როგორ ამცირებს ვარჯიში კიბოს განვითარების რისკს?

სახლში / მედიცინა, ჯანმრთელობის რჩევები /
როგორ ამცირებს ვარჯიში კიბოს განვითარების რისკს?

ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა ელეინ შრივსის ხელმძღვანელობით, რომელიც ოქსფორდიდანაა, ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა ფიზიკურ აქტივობასა და კიბოს შორის კავშირზე. მასში მონაწილეობდა 63 წლამდე ასაკის დიდი ბრიტანეთის 85000 მცხოვრები.

ერთი კვირის განმავლობაში, კვლევაში მონაწილეებს ეცვათ აქსელერომეტრები, რომლებიც იწერდნენ მათი აქტივობის დონეს. შემდეგ მონაცემები დამუშავდა მანქანური სწავლების გამოყენებით, მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას კი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

შედეგებმა აჩვენა:

მათში, ვინც ყველაზე აქტიურ ცხოვრების წესს მისდევდა, კიბოს განვითარების ალბათობა 26%-ით ნაკლები იყო. მსუბუქმა ფიზიკურმა დატვირთვამაც კი შეამცირა რისკი 6%-ით, ზომიერმა და ინტენსიურმა ვარჯიშმა კი — 13%-ით.

ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოძრაობა ერთერთი მთავარი ფაქტორია საშიში დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის