ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელზე მეტია, სრულიად უფასოდ უწევს სასიცოცხლო დახმარებას საწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მათ შორის პატარა ბავშვებსაც. გვინდა გაგაცნოთ პატარა სალომე დუმბაძე. ის მხოლოდ 2 წლისაა, დაბადებიდან ავადაა და მისი გაუსაძლისი ტკივილების შემყურე, მთელი ოჯახი იტანჯება. მესამე შვილს ოჯახში დიდი სიხარულით ელოდნენ. გოგონას დაბადება განსაკუთრებით უფროს დებს, მარიამს და ანას ახარებდა. […]
სალომე დუმბაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება!