რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ჩვენს პატარებს ახალი ტანისამოსის მორგების დღესასწაული და ტკბილი განწყობა აქვთ! მადლობა ყველას, ვინც ეს მხიარული აურზაური შექმნა!

ჩვენს პატარებს ახალი ტანისამოსის მორგების დღესასწაული და ტკბილი განწყობა აქვთ! მადლობა ყველას, ვინც ეს მხიარული აურზაური შექმნა!

მეგობრებო, თქვენი გულუხვობის დამსახურებით, ახლა, ჩვენს მზრუნველობაში მყოფი ბავშვები და მოზარდები ევროპელებივით არიან ჩაცმული!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჩვენი ძვირფასი ქველმოქმედების დახმარებით, რამდენიმე ოჯახში ერთდროულად, დიდი და მხიარული აურზაური შეიქმნა. როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდათ ბავშვებს, როდესაც მათ სახლთან ფონდის მანქანა გაჩნდა და უზარმაზარი პარკები გადაეცათ? შიგნით კი, ღმერთო, რა აღარ იყო: ქურთუკები, კომბინეზონები, კაბები, ჰუდები, შარვლები და ზედები, სვიტერები და შორტები. ზღვა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დახვდათ ამ პარკებში! რასაც დიდი და მხიარული აურზაური მოჰყვა!

მეგობრებო, გოდორობას ოჯახში, სიხარული და ბედნიერება აჩუქეთ ბავშვებს, მხიარული აურზაური შექმენით სიფრაშვილების, მჭედლიშვილებისა და ქისტაურების ოჯახებში. საკუთარი თვალით ვნახეთ, ამ პატარების დღესასწაულზე რა ხდებოდა. ოჰ, რა გამოპრანჭული და ბედნიერები იყვნენ ბავშვები! ისინი ყველა სეზონის ტანსაცმელს ისინჯავდნენ, იმასაც კი, რაც მათ მშობლებს გამოუგზავნეს.

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს მოწოდებას – შეჭირვებულთათვის ტანისამოსი გადასცეთ ჩერნოვეცკის ფონდს – გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა უამრავმა კეთილმა ადამიანმა. დიდი სიხარულით მადლობას ვუხდით ჩვენი ფონდის მეგობრებს: სოფიკო ხუბულიას, ელენე კაკაბაძეს, მერი მესხიშვილს, ნანა კოკავას, თინათინ ჯაფარიძეს, ნინო მაისურაძეს, ინეზა დუმბაძეს, ანა მუსერიძეს, მანანა ნადირაძეს. ღმერთმა დაგლოცოთ! როდესაც მოწყალების აქტებს მთელი გუნდები და კომპანიები უერთდებიან, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს. სასწრაფო დახმარების თანამშრომლების გუნდმა, საბურთალოს რაიონიდან, ჩვენი ბენეფიციარებისთვის საჩუქრები შეაგროვა. დიდებული იდეაა! ბრავო, ბრავო, მეგობრებო!

ამასთანავე, ჩვენც მოვაწყვეთ ტკბილი განწყობის დღე! ნახეთ, როგორ იღიმიან ჩვენი ბენეფიციარები – ბავშვები გოგინავების, სონიშვილების, ქველაძეების, ანდრონიკაშვილების და საათაშვილების ოჯახებიდან! იმიტომ, რომ კექსები არც ხვალ, არც ზეგ გამოელევათ და საერთოდაც, რამდენიმე დღე გაგრძელდება ეს გემრიელი დღესასწაული. შევუდგეთ, ეს ხომ, უგემრიელესია!

შეხედეთ, ჩვენს ტკბილ ბებიებს „ლაზარეთის“ თავშესაფრიდან როგორ უხარიათ საჩუქრები, ყურადღებით გარემოცულებს, როგორ უბრწყინავთ თვალები! დაუყოვნებლივ მოაწყვეს ჩაის წვეულება, გემრიელი კექსებით.

კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ უდიდეს მადლობას ვუხდით! წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ მთელი გულით!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: «დაეხმარე მოყვასს»)

კორ: მედეა