დაკავშირებული ონკოპათოლოგიების განვითარების რისკს 30-40%-ით ამცირებს. წონის დაკლება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვის შემცირებას, სახსრების განმუხტვას და ხელს უშლის გულის პრობლემების, ჰიპერტონიის, სახსრების დეგენერაციული და ანთებითი დაავადებების განვითარებას.

სიმსუქნის პრევენციისთვის, საკმარისია საკვები კალორიების მოხმარება დახარჯულ ენერგიას შეუფარდოთ, დაიცვათ დღის რეჟიმი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა უზრუნველყოთ, კვირაში 2 საათის განმავლობაში მაინც.