ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

„ჩერნოვეცკის ფონდმა“ ქველმოქმედ ადამიანებს უმასპინძლა. „სიკეთე გადამდებია!“

„ჩერნოვეცკის ფონდმა“ ქველმოქმედ ადამიანებს უმასპინძლა. „სიკეთე გადამდებია!“

მადლიერება არის ადამიანის საუკეთესო ნიჭი

 „ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი“ მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ფონდის ბენეფიციარი ბავშვების დასახმარებლად. სწორედ ამ ქველმოქმედ ადამიანებს (არასრული შემადგენლობით) უმასპინძლა ფონდმა. ღონისძიების ფარგლებში, მათ გაწეული სიკეთისა და გულისხმიერებისთვის დიპლომები გადაეცათ. მადლიერება არც ბავშვებს დავიწყებიათ. მათ საუკეთესო საჩუქარი დაახვედრეს ქველმოქმედ ადამიანებს –  საკუთარი პატარა ხელებითა და  დიდი  გულით  დახატული  სურათები.

ქ-ნი ნანული უკვე მრავალი წელია, ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს ეხმარება

 ნანული: „თქვენს ვიდეობს რომ ვნახულობ, სისხლი მეყინება ამ ბავშვების ცოდვით. სახლში მშვიდად ყოფნა როგორ შემიძლია, როდესაც ვიცი, რომ ბავშვები იყინებიან სიცივეში, ზოგს შიმშილით გული მისდის, ზოგი კი უბრალოდ ერთ ფილა შოლკოლადზე ოცნებობს. სიკეთის კეთებისთვის აუცილებელი არ არის, ბევრი ფული რომ გქონდეს.  მითხარით, რანაირად გადამივიდეს ყელში ლუკმა, როდესაც ვიცი, რომ პატარა ბავშვებს ხმელი პურიც კი ენატრებათ.  ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველამ, თუნდაც მცირედი დახმარება რომ გავუწიოთ შეჭირვებულ ადამიანებს, იმდენი მშიერი ბავშვი, რამდენიც ახლა აღარ იქნება საქართველოში. ბავშვები, ვისაც შიმშილით მუცელი სტკივა. ბებო ენაცვალოთ მაგათ. ასე მგონია, ჩემი შვილიშვილები არიან.  სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს წილ თუნდაც ერთ ლუკმას გავუნაწილებ. რაც შეეხება ფონდს, ისეთ საქმეს აკეთებთ, რომ ზოგჯერ მგონია, თავად უფალმა გამოგგზავნათ, ამ საწყალი ბავშვების დასახმარებლად“.

ღონისძიების ფარგლებში, ფონდმა დიპლომები გადასცა ქველმოქმედ ადამიანებს – გაწეული სიკეთისა და გულისხმირებისთვის.

 ბატონ ბენის არ უყვარს საუბარი საკუთარი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ, მაგრამ სიკეთე გადამდებია და სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი  (კორესპონდენტი), რომ საჯაროდ დავწერო, მისი ქველმოქმედების შესახებ. უკვე 10 წელია, რაც  ბატონი ბენი საქართველოში ცხოვრობს. ფონდის შესახებ კი, 6 წლის წინ შეიტყო პირველად. მას შემდეგ, ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ფონდის ბენეფიციარების მდგომარეობით არ დაინტერესდეს.  უამრავი სნეული ბავშვი, შეჭირვებული ოჯახები, მარტოხელა სნეული დედები, მიტოვებული მოხუცები. ამ 6 წლის განმავლობაში, ბატონი ბენი  ფონდის   უამრავ  ბენეფიციარს  დაეხმარა.

 ბენი: „ფონდის ვიდეოები პირველად რომ ვნახე, მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახების, სნეული ბავშვების შესახებ – მას შემდეგ, დავკარგე მოსვენება.  პირველ რიგში, ჩემს ქართველ მეგობრებს დავურეკე და ფონდის რეპუტაციის შესახებ ვკითხე. ისეთი სიტყვები მითხრეს, რომ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა ფონდში მისვლის.  თანამშრომლებს რომ გავესაუბრე, დადებითმა ემოციებმა მოლოდინს გადააჭარბა.  დავრწმუნდი, ეს საქმიანობა მათთვის არ არის უბრალოდ „სამსახური“, ისინი მთელი სულით და გულით აკეთებენ ამ დიდებულ საქმეს. ფონდის დახმარებით რამდენი ბავშვის სიცოცხლე არის გადარჩენილი. რამდენი ბავშვი გადაარჩინეთ შიმშილით სიკვდილს. და თქვენ სისტემატურად აკეთებთ ამას, ვინ მოსთვლის, უკვე რამდენი წლის განმავლობაში. აღფრთოვანებული ვარ თქვენით. მე თქვენს გვერდით ვარ და ასე იქნება მუდამ! 

ფონდის ბენეფიციარი ბავშვების მიერ შესრულებული ნახატები ქვლმოქმედი ადამიანებისთვის, მადლიერების ნიშნად.

„იმ პატარა ხელებში ვენაცვალე, როგორ ლამაზად დაუხატავთ.  ჩემს ოთახში დავკიდებ ამ სურათს“. 

 „ბებო გენაცვალოთ თქვენ, იმ პაწუკა თითებში. როგორ დახატეთ ასე ლამაზად. ეს ჩემთვის   ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. უკვე მრავალი წელია, „ჩერნოვეცკის საქველმოქმედი ფონდის“ გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რითაც შემიძლია დახმარება გავუწიო  ბავშვებს, შეჭირვებული ოჯახებიდან. ჩემი მეზობლებიც   „ავიყოლიე“.  სიკეთე ნამდვილად გადამდებია! როდესაც   მშიერ ბავშვს დააპურებთ ან სიცივით გაყინულს თბილ ქურთუკს ჩააცმევთ, მერე ჩახედეთ იმ ბავშვს თვალებში და მერწმუნეთ, ცხოვრების ბოლომდე გემახსოვრებათ, მათი გაბრწინებული და მადლიერებით აღსავსე თვალები. მე პირადად, მათი ბედნიერი თვალების დანახვა, სიცოცხლის წლებს მმატებს“.

 ფონდის ელექტრონული ფოსტის მისამართი: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.