დილა შესანიშნავი სიახლით იწყება! ივლისის „სიკეთის შედეგებმა“ ივნისის რეიტინგს გადააჭარბა. ამბობენ – უსასრულო არაფერია ამ ქვეყნად. მაგრამ ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, დავრწმუნდით იმაში, რომ კეთილი გული სიკეთის კეთებას არასდროს შეწყვეტს. დიახ, ფონდის მეგობრებო, სწორედ თქვენ ხართ უსასრულო იმედი სნეული, ობოლი, ღარიბი და ცხოვრებისგან უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანებისა.

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
დილა შესანიშნავი სიახლით იწყება! ივლისის „სიკეთის შედეგებმა“ ივნისის რეიტინგს გადააჭარბა. ამბობენ – უსასრულო არაფერია ამ ქვეყნად. მაგრამ ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, დავრწმუნდით იმაში, რომ კეთილი გული სიკეთის კეთებას არასდროს შეწყვეტს. დიახ, ფონდის მეგობრებო, სწორედ თქვენ ხართ უსასრულო იმედი სნეული, ობოლი, ღარიბი და ცხოვრებისგან უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანებისა.

დილ შესანიშნავი სიახლით იწყება! ივლისისსიკეთის შედეგებმაივნისის რეიტინგს გადააჭარბა. ამბობენუსასრულო არაფერია ამ ქვეყნად. მაგრამ ჩვენ, ფონდის თანამშრომლები, დავრწმუნდით იმაში, რომ კეთილი გული სიკეთის კეთებას არასდროს შეწყვეტს. დიახ, ფონდის მეგობრებო, სწორედ თქვენ ხართ უსასრულო იმედი სნეული, ობოლი, ღარიბ და ცხოვრებისგან უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ნიკა სხილაძემ მოხდენილი ქურთუკიც და ახალი განწყობაც მოირგო! „რა თანამედროვეა, როგორ მიხდება!“ – ბიჭუნას თვალები ისე ეშმაკურად უციმციმებს, ნამდვილად იმაზე ფიქრობს, დღეს „პაემანზე“ ვინ დაპატიჟოს – ელენე, ლიკა თუ ანი? აბა, როგორ?! ყველა გოგონამ უნდა ნახოს ლამაზ ქურთუკში გამოწყობილი ნიკა. ამიტომ, არჩევანი არ არსებობს! ნიკამ სასწრაფოდ დაუნიშნა შეხვედრა ყველა გოგოს!

აი, თქვენ მიერ ნაჩუქარ ლამაზ ტანსამოსს რა შეუძლია! დაუჯერებელია, მაგრამ ადრე, ნიკა არც კი იღიმოდა!

ყურადღებით დააკვირდით, რა შეუხედავი სამოსი ეცვათ სხილაძეების ოჯახში ბავშვებს და რა მოწყენილი სახეები აქვთ!

აი, ამ იატაკზე დაყრილი ტანსაცმლის ქაოტური გროვიდან, ყოველდღე თვალდახუჭული იღებდნენ ნივთებს.

თვალდახუჭული, რადგან ამ გროვაში ნათელი ფერის, ახალი ან ლამაზი არაფერი მოიძებნებოდა. ხანძარმა გაანადგურა ამ ოჯახის ყველა ნივთი, რომელიც მაღალმთიან სოფელში, ბაბში ცხოვრობს.

შეუხედავ სამოსთან ერთად, ბიჭებს თითქოს, უიმედობა და სევდაც შეეყარათ. როგორი ტანსაცმლითაც იწყება დღე, ისეთი გრძნობებითა და ემოციებით სავსე გვაქვს გული და თავშიც შესაბამისი აზრები გვიტრიალებს.

წარმოგიდგენიათ, როგორი უსაზღვროდ ბედნიერები არიან ბიჭები ახლა, როდესაც ლამაზი ტანსაცმლით სავსე პაკეტები ჩამოუვიდათ და ახალი, ბედნიერი განწყობის მორგება შეუძლიათ?

ეს კი, ლაზარეს ბედნიერი გარდასახვაა! მან საამისოდ შეარჩია ჰუდი მგლისა და მელიის მხიარული ნახატით!

შეხედეთ, მეგობრებო! ამ სურათზე ხედავთ ჩვენს ბენეფიციარს, ეკა ლაცაბიძეს, რომელსაც რკინადეფიციტური ანემიის მძიმე ფორმა აქვს. თუკი, სასწრაფო დახმარების გარეშე ჩაივლის ეკას დღე და კარის ზღურბლამდე მისასვლელად მაინც ეყოფა ძალა, ის ღვთის საჩუქრად თვლის ასეთ დღეს. ჯანმრთელობის პრობლემებისა და სიღარიბის გამო, ახალგაზრდა ქალი ძალიან ნაადრევად „ჩაქრა“.

უიმედოდ, მაგრამ მაინც შევთავაზეთ ეკას მისთვის გამოგზავნილი ნივთები მოესინჯა – ბლუზები, ქურთუკები, ჰუდები, კაბები. უცებ, ეკას თვალები გაუნათდა – ერთ-ერთ პარკში ეკამ საზაფხულო კაბა აღმოაჩინა, რომელმაც ის გულგრილი არ დატოვა.

ეკას გადაავიწყდა დიაგნოზი, ცუდად ყოფნა და გაახსენდა, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, ლამაზად არ ჩაუცვამს. მას სიგიჟემდე მოუნდა თავი ავადმყოფად კი არა, მანდილოსნად რომ ეგრძნო, ამ ავარიულ, ნახევრად დანგრეულ სახლში, სადაც ნესტისა და ლპობის სუნი ტრიალებს.

ეკამ ეს კაბა ჩაიცვა და უცებ, უკეთ იგრძნო თავი! ლოყებზე ფერი დაედო და სახეზე ღიმილი მოეფინა! ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ!

თქვენი ტანისამოსი, რომელიც მზრუნველობითა და სიყვარულით არის გამოგზავნილი, კურნავს, მეგობრებო! სტიმულს აძლევს ავადმყოფებსა და იმედდაკარგულებს!

რა შესანიშნავია, რა კარგი და რა მშვენიერი, რომ ჩვენი მოწოდება, სიკეთის ყოველთვიურ რეიტინგში მონაწილეობის შესახებ, ახალმა კომპანიებმა და ადამიანებმა აიტაცეს. ჩვენთან ერთად არიან როგორც ძველი, ასევე ახალი მეგობრებიც!

წარმოგიდგენთ ივლისის სიკეთის რეიტინგს. ფონდის მეგობრებს ვთხოვთ, მათი სიკეთე სათანადოდ დააფასონ, იაქტიურონ პოსტის კომენტარებში Facebook-ზე და გააზიარონ პოსტი.

მირზა კახიძე

ლედი ჭელია

ნინო აბაშვილი

აბალა აისაუტოვა

ლევან მესერიძე

მამუკა

თამარ ლავრელაშვილი

ნატო აბესაძე

ბაგაბაღინუცა

რესტორანიბრუნო

აღფრთოვანებული ვართ და ტაშს ვუკრავთ ფონდის მთელი გუნდი!

მადლობას ვუხდით რესტორან „ბრუნოს“ გამოხმაურებისთვის და სითბოსთვის! გემრიელი ნამცხვრების ნაკრები გადავეცით ოჯახს, რომელიც რესტორანში ვერასოდეს მოხვდებოდა. ბატიაშვილების ოჯახში ორი მძიმედ დაავადებული ბავშვია, თქვენ ისინი უზომოდ გაახარეთ, რამაც გული აგვიჩუყა!

ლევან მესერიძის დამსახურებით, ჩვენი ბენეფიციარი ბავშვები ზაფხულში გულიანად გართობას შეძლებენ: „სასწრაფო დახმარება“, „გაწუწობანა“, „მომაჯადოვებელი რალი“, „მეხანძრეები“, „არქიტექტორები“ და „იურული პერიოდის პარკიც“ კი ითამაშონ! აღფრთოვანებული ვართ იმ მოზრდილებით, ვინც შესანიშნავად გრძნობენ ბავშვების სურვილებს!

ფონდის მეგობრებო! თქვენ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ, რა სახის დახმარება და სიხარული გსურთ აჩუქოთ ოჯახებს! ჩვენ კი დაგეხმარებით იმ ადამიანების პოვნაში, ვინც მადლიერებით მიიღებს მას!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: «დაეხმარე მოყვასს»).

კორ. მედეა

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის