გიომ კლინიკური სიკვდილი ზედიზედ ოთხჯერ გადაიტანა! უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა განიცადა დედამ, როდესაც უყურებდა, ხელებში როგორ უკვდებოდა შვილი — ამას მტერსაც არ ვუსურვებთ! ამ სულისშემძვრელი სანახაობის შემდეგ საბრალო ქალს დიაბეტიდაემართა. გიო ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ ცხოვრება უკუღმართად დატრიალდა. ორი წლის ასაკში ბიჭუნას დაუსვეს ეპილეფსიის დიაგნოზი, რომელთან გამკლავებაც შეუძლებელია. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე საშინელი დიაგნოზი დაუდგინდა: ცერებრული დამბლა, აუტიზმი. მისი მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა. დღეში 10-ჯერ კრუნჩხვები ემართება, რასაც ვერცერთი წამალი ვერ შველის. ბავშვს აუცილებლად სჭირდება გამოკვლევა და მკურნალობის ახალი გეგმის შედგენა, მაგრამ ექიმთან წასასვლელი ფული არ აქვთ. ოჯახი გიოს ინვალიდობის პენსიით და სოციალური შემწეობით არსებობს. საკვებზეც კი არ ჰყოფნით ეს თანხა. ამიტომ მძიმედ დაავადებული გიო, მისი და და დედიკო იძულებული არიან, იშიმშილონ. უფლის წყალობით, საჭმელი სოციალური სასადილოდან მაინც მოაქვთ, თორემ…