მეგობრებო, ჩვენი გუნდი ყურადღებით აკვირდება მედიცინის სფეროში ახალ აღმოჩენებს, რომლებსაც სასწაულებრივად შეუძლიათ ჩვენს უამრავ თანამემამულეს ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარებაში რომ დაეხმაროს. აი, როგორ ვაკეთებთ ამას:
წარმატებებს გისურვებთ!
ფონდის თანამშრომლები
მეგობრებო, თქვენთვის საოცარი და იმედის მომცემი სიახლე გვაქვს, რომელსაც სიხარულით გიზიარებთ!
ილონ მასკის კომპანია ემზადება იმისთვის, რომ უსინათლოებს მხედველობა დაუბრუნოს — ჩერნოვეცკის ფონდი
ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა უკვე გამოაცხადა პირველი ოპერაციის შესახებ, რომელიც ძალიან მალე(!), მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩატარდეს და მხედველობის აღდგენაში დაეხმარება სრულიად უსინათლო ადამიანებს. ეს Blindsight ნეიროჩიპის იმპლანტაციის დამსახურებით გახდება შესაძლებელი.
ჩვენ, ფონდში, ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ ამ იდეით! ფონდში, ყოველთვის განვიხილავთ მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ იდეებს, საქართველოში არსებულ ვითარებასა და ჩვენს ბენეფიციარებთან მიმართებაში. დავფიქრდით, რამდენი ადამიანის ცხოვრების საფუძვლიანად შეცვლა გახდებოდა შესაძლებელი – სინათლის, იმედისა და ბედნიერების მიმართულებით. გადავწყვიტეთ, რომ ასეთი საოცარი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება – უნდა დავეხმაროთ საქართველოში მცხოვრებ მრავალ უსინათლო ადამიანს! მთავარია, გაამართლოს!
დღეს კი, წერილები მივწერეთ იმის გასარკვევად, სჭირდებათ თუ არა ამ გამორჩეულ ექიმებსა და მეცნიერებს ადამიანები, ვინც ამ სასწაულების საკუთარ თავზე გამოცდას ნებაყოფლობით ისურვებდა და ფასებიც ვიკითხეთ…
ახლა, ბატონი ილონ მასკის პასუხს დაველოდებით დიდი იმედებით. საქართველოში, ამ ამბის გაგრძელების შესახებ ჩვენ პირველები გაცნობებთ.
დიდი ხარ შენ, უფალო! ვფიქრობთ, რომ მალე, ძალიან მალე, ყველა დაავადების განკურნება გახდება შესაძლებელი… ეწვიეთ ჩვენს ვებ–გვერდს და დაგვისვით კითხვები…
ქვემოთ ვაქვეყნებთ ბატონ ილონ მასკთან გაგზავნილი წერილის ტექსტს.