დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ძალიან ცოდონი არიან ეს პატარები: ისინი სოკოსა და ობის შხამს სუნთქავენ, სიცივესა და შიმშილში ცხოვრობენ, ნორმალური ტანსაცმელი არ აქვთ!!! ჩაიდანიც კი არ არის, მუდმივად გაყინულმა ბავშვებმა ცხელი წყალი მაინც რომ დალიონ! წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, ამ სახლში საერთოდ არაფერია… შეხედეთ ამ საშინელებას, მეგობრებო! მადლობა ღმერთს, საშუალება გვაქვს, დავეხმაროთ ამ საბრალო ადამიანებს… საქართველოს შვილები სიცოცხლით უნდა ტკბებოდნენ! ნეტავ გადარჩნენ, ღმერთო! ფილტვების ხშირი ანთება ხომ, მოახლოებული ტუბერკულოზის ნიშანია!

პატარა სლავიკი შიმშილისგან ტირის. ბავშვი ისე ბჟირდება, ლამისაა დაიხრჩოს. საკვების საყიდელი ფული არ აქვს საბრალო დედას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანამ სოციალური შემწეობის თანხას არ მიიღებს, მათ სახლში ერთადერთი საკვები ხმელი პური იქნება.

მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა ოჯახი მიატოვა, დიანა მარტო დარჩა სამი პატარა შვილით. მას კი არც აინტერესებს ბავშვები ცოცხლები არიან თუ არა.

თავად დიანაც დედამ მიატოვა, ახალშობილი ჩააბარა ბავშვთა თავშესაფარში. ამას ხომ მტერსაც არ უსურვებ! მადლობა კეთილ ქალს, რომელმაც იშვილა. მაგრამ რამდენიმე წლის წინ ისიც გარდაიცვალა. ახლა დიანას არავინ ჰყავს ამქვეყნად.

სახლში გათბობა არ არის, ამიტომ ბავშვები ცივდებიან და მუდმივად ავადმყოფობენ. სულ ცოტა ხნის წინ ვასო საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც პნევმონიას მკურნალობდნენ, ახლა კი ისევ გაცივდა ბიჭი. სად უნდა იშოვოს საბრალო დედამ წამლების ფული, როცა სოციალური შემწეობით არსებობს და გადარჩენისთვის იბრძვის თავის პატარა ანგელოზებთან ერთად?!

შემოწირულია

$3454.90

დონორი

338

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ბავშვები შიმშილით საშინლად იტანჯებიან, როგორც ომის დროს და ხმამაღლა კითხულობენ ლოცვას „მამაო ჩვენო“, უფალს სთხოვენ, პურის ერთი პატარა ნატეხი მაინც გამოუგზავნოს! მაგრამ მთავარი, რაც დედამ, სოფიკომ პატარებს დაარიგა, არის ის, რომ ყოვლისშემძლე უფალს ევედრონ, ყველანი სიკვდილს გადაარჩინოს, როდესაც სახურავი ჩამოენგრევათ თავზე! უშველე, ღმერთო!

მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, სოფიკო მარტო ზრდის სამ შვილს, ჭერის შესაკეთებლად საჭირო თანხას ვერ აგროვებს! ბავშვები სოციალური შემწეობით არსებობენ, რაც საკვების საყიდლადაც კი არ კმარა. კეთილო ადამიანებო, მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!

სოფიკო, 44 წლის (დედა): „არც კი ვიცი, რაზე ვიდარდო პირველ რიგში: სახლი რომ ინგრევა, თუ იმაზე, რომ სუსტი ჯანმრთელობა აქვთ ბავშვებს? სახურავი რომ არ შევაკეთდეს, ჩემი შვილები უსახლკაროდ დარჩებიან. მაგრამ, მათ ჯანმრთელობას თუ არ მივხედე სერიოზულად და დაემართებათ  რამე, ეს სახლი რაში მჭირდება?“

შემოწირულია

$27422.13

დონორი

1597

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

6 წლის ემილი და 5 წლის ელენე, როგორც ძაღლი გამხმარ ძვალს, ისე „ღრღნიან“ ხმელი პურის ნატეხს. საბრალო ბავშვს ხმელი პურის ჭამისას კბილიც კი მოსტყდა. ნუთუ პატარა ანგელოზებმა ეს დაიმსახურეს? ისინი ხომ ღვთიური სინათლე არიან ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ სახელმწიფო რას აძლევს მათ?! ღვთისნიერო ადამიანებო, ბავშვების ერთადერთი იმედი თქვენ ხართ!

მთელი დღის ნაშიმშილარი ბავშვები ძილის წინ პურის ნატეხს ჭამენ. უფრო სწორად, არა, ამას ჭამა არ ჰქვია! ბავშვები წვალობენ, რომ იქნებ ერთი ლუკმა რამენაირად მოაკბიჩონ ამ ხმელ პურს. 6 წლის ემილი და 5 წლის ელენე მრავალშვილიანი შეჭირვებული ოჯახის შვილები არიან. საკმარისია, ერთხელ მაინც ჩახედოთ ბავშვებს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურ დახმარებას იღებენ ამ სახელმწიფოსგან, რაც ბავშვების ცხოვრების საშუალო დონესაც კი ვერ უზრუნველყოფს. ზამთრის ყინვაში საბჭოთა კავშირის დროინდელ ტაშტში ბანაობისას ემილი და ელენე გაცივდნენ, ახველებთ და მაღალი სიცხე აქვთ. ბავშვებს ერთი წყვილი თბილი ტანსაცმელიც კი არ აქვთ. ასეთი თხელი მაისურები აცვიათ თებერვლის თვეში. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

შემოწირულია

$11136.98

დონორი

773

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ახლა ჩვენ ისეთი მდიდრები ვართ! ისეთი მდიდრები! მადლობა თქვენ და ათასობით ადამიანს, ვინც ჩვენს გასაჭირს გამოეხმაურა! შეხედეთ, რა გააკეთეთ! ეს ხომ ნამდვილი სასახლეა! დედა ამბობს, რომ ღმერთი ათასგზის დაგაჯილდოებთ… ჩვენი თქვენდამი სიყვარული არასდროს განელდება, თუ რამე დაგჭირდებათ, მოგვმართეთ, თქვენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ!

მარი (10 წლის): ჩვენი სახლი რომ დაიწვა, მე და ჩემმა დამ ანიმ ბევრი ვიტირეთ… ანი: „ყველაფერი, რასაც ამ ოთახში ხედავთ, ფონდის მეგობრების ნაჩუქარია“ „დიდი კარადები გვაქვს სარკეებით, ჩვენი დიდი ოჯახისთვის ზედგამოჭრილია“.
– კამერით მოგყვებით და ყურადღებით გისმენთ! ანი: ჩემს და მარის ოთახში გეპატიჟებით. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ახალია და ახალი ავეჯის მაგარი სუნი აქვს. ამ რბილ საწოლზე რა ტკბილად დავიძინებთ! კომოდის უჯრებში სახელმძღვანელოებსა და სასკოლო ნივთებს შევინახავთ. პუფებზე ჯდომა ძალიან კომფორტულია. დიდი კარადა კი ჩვენი ტანსაცმლისთვის არის. ვაიმე, იმდენი ახალი ტანსაცმელი გვაქვს! ახლავე ჩავიცვამთ და გაჩვენებთ ყველაფერს. პატარებსაც უყიდეს ყველაფერი. ლუკა და ნიკო აკაკუნებენ კარზე, რომ ახალი ტანსაცმლით დაგვენახონ.
ანი: „ლუკა და ნიკო მოვიდნენ, ახალი ტანსაცმელი რომ გვაჩვენონ და თან ჩვენს საწოლზეც იხტუნაონ“.
„კარგ ხასიათზე ვართ! სიყვარულს და გულებს გიგზავნით“.
– შესანიშნავად გამოიყურებიან დაიკოებიც და პატარებიც! ყველას უხდება ახალი ტანსაცმელი!

შემოწირულია

$19224.53

დონორი

1243

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

ჩემი შვილი რომ გაიზრდება, უნდა დავსვა და კეთილ ადამიანებზე ვუამბო

მანუკი, ოჯახის უფროსი: „შეხედეთ, რა ბედნიერები არიან ჩემი გოგონები, როგორ ჩემს მეუღლეს როგორ უბრწყინავს სახე! თქვენი პროექტი ბედნიერებას ჩუქნის ოჯახებს!“
მანუკიანების ოჯახის საცხოვრებელი ყოფილი მაღაზია არის. დედა, ქეთი ახალშობილ ლუკასთან ერთად, პირდაპირ ამ გაყინულ ოთახში დაბრუნდა სამშობიაროდან. ბავშვს არც პამპერსი ჰქონდა, არც საწოლი, არც ცხელი წყალი და შეშინებული განწირული ხმით ტიროდა. ლუკას დებს, მარისა და ბარბარეს, არც თბილი ტანსაცმელი ჰქონდათ და არც ფეხსაცმელი. ბარბარე ცივ მეტლახზე იწვა ლეიბის ნაცვლად, ტელევიზორის სანაცვლად კი შიშველი კედლები ჰქონდათ.
ამ ოჯახისთვის შესაძენი ნივთების სია გრძელი იყო – ყველანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი, ნულიდან! პროდუქტები, ტანსაცმელი. პირველ რიგში, ლუკას ბედნიერად ჩაეძინა ახალ საწოლში. მარი და ბარბარე კი, აღტაცებით აღნიშნავდნენ და ეგებებოდნენ ყოველ საჩუქარს.

შემოწირულია

$16174.83

დონორი

1109

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

მრავალშვილიანი ოჯახები

საახალწლო საჩუქრებისა და მხიარული სიმღერების ნაცვლად… ცხარე ცრემლები და ხუთი ქართველი ბავშვის ტანჯვა! დიდია უფალი, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, ძველით ახალ წლამდე თოვლის ბაბუა დავუბრუნოთ ამ საბრალო პატარებს! მეგობრებო, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება!

შეხედეთ ამ საბრალო ადამიანებს და თქვენს გულებში სევდა დაისადგურებს! ასეთი პირობები, როგორშიც ეს საბრალო ბავშვები და მათი მშობლები ცხოვრობენ, ნამდვილად სამარცხვინოა საქართველოსთვისეს მრავალშვილიანი ქართული ოჯახი არავის სჭირდება ჩვენ გარდა, ჩვენ კი შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ 2025 წელი საუკეთესო გახდეს მათ ცხოვრებაში. მეგობრებო, თქვენ უკვე ათობით, ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეთ და კიდევ ბევრს გადაარჩენთ. ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია, ისინი ცხოვრობენ საშინელ პირობებში! უმცროსი, ლუკა, წლინახევრისაა. მრავალშვილიანი ოჯახი გაჭირვებით ახერხებს თავის გატანას და შვილების გამოკვებას. უფასო სასადილო შველის.

შემოწირულია

$3845.86

დონორი

221

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 5 6 7 8 9 49

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის