ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ევრომაიდანზე დაღუპულთა ოჯახებისთვის 10 მილიონი გრივნა გამოყო

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ევრომაიდანზე დაღუპულთა ოჯახებისთვის 10 მილიონი გრივნა გამოყო

გაზეთი “სევოდნია” – კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ 10 მილიონი გრივნა გამოყო ოჯახების დასახმარებლად, რომლთა წევრებიც ევრომეიდანზე დაიღუპნენ. დაღუპულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც.

უკრაინული გამოცემა “სევოდნია”-ს ცნობით,
კიევის ყოფილი მერი ფინანსურად დაეხმარება ყველა ოჯახს,
რომელთა ოჯახის წევრებიც გმირულად დაიღუპნენ ევრომეიდანზე. ლეონიდ ჩერნოვეცკი ოჯახების დასახმარებლად 10 მილიონ გრივნას გამოყოფს. 
თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ჩერნოვეცკი აცხადებს: “მე მთელი სულით შეძრწუნებული ვარ იმ მსხვერპლით, რომელიც უკრაინელმა ხალხმა კეივში მომხდარი კონფლიქტის შედეგად გაიღო. სიტყვები არ მყოფნის იმ ტკივილის გამოსახატად, რომელსაც განვიცდი. მე ვაცხადებ, რომ გამოვყავი 10 მილიონი გრივნა იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისი წევრებიც ევრომეიდანზე დაიღუპნენ. მე კარგად მესმის, რომ ვერანაირი ფინანსური დახმარება ვერ აუნაზღაურებს მათ ოჯახის წევრებს ახლობლებელი და საყვარელი ადამიანების დაკარგვას, მაგრამ ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში მათი დახმარება ჩემს მოვალეობად მიმაჩნია. კომპენსაციას მიიღებს ყველა, განურჩევლად იმისა, ვისი მხარდამჭერი იყო დაღუპული – ხელისუფლების თუ ოპოზიციის. მკვლელების დაზარალებულებისგან გარჩევას შევძლებ! ამაში თვითონ ხალხი დამეხმარება. ჩემმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ამ პროცესის დაწყების უზრუნველსაყოფად. ვლოცულობ უკრაინისთვის! მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას ამ სამუშაოების შედეგების შესახებ”.


შეგახსენებთ რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მილიარდელი ლეონიდ ჩერნოვეცკი უკვე 3 წელია ცხოვრობს საქართველოში, კერძოდ ქალაქ ქობულეთში, სადაც ზღვის სანაპიროზე ფლობს ძალიან დიდ და ლამაზ სახლს. თავის ფეისბუქ გვერდზე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ გახსნა ფოტო-გალერეა სახელწოდებით “საქართველო, რომელიც მე მიყვარს”. 

2012 წლის აპრილში ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოში დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი “სოციალური პარტნიორობა”. არსებული ინფორმაციით, მისმა ორგანიზაციამ თბილისში გახსნა ბავშთა სახლი, რომელიც შეესაბამება უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს და არის ერთ- ერთი საუკეთესო ევროპაში. მისი ფონდი თბილისში თითქმის 2 წელია ყოველდღიურად ეხმარება 300 სოციალურად დაუცველ მოხუცებულ ადამიანს, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ამ ადამიანებს ჩერნოვეცკის ფონდიდან ყოველდღიურად ეძლევათ უფასო ექთნის მომსახურება, უფასო მედიკამენტები და ჰიგიენური საფენები. ასევე, ფონდი მათ პერიოდულად საკვები პროდუქტებით ამარაგებს. 

უკრაინაში ლეონიდ ჩერნოვეცკი საქველმოქმედო საქმიანობას 15 წელზე მეტია ანხორციელებს. მისი ფონდი კიევში უსახლკაროებს და მოხუცებულებს ეხმარება. მათთვის ყოველდღიურად, მთელი ქალაქის მასშტაბით, მზადდება უფასო სადილი; მათ ასევე წამლებით და მედიკამენტებით ეხმარებიან. 

ლეონიდ ჩერნოვეცკის პირველი მეუღლე, რომელთანაც მას ორი შვილი შეეძინა, ქართველია. ხოლო მეორე მეუღლესთან, ელენასთან, მას ჰყავს შვილი გავრიილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიბადა. პატარა დედასთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდნენ.

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ კიევის მერის პოსტი 2012 წლის 1 ივნისს დატოვა. საკმაოდ მალე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მოვიდა. ჩერნოვეცკი ორჯერ იყო არჩეული კიევის მერად, ხოლო მერის პოსტამდე 4 ჯერ იყო არჩეული დეპუტატად უკრაინის უმაღლეს საბჭოში.კიევის მერის პოსტზე ყოფნის დროს ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს კიევის ცენტრში უფასოდ გადასცა მიწა, საელჩოს საუკეთესო ადგილას მშენებლობისთვის. ასევე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დააფინანსა კიევში შოთა რუსთაველის სახელობის ძეგლის მშენებლობა (300,000 დოლარი), რომელიც ამჟამად დედაქალაქის ერთ – ერთი ულამაზესი ძეგლია.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის