ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

გადარჩე ნებისმიერ ფასად!

„ერთ საშინელ ტყეში, საშინელ სახლში, უსაშინლესი ხალხი ცხოვრობდა…“ ბავშვობის ეს საშიში ამბავი გახსოვთ? დღეს სწორედ ასეთ სახლზე მოგიყვებით; ოღონდ იქ საშინელი ხალხი კი არა, ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც საშინელები სულაც არ არიან; პირიქით, ისინი ყველაზე ლამაზი ქართველი ბავშვები არიან. შიში მათ თვალებში ცხოვრობს -ბავშვებისა და მათი მშობლების თვალებში. „კი მაგრამ, რისი ეშინიათ?“ – იკითხავთ თქვენ. მხოლოდ […]

Read More… from გადარჩე ნებისმიერ ფასად!

ცოცხლად დამარხული!

საშიშია! სახიფათოა! შემზარავია! ეს არის პირველი შთაბეჭდილება, როდესაც სახლს უახლოვდები. როგორც საშინელებათა ფილმებში, ის მალე ხახას დააღებს და უფსკრულში ჩაგითრევს… როგორ აღმოჩნდა ქალი აქ, როგორ დარჩა მარტო, რით იკვებება და რა სწამს, – ამ ყველაფერს ჩვენი ნაწერიდან შეიტყობთ. – ეთერ, თქვენ მოგვწერეთ, რომ დახმარება ძალიან გჭირდებათ. თუ შეიძლება, თქვენი გასაჭირის შესახებ გვიამბეთ. ეთერი: ღამღამობით აღარ […]

Read More… from ცოცხლად დამარხული!

ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს

ექვსი წლის გაბრიელი და ხუთი წლის ლაზარე სახლთან დამხვდნენ. ბავშვებმა კითხვები მომაყარეს: „დეიდა, შენს შვილებს მწვანე ლიმონათი დაულევიათ? მათთვის მას ხშირად ყიდულობ ხოლმე? ჩვენც მოგვიტან? იცი, მე მწვანე მომწონს, გაბრიელს კი – წითელი! ფეხბურთს გვეთამაშები? ნახე, ჩვენ ბურთი გვაქვს! კი დაიხა, მაგრამ ფეხის კვრა ჯერ კიდევ შეიძლება. მოიცადე, ახლავე შევაკეთებ!“ სანამ გაბრიელი თავის ბურთს აკეთებდა, […]

Read More… from ჩვენ არასდროს არაფერი გვექნება, ჩვენ ღარიბი მშობლები გვყავს

ბავშვობის სიხარული ვაჩუქოთ ანგელოზებს!

„ღმერთო, არაფერია იმაზე უფრო მტკივნეული, ვიდრე შენი შვილისთვის ელემენტარულზე უარის თქმა… ეს ძალიან მტკივნეულია, – მოსთქვამს ამ მშვენიერი ბავშვების დედა, გვანცა (23 წლის). – სანამ პატარები არიან, ვუხსნი: ახლა არა, მერე გიყიდით, მაგრამ როდის „მერე“? – მე თვითონაც არ ვიცი. ყოველდღე, უფრო და უფრო გვიჭირს…“ ეგიკაშვილების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი პაწაწინა, ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ყოველგვარი […]

Read More… from ბავშვობის სიხარული ვაჩუქოთ ანგელოზებს!

ღმერთო, დამეხმარე ჩემი პატარების გამოკვებაში!

საბრალო დედა – ქრისტინა, ყოველდღე ხატების წინ დგას და ტირილით ავედრებს უფალს თავისი ოთხი შვილის: საბას (3 წლის), ლევანის (6 წლის), ვანოს (8 წლის) და გიორგის (10 წლის) კეთილდღეობას.   „უფალი გეხმარებათ, ქრისტინე?“ – შევეკითხე და ოჯახში გამეფებულ სიღარიბეს მოვავლე თვალი.  – რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მხოლოდ მისი წყალობით არ იციან ჩემმა შვილებმა: საბამ, ლევანმა, […]

Read More… from ღმერთო, დამეხმარე ჩემი პატარების გამოკვებაში!

არ იტირო, პატარავ, არ იტირო…

„დეიდა, ჩემი დაიკო – თოჯინაა – მას არც საუბარი შეუძლია, არც სიარული… ის კარგი გოგოა და მე ის ისე ძლიერ მიყვარს, მაგრამ მას ძალიან სტკივა და ტირის… მე კი მასთან ერთად ვტირი…“ -ჩუმ-ჩუმად მიყვებოდა 6 წლის თეონა მისი მძიმედ ავადმყოფი დის, ბარბარეს (7 წლის) შესახებ. „აუტანელია საკუთარი შვილის ტკივილისა და ტანჯვის ყურება! სულიერად გავნადგურდი… ჩემი პატარა ბარბარე ყოველდღე იტანჯება… […]

Read More… from არ იტირო, პატარავ, არ იტირო…