ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება! მრავალშვილიან ოჯახში დედას დარდი “კლავს” სიდუხჭრისა და შვილების სკოლაში უმოწყალო დაცინვის გამო!

დედა, მისი დაავადებული შვილები და მეუღლე სიკვდილის პირას არიან! წამლების ყიდვის საშუალების არქონა და ბავშვების სკოლაში დამცირება! მეგობრებო, უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, გული და სული გავუხსნათ მას! ვაკეთოთ სიკეთე და ჩვენს თანამემამულეებს დავეხმაროთ: დიდსა თუ პატარას, ვისაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ახსოვს. ყელში ბურთი მეჩხირება. აქ სიტყვები ზედმეტია.

შემოწირულია

$1395.92

დონორი

127

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

41 წლის გულკეთილ ქართველ ქალს, ლანას, თირკმელი თავისით მოსწყდა, მერე კი ექიმები რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში სერავდნენ მის სხეულს და ეძებდნენ ორგანოს!

კეთილო ადამიანებო,  ახალგაზრდა ქალი ყველამ უარყო, ყველამ გაწირა და ყველამ მიატოვა ამქვეყნად.  ის ხომ ჯერ კიდევ სამყაროში მოვლინების პირველივე წამიდან უარყო მისმა დედამ. მას შემდეგ ლანას ცხოვრებაში ერთი ბედნიერი დღეც კი არ ყოფილა. ანომალიური დაავადება, სიღატაკე, შიმშილი, დამცირება — რით დაიმსახურა ეს ყოველივე ამ საწყალმა ქალმა? 4 წელი იცხოვრა მონასტერში. მერე კი, გარკვეული მიზეზის გამო, იძულებული გახდა  მონასტერი დაეტოვებინა და მას შემდეგ აღარასოდეს გაიხედავს იმ მონასტრისკენ  (ფონდის კორესპონდენტს ნამდვილი მიზეზი გაანდო, თუმცა სთხოვა, რომ ის საიდუმლოდ დარჩენილიყო). გაუსაძლისი გაჭირვების მიუხედავად (როგორც მატერიალური, ასევე ჯანმრთელობის), ქალს სინდისი არასდროს დაუკარგავს. დღეს კი ყველასგან მიტოვებული ლანა კვდება ჩუმად, უხმოდ. როგორც მისი ამქვეყნად მოსვლა არავის გახარებია, ალბათ, ასევე არავის დაამწუხრებს მისი წასვლა ამ სამყაროდან. ვერც კი შეამჩნევენ…. 

შემოწირულია

$2455.17

დონორი

141

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

ერთადერთი შვილის ტანჯვის ყურება ოცდათორმეტი წლის განმავლობაში — უმძიმესი განაჩენია მოსიყვარულე დედისთვის!

 „ჩემი ერთადერთი შვილი ფილტვების ანთებით კინაღამ დაიღუპა. ოთხთვე-ნახევრის განმავლობაში საავადმყოფოში ვცხოვრობდით, მამუკას ერთი წუთითაც გვერდიდან არ მოვშორებივარ. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. ექიმები მომაკვდავი პაციენტებისთვის განკუთვნილ პალიატიურ განყოფილებაში მირჩევდნენ მის გადაყვანას, მაგრამ უარი ვთქვი“. ჩვენ წინაშეა უბრალო ქართველი ქალის თავგანწირული სიყვარულისა და გმირობის — ნამდვილი დედის მაგალითი. ცხარე ცრემლებით ტირის საკუთარი უმწეობის გამო. რცხვენია, დახმარებას რომ ითხოვს, მაგრამ მას არავინ ჰყავს ჩვენ გარდა. დაეხმარეთ ლალის ერთადერთი შვილის გადარჩენაში, რომელსაც მთლიანად მიუძღვნა თავი! მეგობრებო, მამუკას სიცოცხლე ჩვენს ხელთაა! თითოეული თქვენგანის დახმარებას შეუძლია, სიცოცხლე გაუხანგრძლივოს მას!

შემოწირულია

$18464.89

დონორი

950

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

უბედურება, უდიდესი ადამიანური სიმწარე!!! მეოთხე სტადიის სიმსივნე… ახალგაზრდა მამის სიცოცხლის საათები დათვლილია

სიცოცხლის წამზომი ჩართულია! ახალგაზრდა მამას თავის ტვინის პარკუჭების ავთვისებიანი სიმსივნე, მე-4 სტადიის გლიომა აქვს. საწყალი კაცი გერმანიაში იყო სამუშაოდ წასული, რომ მის ოჯახს ლუკმაპური არ მოკლებოდა. მუხლჩაუხრელად შრომობდა. ბოლო პერიოდში კაცი უჩვეულო სისუსტეს გრძნობდა, მაგრამ მუშაობას თავს არ ანებებდა, რადგან საქართველოში ოჯახს რჩენა სჭირდებოდა. მთასავით კაცს ფეხები ასე დაუწვრილდა. აი, როგორ ჭამს სიმსივნე ცოცხლად… გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეგობრებო, და დროულად მიმართეთ ექიმებს ან ჩვენს ფონდს დახმარებისთვის! ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ! სამწუხაროდ, ირაკლის მე-4 სტადიის სიმსივნე აქვს. ექიმები ოჯახს გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ. 7 წლის გოგონა ხვდება, რომ მამა ზეცაში უნდა გაფრინდეს და ამიტომ წამითაც არ ტოვებს საყვარელ მამიკოს. ამჟამად ოჯახს ფული სჭირდება. ძალიან სჭირდება პირდაპირი გაგებით ყველაფრისთვის! დავეხმაროთ, რომ ადამიანურად დაემშვიდობოს ქალიშვილი მამას და ქალი ქმარს! და შემდეგ ჩვენი მუდმივი მზრუნველობის ქვეშ ავიყვანოთ ეს ოჯახი, რომელიც ახლო მომავალში დაობლდება! ამ პატარამ და დედამისმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში ადამიანები არ ტოვებენ ერთმანეთს გასაჭირში! კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს ირაკლი და როგორ პირობებში იქნებიან ის და მისი ოჯახის წევრები – მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

შემოწირულია

$4523.70

დონორი

308

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

მოკრძალებულ, გონიერ და წარმატებით უნივერსიტეტდამთავრებულ 21 წლის ხულოელ ანას ხელზე მაჯა და მტევანი არა აქვს. წარმოიდგინეთ გოგონას ემოციური განცდები! თანაც ის ხომ ცოლიც უნდა გახდეს და დედაც!

წარმოიდგინეთ გოგონას ემოციური განცდები! თანთც ის ხომ ცოლიც უნდა გახდეს და დედაც! ქალისთვის ინვალიდობა ყველაზე დიდი სასჯელია ამქვეყნად! ვინც ახლა კითხულობთ ამ პოსტს, ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორ დაიტანჯებოდა თქვენი საყვარელი ქალიშვილი ასეთი საშინელი ფიზიკური დეფექტის გამო! მადლობა ღმერთს, თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლიათ ეს მშვენიერი გოგონა უნაკლო გახადონ! მაგრამ ამისთვის საჭიროა დასავლური ექიმები და ძალიან ძვირადღირებული მასალები. ანის ერიდება პროთეზირებისთვის დახმარების თხოვნა. „როგორ შევაწუხო უცხო ადამიანები?“ – წაიჩურჩულა გოგონამ და თავი დახარა, რომ მე, კორესპონდენტს, არ დამენახა მის თვალებზე მომდგარი ცრემლი. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ, ფონდში, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ გულკეთილი ადამიანები ამ სასიამოვნო გოგონაში საკუთარ ქალიშვილს, დას ან შვილიშვილსაც კი დაინახავენ. თუ გულმოწყალებას გამოვავლენთ, გადაჭარბების გარეშე ვამბობთ, ჩვენ სიცოცხლეს ვაჩუქებთ ან ლამაზ და მორცხვ ქართველ გოგონას! ის კი თავის შვილებს მოუყვება, რა კეთილი თანამემამულეები ჰყავს და, რაც ყველაზე მთავარია, უფალთან ხომ მხოლოდ კეთილი საქმეები მიგვიყვანს. ამაზე მეტს მთელ ქვეყნიერებაზე ვერც ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს ღვთისთვის! დაეხმარე, ღმერთო!

შემოწირულია

$2540.41

დონორი

160

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

საწუხარი მრავალგვარია! მაგრამ არის ისეთიც, რომელსაც საზღვარი არა აქვს! და არის ტკივილი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ! გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო!

ქალბატონი მანანა პროფესიით ექთანია. საკუთარი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა. ახლა კი მარტოა. მარტოა იმ ავადმყოფობის, ტკივილისა და გაჭირვების წინაშე, რომელიც მას ცხოვრებამ არგუნა. არ ჰყავს არც გულშემატკივარი, არც წლის მიმწოდებელი და, როგორც თავად ამბობს, არც დამმარხავი. უკვე ერთ წელზე მეტია, დამოუკიდებლად ჭამასაც კი ვეღარ ახერხებს, ვერც ტუალეტში გასვლას და ვერც ფანჯარასთან მისვლას, რომ იქიდან მაინც დაინახოს მზე. არა აქვს საჭმელი, წამლები, მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზი, გათბობა, თუმცა პირველ რიგში მაინც საწოლზე ოცნებობს. საწოლის მოვალეობას მის სახლში ძველი გატეხილი ტახტი ასრულებს, რომელსაც ფეხების მაგივრად წიგნები აქვს შედგმული. მასზე დაწოლა შეუძლებელია.

შემოწირულია

$2484.15

დონორი

204

დიახ! მსურს დახმარება!
1 3 4 5 6 7 40